სტიგმა და დისკრიმინაცია სამაუწყებლო სივრცეში - ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

საზოგადოება

სტიგმა და დისკრიმინაცია სამაუწყებლო სივრცეში - ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

20 აპრ. 2016, 15:33:53

სახალხო დამცველი რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "რუსთავი 2–ის" სატელევიზიო შოუ "პროფილის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, მედია საშუალებები ხშირად ხდებიან სტიგმატიზაციისა და სეგრეგაციის, სიძულვილის ენის, სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის წყარო.

"სატელევიზიო პროგრამების/გადაცემების ფორმატში შეინიშნება მკვეთრად გამოხატული ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სექსისტური ტენდენციები. ანალოგიურ შემთხვევას ასევე ჰქონდა ადგილი გასულ წელს სატელევიზიო შოუ "ნიჭიერის" ერთ–ერთ გადაცემაში. რაც თავის მხრივ მეტყველებს სამაუწყებლო სფეროში დასაქმებულ პირთა ცნობიერების ამაღლების საჭიროებასა და თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტურად მუშაობის აუცილებლობაზე",_ აღნიშნავს ომბუდსმენი. 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ხდებოდეს გონივრული ბალანსის დაცვა გარკვეული სოციალური ჯგუფის უფლებების, კანონიერი ინტერესების დაცვასა და პიროვნების თავისუფალი ნების რეალიზებას, მის სუბიექტურ აღქმას შორის. რიგ შემთხვევებში უპირატესობა სწორედ პირის მიერ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას უნდა მიენიჭოს. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ აღნიშნული არ ცვლის იმ მიდგომას - მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის ღირსებას, უფლებებსა და თავისუფლებებს და არ შეუწყოს ხელი სტერეოტიპებისა და სტიგმის გაძლიერებას.

"მაუწყებელთა ქცევის კოდექსი" სამაუწყებლო კომპანიებს აკისრებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებას. შესაბამისად, მათ თავი უნდა შეიკავონ ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს არატოლერანტულ დამოკიდებულებას სქესის, ენის,  რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეთნიკური თუ სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების, შესაძლებლობის შეზღუდვის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა საფუძველზე. სატელევიზიო გადაცემების/შოუების შემქმნელები პროგრამის პოტენციურ მონაწილეებს უნდა ეპყრობოდნენ სამართლიანობის, თანასწორობისა და პატივისცემის პრინციპების დაცვით. ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიის თანახმად, ჟურნალისტმა უნდა გააცნობიეროს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ყველა ზომას უნდა მიმართოს ამ კუთხით ნეგატიური პროცესების/შედეგების თავიდან აცილების მიზნით. 

ცალსახაა, რომ მაღალრეიტინგულ მედია საშუალებებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა და გავლენა აქვთ საზოგადოების ცნობიერების ფორმირების თვალსაზრით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სამაუწყებლო კომპანიებს და სხვა მედია საშუალებებს, რომ ნებისმიერი პროგრამის/გადაცემის მომზადებისა და გაშუქების პროცესში იხელმძღვანელონ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებით. არ შეუწყონ ხელი ადამიანების ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას და მკაცრად დაიცვან საერთაშორისო სტანდარტებითა თუ ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები", _ აღნიშნავს სახალხო დამცველი.

თავის მხრივ სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში ახდენს ჟურნალისტებისთვის ტრენინგების ორგანიზებას ადამიანის უფლებების შესახებ მათი ცოდნის გაღრმავების, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით და გამოთქვამს მზადყოფნას ამ მიმართულებით მომავალში სხვადასხვა აქტივობების განხორციელებაზე.




 ახალი ამბები
  • დატბორილი ეზოები და ცენტრალური ქუჩები - უხვმა ნალექმა ფოთში პრობლემები კვლავ შექმნაუხვმა ნალექმა ფოთში პრობლემები კვლავ შექმნა. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის"ჟურნალისტი იუწყება,  დატბორილია  ცენტრალური ქუჩები  და  ეზოები. ასევე, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია,რის გამოც მათ საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანათ. დაზარალებულები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.  ,,სამი დღის წინ იგივე სიტუაცია იყოო, მოვიდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და დაგვეხმარა  წყლის ამოტუმბვაში, მაგრამ ბოლობდე მაინც ვერ ამოტუმბეს. ამის გამო ჩვენი სახსრებით გუშინ ვიქირავეთ მუშები დასახმარებლად. დღესაც  შემოვიდა წყალი.  სახლში ყველაფერი გაგვიფუჭდა და დაგვიზიანდა. ყოველი ძლიერი  წვიმის დროს ასეთი მდგომარეობაა, როდემდე უნდა გაგრძელდეს არ ვიცით. მერიიდან იყვნენ და დახმარებას დაგვპირდნენ.  სამი დღის წინ  უხვი ნალექი რომ მოვიდა  ელქტროენერგია გაითიშა, შესაბამისად  სატუმბი სადგურები არ მუშაობდა და დატბორვის მიზეზი ეს იყო, მაგრამ ამჯერად ელექტროენერგია არ გათიშულა და რა გახდა მიზეზი, არ ვიცი ,“- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ნანული ძიგოევმა. როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ,  ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს. მათივე ინფორმაციით, უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს ... ...
  • 6 თვეში გამოვლენილი გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების უმეტესობა აჭარასა და გურიაში ფიქსირდებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, 4121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 224 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ყველაზე მეტი ფაქტი ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხება - დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის 1002 დარღვევა გამოავლინეს. 6 თვის განმავლობაში, ასევე გამოვლენილია ტყის კანონმდებლობის დარღვევის 942, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619, სახერხის ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 206, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 290, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის 241, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 561, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 75, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 59 ფაქტი. აღნიშნულ პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 126 ფაქტია გამოვლენილი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1047 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. კახეთში გამოვლინდა 824 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 813, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 376, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 340, ქვემო ქართლში - 239, სამცხე-ჯავახეთში - 218 ფაქტი. შავ ზღვაზე კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ, 16 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისში 248 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 10 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ... ...
  • ბათუმის ბულვარში 2 მამაკაცი დაჭრესბათუმის ბულვარში 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაჭრილები კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანეს. მათ დაზიანებები, სავარაუდოდ, დანით აქვთ მიყენებული. მედიკოსების თქმით, ერთს აღენიშნებოდა ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში. მეორეს ჭრილობები ჰქონდა მარცხენა იდაყვისა და მარჯვენა ბარძაყის არეში. ორივე პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მძიმე დაზიანებას ... ...
  • "თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი"- ხარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვახარაგაულის მერმა თანამდებობა დატოვა. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ნიკოლოზ თოფურიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა: „ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. მე ვრჩები „ქართული ოცნების" გუნდში, ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები თქვენთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო. აღნიშნული გადაწყვეტილება მე რამდენიმე თვით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი, რადგან ამას კორონავირუსის პანდემის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით. დამეთანხმებით, საკრებულოსთან ნაყოფიერი მუშაობით შევძელით მუნიციპალიტეტისთვის საჭირო ბევრი საქმის გაკეთება, რაც ასევე გაგრძელდება და თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება. მე დღეს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მივმართავ ხარაგაულის საკრებულოს, ჩემს მოვალეობას კი ჩემი მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს. მადლობას გიხდით ნდობისთვის და საერთო საქმისთვის საჭირო თანადგომისთვის, გჯეროდეთ, ხარაგაულზე და ხარაგაულელებზე ჩემი ფიქრი აქ და ამით არ ... ...
  • პოლიციამ ხაშურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ხ.ნ., 1991 წელს დაბადებული ს.ნ. და 1986 წელს დაბადებული დ.დ. ხაშურში დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1947 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...