მეტადონის პროგრამის ბენეფიციარი იზოლატორში გარდაიცვალა

საზოგადოება

მეტადონის პროგრამის ბენეფიციარი იზოლატორში გარდაიცვალა

2016 აპრ 21 21:01:51

სახალხო დამცველი თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა 2016 წლის 14 მარტს დაკავებული ბ.თ.-ს 15 მარტს თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გარდაცვალების შესახებ.

სახალხო დამცველის მიერ საქმის შესწავლის შედეგების მიხედვით, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი ბ.თ. 15 მარტს, დილით შეუძლოდ გახდა. იზოლატორის თანამშრომლებმა გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელთაც დაკავებულმა განუცხადა, რომ იმყოფებოდა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში და ესაჭიროებოდა შესაბამისი დახმარება. ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა გამომძიებელს. ბ.თ.-სთან ერთად იზოლატორში მყოფი პირის განმარტებით, დაკავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების წასვლის შემდგომაც ითხოვდა სამედიცინო დახმარებას, თუმცა ექიმი აღარავის გამოუძახია.

იმავე დღეს, 16 საათსა და 47 წუთზე, აღკვეთი ღონისძიების შერჩევის მიზნით სასამართლოში გადაყვანამდე, ბ.თ იზოლატორის დერეფანში გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურა მომხდარს იძიებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბ.თ-სთვის ადეკვატური და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხის შესწავლას, ასევე, რამდენად ჯეროვნად განახორციელეს დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებმა მათი მოვალეობები და რა საფუძვლით არ გამოიძახეს სამედიცინო დახმარება განმეორებით.

აღნიშნული გარემოებები, სახალხო დამცველის აზრით, სადავოს ხდის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას სს კოდექსის 115-ე მუხლით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, მოხდეს ფაქტის დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება. გამოძიებამ არ უნდა დატოვოს პასუხგაუცემელი კითხვები არც ბ.თ-ს გარდაცვალებასთან და არც პოლიციის თანამშრომლების შესაძლო არასათანადო რეაგირებასთან დაკავშირებით.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 2016 წლის 19 აპრილს თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქმის შესწავლის მიზნით, მოითხოვა გარდაცვლილი ბ.თ.-ს პირად საქმეში არსებული დოკუმენტების ასლები.

"საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-18 და 23-ე მუხლების შესაბამისად, "ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად". "მასალა, საბუთი, სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება საქართველოს სახლხო დამცველს უნდა გადაეცეს მოთხოვნის მიღებისთანავე..."

იზოლატორის თანამშრომელმა დოკუმენტები მოამზადა, თუმცა, იზოლატორის ხელმძღვანელობამ მათი გაცემა აკრძალა და შემდგომ რამდენიმე საათი არკვევდა დოკუმენტაციის გაცემის საკითხს. საბოლოოდ სახალხო დამცველის რწმუნებულს გადაეცა მოთხოვნილი ასლები, თუმცა პოლიციის თანამშრომლების უკანონო ქმედების გამო, მისი საქმიანობა შეფერხდა.

სახალხო დამცველი შეახსენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის თანამშრომლებს, რომ იგი ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, მისი ან მისი რწმუნებით აღჭურვილი პირის კანონიერი მოთხოვნის დაუცველობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევას და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას", _ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე _ აშშ-ს საელჩოს განცხადებაამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დამტკიცებას ეხმაურება და პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს მოუწოდებს დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. "ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს. ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან. სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში,"_წერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ... ...
  • სასტუმრო „ოზურგეთი პლაზას“ გახსნა: „ოზურგეთის სიყვარულში ყველას შევეჯიბრები“დღეს, ოზურგეთში  გურამიშვილის ქუჩაზე,   სასტუმრო „ოზურგეთი პლაზა “ გაიხსნა. ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე, ჟურნალისტებს მიესალმა  ოზურგეთის ყოფილი მერი,  ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე. მან ყველას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის,  განაცხადა, რომ მას შემდეგ , რაც საჯარო სამსახურში აღარ არის, გადაინაცვლა კერძო სტრუქუტურაში და სურს ამ კუთხით განაგრძოს მუშაობა. _ დამფუძნებელი  არის ჩემი მეუღლე, ლელა თოიძე. ჩვენ დავიწყეთ  ეს საქმე. ძალიან მიყვარს ოზურგეთი და ყველას,  ვისაც სურს, ოზურგეთის სიყვარულში შევეჯიბრები, _ თქვა მან და სტუმრები ახლად გახსნილ სასტუმროში მიიპატიჟა. სასტუმროს  გახსნის სომბოლური ჟესტი, ლენტის გაჭრა წილად ხვდა  ლელა თოიძეს, გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას. სასტუმრო „ოზურგეთი პლაზა“ ოთხვარსკვლავიანია. ის ხვალიდანვე შეუდგება  მუშაობას, .გათვლილია 44 ადამიანზე. აქვეა სააქტო დარბაზი, სადაც 50 ადამიანის მომსახურება  შეიძლება. სასტუმრო ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აქ  მოემსახურებიან როგორც ტურისტებს,  ისე ნებისმიერ სტუმარს. ასევე სრული შესაძლებლობა იქნება და ყველანაირი კომფორტი ტრენინგებისა  თუ კონფერენციების ... ...
  • ოთარ ჩრდილელი დეპუტატის მანდატს ტოვებსსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოთარ ჩრდილელი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაავრცელა. “ერთი წელია, ვცდილობთ რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსესუსამდე. რა შედეგიც დადგა-ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას. და რა იქნება მომავალში?-არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი. ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა ,,ქართულ ოცნებას,, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა, გარედან შესაძლოა სჩანს რომ: ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ: შიგნით-დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია. მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ ,,ქართული ოცნების,, პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი. თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი. არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ. პირადად ვინც მიცნობს იცის, რომ ჩემთვის ღირებულია-ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება.კიდევ ერთხელ-ყველას მადლობას მოგახსენებთ, უდიდესი ნდობისთვის. წარმატებებს და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ. მრავალჟამიეეერ. ღმერთი ჰფარავდეს, დედა-სამშობლოს“, - წერს ოთარ ... ...
  • ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვაეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვა. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ის ამ კომიტეტში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. კომიტეტიდან ბესელიას წასვლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად იმ პირების არჩევას უკავშირდება, რომლებსაც ბესელია მოსამართლეთა კლანის წევრებად ასახელებს. რამდენიმე თვის წინ, სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია გახდა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების ... ...
  • პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცაპარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე (89 ხმით), მისი მოადგილე მამუკა ვასაძე (88 ხმით) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე (85 ხმით). უფრო დეტალურად, პარლამენტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 86 ხმა, მირანდა ერემაძე - 83 ხმა, მამუკა ვასაძე - 88 ხმა, მაია ვაჩაძე - 90 ხმა, თამარ ზამბახიძე - 89 ხმა, შალვა თადუმაძე - 89 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 86 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 89 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 85 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 90 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 88 ხმა, ნინო ქადაგიძე - 85 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 85 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 87 ხმა. პარლამენტმა ჩააგდო შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია - 0 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 2 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 2 ხმა, შოთა გეწაძე - 2 ხმა , პაატა სილაგაძე - 0 ხმა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასამტკიცებლად საჭირო იყო 76 დეპუტატის მხარდაჭერა. სხდომას არ დასწრებია არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი. კენჭისყრამ ასევე ჩაიარა დამოუკიდებელი დეპუტატების გარეშე. უმრავლესობის წევრების გარდა, სხდომაზე მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იმყოფებოდა. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...