იმის გამო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვიღებთ ხელფასს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ სახელმწიფოზე დამოკიდებული - ტურავა

საზოგადოება

იმის გამო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვიღებთ ხელფასს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ სახელმწიფოზე დამოკიდებული - ტურავა

2016 აპრ 19 19:28:13

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას განცხადებით, ის პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოსამართლის ბინით უზრუნველყოფა მოხდეს. აღნიშნული განცხადება ტურავამ ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთის წინ გაააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის უფრო დიდი პრობლემაა მოსამართლე ტურისტის ცხოვრებით ცხოვრობდეს, ვიდრე  სახელმწიფოსგან საკუთრებაში ბინა მიიღოს.

"2006 წლიდან, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო თბილისიდან ბათუმში გადავიდა, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ბინით უზრუნველყოფილიყვნენ. კანონი ავალდებულებს სახელმწიფოს, შეუქმნას მოსამართლეს ღირსეული პირობები. აუცილებელია მოსამართლის ბინით უზრუნველყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ საკონსტუტიციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც მუდმივად ჩემოდანზე იჯდება და ბათუმში ყოველ ჩასვლზე სასტუმროში უნდა ეძებოს ადგილები ან მივიდეს ნაცნობ -მეგობრებთან. წარმოუდგენელია სამოსამართლეო საქმის განხრციელება, თუ არ იქნება ღირსეული პირობები. ერთ წელზე მეტი გავიდა და ჯერ ჩემი ბინით უზრუნველყოფა არ მომხდარა. ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა ბათუმის მერიას და სთხოვა საკუთრებაში გადმოცემულიყო ფართი, რომელიც ეკონომიკის მართვის სააგენტოდან მე გადმომეცემა," - აღნიშნა ტურავამ და დასძინა რომ ანალოგიური სიტუაციიაა საქართველოს პარლამენტის წევრებთან დაკავშირებით და მისთვის გაუგებარია, რატომ შეიქმნა პრობლემა მაინცდამაინც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იმას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ბინა საკუთრებაში მუდმივად უნდა გადაეცეს, თუ სამოსამართლო ვადით, ტურავა ფიქრობს, რომ ეს სახელწიფოს გადასაწყვეტია.

"როგორც ეკონომიკის სამინისტრო ანგარიშობს 10 წლის განმავლობაში გადახდილი ქირა არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე ბინის საკუთრებაში მიცემაა. აქედან გამომდინარე , სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ მოსამართლეს ჰქონდეს ოჯახთან ერთად ცხოვრების საშუალება, რადგან თუ მათ ბინა არ აქვთ, სრულყოფილ ღირსეულ სამოსამართლო საქმიანობას ვერ განახორციელებს,"- აღნიშნა ტურავამ.

მისივე თქმით, ბინის გადაცემა უხერხულობას არ ქმნის, რადგან მოსამართლეები სახელმწიფოსგან ხელფასსაც იღებენ.

"იმის გამო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასს ვიღებთ, ჩვენ არც ვართ და არც უნდა ვიყოთ სახელმწიფოზე დამოკიდებული ან სახელმწიფოს სასარგებლოდ მივიღოთ გადაწყვეტილება. ბინის გადმოცემა ერთჯერადი აქტია და მოსამართლეს როდესაც ბინა გადაეცემა, ამის შემდეგ უფრო იკარგება სახელმწიფოსთან კავშირი, ვიდრე 10 წლის განმავლობაში ქირის გამო სახელმწიფოზე დამოკიდებული იყოს,"- განაცხადა ტურავამ.

ჟურნალისტების კითხვზე, რა აზრი აქვს გიორგი პაპუაშვილის ბინით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, ტურავამ აღნიშნა, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს ორი სხვადასხვა შემთხვევაა.

ამავე თემაზე:

მოსამართლეებისთვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის მანკიერი პრაქტიკა გრძელდება

სახელმწიფომ მოსამართლეებისთვის ბინების ჩუქება აღარ უნდა გააგრძელოს




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...