მონოგრაფიული გამოცემის "საქართველო _ ღვინის აკვანი" პრეზენტაცია გაიმართა


საზოგადოება

მონოგრაფიული გამოცემის "საქართველო _ ღვინის აკვანი" პრეზენტაცია გაიმართა

25 აპრ. 2016, 16:20:42

ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში ცნობილი ქართველი მეღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტის, ბონდო კალანდაძის ახალი მონოგრაფიული გამოცემის  "საქართველო _ ღვინის აკვანი" პრეზენტაცია გაიმართა.

600-გვერდიანი ილუსტრირებული წიგნი გამორჩეულია თავისი შინაარსით და შედგება ოთხი განყოფილებისგან: "ფესვები", "მე-19 საუკუნე", "მე-20 საუკუნე" და "21-ე საუკუნე". მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ქართული ღვინის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე. მასში პირველად ქვეყნდება მეღვინეობის განვითარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ინფორმაცია, გამოცემა მდიდარია ვიზუალური მასალით.

ბონდო კალანდაძის ავტორობით გამოცემულია 10 მონოგრაფია, იგი დაჯილდოებულია წარმატებული მეღვინის ოქროს მედლით, არის მეღვინეობის დარგში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, მის მიერ შექმნილია 50-ზე მეტი ლიქიორ-არყის რეცეპტი.

წიგნის პრეზენტაციას ვეტერანი მეღვინეები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, ღვინის კომპანიებისა და მეღვინეობის დარგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აღნიშნა, წიგნი გამორჩეულია უნიკალური მასალებით, მრავალფეროვნებითა და შინაარსით.

"ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება, ჩვენ ვუმასპინძლეთ ვეტერან მეღვინეებს. ბატონ ბონდოს უკვე არა ერთი მნიშვნელოვანი წიგნი აქვს წარმოდგენილი, საოცარი მასალებით დაკომპლექტებული, რასაც ნამდვილად დიდი შრომა სჭირდება. აქ არის ინფორმაცია, რომელიც არ იყო აქამდე  ასე ხელმისაწვდომი. რაც მთავარია, გუნდთან ერთად ბატონი ბონდო მუშაობს ახალ წიგნებზე. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ ასეთი ლიტერატურა უფრო მეტი იყოს და გადაეცეს ახალ თაობებს", _ აღნიშნა ოთარ დანელიამ.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის აზრით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში აღნიშნული გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანია:

"ბატონმა ბონდომ არაერთი წიგნი მოამზადა მეღვინეობაზე. ამ გამოცემამ განსაკუთრებული როლი უნდა ითამაშოს ინფორმირების თვალსაზრისით. ძალიან კარგია, რომ მეღვინეობას შემორჩა ასეთი მემატიანე ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ფურცელზე გადაიტანონ ქართული მეღვინეობის ისტორია," _ აღნიშნა დეპუტატმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, აღნიშნული წიგნი ხელმოსაწვდომი უნდა გახდეს ფართო მასებისთვის.

"ქართული მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი ტრადიციები ყველა ქართველმა უნდა იცოდეს. ეს წიგნიც სწორედ იმისთვის დაიბეჭდა, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი უძველესი კულტურის მქონე მეღვინეობის ისტორია. წიგნში არის ახალი და უნიკალური ფოტოები, ფაქტობრივად 8 ათასი წლის წინ დაწყებული დღევანდელ დღემდე. საქართველოში ყველას უნდა ჰქონდეს ეს წიგნი", _ აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ბონდო კალანდაძეს  საპატიო სამკერდე ნიშანი გადასცა ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის დარბაზისთვის მეღვინეობის შესახებ სპეციალიზირებული ლიტერატურის გადაცემის გამო.

(R)




 ახალი ამბები
  • იაგო ხვიჩია: „პარლამენტის განადგურებისთვის ოპოზიციას ან ხელისუფლებას რომ შეაგინებთ, მე არ მომაყოლოთ“პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ პოლიტიკური სპექტრი ახლა სიგიჟით არის მოცული _ ქვეყანა კრიზისშია და ოპოზიციას არავითარი გეგმა არ აქვს. „ქართული პოლიტიკური სპექტრი ახლა სიგიჟით არის მოცული. ჩემი ამოცანაა, გითხრათ _ მე არაფერ შუაში ვარ ქართული პარლამენტარიზმის რღვევასთან, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. ქართველო ხალხო, ერთადერთი მიზანი მაქვს _ გიჟებს მე ვერ გავაჩერებ. მე მაქვს ერთადერთი მიზანი, ცოტა ხანი რომ გაივლის, თქვენთვის მქონდეს სათქმელი, რომ მე ამათ ვაფრთხილებდი, ეს არ მინდოდა, ამაში არ წავყევი, ოპოზიციას რომ შეაგინებთ, ან ხელისუფლებას პარლამენტის განადგურებისთვის, მე არ ვყვებოდე ამ ამბავში“, _ თქვა ... ...
  • წარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი- სერგეენკოწარმოდგენილი ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა,_ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ  ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ" კანონპროექტის დაჩქარებულ წესით განიხილვის თაობაზე მსჯელობდნენ. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს ამ ცვლილების არსი. „ცვლილებების შინაარსი თავისი სტრუქტურით გამოიხატება შემდეგში, რომ ასეთი პასუხისმგებლობა უკვე  რამდენიმე წელია არსებობს გეგმიურ ვაქცინებთან მიმართებაში და იმავე სტრუქტურის, იმავე შემადგენლის პასუხისმგებლობების განაწილება გაჩნდება კოვიდ ვაქცინასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და შესაბამისად პანდემიის ეფექტური მართვა", - განაცხადა დავით ... ...
  • ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიენიჭაიუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრე აზულემ, ცნობილ ქართველ პიანისტს საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ელისო ბოლქვაძეს, მშვიდობის ელჩის მანდატი მეორედ მიანიჭა კულტურის  პოპულარიზაციაში  შეტანილი წვლილისთვის და იუნესკოს საერთაშორისო საგანმანათლებლო   პროგრამების მხარდაჭერისთვის. მოცემული  სტატუსი ელისო ბოლქვაძეს მიენიჭა 2015 წლის 22 იანვარს პარიზში და გახდა ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი- პირველი ხელოვანი საქართველოდან. იუნესკოს საპატიო  ტიტულს ფლობს მსოფლიოში გამოჩენილი 55-მდე ხელოვანი. მათ შორის არიან სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მეჰრიბან ალიევა, მარკუს მილერი, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, პლასიდო დომინგო და სხვა. ელისო ბოლქვაძის შემოქმედება და  საქველმოქმედო  მოღვაწეობა აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით.მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და გაეროს საერთაშორისო ღონისძიებებში. გამოჩენილმა პიანისტმა საქართველოში დააარსა ფონდი  « ლირა », რომლის მთავარი მიზანია  ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა  და მათი ხელშეწყობა. მან ასევე  2013 დააფუძნა «  ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი »,რომელიც მნიშვნელოვან  კულტურულ პლატფორმად იქცა ქართული ხელოვნების  პოპულარიაზაციისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. ელისო ბოლქვაძეს 2016 წელს  მიენიჭა   საფრანგეთის ლეგიონის კავალერის ორდენი ხელოვნების  სფეროში საფრანგეთის სახელწიფოს მიერ ... ...
  • NDI - საქართველოში გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 42% კი ფიქრობს, რომ არ არის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა 45% თვლის, რომ საქართველოში  დემოკრატია არის, ხოლო 42% თვილის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. ცნობისთვის, NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 ... ...
  • NDI - კორონავირუსის ვაქცინით აცრაზე 41% თანახმაა, 41% - წინააღმდეგიაეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% (2020 წლის დეკემბრის მიხედვით) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე თანახმაა, 41% კი წინააღმდეგია, ხოლო  17%-მა არ იცის საკუთარი პოზიცია. ცნობისთვის  NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1 ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....