"ჩამოთრეულების" პრობლემა ხოხბისყელისფერ დედაქალაქში

საზოგადოება

"ჩამოთრეულების" პრობლემა ხოხბისყელისფერ დედაქალაქში

29 აპრ. 2016, 19:39:16

აღდგომის დღესასწაულების მოახლოვებისას, თუ დადგომისას, სოციალური ქსელები წაილეკა კომენტარებით:

სუნთქავს ქალაქი, ყველა დაუბრუნდა თავის მიწა-წყლებს; ნეტა სულ აღდგომა იყოს, ძირძველი თბილისელები დავრჩით დედაქალაქში' როგორც იქნა წაეთრა ყველა, ნეტა მეწყერი ჩამოწვეს და ვეღარ დაბრუნდნენ;

ბედნიერი ვარ, როცა თბილისის დაცარიელებულ ქუჩებს ვუყურებ, მიყვარს აღდგომა!

თუ კარგად დააკვირდებოდით, აღნიშნულ სტატუსებს იხილავდით წარუმატებელი, ვერ რეალიზებული „თბილისელების“ კედლებზე, რომლებსაც ერთადერთ ღირსებად, დედაქალაქში დაბადებაღა შერჩენიათ, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის აგრესიულ პროპაგანდას ეწევიან, ან უბრალოდ„ჩამოთრეულებზე“ რამდენიმე წლით ადრე ჩამოვიდნენ თბილისში და ამას საგულდაგულოდ მალავენ.

მოდით, ჩავუღრმავდეთ, რაში გამოიხატება ჩამოსულობა, ან რა ფორმით გვიქმნიან დისკომფორტს: თქვენზე ცუდად მეტყველებენ და უგემოვნოდ აცვიათ? ასეც რომ იყოს, ვინ მოგცათ მათი კრიტიკის უფლება, დარწმუნებული ხართ საკუთარ იდეალურობაში? გამონაკლისები იქით იყოს და მე გაგაცნობთ უამრავ „ჩამოსულს“, ვისაც ვერც მეტყველებაში, ვერც ჩაცმულობაში და ვერც რომელიმე სხვა პარამეტრში, ვერცერთი აგრესორი ძირძველი თბილისელი ვერ შეედრებით.

სამუშაო ადგილებს გართმევენ? ორმაგი სირცხვილი თქვენთვის, თუ ასე მაღლა დგახართ მათზე და მაინც გართმევენ კარგ პოზიციებს, დროა გაუცვალოთ ადგილი და თავად დაკავდეთ სოფლის აღმშენებლობით, ჩამოსულებზე შურიც ამით იძიოთ, რომ თქვენ მათთან „ჩახვიდეთ“ და ჩაუსახლდეთ;

მენტალური პრობლემები აქვთ? – მოდით შევადგინოთ სტატისტიკა, სად უფრო მეტია dark minded ხალხის წილი და ამის შემდეგ ვისაუბროთ.
საბოლოო ჯამში, მიზეზი ფაქტობრივად არ არსებობს, თუმცა მაინც, ვიღაცებისთვის ეს, საკუთარი ეგოს დაკმაყოფილების ერთადერთი მეთოდია.

ცალკე თემაა ადამიანების დისკრიმინაცია საცხოვრებელი უბნების მიხედვით, თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ვერაზე ან ვაკეში, განსაკუთრებულად დახვეწილი და ინტელექტუალური ჰაერია, რომელიც გარანტიას გაძლევთ მაღალ სტანდარტებზე და გლდანში, ვარკეთილში, თუ სანზონაში მცხოვრები ადამიანები თქვენზე ნაკლები არიან რამით, მხოლოდ იმიტომ, რომ ცენტრალურ უბნებამდე, გზაში თქვენზე სულ რაღაც 15 წუთით მეტ დროს ხარჯავენ?

არასდროს დავინტერესებულვარ ადამიანების დაბადების ადგილით, ისევე, როგორც მათი რელიგიური მრწამსით, საყვარელი პოზებით სექსში, ხელფასის ოდენობით და სხვა მსგავსი ბანალური პარამეტრებით და ვთვლი, რომ ადამიანების შეფასების ჩემეული კრიტერიუმები ჭეშმარიტია, შეგვიძლია ვიკამათოთ…

ალბათ არასდროს გსმენიათ, ღრმად განსწავლულო (სოფლელებთან შედარებით ათმაგად) ვაი დედაქალაქელებო, რომ თქვენი „საყვარელი პოეტები“: (რომელთა ერთი ლექსიც კი არ წაგიკითხავთ სავარაუდოდ) ვაჟა, ილია, გალაკტიონი, ტერენტი, ა.შ. ასევე „ჩამოთრეულები“ იყვნენ? ნეტა მაშინაც ასე უხაროდათ აღდგომს დღესასწაულის დადგომა?

და ბოლოს, მეც შევუერთდი დანარჩენ ჩამოსულთა რიგებს და თქვენდა სასიხარულოდ, აღდგომის დღესასწაულებზე – ასევე დავტოვე დედაქალაქი, ევროპის თუ აზიის სხვადასხვა სოფლის მიმართულებით.

თქვენ კიდევ, ღმერთმა მშვიდობაში „მოგახმაროთ“ ჩ ვ ე ნ ი დაცარიელებული დედაქალაქი…

გურამ შეროზია

წყარო: www.guramsherozia.com




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...