რატომ დეპუტატობა?! ანუ სახელმძღვანელო დეპუტატობის მსურველთათვის

საზოგადოება

რატომ დეპუტატობა?! ანუ სახელმძღვანელო დეპუტატობის მსურველთათვის

2016 აპრ 19 20:56:00

წინასაარჩევნო პერიოდი პოლიტიკურ პარტიებსა და მათ საარჩევნო შტაბებში, რთული პროცესია. საარჩევნო ადმინისტრაციები, კამპანიები, საარჩევნო სუბიექტები თუ სხვა არჩევნებთან დაკავშირებული დანარჩენი საკითხი ქართულ გარემოში ძირითადად დაძაბულობასთან ასოცირდება. თუ კი განვითარებულ ქვეყნებში ეს საზოგადოებისათვის ნაწილობრივ საზეიმო პროცესია, როგორც შანსი და ახალი ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესების სიმბოლოებთან ასოცირდებიან, ჩვენს ქვეყანაში იგივე პროცესი დათრგუნვაზე უფროა ორიენტირებული; თუ კი განვითარებულ ქვეყნებში, ძირითადად, საარჩევნო სუბიექტების პრეზენტაციებსა და პრომოკამპანიებს სადღესასწაულო ელფერი გასდევს, მაქსიმალურია აუდიტორიის თანამონაწილეობა, ერთ სივრცეში თავსდება კონკურენტები, ამომრჩეველი, საარჩევნო კანდიდატები და სხვა, ჩვენს ქვეყანაში იგივე პროცესი დაკავშირებულია შიშებსა და ფობიებთან, ზოგადად, მძიმე ემოციებთან და ა.შ. თუ კი კლასიკური საარჩევნო კამპანია არჩევნების მეორე დღიდან იწყება და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურდება, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მხრიდან საკუთარ უპირატესობების წინ წამოწევაზეა ორიენტირებული, ჩვენთან მხოლოდ ბოლოს ახსენდება პოლიტიკურ სპექტრს ამომრჩეველი და ისიც საკუთარი უპირატესობების შექმნის, ჩვენების ნაცვლად, მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციაზეა ორიენტირებული - რაც მეტად აჩვენებს მიუღებლად სხვას, მით მეტად აამაღლებს საკუთარ შანსებს ამომრჩეველში.

ნებისმიერი შემთხვევისთვის, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას ქმნიან, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამისთვის ისწრაფვიან და ცდილობენ პარლამენტში მოხვედრას.

ის, რომ ამ არჩეულთაგან უმრავლესს ხალხის არ ესმის და ხალხის უმრავლესობას კიდევ საკუთარი არჩეულების, ეს სიახლე არაა. მაგრამ... საინტერესო ისაა, რით ხელმძღვანელობენ თავად პოლიტიკური პარტიები, მმართველი ძალა და მათი ოპონენტები ასეთი ადამიანების შემოკრებისას? ის, რომ თანამედროვე ქართველს, ძირითადად, ქვეყნის მიმართაც და ხალხის მიმართაც უხშირესად სრული გულგრილობა აქვს, ამაშიც ახალი არაფერია, ზოგს სამშობლო სადღეგრძელო ჰგონია, ზოგს კი "სამშობლოს" - სიტყვის ხსენებაც კი ეუხერხულება, თითქოს რაიმე ცოდვასთან ჰქონდეს საქმე, თუ კი იტყვის, ის ადგილიც მიყვარს, სადაც დავიბადე და ის ხალხიც, ვინც ჩემს ქვეყანას წარმოადგენსო; ზოგს სამშობლოს ცნებაში ვიწრო ეთნიკური იდეა აქვს ნაგულისხმევი, ზოგს პირიქით, სამშობლოს იდეაში საკუთარი ეთნიკურობის ნაცვლად ყველა სხვა აქვს წარმოდგენილი; ზოგსაც არც ერთი აღელვებს და არც მეორე, მთავარია, რაღაც წარმატების სურნელი იყნოსოს პარლამენტარობის იდეაში;

საინტერესოა, რის მიხედვით არჩევენ პოლიტიკური პარტიები წევრებს საარჩევნოდ? - ყველაზე გავრცელებული მეთოდი რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა, ერთი, ეს იყო აქტიური აქტივისტები, რადიკალები, დროშის დამტარებლები, აგრესიული რევოლუციონერები და ა.შ. მათ, როგორც ინსტრუმენტებს, ისე აღიქვამდნენ წლების განმავლობაში და არსებითად თავის მქნეველის ან პულტის დამჭერის ფუნქციას აკისრებდნენ; მეორე იყო ე.წ. ცნობადი და საპატიო ადამიანები, აქ საქმე მარტივად იდგა, "უსუნო ყვავილისა" არ იყოს, ამ ადამიანების გამოყენების მიზანი იყო მათი დადებითი იმიჯის გადამდებლობა; ზოგადად, ე.წ. ცნობადი სახეებით მანიპულირება პოსტსაბჭოურ რეალობას ახასიათებდა და სანამ საზოგადოება ამ შეტყუებისგან თავს არ დაიზღვევს, მანამ ეს პოსტსაბჭოურ ნაშთებად დარჩება. ასე აკითხავდნენ ცნობილ მსახიობებს, სპორტსმენებს და სხვა წარმომადგენლებს, სარგებლობდნენ პოლიტიკური პარტიები მათი იმიჯით, სამაგიეროდ, ხშირ შემთხვევაში ამ ცდუნებას აყოლილი პოზიტიურად ცნობადი ადამიანები ახარჯავდნენ მთელ თავის პოზიტივს და საბოლოოდ ხალხში, ავტორიტეტსაც კარგავდნენ. აქა იქ ვხვდებოდით კონკრეტულ სპეციალისტებს, რომლებიც ძირითადად ბიუროკრატიულ ნაწილში იყვნენ გამოსადეგი და რაც ყველაზე მთავარი იყო, მაგრამ ბევრი პარტიისგან ყველაზე ნაკლებად ყურადღებული - ე.წ. მოლაპარაკე თავები, იგივე სპიკერები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ  საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესს, კონკურენტებთან დებატებს, პარტიის პრეზენტირებასა და სხვა მნიშვნელოვან სამუშაოებს.

დღევანდელ მმართველ ძალას, პრაქტიკულად კრიზისი ჰქონდა ამ მიმართულებით, ისინი არ აკვირდებოდნენ იმ ძირითად სპიკერებს, რომლებიც წინა პლანზე ჰყავდათ წამოწეული, "გულის მოოხების" პრინციპით, არ აკვირდებოდნენ თუ რა შედეგს ტოვებდნენ საზოგადოებაზე, მმართველი ძალა მათი გამოსვლების შემდეგ იგებდა თუ აგებდა და ა.შ. ძირითადად, ძნელი არ იქნება იმის გარკვევა, რომ უმრავლეს შემთხვევაში "ქართული ოცნება" როგორც დებატებში მარცხდებოდა, ისე, ფსევდომოგებისას მარცხდებოდა ამომრჩევლის ცნობიერებაში, იღებდა რა დღითიდღე ნეგატიურ საიმიჯო სამოსელს.

ხარისხით უკეთესი სპიკერები ჰყავდა მათ ძირითად ოპონენტს ყოფილი ხელისუფლების სახით, მათ ძირითადად ხელში ეჭირათ ინფორმაცია, მედიასაშუალებები, სადაც ლამის მთელი სარედაქციო გუნდი უქმნიდა პროდიუსინგს სამუშაოდ და აქტიური აქტივისტები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დამატებით ეფექტებს... თუმცა... მათ მესიჯებში, ძირითად წილში, დემაგოგიის, სიცარიელისა და სიყალბის რეკორდული დოზა ამ სპიკერებსაც და მათ უკან მდგომ პოლიტიკურ ძალასაც აზარალებდა დღითიდღე. თითქმის მას აყოლილი სხვა ოპოზიციური პარტიები კი ამ ჩამოთვლილთა გარდა, საკუთარ თვითმყოფადობასაც მიახარჯავდა და კიდევ უფრო  უარესობისკენ სახეცვლილი "ნაციონალური მოძრაობის" იერს იღებდნენ.

თავისთავად გამოფიტული პოლიტიკური სპექტრი კრიზისში აღმოჩნდა, მათ დაკარგეს ამომრჩევლის არა მხოლოდ ნდობა, არამედ ყურადღებაც კი, საერთო უპატივცემულობა კი პოლიტიკური სპექტრის კრიზისში გადავიდა.

დღეს თითქოს არ ჩანს ის კრიტერიუმები ჩამოთვლილთაგან, რომელს უფრო იყენებს რომელიმე პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით კი მმართველი ძალა. თითქოს არ ჩანს ის კონცეფცია, რაც ძირითად სტრატეგიულ ფორმულას მისცემდათ ადამიანთა მოზიდვაში თუ საარჩევნოდ შერჩევაში. ყველაზე მეტად მაინც შიდა ურთიერთობრივი ლობიზმი გვხვდება თვალში, სადაც ის კრიტერიუმებიც ინგრევა, რომელიც თუნდაც მახინჯი სისტემისათვის, მაგრამ გარკვეული ლოგიკით იყო შემდგარი. დღეს საარჩევნო სიაში მოხვედრისას არ სვამენ შეკითხვა - რატომ? რა არის მიმზიდველი ამ ერთი შეხედვით არც ისე საინტერესო საქმიანობაში, რომელიც ახლა მითუმეტეს ნეგატიურ ელფერში იფუთება და უმადლიერო საქმეც კია მომწადინებლის შემთხვევაშიც კი. მე, მაგალითად, ვკითხავდი შემრჩევთა ადგილას, ადამიანებს - რატომ პარლამენტი? რა გიზიდავთ? პერსპექტივა? ძალაუფლება? პოპულიზმი? დამატებითი წყაროები, რომელიც შეიძლება კომერციულადაც იყოს მომგებიანი? თუ არის კიდევ სხვა რამ, რომელიც შეიძლება არ იყოს ქვენა მიზნებით გამოწვეული.

როდესაც ვუყურებ ჩვენს პარლამენტარებს, ხშირ შემთხვევაში მიჩნდება განცდა, რომ მათ ის საქმე არ უყვართ, რაშიც ტრიალებენ, თითქოს ძალით ჩაესვას ვინმეს, თითქოს ვერ ხედავდნენ თავს ამ საქმეში...

არადა...

არადა, პარლამენტარის საქმე არც ისე უინტერესოა, არც ისე მონოტონურია როგორც სტერეოტიპი, თითქოს კანონების შექმნის მონოტონურობაში იყოს მხოლოდ გაცრეცილი პარლამენტის წევრის ყოველდღიურობა; იყო პარლამენტის წევრი, ნიშნავს იყო წარმოდგენილი ადამიანებისგან, ადამიანებისთვის, ქვეყნისთვის. ეს შესაცბუნებელიცაა და სიხარულითაც გასააზრებელი, რადგან შენ გაქვს ვალდებულებაც და საშუალებაც, იარო შენს მხარეში, მთლიანად შენს ქვეყანაში, არ ჩაიკეტო, ესაუბრო ადამიანებს, სახელმწიფო გახარჯავს სახსრებს საიმისოდ, რომ შენ იყო მუდმივ და ხშირ კავშირში შენსავე ამომრჩეველთან, ზოგადად, შენსავე ხალხთან, მათთან ერთად შექმნა რაღაც. ასე მგონია, რომ უზარმაზარი სიხარულის განცდა უნდა გქონდეს, როდესაც თუნდაც ან გზა გაგყავს სადმე, ან რომელიმე შენობას აძლევ ხალხს, ან არემონტებ, ან აჯანსაღებ, ან წარმატებულებს ხვდები, ან ყველაზე მეტი საჭიროების მქონე ადამიანებს, ან უხუცესებს, ან ბავშვებს, ან ახალგაზრდებს, ან მრავალშვილიანებს, ან განსაკუთრებით მშრომელებს და მოწადინებულებს და ა.შ. შენი ქვეყანა ივსება ამ ადამიანებით, შენ კი, როგორც პარლამენტის წევრი, შენზე უკეთესად უნდა მიიჩნევდე ამ ადამიანებს, მათთვის მსახურად შეგრძნობდე თავს.

მე წლებია ლექტორად ვმუშაობ და მუდმივად ვიცი, რომ ჩემი საქმე აღმატებული კი არაა, არამედ აღმატებულებთან ურთიერთობა და მათი მსახურებაა, ასე ვხედავ ჩემს სტუდენტებს, რადგან ჩემი ფუნქცია მათი უკეთესობის და წინსვლის ხელშეწყობაა, მათთვის მსახურებაა... რატომღაც მგონია, რომ ეს უნდა იყოს მიდგომა და კონცეფცია იმ ადამიანებისაც, რომლებიც მალე საარჩევნო სიაში წარმოგვიდგებიან და თუ მათ არ ექნებათ შინაგანი მუხტი, შინაგანი განცდა, უბრალოება და გულწრფელობა საკუთარი ხალხი აღიარონ საკუთარ თავზე აღმატებულებად და უკეთესებად, მაშინ ყველა სხვა კრიტერიუმი, ცნობადობაცა და აქამდე წარმატებულობაც, მოლაპარაკეობაცა და ენერგიულობაც. მთავარი უნარი პარლამენტარისა უნდა იყოს ახალი, თანამედროვე, პრაგმატული კულტურის შეტანა, თანამედროვე პოლიტიკური კულტურისა, რომელიც ბუნებრივობასა და შემოქმედებითობის ხაზზე გადის, პარლამენტის წევრს უნდა უყვარდეს შექმნას, უნდა ცდილობდეს შექმნას, უნდა მოსწონდეს ქმნადობა და რასაც მეტს შექმნის, ამით გრძნობდეს  თავს უფრო სრულყოფილად, როგორც მასწავლებელი გრძნობს თავს უფრო სრულყოფილად, თუ კი მისი მოწადინება დაფასდა და მისმა მოწაფემ თავისზე მეტი შეძლო.

ამიტომაც, ჩვენო პოლიტიკოსებო, გადაწყვეტილების მიმღებებო, რაღაც მომენტში მაინც იქნებ გადადოთ მცირედად ლობიზმისა და კლანიზმის ინტერესები და იმ ადამიანებს, ვისაც ამოსარჩევად წარმოგვიდგენთ, სანამ ჩვენს არჩეულებს დაარქმევთ, მანამდე ჰკითხეთ - რატომ დეპუტატობა? რატომ პარლამენტის წევრობა? და თუ მათ არ უყვართ საკუთარი სამშობლო, არ უყვართ საკუთარი ხალხი, არ ახასიათებთ შემოქმედებითობა, ქმნადობისკენ მისწრაფება, არ აქვთ უნარი იგრძნონ საკუთარი ხალხი და უნარი, წარმართონ ურთიერთობა საკუთარ ხალხთან, თუ არ აქვთ უნარი საუბრის, სიმართლის განცდის, ზოგჯერ საკუთარ თავზე მაღლა დადგომის და სხვებთან ამ სიმართლის დაცვის, მაშინ... ნუ იჩქარებთ ამ ხალხის ჩვენს თავზე მოხვევას, ან თუ მოგვახვევთ, მაშინ არც გაგიკვირდეთ შემდეგ ხალხის წყრომა და აგრესია, ნურც სიძულვილი, რადგანაც ეს საქმე როგორც ვთქვი, ნაწილობრივ უმადლიერო საქმეც კია, გაკეთებულზე მადლობაც შეიძლება ვერ მიიღოთ, გაუკეთებელზე კი მითუმეტეს და თუ თქვენ ყალბობთ, არაოსტატურად ცრუობთ, მითუმეტეს, ხალხის მოტყუება დროებით თუა შესაძლებელი, მაგრამ არა ხანგრძლივად. ამ ტყუილებსა და შემდეგ პასუხისგებაში კი ხალხიც უკან მიიწევს და ქვეყანაც, თქვენი ვალდებულება კი პირიქითაა, ორივეს წინსვლა.

P.S. ვინმე იტყვის, ამ ადამიანს ილუზორული დამოკიდებულებები აქვსო, თუმცა, ის რაც ილუზიაა ჩვენთვის, განვითარებულ ქვეყნებში სამოქალაქო ცნობიერება და პოლიტიკური კულტურა ჰქვია.

ანალიტიკოსი

არჩილ გამზარდია




 ახალი ამბები
  • "რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვს" _ ვოლსკი ოპოზიციასადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყამ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის, – ამ სიტყვებით მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციას მიმართა. “მე ვერ გავიგე ადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყავ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის. იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რომ პასუხი შეუბრუნდება. სადიზმის თემაც არ მესმის, იმიტომ, რომ ის კბილები, რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვთ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ახალი ამოუვიდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პლენარულ სხდომაზე რუსეთის თემასაც გამოეხმაურა. “რაც შეეხება რუსეთის თემას, იქ პარტიის ცეკას ინსტრუქტორი და აქ კარიკატურების გამოქვეყნება არ შველის იმ რეალობას, რასაც ჰქვია რუსეთის ხელშეწყობა და სერიოზულად: რუსეთის თემის ექსპლოატაცია საერთოდ მოდაშია, ადვილია სალაპარაკოდ, ცოტა ძნელია სალაპარაკოდ ვთქვათ ციფრები. არის საკითხები რაზედაც შეიძლება კამათი, შეიძლება კონსტრუქციული კამათიც, მაგრამ ეს თემა არ არის, კამათს არ ექვემდებარება. მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მოხდა ის, რომ ყველანაირი შეთავაზება, ყველანაირი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჩვენთან ერთად შემუშავებული, დაირღვა. რეალობაა ხალხო ეს. მე განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ იმიტომ, რომ სწორედ თქვენი ტვინის გამორეცხვისათვის არის მიმართული ყველა განცხადება და პროპაგანდისტული ნაბიჯი იმიტომ, რომ ის ემოცია არა გაქვთ, რაც 2008-ში იყო, 11-ში იყო, ბევრმა საკითხმა ისე ჩაიარა, რომ წლებმა გარკვეული მოშუშება უზრუნველყო ადამიანის გულებში და მახსოვრობაში, მაგრამ არის ათასობით ადამიანი, ვისაც ეს კარგად ახსოვს. მე ახალ პოლიტიკურ თემაზე მაქვს ყურადღება გამახვილებული. რაც შეეხება იმ უმტკივნეულო რეზოლუციას, ჯერ ეს ერთი უმტკივნეულო რეზოლუციები რატომ შემოგაქვთ, თუ არაფერს არ ნიშნავს და ნაჭუჭია კვერცხის, მაშინ ნუ შემოგაქვთ, ეს ერთი, მაგრამ არ არის უმტკივნეულო – ეს არის გათვლილი, საკმაოდ მზაკვრული გეგმა რომ ადრე თუ ხელი შეუწყვეს სამხედრო ინტერვენციას, ეხლა ეკონომიკური ინტერვენცია გაძლიერდეს და გამაგრდეს. წინა ხაზზე გაგიყვანონ მაშინ, როდესაც ხელში იარაღი არ გიკავია და იცი ზუსტად, რომ მტერი გაცილებით უფრო ეფექტური იარაღით დაგარტყამს. ეს იყო მიზანი, მთავარი მიზანი. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ეხება განათლებას, სპორტს, ამ თემებთან დაკავშირებით ვიკამათოთ კი ბატონო, სახელმწიფოს დამსახურებაა თუ არა, რომ ბიუჯეტი იზრდება, ვთქვათ სპორტში. სახელმწიფოს დამსახურება თურმე არ ყოფილა ის, რომ, არ ყოფილა კი არა, თურმე მავნებლობა ყოფილა ის, რომ დედაენა დაბრუნდა სკოლაში. ეს ხომ ფაქტია და ამ ფასეულობებით ვეჯიბრებით ერთმანეთს და საზოგადოებამ ამ ფასეულობების აწონვით უნდა მოგვიჩინოს ის ადგილი პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რისი პრეტენზიაც აქვს. აქედან გამომდინარეობს მთავარი თემა – დაველოდოთ არჩევნებს და გავაკეთოთ ყველაფერი, განსაკუთრებით მთავრობის მხარეს მოვუწოდებ, რათა საკითხი არ დარჩეს კითხვის ნიშნის გარეშე, რათა საკითხი არ დარჩეს პასუხგაუცემელი, თუნდაც თითოეული ადამიანის, კონკრეტული ადამიანის გაჭირვების თემას ეხებოდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ ... ...
  • ჯურუყვეთელ პედაგოგს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭალანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ  პედაგოგს, მიმოზა ბარამიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის  წოდება მიენიჭა.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სიგელი დამსახურებულ პედაგოგს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს ... ...
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებსსაქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში  დაეხმარებიან _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. უწყების ცნობით, THW-ის  წარმომადგენლები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიება-გადარჩენის კინოლოგიური ოპერაციების იმიტაცია მოეწყო. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამსახურის ეფექტურობას  საძიებო სამუშაოების  დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძაღლების გადამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის გაძლიერება ახალი ცხოველებით. მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები. გერმანულ მხარესთან კინოლოგიური სამსახურის  განვითარების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც ... ...
  • ოზურგეთში საპენსიო ჯილდოზე 174 პედაგოგი გავიდა“174 პედაგოგი გავიდა საპენსიო ჯილდოზე და 105 ახალი პედაგოგი მივიღეთ საჯარო სკოლაში“, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა მიაწოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.  ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების ... ...
  • რამდენი პირველი კლასელია ოზურგეთშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში წელს 683 პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა. “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა, პირველ კლასში დაფიქსირდა თუ არა ერთი ან ორი მოსწავლე. ლელა იმედაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევა მხოლოდ გომის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ორი ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...