დაშავებული ქართველი მებრძოლები "ძლიერთა თამაშებიდან" გამარჯვებულები დაბრუნდნენ

საზოგადოება

დაშავებული ქართველი მებრძოლები "ძლიერთა თამაშებიდან" გამარჯვებულები დაბრუნდნენ

15 მაი. 2016, 15:33:22

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართული „ძლიერთა თამაშებიდან“ (Invictus Games 2016) გამარჯვებულები დაბრუნდნენ.

ქართველი მებრძოლებისგან დაკომპლექტებულმა ნაკრებმა საერთაშორისო შეჯიბრებაში - „ძლიერთა თამაშებში“ გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. 100 მეტრიან დისტანციაზე სირბილში ვერცხლის მედალი სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო.

მჯდომარე ფრენბურთში კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

„ძლიერთა თამაშების“ გამარჯვებულებისთვის სპონსორებისგან, კომპანიებისგან - JAGUAR-ი და LAND ROVER-ი, დამატებით დაწესებული იყო სპეციალური ჯილდო.

პრიზები ინდივიდუალურად ორ-ორი ათლეტისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა, „ძლიერთა თამაშების“ აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ქალბატონმა ვიქტორია გოსლინგმა და კომპანიების წარმომადგენლებმა დაუშვეს გამონაკლისი და LAND ROVER-ის ჯილდო: The Land Rover Above and Beyond Award საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მჯდომარე ფრენბურთის გუნდს გადასცეს.

როგორც საერთაშორისო თამაშების ორგანიზატორებმა და სპონსორებმა აღნიშნეს, იმის დასტურად, რომ ქართველთა ასპარეზობამ გაუტეხელი ხასიათი, მებრძოლი სული და ურთიერთთანადგომა მთელს მსოფლიოს დაანახა. რაც „ძლიერთა თამაშების“ სულისკვეთებას ზუსტად გამოხატავს.

მედალოსან 14 სამხედრო მოსამსახურეს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ანა დოლიძე, ბესიკ ლოლაძე და შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ასევე სტუდენტები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

თავდაცვის სამინისტროში კი „ძლიერთა თამაშების“ პრიზიორებისთვის მიღება გაიმართა. მედალოსან სამხედრო მოსამსახურეებს გამარჯვება თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანიდან მიულოცა. თინათინ ხიდაშელი ქალაქ გაბალაში თავდაცვის მინისტერიალზე იმყოფება.

ბესარიონ ღუდუშაური, რომან აბაშიძე, ტრისტან ჩიტიძე, დავით დავლაშერიძე, ოთარ დოიჯაშვილი, ენვერ გიგლემიანი, პაატა ჯიბუტი, ხვიჩა ყალიჩავა, თეიმურაზ ლიპარტელიანი, მანუჩარ ნაყიშაშვილი, ტარიელ თევზაძე, გულადი თოდუა, გიგა ზივზივაძე და გიორგი ბოჭორიშვილი სპორტის სხვადასხვა სახეოებებში ასპარეზობდნენ. ესენია: მჯდომარე ფრენბურთი, მძლეოსნობა, სირბილი, მშვილდოსნობა და ნიჩბოსნობა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა ჯგუფის ხელმძღვანელი, თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ატაშე აშშ-ში, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი, სამხედრო ატაშეს მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან კურცხალია, მინისტრის მრჩეველი ექიმი შერი მიშელი, გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის რეაბილიტაციის კონტროლისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა მიქაბაძე, გუნდის სპორტული ხელმძღვანელი მასტერ სერჟანტი ალექსი ტაბატაძე და მჯდომარე ფრენბურთის გუნდის ბრიტანელი მწვრთნელი რიჩარდ ოსბორნი




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...