"გავრცელებული ინფორმაცია უნდა გახდეს შს მინისტრისა და სუს-ის ხელმძღვანელის უშუალო დაინტერესების საფუძველი"

საზოგადოება

"გავრცელებული ინფორმაცია უნდა გახდეს შს მინისტრისა და სუს-ის ხელმძღვანელის უშუალო დაინტერესების საფუძველი"

2016 აპრ 22 18:33:43

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მიმართავენ და მოუწოდებენ დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც მათ ახლობლებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებს ეხება. 

ამასთანავე, არასამთავრობოები მოითხოვენ, უწყებებმა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, რას აპირებენ ე.წ. ოდეერებთან დაკავშირებით.

"მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ბოლო დღეებში სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, რომელშიც ისინი მათი აქტიურობის ფონზე ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ.

მედიასა და საჯარო სივრცეებში სტუდენტების მხრიდან გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, მარტისა და აპრილის თვეში, "აუდიტორია 115"-ის გააქტიურების პარალელურად, ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლების მხრიდან მოძრაობის არაერთ წევრზე ინფორმაციის სხვადასხვა ფორმით მოძიების მცდელობას, მათ შორის, აქტივისტების ოჯახის წევრებთან უშუალო კომუნიკაციის, ან ახლობლების გამოკითხვის ფორმით. 

როგორც მოძრაობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ცალკეულ შემთხვევებში ასევე ადგილი ჰქონდა მათ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან უხეში ფორმებით კომუნიკაციას, რაც გამოხატული იყო, მათ შორის, საჯარო სამსახურის დატოვების მუქარით.

სტუდენტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული კომუნიკაციების დროს, პირები არ მალავდნენ საკუთარ ვინაობას და ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს ეცნობოდნენ როგორც სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები. ცალკეულ შემთხვევებში, მათი იდენტიფიცირება ასევე შესაძლებელი იყო ოფიციალური დოკუმენტაციისა და ტანსაცმლის (სამსახურებრივი ფორმის) მიხედვით. 

გასათვალისწინებელია ის ერთგვაროვანი ხელწერაც, რაც სტუდენტების მიერ დასახელებულ შემთხვევებს ახასიათებს. კერძოდ, მოძრაობის აქტიური წევრების იმ ნაწილის მიმართ, რომელთა ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში საქმიანობენ გამოყენებულია უფრო მეტად მუქარის ან/და შეთავაზებისა და დაყოლიების ფორმები. სხვა შემთხვევებში კი, სახეზეა ინფორმაციის შეგროვების და კონტროლის ფორმები. ერთ-ერთ გახმაურებულ შემთხვევაში, სტუდენტის მითითებით, ასევე ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლის მხრიდან განზრახ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, მის შესახებ ახლობლისგან ინფორმაციის მოპოვების მიზნით (პოლიციელი მიუთითებდა, რომ "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენელი მუშაობის დაწყებას სამართალდამცავ სისტემაში აპირებდა, რის გამოც საჭირო იყო მასზე ინფორმაციის შეგროვება).

სტუდენტების მიერ დასახელებული შემთხვევები გამოხატულად ემთხვევა "აუდიტორია 115"-ის გააქტიურების ეტაპებს. პირველ ასეთ გახმაურებულ შემთხვევას ადგილი ჰქონდა მარტის თვის დასაწყისში, როდესაც მოძრაობა აქტიურ ფაზაში გადადიოდა, ხოლო შემდგომი ფაქტები უკვე აპრილში მოძრაობის ხელახალი გააქტიურების ეტაპებს ემთხვევა.

გასათვალისწინებელია, რომ სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი საკუთარი ოჯახის წევრებისა და ახლობლების უსაფრთხოების მოტივით ერიდება ფაქტებზე საჯაროდ საუბარს, თუმცა, ამ დროისთვის გავრცელებული არაერთი ინფორმაცია საკმარისია ამ პრობლემის მასშტაბების და ფორმების წარმოდგენისთვის.   

გასათვალისწინებელია, რომ "აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნა და წინააღმდეგობა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიემართებოდა და ის უნივერსიტეტიდან "ოდეერის" გათავისუფლებას გულისხმობდა. სტუდენტური მოძრაობის მოთხოვნები, პროტესტის შინაარსი და ადრესატი (სამართალდამცავი სისტემა), სტუდენტების მიერ დასახელებულ გარემოებებთან ერთად, კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ადგილი ჰქონოდა ამ ტიპის საპასუხო მოქმედებას და სტუდენტურ პროტესტის მსგავსი ფორმებით შეკავების მცდელობას.  

მიგვაჩნია, რომ გავრცელებული ინფორმაცია უნდა გახდეს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის უშუალო დაინტერესების საფუძველი. ამასთან, საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს სამსახურებრივი მოკვლევა ხსნებულ ფაქტებზე, ვინაიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კონკრეტული პირების მხრიდან საკუთარი სტატუსისა და უფლებამოსილების არამიზნობრივ გამოყენებას. საკმაოდ მსგავსი და ერთგვაროვანი ხელწერის პირობებში, ასევე დასაგენია რამდენად ჰქონდა ადგილი აღნიშნული პროცესის ორგანიზებას ხელმძღვანელი/ზემდგომი პირების მხრიდან.

დროული და ობიექტური რეაგირება ასევე მნიშვნელოვანია სამართლიანი და უსაფრთხო წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის. პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიურ ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ დაცულობის განცდა. ამისათვის კი საჭიროა, რომ სახელმწიფო აპარატი ფუნქციონირებდეს სრული პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პირობებში, კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისგან დისტანცირებულად. სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობა უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკური პროცესების კონტროლსა და მართვას და არ უნდა იქცეს საზოგადოებრივი პროტესტის შეკავების და განეიტრალების მექანიზმად.  

გამომდინარე აქედან, მიმართვაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს გამოეხმაურონ გავრცელებულ ფაქტებს და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია რას გეგმავენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სამართალდამცავი და უსაფრთხოების ორგანოების ჩარევის თავიდან აცილების მიზნით;

  • შესაბამისი სამსახურების გენერალურ ინსპექციებს დაიწყონ სამსახურებრივი მოკვლევა ხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით და დროულად გაასაჯაროვონ მოკვლევის შედეგები;

  • საქართველოს პარლამენტს განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი აღნიშნული ორგანოების საქმიანობაზე და განიხილოს "ოდეერების" საკითხის შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი", _ აღნიშნულია არასამტავრობო ორგანიზაციების განცახდებაში, რომელსაც ხელს აწერენ: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო", საია, ადამიანის უფლებათა ცენტრი და "სამართლიანი არჩევნები". 




 ახალი ამბები
  • საბურთალოზე მიკროავტობუსის ამოტრიალებას მსხვერპლი მოყვათბი­ლის­ში, საბურთალოს სასაფლაოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას მიკროავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა. ავტომობილი გარე გა­ნა­თე­ბის ბოძს და­ე­ჯა­ხა და ამოტრიალდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავ­რი კი და­შავ­და. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმდი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას ... ...
  • ემზარ კვიციანის ძმისშვილს ორი დღეა ეძებენ _ თბილისის ზღვაზე მოკლული მისი მეგობარიადეპუტატ  ემზარ კვიციანის თქმით, თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის ბექა კვიციანის მეგობარია. ბექა კვიციანს კი ორი დღეა ეძებენ.  ამის შესახებ მან "რუსთავი 2"- თან განაცხადა.  კვიციანი გარდაცვლილ მამაკაცსა და მის ძმისშვილს შორის, რაიმე სახის კონფლიქტს უარყოფს. "ორივეს ეძებენ ორი დღეა უკვე. ორივე არიან დაკარგულები, ჯერ არ ვიცი, არაფერი. ჩემი ძმისშვილი ორი თვის უკან ვნახე ბოლოს,  ნათესაური კავშირი აქვთ, ერთად გაზრდილები და ბავშვის ნათლიაა ჩემი ძმისშვილი მაგისი. არ ვიცი ერთად რას საქმიანობდნენ,"- განუცხადა კვიციანმა "კურიერს".  ცნობისთვის, თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას ... ...
  • ლომჯარიას მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისსა და სახლთან – სანდრო ბრეგაძე„ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა „ქართულ მარშს“ ძალადობრივი ჯგუფი უწოდა, რის გამოც ლომჯარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ომბუდსმენს „მიწიერ ჯოჯოხეთს მოუწყობს“. „ქალბატონ ნინო ლომჯარიას მოუწევს პირველ რიგში საჯარო ბოდიშის მოხდა და შემდგომში თანამდებობის დატოვება. ჩვენ ვგეგმავთ გრანდიოზულ, რადიკალურ აქციას სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ვაძლევთ  ერთკვირიან ვადას, რომ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისთან და არა მარტო ოფისთან, საცხოვრებელ სახლთანაც. თუ ოფისში დაგვემალება, ჩვენ მივალთ საცხოვრებელ სახლში“, – თქვა ბრეგაძემ. მანამდე სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, განაცხადა, რომ ისინი შეხვედრაზე მზაობას გამოთქვამდნენ, თუმცა მისივე თქმით, იმ ფორმატითა და რეჟიმით, რაც ბრეგაძეს სურდა, შეხვედრა ვერ გაიმართებოდა. „ჩვენ გახსნილები ვართ შეხვედრისთვის. მან აქცია დააანონსა და განაცხადა, რომ ბოდიში უნდა მოეხდევინებინა და ბუნებრივია,  ვაცნობე, რომ ამ ფორმატითა და ამ რეჟიმში ასეთი დესტრუქციული თვალსაზრისით, ვერ მოხდებოდა შეხვედრის გამართვა და ამიტომ ვუთხარი, რომ წერილობით მოემართა, რის შესახებაც ვიმსჯელებდით და კანონით დადგენილი წესით ვაცნობებდით პასუხს“, – განაცხადა ... ...
  • საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ხდებასაქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. როგორც ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მისი ვიზიტი საქართველოში ქვეყნის თავმჯდომარეობისთვის მომზადებას უკავშირდებოდა. „მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება და ველი მინისტრის ვიზიტს სტრასბურგში, რათა 27 ნოემბერს საქართველომ თავმჯდომარეობა გადაიბაროს. მოხარული ვარ რომ საქართველომ თავის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებში ადმიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის საკითხებთან ერთად, გარემოს დაცვის პრიორიტეტი გამოყო. საყურადღებოა, რომ თავმჯომარე ქვეყანამ პირველად გამოყო გარემოს დაცვის თემატიკა თავის პრიორიტეტებში, რაც ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის და გათვითცნობიერების ამაღლება“, _ განაცხადა ბურიჩმა. ბურიჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კორუფციასთან ბრძოლის, გენდერულ საკითხებთან და ბავშვთა უფლებებთან მიმართებაში. გენერალური მდივანი ასევე შეეხო საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის საკითხს და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველო საჭიროებებს და ევროპის საბჭოს პრიორიტეტებს ასახავს. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ რანგში ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში და მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ორგანიზებისთვის. ბურიჩის თქმით, საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების 20 წლის იუბილე შესანიშნავად დაემთხვა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და მისი ვიზიტის ძირითადი ამოცანა საქართველოს თავმჯდომარეობის მომზადებაა. როგორც ცნობილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომლის მეშვეობითაც ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. „მოგეხსენებათ ჩვენ ვახორციელებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს და მინდა გამოვხატო შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩემი კონსოლიდირებული ანგარიში მიმართული იქნება არსებული სიტუაციის დამშვიდებაზე და საკითხის მშვიდობიან მოგვარებაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპის საბჭოსთვის და ზოგადად ევროპისთვის“, _ განაცხადა გენერალურმა მდივანმა დავით ზალკალიანთან გამართულ ერთობლივ ... ...
  • რა გავლენას ახდენს დედის ტირილი ნაყოფზეორსული ქალბატონები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაანაწყენოთ. გარეგანი ფაქტორები გავლენას ახდენს ჰორმონალურ ცვლილებებზე და განწყობაზე. ამიტომ, საინტერესოა, რას იწვევს დედის ტირილი ნაყოფზე. ბავშვი მჭიდროდ არის დაკავშირებული დედასთან. ოცდამეცხრე კვირიდან ბავშვს უკვე განვითარებული აქვს შეგრძნების ორგანოები. განარჩევს სუნს, გემოს, გრძნობს სივრცეს მის გარშემო. დედა და ბავშვი ერთმანეთთან დაკავშირებულია როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. როცა დედას უხარია, სისხლში გამოიყოფა ენდორფინი და ბავშვის განწყობაც საშვილოსნოში უმჯობესდება. ხოლო, როცა დედა ნერვიულობს ან ტირის გამოიყოფა სისხლში სტრესის ჰორმონი - კორტიზოლი. დედა უნებურად გადასცემს ამ ჰორმონს ბავშვს და შესაბამისად, ცუდ განწყობას. იმისათვის, რომ გაზარდოთ ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვი, აკონტროლეთ ემოციები. დაიცავით ნეგატიური განწყობისაგან ბავშვი. ის, ასე მშვიდი და გაწონასწორბული ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?