როგორ ხვდებიან ახალ წელს მარტოხელა პენსიონერები

საზოგადოება

როგორ ხვდებიან ახალ წელს მარტოხელა პენსიონერები

2010 დეკ 30 12:07:21

 

საახალწლო სუფრისთვის, ტრადიციულად, ყველა ოჯახი ემზადება. პროდუქტების ღირებულება კი დღითიდღე მატულობს. თუ როგორ შეხვდებიან ახალ წელს, შობას და კალანდას ოზურგეთელი პენსიონერები, ამის შესახებ ისინი "გურია ნიუსს" ესაუბრებიან _ მათი წინასაახალწლო განწყობა ოპტიმისტური ვერაა, რადგან პენსია საახალწლოდ ამისთვის საკმარისი ნამდვილად არ არის.
ოზურგეთში, კოსტავას ქუჩის #113-ში, 88 წლის მარტოხელა პენსიონერი მადლენა ღლონტი ცხოვრობს. მისი მეუღლე და შვილი წლების წინ გარდაიცვალნენ. ახალ წელს დიდი ხანია მარტო და სევდიანი ხვდება.
_ პენსია და სოციალური დახმარება მაქვს, რაც თვიდან თვემდე საკმარისი ნამდვილად არ არის, რადგან პროდუქტებზე ფასი დღითიდღე მატულობს. ყველი 9 ლარი ღირსო, მეუბნებიან, ალბათ, ვერ ვიყიდი. შაქარი _ 2 ლარი და 30 თეთრი. კიდევ რამდენი პროდუქტია საჭირო. ძალიან მომჭირნედ უნდა გავხარჯო ჩემი შემოსავალი, რომ მშიერი არ დავრჩე. რად მინდა საახალწლო სუფრა, თუ საშობაოდ და საკალანდოდ მშიერი დავრჩი? წამლებიც დამჭირდება. არ მაქვს გათბობის საშუალება _ ელექტროღუმელი რომ ჩავრთო, ვეღარ გადავიხდი ფულს, ამიტომ თხევადი აირი აუცილებლად უნდა შევიძინო, რაც ძალიან ძვირი ღირს. ბუნებრივი აირი დიდი შეღავათი იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ არ მაქვს საშუალება და ვერ შემოვიყვან, _ გვითხრა მადლენა ღლონტმა.
ჩვენს კითხვაზე თუ რითი თბება, გვპასუხობს, რომ შეშის შესაძენი ფული აღარ რჩება: _ მეზობელი თუ მომეხმარება და ფიცრის ნაჭერს მომიტანს, ან გავალ და ფიჩხებს შევაგროვებ. შეშა ძვირი ღირს და ვერ შევიძენ, რადგან მერე მთლად ულუკმაპუროდ დავრჩები _ ჩემი მიცვალებულების სახელზე საშობაო ღვეზელი ხომ აუცილებლად უნდა გამოვაცხო? _ ამბობს ქალბატონი მადლენა.
ნინა ბერულავა 71 წლისაა. მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს. ადრე ავტოავარიაში მოყვა და იმდროინდელი ტრავმა დღემდე აწუხებს _ ცალი ფეხით კოჭლობს, მისი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია.
_ გუშინ სახლის უკანა კედელი ჩამოინგრა,  ჭერიც ნელ-ნელა ქვევით ჩამოიწია. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, მალე სახურავიც ჩამოიქცევა და შიგნით მოვყვები. ზამთრისთვის ღუმელი არ მაქვს, ან რად მინდა _ შეშა ორ წელზე მეტია, არ შემიძენია, არ მაქვს საშუალება და როგორ შევიძენ? პროდუქტს ნისიად მაძლევენ, თორემ მშიერი მოვკვდები. შარშან მთელი ზამთარი მეზობელთან გავატარე. გავთბებოდი და მოვდიოდი ჩემს ოთახში დასაძინებლად. განაცხადი დაწერილი მაქვს მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მაგრამ დადებითი პასუხი არ მიმიღია, დასახმარებელთა სიაში ვერ მოვხვდი. ასაკის მომატებასთან ერთად, ჯანმრთელობა გამიუარესდა, მხედველობა დამიქვეითდა და ასეთ პირობებში, ალბათ, დიდხანს ვეღარ გავაწევ. მგონი, ალეკო ცინცაძის გუბერნატორობიდან მოყოლებული ყველა გუბერნატორმა იცის ჩემი საცხოვრებლის შესახებ, ყველა დახმარებას შემპირდა, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს, ვარ ასე, ღვთის ანაბარად. მხოლოდ იმაზე ვლოცულობ, რომ სახურავი არ ჩამოიქცეს, _ გვითხრა ნინა ბერულავამ.
მზია ჟორჟიკაშვილი 60 წლისაა. იგი ჭავჭავაძის ქუჩის #4-ში ცხოვრობს. მარტოხელა პენსიონერია და დიაბეტით არის დაავადებული: _ ჩემი პენსია და სოციალური დახმარება მედიკამენტების შესაძენად ძლივს მყოფნის და საშობაო სუფრაზე აღარ ვფიქრობ, თუმცა ადრე მქონდა ამის განწყობა _ ხანდახან ხელისუფლებასაც ვახსენდებოდით, საჩუქრები მოჰქონდათ. ჩემთვის ყურადღება მაინც ბევრს ნიშნავს, _ ამბობს მზია ჟორჟიკაშვილი.

 




 ახალი ამბები
  • საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს იგეგმებაცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს ახალგორში უნდა გაიმართოს.  ის უკვე თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ოკუპანტები გაფრინდაშვილს  ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებენ, თუმცა, ექიმი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ ცნობს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ინფორმაციით, ამ პროცესზე ადვოკატი ქართველი ექიმის დაუყონებლივ გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას დააყენებს. „ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ადვოკატთან, რომელიც ოჯახის თხოვნით ავიყვანეთ. მან რამდენჯერმე მოინახულა ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში. მისი ინფორმაციით, დღეს, 15:00 საათზე არის ჩანიშნული პროცესი ე.წ. სასამართლოში. ეს არის პირველი სასამართლო სხდომა. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ უკანონო პატიმრობა, რომელშიც ქართველი ექიმი თვეზე მეტია, იმყოფება, სწორედ დღევანდელ პროცესზე დასრულდება და ის აბსურდული ბრალი, რაზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში მისი უპირობო გათავისუფლებით დასრულდება. ე.წ. პროცესზე ადვოკატი აპირებს იშუამდგომლოს, რომ გათავისუფლდეს ექიმი პატიმრობიდან და გამარტივებული წესით მოხდეს მისი საკითხის განხილვა. შეიძლება, იყოს ადმინისტრაციული გარკვეული სახის ფულადი ჯარიმაც გამოყენებული“, – ამბობს ... ...
  • 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოჩნდაშემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა და კვლევის შედეგად, პროდუქტში საკარანტინო ობიექტის, კარტოფილის რგოლური სიდამპლის (Clavibacter Michiganensis Subsp. Sepedonicus) არსებობა დადასტურდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითვე, აღნიშნული ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ... ...
  • მძიმე ბრალდებები- დაპირისპირება სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე ამ წუთებში ხმაურია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. დღის წესრიგით გათვალისწინებული 40 საკითხიდან, ჯერ  2 საკითხი არ იყო განხილული, როდესაც ოპოზიციამ სიტყვა მოითხოვა და ადგილობრივი ხელისუფლება თბილისში ბიუჯეტზე დამოკიდებული თანამშრომლების აქციაზე წაყვანის ძალდატანებაში დაადანაშაულა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ემზარ შუბლაძემ ხელი პირდაპირ დაადო კეთილმოწყობის უფროსს, ელგუჯა კალაძეს, რომელიც, თითქოსდა, თანამშრომლებს სამსახურიდან გაგდებით აშინებს. ოპოზიციის ბრალდება კატეგორიულად უარყო ელგუჯა კალაძემ. მან ემზარ შუბლაძე თათბირზე მიიწვია და პირობა დადო, რომ თუ ერთი თანამშრომელი მაინც დაადასტურებს უფროსის მხრიდან დაშინების ფაქტს, თანამდებობას ... ...
  • "დასაკარგი დრო არ გვაქვს"- პატარა ლიზის ხალხის დახმარება სჭირდება7 წლის ლიზიკო ტყეშელაშვილს დახმარება სჭირდება. როგორც „გურია ნიუსს“ ლიზიკოს მშობლებმა უთხრეს, ბავშვს 2 წლის წინ ანგინა დაემართა, რის შემდეგაც სიცხეები და ღებინება დარჩა, ექიმები სხვადასხვა აზრს გამოთქვამდნენ, მაგრამ ცოტა ხნის წინ შეიტყვეს, რომ ბავშვს თავის ტვინის  ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ექიმები ამბობენ, რომ საქართველოში ოპერაცია ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და ლიზის სჭირდება ოპერაცია გერმანიაში. საზღვარგარეთ ოპერაცია კი  სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული და  ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. „ძალიან გვჭირდება თითოეული თქვენგანის დახმარება, ვინაიდან 7 წლის ლიზის აღმოაჩნდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე რამდენიმე ადგილას. ორი წლის წინ ლიზის აღმოაჩნდა ანგინა, რომელმაც დაუტოვა დაბალი სიცხეები და ღებინება. ექიმები აფიქსირებდნენ სხვადასხვა აზრს, თუმცა, საბოლოო შედეგს თუ რის გამო იყო ლიზი ამ მდგომარეობაში ვერავინ გვეუბნებოდა.   ამის გამო გადავწყვიტეთ გადაგვეღო მაგნეტო რეზონანსული ტომოგრაფია თავზე  და გავიგეთ ამ დიაგნოზის შესახებ. ლიზიკოს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია გერმანიაში, დაგვიანების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს. ექიმები ვარაუდობენ, რომ ოპერაციის დაგვიანების შემთხვევაში დიდი ალბათობაა, რომ ბავშვი დაინვალიდდეს და მხედველობა დაკარგოს. ველოდებით კალკულაციას გერმანიის კლინიკებიდან, მაგრამ დასაკარგი დრო არ გვაქვს და ვიწყებთ თანხის შეგროვებას. დაახლოებით 200 000 ევროა საჭირო ოპერაციის ჩასატარებლად. გთხოვთ, გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დავეხმაროთ ლიზის გამოჯანმრთელებაში. ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი: GE63TB442345061100041 საქართველოს ბანკი: GE92bg0000000756736700 მიმღები თეა ნოზაძე. წინასწარ მადლობას გიხდით და გთხოვთ გაითვალისწინოთ პატარა ლიზის მდგომარეობა“,_ ამბობენ პატარა ლიზიკოს ოჯახში. ... ...
  • უკანონო ნადირობა წითელ ნუსხაში შეტანილ კავკასიურ მურა დათვის ბელზეგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქემ, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ, გაუფორმებელი იარაღით მოინადირა წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი, რომლის წონამ 30 კგ. შეადგინა. სამართალდამრღვევი ნანადირევის ტრანსპორტირებას ავტომანქანით ორ თანმხლებ პირთან ერთად ახდენდა. იგი იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმალვის საშუალება არ მისცეს. სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...