"გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ არასწორ ინტერპრეტაციები ვრცელდება"

საზოგადოება

"გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ არასწორ ინტერპრეტაციები ვრცელდება"

2016 აპრ 25 02:56:53

პროექტ "მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ", რომლის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესისა და დასავლური ღირებულებების შესახებ, მორიგ კვლევას აქვეყნებს, რომელიც საქართველოში გენმოდიფიცირებული საკვების წარმოებისა და იმპორტის შესახებ მცდარი ინტერპრეტაციები გავრცელებას ეხება. 

"გურია ნიუსი" კვლევას უცველად გთავაზობთ:

"კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტია "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძის განცხადებით, ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებით საქართველო იძულებული ხდება უარი თქვას თავის ტრადიციებზე, რის მაგალითადაც მას ლგბტ პირების თემატიკასთან ერთად გენმოდიფიცირებული პროდუქტის საკითხი მოჰყავს.

გოგი თოფაძე, ქართული ოცნება: "ხელი ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ, მაგრამ ბევრ რამეს არ ვაკვირდებით, თუ რას აკეთებს ვროკავშირი, რას გვაძალებს. ჩვენ თვითონ ძალიან ბევრი რამ დავთმეთ - რა თქმა უნდა, ის, რაც ქართულ ტრადიციას არ შეესაბამება. მაგალითად, ლგბტ თემები, გენმოდიფიცირებული პროდუქტები იქ იკრძალება, ჩვენ შემოგვაქვს." Interpressnews. 1 ივლისი, 2015.

ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებაში, მის ეკონომიკურ ნაწილში (DCFTA) არ არის არანაირი ვალდებულება,რომელიც საქართველოს გენმოდიფიცირებული (გმ) პროდუქციის იმპორტს დაავალდებულებს. ევროკავშირს, ერთის მხრივ, არ აქვს აკრძალული გმ პროდუქტების ევროპაში წარმოება და ან იმპორტი/ექსპორტი; მეორეს მხრივ, მის კომპეტენციაში არ შედის არაწევრი ქვეყნის ბაზრის რეგულაცია. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და ხელშეკრულებები მიზნად ისახავს ხელმომწერ მხარეებში ევროკავშირის აღიარებული ნორმებისა და ფასეულობების გავრცელებას, ხოლო ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ეხმარება ევროკანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია და ევროპულ ბაზართან თავსებადობა მოახდინოს.

ევროკავშირიში გმ საკვების წარმოება აკრძალული არ არის.

ევროკავშირის რიგი ქვეყნები 2015 წლამდე ცდილობდნენ გმ პრდუქტების წარმოების შეზღუდვას. ამ მხრივ ყველაზე მეტად აქტიურობდა საფრანგეთი და გერმანია. მეორეს მხრივ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში სოფლის მეურნეობაში აქტიურად დაიწყეს გმ პროდუქტების გამოყენება. ასეთია მაგალითად ესპანეთი, ჩეხეთი.

2015 წლის 11 მარტის ევროკავშირის დირექტივის მიხედვით (Directive (EU) 2015/412), კავშირის წევრ ქვეყნებს უფლება ეძლევათ, თავიანთ ტერიტორიაზე გემოდიფიცირებული პროდუქციის წარმოება აკრძალონ. 2015 წლის ოქტომბერს ევროკავშრის წევრ 28 სახელმწიფოდან 19-მა თავიანთ ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოებაზე უარი განაცხადა. ბელგია და ბრიტანეთმა ნაწილობრივ გაიზიარეს აკრძალვა, რაც გულისმხობდა იმას, რომ სპეციალურ რეგიონებში გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოების უფლებას ისევ იტოვებნენ. წარმოების აკრძალვა ნაწილობრივ მოახდინა გერმანიამაც, თუმცა დაიტოვა უფლება კვლევები ამ კუთხით გაეგრძელებინა. დანარჩენმა 16-მა წევრმა სახელმწიფომ კი საკუთარ ტერიტორიაზე სრულად აკრძალა გენმოდიფიცირებული პროდუქციის მოყვანა და წარმოება.

რაც შეეხება იმპორტს, ევროპის გარეთ არაერთი ქვეყანა (ლათინური ამერიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, აზია) აწარმოებს გენმოდოფიცირებულ სიმინდს, კარტოფილს, პომიდორს თუ სხვა პროდუქციას. ევროკავშირი ხელმძღვანელობდა რა მწარმოებლისა და მომხარებლის უფლებებით, ასევე საქონლის თავისუფალი მოძრაობისა და არჩევანის თავისუფლების უფლებებით, დაადგინა, რომ იკრძალება არა იმპორტი, არამედ იცვლება წესდება გენმოდიფიცირებული პროდუქციის იმპორტით შემოტანაზე. კერძოდ, თუ პროდუქტის შემცველობის 0.9%-ზე მეტი წილი მოდის გენმოდიფიცირებულ ნივთიერებაზე, მწარმოებელი, იმპორტიორი ვალდებულია, პროდუქტზე მიუთითოს სპეციალური ნიშანი. ამ შემთხვევაში მყიდველს აქვს საშუალება, განასხვავოს გენმოდიფიცრებული და ტრადიციული გზით მიღებული პროდუქტი. ამასთანავე, საკვების შემადგენლობაში მითითებულ ნივთიერებებში უნდა იყოს მითითებული ის გენმოდიფიცირებული ნივთიერებები და მათი შემცველობის დოზა, რაც ევროკავშირის ზონაში დაშებული და ლეგალურია.

საქართველოში გმ საკვების წარმოება და იმპორტი აკრძალული არ არის.

ასოცირების ხელშეკრულება მომხარებელთა უფლებების დაცვასა და საკვებ პროდუქტებზე მაღალი სტანდარტის დაწესებას ითვალისწინებს. მომხარებელზე ორიენტირებულ ევროსტანდარტებზე გადასვლის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, მის იმპორტს/წარმოებას და შესაბამის კანონმდებლობას შეეხება.

საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქციაზე რეგულაციები 2015 წლიდან მოქმედებს. (კანონი"სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ"). კანონი ვრცელდება სურსათის ან ცხოველთა საკვებად განკუთვნილ პროდუქტზე, რომელთა შემადგენლობაში გმკომპონენტები 0.9%-ს აღემატება. კანონის მიხედვით ადგილზე წარმოებულ და ასევე იმპორტულ გმ პროდუქტს თან უნდა ერთვოდეს ეტიკეტი ან ეტიკეტირების შეუძლებლობის შემთხვევაში პროდუქტს თვალსაჩინო ადგილას თან უნდა ახლდეს შესაბამისი ინფორმაცია.

ეტიკეტირების სტანდარტები:

  • წრეში განთავსებული წარწერა "გმო" უნდა განთავსდეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში.

  • წრეში განთავსებული წარწერა "გმ" უნდა განთავსდეს გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში.

  • გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების შემცველი პროდუქციის შემთხვევაში პროდუქტის ეტიკეტზე უნდა განთავსდეს ინგრედიენტების დასახელება.

ბიზნესოპერატორები ვალდებულნი არიან, დაიცვან კანონი და უზრუნველყონ ეტიკეტირება. ეტიკეტის სტანდარტებისა და მოთხოვნის დარღვევის პირველ შემთხევაზე ჯარიმა 5 000 ლარია, განმეორებით შემთხვევაზე კი - 10 000 ლარი.კანონიასევეითვალისწინებსპროდუქციისგანადგურებასაც, რაც ბიზნესოპერატორმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს.

საქართველოს მოსახლეობა დიდად არის დამოკიდებული იმპორტულ საკვებ პროდუქტებზე, რადგან მოთხოვნის დაკმაყოფილებას ადგილობრივი წარმოება ვერ ახერხებს. შესაბამისად, ბაზარზე შემოსული იმპორტული საქონელი შესაძლებელია იყოს გმ, ასევე ნატურალური, ბიოპროდუქტი. საჭირო ეტიკეტირება კი საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს და სასურველი პროდუქტი შეიძინოს.

გენმოდიფიცირებული საკვების წარმოება სოფლის მეურნეობაში 1980-იან წლებში დაიწყო. ამის მიზეზი რამდენიმე იყო. გენმოდიფიცირებული სიმინდი, კარტოფილი თუ სხვა პროდუქტი ამინდის, მავნებლებისა და დაავადებების მიმართ მეტი იმუნურობით გამოირჩევიან. მაშინ, როდესაც მსოფლიო მოსახლეობის საკვებს მოთხოვნას სოფლის მეურნეობაში ტრადიციულად ნაწარმოები პროდუქტები სრულად ვერ აკმაყოფილებენ, ზემოხსენებული პრობლემები კიდევ უფრო სარისკოს ხდის საკვების მომარაგების საკითხს. გენმოდიფიცირებული საკვების წარმოების შემდეგ მუდმივად მიმდინარეობს კვლევები მის გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე. მიუხედავად ამისა, დღემდე არ არის დამტკიცებული განიცდის თუ არა ადამიანის ორგანიზმი მსგავსი საკვების მიღების შედეგად ნეგატიურ ცვლილებებს.

გმ საკვებმა ბიო-პროდუქტებზე ინტერესი გაზარდა

ბაზარზე გმ საკვების გამოჩენამ ბიოპროდუქტების მოთხოვნა გამოიწვია. სოფლის მეურნეობის ბიო-პროდუქტებით საქართველოს აქვს პოტენციალი თავისი ნიშა დაიკავოს ევროპულ ბაზარზე. ამ მხრივ ერთ-ერთი კარგი მაგალითია წარმატებული ქართველი მეღვინე იაგო ბიტარიშვილი, რომლის ბიო-ღვინო დიდი მოთხოვნით სარგებლობს ევროპულ ბაზარზე.

გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე დღესაც მიმდინარეობს კამათი და კვლევები. ამ პროცესის ისეთი ინტერპრეტაცია, თითქოს სხვაგან აკრძალულია გმ საკვების გამოყენება, ხოლო საქართველოში - ნებადართულია, ქმნის არასწორ წარმოდგენებს", _ აღნიშნულია კვლევაში.

წყარო




 ახალი ამბები
  • რატომ იტყუებიან სეს-ის წარმომადგენლები _ ჩეკურიშვილის გვიანი სტუმრობა და შეწირულის კომენტარიმიუხედავად იმისა, რომ დღეს არაერთხელ გვითხრეს სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურში, რომ სააგენტოს უფროსი ზურა ჩეკურიშვილი ხვალ ჩამოვიდოდა გურიაში, რადგან დღეს მოსვლა ვერ შეძლო, ის საღამოს, ექვსი საათისთვის მაინც  მივიდა  ოზურგეთში, რეგიონულ სამმართველოში  და შალვა პეტრიაშვილი წარუდგინა თამნამშრომლებს. ჩვენი ინფორმაციით, მან სამმართველოს  ყოფილ ხელმძღვანელს, ნინო შეწირულს მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ  სხვა გეგმები აქვს, მიდისო და წარმატებები უსურვა.  თუ რა მოხდა ასე  უცებ, რატომ დაწერა მოულოდნელად განცხადება გათავისუფლებაზე სეწირულმა და რა იყო ამის წინაპირობა, არც ერთი მხარე არ ამბობს. ნინო შეწირული, როგორც ჩანს, ამავე სფეროში აპირებს დარჩენას, რადგან ასეთი კომენტარი გააკეთა „გურია ნიუსთან“.  „მე ვიყავი და  ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში და ჩემი გამოცდილება ამ საქმეში უნდა მოვახმარო ჩემს ქვეყანას“, _ გვითხრა ... ...
  • „დახმარებაზე უარი ვერ ვუთხარი“ _ რა უნდა ვიცოდეთ, როცა სესხს სხვისთვის ვიღებთბანკთან სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად ურთიერთობა ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ, თუმცა, საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რთული მდგომარეობის გამო, იძულებულები ხდებიან, სესხი აიღონ ან სულაც რაიმე ნივთი განვადებით შეიძინონ, მძიმე სოციალური ყოფის  გამო კი ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ანუ ვალის დაბრუნებას ბევრი ვერ ახერხებს. სამწუხაროდ, არის შემთხვევებიც,  როცა ადამიანები სხვა ადამიანის, მეგობრის თუ ახლობლის თხოვნით იღებენ სესხს და პრობლემებში ეხვევიან. როგორც ა.ზ. გვიყვება, სესხი რამდენიმე წლის წინ მეგობრის თხოვნით აიღო. „სესხი მეგობრის თხოვნით ავიღე. დედა ავად ჰყავდა. თვითონ სესხს არ უმტკიცებდნენ და დახმარება მთხოვა. უარი ვერ ვუთხარი. ბანკის მიერ თანხის დამტკიცების შემდეგ ბარათი მას მივეცი. დავალიანება უნდა დაეფარა, მაგრამ ერთ დღესაც ბანკიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ვალი დამეფარა ან საქმე სასამართლოს გადაეცემოდა. მეგობარს მივაკითხე, ის კი თურქეთში წასული დამხვდა“, _ ამბობს ა.ზ. რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, როცა სესხს სხვისი თხოვნით, სხვისი საჭიროების გამო იღებენ და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა. როგორც ადვოკატი ამბობს, კარგია მეგობრისა თუ ახლობლის დახმარება, მაგრამ ამ ადამიანებმა, ვინც სესხს სხვის გამო იღებენ იმ პირობით, რომ შემდეგ ამ თანხის დაბრუნება იმ  პირის მიერ მოხდება, ვის გამოც ისესხეს, უნდა გაითვალისწინონ მისი მდგომარეობა და ისიც, რომ სესხზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ და არა ბანკთან ხელშეკრულების მიღმა მყოფ პირს. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ სესხზე  პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანს ვისი სახელითაც შეივსო განაცხადი სესხის შესახებ, ვისაც მიეცა თანხა და ვინც გააფორმა ხელშეკრულება. არის შემთხვევები და ხშირად მომისმენია მეც, რომ მეგობარმა მთხოვა და მან უნდა გადაიხადოს-ო. რა თქმა უნდა,  მორალური თვალსაზრისით ვალის დაფარვა იმ პირს ეკუთვნის ვისი თხოვნითაც კონკრეტულმა პირმა სესხი აიღო,  მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით გამსესხებელი კომპანია მოთხოვნას დააყენებს სწორედ იმ ადამიანთან ვინც ისესხა. ვადაგადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლო იქნება თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი,  რომელიც ამ გაპრობლემებულ სესხს მოყვება იქნება ამ ადამიანის გადასახდელი. ეს არის საკმაოდ დიდი რისკი და უმჯობესია, რომ მსგავსი მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ. კარგია მეგობრის დახმარება, მაგრამ უნდა ვაანალიზებდეთ იმას, რომ თუ ადამიანი ვერ შეძლებს ამ სესხის დაფარვას, შემდგომ ეს თანხა იქნება მსესხებლის გადასახდელი“, _ ამბობს არევაძე. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სახის სესხებთან ერთად მოქალაქეებში პოპულარობით სარგებლობს ავტო სესხები, რაც სასურველი ავტომობილის შესაძენად თანხის გაცემას შესაძენი ავტომობილის უზრუნველყოფით გულისხმობს, ასევე, პოპულარულია  ავტო ლომბარდიც, რომელიც თანხას ისე გასცემს, რომ ავტომობილის დატოვება ლომბარდში აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუმცა, არსებობს შემთხვევებიც, როცა ავტომობილი, რომლის ირგვლივაც დავალიანებაა, არ არის სახეზე ან ვერ ხერხდება მისი მოძიება. როგორც აკაკი ცოფურაშვილი გვიყვება, მეგობარს სესხის აღებით ავტომობილის შეძენაში დაეხმარა, თუმცა, საბოლოდ, საბანკო ანგარიში დაუყადაღეს და საქმე სასამართლოში მიდის. „ჩემი სახელის გამოყენებით მოხდა ავტომობილის შესაძენად იმავე ავტომობილითვე უზრუნველყოფილი სესხის აღება. ავტომობილის შეძენიდან მალევე მან მანქანა სხვას მისცა და სესხიც იმ პირს უნდა დაეფარა, მაგრამ ასე არ მოხდა. დღეისთვის იმ ავტომობილს ვერ პოულობენ, ყველაფერი დამიყადაღეს. ამხელა თანხის გადახდის შესაძლებლობა არ მაქვს“, _ ამბობს ცოფურაშვილი. ადვოკატ მარიკა არევაძის თქმით, ავტო ლომბარდის დავალიანების ვადაგადაცილების შემთხვევაში შეიძლება ვალმა ავტომობილის ღირებულებასაც კი გადააჭარბოს. „ავტო ლომბარდის შემთხვევაშიც პირობები დამოკიდებულია ხელშეკრულებაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეკრულება თავიდანვე იყოს წაკითხული და გააზრებული. ავტომობილის ლომბარდის ვადაგადაცილების შემთხვევაში შეიძლება ისე გაიზარდოს სესხის თანხა, პირგასამტეხლო, რომ მანქანის ღირებულება არ ეყოს. როცა ავტომობილს ეხება საქმე, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ხელშეკრულებაში წერია. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილის რეალიზაციის ან გამსესხებლისთვის საკუთრებაში გადაცემით მოხდება ვალის დაფარვა, აუცილებელია, ამ ადამიანებმა შეამოწმონ, რომ განულებულია ვალდებულება და მოითხოვონ ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რაღაც პერიოდის შემდგომ ეს კომპანია ისევ დაუკავშირდეს მას და უთხრას, რომ დავალიანება კიდევ იყო დარჩენილი და სამომავლო დავის და ნერვიულობის საფუძველი გახდეს“, _ ამბობს არევაძე. ადვოკატის თქმით, თუკი ავტომობილი, რომლის ირგვლივაც არის დავალიანება არ არის სახეზე ან ვერ ხერხდება მისი მოძიება და  ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მანქანის გარდა მსესხებელი გამსესხებლის წინაშე  სხვა ქონებით თუ შემოსავლითაც არის პასუხისმგებელი, იწყება დავა სასამართლოში და გამსესხებელი თანხას უძრავ-მოძრავი ქონებიდან ან ხელფასიდან ამოიღებს. არსებობს თუ არა რაიმე სახის გზა, რომ ადამიანებმა, რომლებიც ფინანსურ პრობლემებში მათთვის უახლოესი ადამიანების გამო გაეხვნენ და თავადაც არ შეუძლიათ, გაზრდილი დავალიანების გადახდა სამართლებრივი გზით დააკისრონ იმ პირებს ის პასუხისმგებლობა, რომლებიც მორალურად არ ან ვერ აღმოაჩნდათ, ადვოკატი ამბობს, რომ თუ მსესხებელს ექნება მტკიცებულებები,  მას შეუძლია რეგრესის წესით მიმართოს სარჩელით სასამართლოს ამ პიროვნების წინააღმდეგ და მას დააკისროს შემდგომ უკვე ამ თანხის გადახდა თავისთვის და არა ... ...
  • ეს ყველაფერი არის არასერიოზული _ ბახტაძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებმე წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კითხვას, აპირებს თუ არა თანამდებობის დატოვებას და განიხილება თუ არა მის შემცვლელად ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, თანამდებობის დატოვების საკითხზე საუბარი არასერიოზულია და ამაზე სერიოზულ განცხადებას ვერ გააკეთებს. „ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ქართული მედიით ყოველკვირა ვგებულობდი მსგავს ინფორმაციებს. კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხა, ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი გამიჭირდება. მე წარდგენილი მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა ჩემს სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამავე დროს ანგარიშვალდებული ვარ ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებას ვერ გავაკეთებ, რადგან ასეთი ჭორები, როგორც ბოლო ორი წელია მესმის, მომავალშიც გაგრძელდება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხი“, – განაცხადა მამუკა ... ...
  • რას ეჯაჯგუნებოდნენ გურიის რეგიონულ სამსახურში და ორწინადადებიანი პასუხის სამსაათიანი მოლოდინისურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ სამსახურში, ოზურგეთში, ამავე სამსახურის უფროსად მოაზრებული ზაზა (შალვა) პეტრიაშვილი გამოცხადდა. ის მანამდე სოფელ მერიაში, მექანიზაციის ცენტრში მივიდა, სადაც განთავსებულია აჭარა-გურიის აზიური ფაროსანას შტაბი და ჩვენი  ინფორმაციით, მანქანები გადაიბარა. ზაზა პეტრიაშვილთან ერთად იმყოფება სეს-ის  სააგენტოს თანამშრომელი დავით აშორდია და ფაროსანას „აუდიტის“ წარმომადგენელი ილია სრიანაშვილი. ისინი ჯერ მარტო საუბრობდნენ  კაბინეტში, შემდეგ კი თანამშრომლებს დაუძახეს სათათბიროდ.   შეხვედრა ხანმოკლე იყო და   ჩვენი ინფორმაციით, პეტრიაშვილმა თანამშრომლებს უთხრა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჩეკურიშვილმა ვერ მოახერხა დღეს ჩამოსვლა, გურიას ხვალ ეწვევა და წარადგენს ოფიციალურად. მართალია,  თათბირის დაწყების წინ მათ „გურია ნიუსს“ უთხრეს, რომ საუბრის დასრულებისთანავე  გვიპასუხებდნენ,  თუმცა, შემდეგ კატეგორიული უარი განგვიცხადეს. _ ხვალ მობრძანდით, სააგენტოს უფროსი ჩამოვა და ოფიციალურად მოგცემთ ინტერვიუს. _ ერთადერთი კითხვა მაქვს, ინტერვიუს არ გთხოვთ... _ ხვალ გიპასუხებთ ოფიციალურად. ხომ გეუბნებით, არ შეიძლება? _ რატომ არ შეიძლება? თქვენ ოფიციალურად ჩამოხვედით რეგიონში, მიხვედით მერიის მექანიზაციის ცენტრში, მოახდინეთ  გადაბარება და აქ თანამშრომლებთან თათბირი ჩაატარეთ... ოფიციალურობა კიდევ რით უნდა განმტკიცდეს? _ ნუ შემოდიხართ, არ შეიძლება, გესმით? ხვალ მობრძანდით. _ ამ საჯარო სივრცეში  მეც გამიხსნა კარი კონსტიტუციამ და რატომ არ შემოვიდე, რატომ არ მპასუხობთ? _ არა გესმით? ხვალ მობრძანდით. _ შემოსვლისთანავე კედელზე დაკიდებულ „ფაროსანას დიპლომს“ რატომ ეჯაჯგუნებოდით ჩამოსახსნელად? _ რა იცი? _ დაგინახეთ, კარი ოდნავ ღია იყო... _ხედავ რაიმეს ჩამოხსნილს? ჩამოხსნილია? -არაა ჩამოხსნილი, ცუდი ჩამოსახსნელია, ეტყობა, მაგრად მიმაგრებული უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ თავად პეტრიაშვილს სიტყვაც არ უთქვამს. „მოგერიებას“ აშორდია და სრიანაშვილი ცდილობდნენ. „გურია ნიუსი“ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა ერთადერთი კითხვით:  ზაზა პეტრიაშვილი  რეგიონული სამსახურის უფროსად არის დანიშნული თუ მოვალეობის შემსრულებლად? _ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს?  ხვალ ოფიციალურად დაინიშნება და წარადგენენ. _ დღეს რომ მოვიდა,  მერიის მექანიზაციის ცენტრში და მანქანები გადაიბარა, მერე თანამშრომლებთან თათბირი ჩაატარა, ეს შეუძლია  ჯერ დაუნიშნავმა პირმა გააკეთოს? უკაცრავად და, „ქურდულ წესებს“ ხომ არ ჩამოჰგავს? _პრინციპული მნიშვნელობა აქვს? დანიშნული არის თუ არა,  ან რა პოზიციაზეა, ახლა ვერ გეტყვით. ვიკითხავთ და შეგატყობინებთ.  ცოტა ხანში სააგენტოს პრესსამსახურიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ პეტრიაშვილი დროებით,  უკვე დანიშნულია უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. მოკლედ, ორწინადადებინი პასუხის გასაცემად სამსაათიანი დიალოგი დაგვჭირდა, რომ დაზუსტებული  პასუხი მიგვეღო.   ხვალ, 17 ივნისს გურიაში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსს ჩეკურიშვილს ... ...
  • სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურს ახალი უფროსი ჰყავსსეს-ის გურიის რეგიონიული სამსახურის უფროსად მოაზრებული ზაზა შალვა პეტრიაშვილი დღეს დილით გურიაში ჩამოვიდა. გავრცე;ლებული ინფორმაციის თანახმად ის სეს-ის უფროსს ზურაბ ჩეკურიშვილს უნდა წარედგინა, მაგრამ პეტრიაშვილი გურულებთან შესახვედრად მარტო მოვიდა. თავდაპირველად იგი სოფელ მერიაში მექანიზაციის ცენტრში, აჭარა-გურიის აზიური ფაროსანას შტაბში მივიდა, სადაც არსებული ტექნიკა გადაიბარა. ამის შემდეგ მივიდა ის გურიის რეგიონულ სამსახურში, თუმცა თანამშრომლებს არ შეხვედრია. პეტრიაშვილი რამდენიმე პიროვნებასთან ერთად ცალკე ოთახში განმარტოვდა. როგორც გავიგეთ ის სეს-ის უფროსს ელოდება, რომელიც ამ წუთებში გურიაში მოემგზავრება.  „გურია ნიუსი“ ცდილობს ზურაბ ჩეკურიშვილთან და სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის ყოფილ უფროსთან ნინო შეწირულთან დაკავშირებას, თუმცა, ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...