გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს

საზოგადოება

გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს

2016 მაი 13 18:55:24

2016 წლის 13 მაისს  სახალხო დამცველმა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორს საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

2015 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს.

გენდერული მეინსტრიმინგის არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების  შესწავლის შედეგებმა ცხადყო, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, როგორც სამინისტროებში, ისე სახელმწიფო მინისტრის აპარატებში დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია, თუმცა ხელმძღვანელ პოზიციებზე ისინი ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. ამასთან, არცერთ სამინისტროს არ აქვს სტრუქტურული ერთეული გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობისათვის საქართველოს სახალხო დამცველი მხარს უჭერს კვოტირების სისტემის შემოღებას.

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის საგანი არაერთხელ გამხდარა ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების საკითხი. აღნიშნულის მიუხედავად, არ დაწყებულა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183–ე დედობის დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირების პროცესი. მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრის მიუხედავად, კვლავ არ ხორციელდება დაცვისა და დახმარების სპეციალური ღონისძიებები, ხოლო მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ამ დრომდე არ განსაზღვრულა.
მიუხედავად იმისა, რომ უფლებადამცველი ქალების უფლებრივი მდგომარეობის საკითხი საქართველოში აქტუალობით არ ხასიათდება, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა რიგი შემთხვევები და გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს უჭირთ ქალ უფლებადამცველებზე განხორციელებული მუქარის  ფაქტების და რისკების სწორად შეფასება.

მნიშვნელოვანია ქალი უფლებადამცველების დაცვის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის 2013 წლის რეზოლუციის განხორციელებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

დაბალია საზოგადოების ცნობიერების დონე და ინფორმირებულობა როგორც რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, ისე ქვეყანაში არსებულ სერვისებსა და პროგრამებზე.  გაეროს დედათა სიკვდილიანობის შეფასების სააგენტოთაშორისი ჯგუფის მონაცემებით, საქართველო მოიაზრება ე.წ. B ჯგუფის ქვეყნებს შორის; ე.ი. არ აქვს დედათა სიკვდილიანობის შემთხვევების აღრიცხვის სრულყოფილი სისტემა. კვლავ გვხვდება აბორტის ისეთი ფორმა, როგორიც  გენდერული ნიშნით სქესის სელექციაა.

დღემდე პრობლემას წარმოადგენს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია და შემთხვევების მართვა. 2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა. თითქმის სამჯერ მეტია მონაცემები, რომლებიც ბავშვის რეგისტრაციის მომენტში არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობას შეეხება, 2015 წელს ასეთი 1 449 შემთხვევა დაფიქსირდა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია საბაზო საფეხურის დასრულებამდე სკოლის მიტოვების ფაქტები. 2015 წელს, ოჯახის შექმნის მიზეზით, სწავლა 13–დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა.

ძალიან მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თვალსაზრისით არსებული რეალობა, განსაკუთრებულ შეშფოთებას ქალთა მკვლელობების შემთხვევები იწვევს. 2015 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების მიხედვით ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა, სადაც 5 106 პირი მონაწილეობდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2015 წელს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის  28 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 16 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი, ხოლო 12 შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის სხვა მოტივი გამოიკვეთა. შემთხვევათა უმრავლესობა ჩადენილია პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე.

აღსანიშნავია, რომ ნარკომომხმარებელი ქალებისთვის ორმაგ ბარიერს წარმოადგენს მკურნალობის ან ზიანის შემცირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა. პრობლემას წარმოადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ნარკომომხმარებელი ქალების განთავსება, რადგან თავშესაფარი ვერ უზრუნველყოფს მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდებას.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ თავშესაფრებში არსებული მდგომარეობა კეთილსაიმედოა. თუმცა დაწესებულებას არ აქვს სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც უნდა იყოს მოწყობილი საცხოვრებელი და განსაზღვრული მომსახურების გაწევის წესები.
2012 და 2013 წლების 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის სურვილით შეკრებილი ადამიანების მიმართ განხორციელდა სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები.

მისასალმებელია 2015 წლის 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, მშვიდობიან გარემოში აღნიშვნა. კვლავ გამოწვევას წარმოადგენს სამოქალაქო აქტებში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის ჩანაწერის ცვლილების შესაძლებლობა. რაც თავის მხრივ, ხელშემშლელი ფაქტორია განათლების მიღების, დასაქმებისა თუ სხვა პროცესებში.




 ახალი ამბები
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...
  • პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. „დღეს არის დიდი დღესასწაული - ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორე აცხადებს, რომ რთული დრო გაივლის და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა. ... ...
  • ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარესკომენდანტის საათის დროს ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა. მაუწყებლის ინფორმაციით, დილით ობიექტზე მისულმა თანამშრომლებმა კამერის ჩანაწერები ნახეს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკაზე დადო და რამდენიმე კილომეტრი ... ...
  • სოფელ ზოდში პოლიციის თანამშრომელი დააკავესდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პოლიციელი მ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში. მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...