"პრესკონფერენციაზე არასდროს ვსვამ ისეთ კითხვას, რომ მერე შემრცხვეს მისი გამოჩენა..."

საზოგადოება

"პრესკონფერენციაზე არასდროს ვსვამ ისეთ კითხვას, რომ მერე შემრცხვეს მისი გამოჩენა..."

16 მაი. 2012, 21:51:10

"თსპრესს.გე"-ის ჟურნალისტი იზა სალაყაია "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ როდესაც საჩივარი იქნება მზად, ჩანაწერის სრულ ვერსიას მაშინ წარმოადგენენ.

_ იზა, თქვენს მიერ გავრცელებულ ჩანაწერში არის ასეთი ფრაზა - ნუ მიღებ! რატომ გეუბნებათ ამას ჟურნალისტი?

_ არა, იცით, როგორ იყო? მე გეტყვით... როგორც კი საჩივარი იქნება მზად, ჩვენ სრულ ჩანაწერსაც დავდებთ.

_ ჩანაწერში პირველი არხის ჟურნალისტი ამბობს, რომ თქვენ რამდენჯერმე გაგაფრთხილათ – ნუ მიღებო... რატომ გაფრთხილებდათ?

_ ჯერ ერთი, გაფრთხილებული არ ვიყავი. მეორე, რატომ უნდა გამაფრთხილოს მე სხვა არხის ჟურნალისტმა?! როცა ჟურნალისტები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ, რომელი ჟურნალისტი მოხვდება კადრში, ამის გაკონტროლება რთული მომენტია. მეორე, მსგავსი გაფრთხილება მე არ მიმიღია. თუმცა, გაფრთხილება რომც მიმეღო, ვერც მივიღებდი, რადგან ვმოქმედებ ისე, როგორც ჩემს პროფესიულ საქმიანობას შეშვენის და როგორც მე მევალება. მაგალითისთვის ვამბობ, ნატო ბერულავას რომ ეთქვა, _ ნუ გადამიღებო, მე ვიყავი საჯარო სივრცეში, ვიღებდი საჯარო შეხვედრას. ვალდებული ვარ, დავაფიქსირო ყველაფერი რაც ხდება.

ნატოსკენ კამერა იმ დროს მივმართე, როცა მან ირაკლის დაუსვა კითხვა. მივმართე იმიტომ, რომ სწორად გამეგო, რა კითხვას სვამდა ნატო და სწორად დაფიქსირებულიყო ირაკლის პასუხი. მივმართე კამერა იმ დროს, როცა კითხვას უსვამდა ირაკლის და ეუბნებოდა თუ როგორ უშლიდნენ მას ხელს. ამ შემთხვევაში, მე გამოვიჩინე ერთგვარი კოლეგიალობა, მქონდა კიდეც გადაღებული, ყველა ჟურნალისტის მიმართ იყვნენ ეს ადამიანები აგრესიულები. ესენი იყვნენ ხელისუფლების საქმიანობით კმაყოფილი ადამიანები. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც პირადად ნატოსთან ჰქონდათ კითხვები, იმიტომ, რომ იგი წარმოადგენდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. მე მაინტერესებდა, ამ შემთხვევაში რას უპასუხებდა ირაკლი ალასანია იმ კონკრეტულ ბრალდებაზე, ფაქტსა თუ კითხვაზე, რასაც ნატო მას დაუსვამდა, თუმცა ნატომ ეს არ მაცალა.

_ თქვენ ახსენეთ, რომ შეკრებაზე იყვნენ ხელისუფლების მხრიდან კმაყოფილი ადამიანები, იცნობთ მათ?

_ თქვენ შეგიძლიათ ამ ადამიანებთან მიხვიდეთ და უთხრათ. მე ვამბობ, იყო ნათელი, ვინც იყო ხელისუფლების საქმიანობით კმაყოფილი და კრიტიკულები ოპოზიციური კოალიციის მიმართ. იყვნენ ის ადამიანებიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, ვისაც კონკრეტული კითხვა ჰქონდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთან. ზოგადად, როგორც ჩანს, ისინი ეუბნებოდნენ ნატოს, რომ ის იყო მიკერძოებული და თხოვდნენ შეხვედრის ობიექტურად გაშუქებას. ასევე მინდა ვთქვა, რომ პირველი არხის "მოამბეში" ფაქტები დამახინჯებით გაშუქდა. მე ვგულისხმობ იმას, რომ როცა პირველი არხის ჟურნალისტი ამბობდა, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები პირველი არხის ჟურნალისტს ერჩოდნენ თუ ხელს უშლიდნენ საქმიანობაში და კადრში ჩანდა მამაკაცი, რომელიც აბსოლუტურად ყველა კამერის წინ გამოხატავდა მსგავს აგრესიას. კადრში ჩანდა ქალბატონი, რომელიც ნატოს ეჩხუბება და ეუბნებოდა დაეტოვებინა ტერიტორია სხვა ჟურნალისტებთან ერთად. ისინი იყვნენ, ასე ვთქვათ ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივრები. თქვენ შეგიძლიათ ჩახვიდეთ და ნახოთ, ეს ადამიანები. ღიად ამბობენ, რომ საცხოვრებელი ჭერი ხელისუფლებამ მისცა, სხვადასხვა მხარდაჭერას გრძნობენ ხელისუფლებისგან. მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გახსენებია ირაკლი ალასანიას და ეს ადამიანები ირაკლი ალასანიას ეძახდნენ მოღალატეს. ამის კადრები გვაქვს. ჩვენ დავდებთ ჩანაწერს იმ დროს, როცა შევიტანთ სარჩელს სასამართლოში.

_ "გურია ნიუსთან" ინტერვიუში ნატო ბერულავა აცხადებს, რომ თქვენ ადრე გქონდათ მასთან დაპირისპირება. რა დაპირისპირებაზეა საუბარი?

_ ერთი წუთით, ერთი წუთით, სიტყვა დაპირისპირება რას ნიშნავს?! როცა ორი ადამიანი ერთმანეთს უპირისპირდება რაღაც კონკრეტულ ფაქტზე. რაც შეეხება იმას, რაზეც ნატო ბერულავა საუბრობს, ძალიან მინდა სწორად გაიგოს ყველა ადამიანმა, რომ ხშირად სიტყვა "დაპირისპირების" არასწორი ფორმულირება ხდება. მე ნატო ბერულავას არ ვუპირისპირდები, ეს ერთი. მეორე, ნატო ბერულავა რაზეც ყოფილა განაწყენებული თურმე, ახლა გავიგე. ეს ეხებოდა ქალაქ ფოთის მერის ერთ-ერთ პრესკონფერენციას, სადაც საუბარი იყო პორტში თანამშრომლების გათავისუფლებაზე. როდესაც პრესკონფერენციაზე ვსვამდი კითხვას, ხშირად იყო ხოლმე იქ ნატო. საერთოდ, ნებისმიერ დროს, ჩემს კოლეგას ყოველთვის ვაცლი კითხვის დასმას. იყო ერთხელ ისეთი შემთხვევა, დავსვი კითხვა, შემომეჭრა ის ლაპარაკში: _ კარგი იზა, ნუ ლაპარაკობ ასე, იმიტომ, რომ მე ვიცი იქ რა ხდებაო. დეტალებში არ ვიცი რამდენად გაინტერესებთ, მაგრამ საუბარი იყო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე, რაც ხელისუფლებამ ჩაუდო პორტის მფლობელ კომპანიას. მე ამის დაზუსტებას ვცდილობდი, როცა მერმაც კი ვერ გააჩერა ბერულავა და თქვენ შეგიძლიათ ამის კადრები ნახოთ. ასე ვთქვათ, ნატო გამოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ ეს ადამიანები ყველა გასაშვები იყო, ყველამ მიიღო კომპენსაცია. ამ დროს, ფოთის მერი აცხადებდა, რომ გათავისუფლებული ადამიანების ნაწილს დაუმთავრდა კონტრაქტი, ნაწილი არის საპენსიო ასაკის. რაც იმას ნიშნავდა, რომ იურიდიულად, ეს ადამიანები პორტიდან გასაშვები იყვნენ. ამიტომ, მე გამოვიტანე სათაურად "მერი და პირველი არხის ჟურნალისტი მიიჩნევენ, რომ პორტის თანამშრომლები გასათავისუფლებლები იყვნენ". როგორც გვიან გავიგე, ამას მოჰყვა მისგან დიდი განაწყენება, თუმცა მე ვერ ვხვდები ამ განაწყენების მიზეზს. აქვე მინდა ვთქვა, რომ მე პრესკონფერენციაზე არასდროს ვსვამ ისეთ კითხვას, რომ მერე შემრცხვეს მისი გამოჩენა და რომელიმე გადაცემაში თუ საინფორმაციო გამოშვებაში საკუთარი თავის ნახვა.

ნებისმიერ დროს შეუძლია ნატო ბერულავას ჩემი კითხვა მსგავსად გადაიღოს. მე ვერ ვხვდები ნატოს განაწყენების მიზეზს.

სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა მისი საქციელი. მე ყოველთვის ვიქცევი ისე, როგორც ჟურნალისტიკა მოითხოვს. რამდენად გამომდის, არ ვიცი...

_ იმის გარდა, რაც თქვენ მოყევით, ფოთის მერთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე სხვა დაპირისპირება არ ყოფილა?

_ არაფერი, ვერ ვხვდები მისი განაწყენების მიზეზს.

თქვენთან ინტერვიუში ნატო ამბობს სასაცილო რამეს _ ჩემი ნათქვამი მიაწერეს მერსო. მე ფოთის მერისთვის არ მიმიწერია ნატოს ნათქვამი, პირიქით, დაემთხვა, რომ მერი და ნატო ბერულავა იზიარებდნენ ერთ პოზიციას!




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...