შინაგან საქმეთა მინისტრი - არ დავუშვებ პოლიციელების დაკნინების მცდელობას


საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი - არ დავუშვებ პოლიციელების დაკნინების მცდელობას

24 აპრ. 2016, 00:58:37

შინაგან საქმეთა მინისტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაცხადებ, რომ მიმდინარეობს ქვეყნის პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია!

მე არ დავუშვებ ჩვენი პოლიციელების დაკნინების მცდელობას! არ დავუშვებ, რომ ჩემი კოლეგები, ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ყოველ დღე რისკის ქვეშ აყენებენ, რათა კეთილსინდისიერად შეასრულონ თავიანთი მისია - დაიცვან ყოველი ჩვენგანის უსაფრთხოება - გახდნენ სისტემატური თავდასხმისა და მორალური ზეწოლის მსხვერპლნი.

დიახ, ჩვენ გამოვუცხადეთ უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალს. ამ ბრძოლაში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად, ჩვენი პოლიციელები მზად არიან, საკუთარი სიცოცხლე გასწირონ. განსხვავებით წინა პერიოდისგან, საქართველოს შს სამინისტროს მხრიდან კრიმინალის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა არ ხდება ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს შინაგან სამინისტრო არასდროს ყოფილა საზოგადოებასა და დასავლურ სტანდარტებზე ისე ორიენტიერებული, როგორც დღეს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ძირეულად შეიცვალა ღირებულებები და ჩვენი ქვეყნის პოლიცია გახდა დეპოლიტიზირებული, სრულად დაექვემდებარა საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს, რაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებითაც დადასტურდა.

სწორედ დასავლური ღირებულებისა და მოქალაქეობრივი პასუხმგებლობის ნაწილია, პატივი სცე და მხარი დაუჭირო შენი ქვეყნის პოლიციას.

თუმცა, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა და სავარუდოდ, წინასაარჩევნო ფონზე, კიდევ უფრო გააქტიურდება მიზანმიმართული შეტევა პოლიციის იმიჯზე, რისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითი დღეს მედიით გავრცელებული კადრებია. ამ კადრების მეშვეობით, ჟურნალისტი ცდილობს, მაყურებელი დაარწმუნოს, რომ კონკრეტულ ვიდეოფირზე თანამედროვე პოლიციის მიერ მოქალაქეზე ძალადობის ფაქტია აღნუსხული.

საყურადღებოა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა არ ასახავს დღევანდელობას. ის გადაღებულია საპატრულო პოლიციის რებრენდინგამდე. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ძველი ფორმები აცვიათ. ასევე, ფიქსირდება ძველი მარკის და შეფერილობის ავტომანქანა "შკოდა". ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გამორიცხულია, 23 აპრილს გავრცელებული ვიდეო 2016 წლის 16 აპრილს ქ. ბათუმში მოქალაქეების დაკავებას ასახავდეს.

სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ თითოეული პოლიციელის მხრიდან გადაცდომის შესაძლო ფაქტი პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი და შსს-ს გენერალური ინსპექცია, ასევე, პროკურატურა ამ კუთხით დიდ სამუშაოს სწევს. პირველ რიგში, ეს სწორედ ჩემი ინტერესია, რომ 38000 კაციან კოლექტივში ზუსტად გამოვავლინო სისტემისთვის ზიანის მომტანი, გამონაკლისი პირები, რათა მათ კანონის წინაშე პასუხი აგონ.

თუმცა, არამც და არამც დავუშვებ, რომ ათასობით კეთილსინდისიერ, გულანთებულ პოლიციელს, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად, დაუსაბუთებლად, სამართლებრივად გამყარებული მტკიცებულებების გარეშე, ჩრდილი მიადგეთ და ვინმე, საკუთარი კერძო ინტერესების გამო, მათ დაკნინებას შეეცადოს. მე ყოველი ასეთი პოლიციელის გვერდით ვიდგები!

დიახ, არ დავუშვებ, რომ ჩვენი საზოგადოება გახდეს კრიმინალების, მათი მხარდამჭერების ინსინუაციებისა და მავანთა არაჯანსაღი წინასაარჩევნო კამპანიის მსხვერპლი!

ჩვენი პოლიცია აპოლიტიკური უწყებაა. მისი მთავარი ამოცანა ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის სიმშვიდისა და უსაფრთხოების დაცვა, დანაშაულის პრევენცია და აღკვეთაა.

თუმცა, ეს ამოცანა ვერ შესრულდება წარმატებით, თუკი პოლიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნა, თუკი საზოგადოებამ მკაფიოდ არ გამიჯნა ერთმანეთისგან ტყუილი და მართალი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციის უსაფუძვლო დისკრედიტაცია და მისი დაკნინების მცდელობა - პირდაპირ საშიშროებას უქმნის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სიმშვიდესა და უსაფრთხოებას. ეს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, რაზეც ყოველ ჩვენგანს ადეკვატური პოზიცია უნდა გვქონდეს.

ჩემო პოლიციელებო, დებო და ძმებო, მე მჯერა თქვენი და მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა! ჩვენ ვალდებულები ვართ, დავდგეთ უფრო მაღლა, ვიდრე მავანთა არაკეთილსინდისიერი მიზნებით განხორციელებული პროვოკაციებია და პირნათლად მოვიხადოთ ჩვენი ვალი ქვეყნისა და ხალხის წინაშე!"- ნათქვამია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • წარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი- სერგეენკოწარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა,_ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ  ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ" კანონპროექტის დაჩქარებულ წესით განიხილვის თაობაზე მსჯელობდნენ. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს ამ ცვლილების არსი. „ცვლილებების შინაარსი თავისი სტრუქტურით გამოიხატება შემდეგში, რომ ასეთი პასუხისმგებლობა უკვე  რამდენიმე წელია არსებობს გეგმიურ ვაქცინებთან მიმართებაში და იმავე სტრუქტურის, იმავე შემადგენლის პასუხისმგებლობების განაწილება გაჩნდება კოვიდ ვაქცინასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა", - განაცხადა დავით ... ...
  • ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭაიუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ, ცნობილ ქართველ პიანისტს საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ელისო ბოლქვაძეს, მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა კულტურის  პოპულარიზაციაში  შეტანილი წვლილისთვის და იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო   პროგრამების მხარდაჭერისთვის. მოცემული  სტატუსი ელისო ბოლქვაძეს მიენიჭა 2015 წლის 22 იანვარს პარიზში და გახდა ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი- პირველი ხელოვანი საქართველოდან. იუნესკოს საპატიო  ტიტულს ფლობს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვა. ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და  საქველმოქმედო  მოღვაწეობა აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით.მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და გაეროს საერთაშორისო ღონისძიებებში. გამოჩენილმა პიანისტმა საქართველოში დააარსა ფონდი  « ლირა », რომლის მთავარი მიზანია  ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა  და მათი ხელშეწყობა. მან ასევე  2013 დააფუძნა «  ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი »,რომელიც მნიშვნელოვან  კულტურულ პლატფორმად იქცა ქართული ხელოვნების  პოპულარიაზაციისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს  მიენიჭა   საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების  სფეროში საფრანგეთის სახელწიფოს მიერ ... ...
  • NDI - საქართველოში გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 42% კი ფიქრობს, რომ არ არის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა 45% თვლის, რომ საქართველოში  დემოკრატია არის, ხოლო 42% თვილის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. ცნობისთვის, NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 ... ...
  • NDI - კორონავირუსის ვაქცინით აცრაზე 41% თანახმაა, 41% - წინააღმდეგიაეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% (2020 წლის დეკემბრის მიხედვით) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე თანახმაა, 41% კი წინააღმდეგია, ხოლო  17%-მა არ იცის საკუთარი პოზიცია. ცნობისთვის  NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 ... ...
  • NDI-ს კვლევა: კორონავირუსთან გამკლავების მიმართულებით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 60% კარგად აფასებსსაერთო ჯამში, როგორ შეაფასებთ, როგორ გაუმკლავდა საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას - NDI-ს მიერ გამოკითხულთა 60% პასუხობს, რომ - კარგად. 33% მიიჩნევს, რომ მთავრობა პანდემიას ცუდად გაუმკლავდა, ხოლო შვიდმა პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის. ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, გაზრდილია მთავრობის საქმიანობის შეფასება. კითხვაზე – როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, 30-დან 50%-მდეა გაზრდილი იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელიც მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს. ნოემბერთან შედარებით, 64-დან 38%-მდეა შემცირებული უარყოფითი პასუხის მაჩვენებელი. კითხვაზე 11%-მა უპასუხა, რომ არ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....