სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა - IDFI მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

საზოგადოება

სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა - IDFI მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

2016 მაი 19 15:57:22

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და 16 სამინისტროს ვებგვერდის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, 2016 წლის მაისის მდგომარეობით, ოთხმა სამინისტრომ გამოაქვეყნა სავალდებულო ინფორმაციის 100%. ესენია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ინფორმაციის პროაქტიული განთავსების მაღალი მაჩვენებლები ასევე აჩვენეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ - 98%, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ - 93%, იუსტიციის სამინისტრომ - 92% და ფინანსთა სამინისტრომ - 89%.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას - 47%, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს - 50%, საგარეო საქმეთა სამინისტროს - 52% და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 52%.

2013 წელს საქართველოში ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წარმატებული ინპლემენტაციის შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღებული ვალდებულებების ასევე წარმატებით შესრულება და არსებული სტანდარტების ამაღლება მეტი ელექტრონული გამჭვირვალობის მისაღწევად.

საკვლევი პერიოდი მოიცავდა 2015 წელსა და 2016 წლის პირველ კვარტალს. კვლევაში განხილულია სავალდებულოდ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის განთავსების პრაქტიკა და ტენდენციები განვლილი 2014 წლის მონიტორინგის შედეგებთან შედარებით.

ორგანიზაციის კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

"IDFI პერიოდულად ახორციელებს საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდების მონიტორინგს, რითაც აფასებს მათ მიერ ვალდებულებების შესრულებას. ბოლო მასშტაბური მონიტორინგი IDFI-მ განახორციელა 2014 წლის მიწურულს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნა 133 უწყების ვებგვერდზე განთავსებული 2013-2014 წლების სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი მონაცემები. საჯარო დაწესებულებებს გაეწიათ შესაბამისი რეკომენდაციები, რომ მომავალში მაქსიმალურად უზრუნველყოფილიყო ადმინისტრაციული ორგანოების ფინანსური გამჭვირვალობა და სხვა საზოგადოებისათვის მნიშნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

წინამდებარე კვლევა ჩატარდა 2016 წლის 1-15 მაისის პერიოდში. ამჯერად, IDFI-მ განახორციელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და 16 სამინისტროს ვებგვერდის მონიტორინგი. საკვლევი პერიოდი მოიცავდა 2015 წელსა და 2016 წლის პირველ კვარტალს. კვლევაში განხილულია სავალდებულოდ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის განთავსების პრაქტიკა და ტენდენციები განვლილი 2014 წლის მონიტორინგის შედეგებთან შედარებით.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 2016 წლის მაისის მდგომარეობით, ოთხმა სამინისტრომ გამოაქვეყნა სავალდებულო ინფორმაციის 100%. ესენია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ინფორმაციის პროაქტიული განთავსების მაღალი მაჩვენებლები ასევე აჩვენეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ - 98%, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ - 93%, იუსტიციის სამინისტრომ - 92% და ფინანსთა სამინისტრომ - 89%.


ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას - 47%, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს - 50%, საგარეო საქმეთა სამინისტროს - 52% და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 52%.

2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და 16 სამინისტროს პროაქტიული გამოქვეყნების საშუალო მაჩვენებელმა დაახლოებით 3%-ით იკლო და 79,2% შეადგინა. მიუხედავად, იმისა რომ აღნიშნული უწყებების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, განსხვავებულ სურათს ვხდებით კონკრეტული დაწესებულებების მაგალითზე.

2014 წელთან შედარებით საკუთარი მაჩვენებელი ყველაზე მეტად გააუარესეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ (-53 %) და გარემოს დაცვის სამინისტრომ (-40%).

მთავრობის ადმინისტრაციის მაჩვენებლის მკვეთრი გაუარესება (100%-დან 47%-მდე კლება) განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2014 წლის ნოემბრის შემდეგ, მის ვებგვერდზე აღარ განახლებულა ფინანსური და სხვა ინფორმაციის უდიდესი ნაწილი: (მაგალითად, განხორციელებული შესყიდვები, სახელმწიფო ქონების გასხვისება, რეკლამის ხარჯები, ბიუჯეტის გეგმა და შესრულება, შრომის ანაზღაურება, სამივლინებო ხარჯები, ავტოპარკი და მისი ხარჯები, სატელეკომუნიკაციო ხარჯები, მიღებული და გაცემული გრანტები და სხვა).

სავალდებულო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების თვალსაზრისით გამორჩეულები არიან განათლებისა და მეცნიერების და ენერგეტიკის სამინისტროები, რომლებმაც ორივე 2014 და 2016 წლების მონიტორინგის შედეგად 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს.

სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა და კულტურის სამინიტროების მაჩვენებლების გაუმჯობესება განპირობებულია იმით, რომ 2014 წელს მათ ძალიან დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ. შესაბამისად, 2015-2016 წლებში შედარებით მცირე მოცულობის ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვნად დადებითად აისახა მათ მაჩვენებელზე. მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, აღნიშნულ სამინისტროებში მნიშნელოვანი პრობლემები რჩება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების თვალსაზრისით.

საქართველოში ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების დანერგვიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის და სამინისტროების ვებ-გვერდების მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, გამოჩნდა რომ კონკრეტული უწყებების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემები შეინიშნება არსებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომელსაც 2015-2016 წლებში ფაქტობრივად არანაირი სახის ფინანსური ინფორმაცია არ განუახლებია.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, როგორც ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პროექტის შემმუშავებელი და დამნერგავი ორგანოს, მიერ 2015-2016 წლების ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით არსებული ვალდებულებების უგულვებელყოფა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მომავალში ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მექანიზმის წარმატებით ფუნქციონირებას.

მიუხედავად IDFI-ის არაერთგზის მოწოდებისა მონიტორინგის ობიექტი საჯარო დაწესებულებები უმეტესად ცდილობენ გამოაქვეყნონ მხოლოდ ის მინიმალური ინფორმაცია, რაც დააკმაყოფილებს მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს.

მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია და სამინისტროების უმრავლესობა სათანადოდ არ ცდილობენ უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური გამჭვირვალობა და საზოგადოებისთვის სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა.

IDFI მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას და სამინისტროებს:

  • შეასრულონ საქართველოს მთავრობის 2013 წლის N219 დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულებები;

  • ინფორმაციის განთავსებისას არ შემოიფარგლონ მხოლოდ მინიმალური ვალდებულებების შესრულებით;

  •  ინფორმაციის გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტებით პროაქტიულად განათავსონ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ნებისმიერი ინფორმაცია", _ აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

იხილეთ სრული კვლევა:




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ იმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით 15-16 ოქტომბერს „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ იმართება. ფორუმის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონებისა და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განიხილება  ისეთი საკითხები, როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება. ფორუმს 300-ზე მეტი დელეგატი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრა, რომლებიც, თბილისთან ერთად, საქართველოს რამდენიმე რეგიონს მოინახულებენ. სტუმრობის მიზანია, ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონებისა და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ღონისძიებას საერთაშორისო მედიაპარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედიასაშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. „მოხარული ვართ, ვიყოთ ასეთი საერთაშორისო და მასშტაბური ფორუმის გენერალური პარტნიორები, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს  საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას, როგორც უძრავი ქონებისა და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაციას. ამის დიდი პოტენციალი ნამდვილად აქვს ჩვენს ქვეყანას. საინტერესოა, რომ ფორუმის ფარგლებში  50-ზე მეტ ინვესტორს ექნება შესაძლებლობა, გაეცნონ ქართული უძრავი ქონების ბაზარს  და ტურიზმს.  ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას. ფორუმის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი, რაც  სასიხარულოა. მსგავსი ღონისძიებები  მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და  მეტ ინვესტორს,  არსებულსა თუ პოტენციურს, გავაცნოთ ის რეალური შესაძლებლობები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ. ... ...
  • ოზურგეთში საყოველთა ჯვრისწერა გაიმართაქალაქ ოზურგეთში, ღმრთისმშომბლის მიძინების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა. ეს ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და საქართველოს ჩოხოსანთა ორგანიზაციის ორგანიზებით შედგა. ოზურგეთში საყოველთა ჯვრისწერა ჩოხოსანთა ორგანიზაციის წევრების თემურ სირაძისა და თამარ გიორგაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. ამჯერად, ჯვარი დაიწერეს წყვილებმა: ბადრი კვირკველიამ და ნანა სიხარულიძემ; გერონტი გიორგაძემ და სოფიო ტარიელაძემ; ჯემალ და ლენა შუკაკიძეებმა;  ავთანდილ ცეცხლაძემ და ნანული სურგულაძემ; გიორგი  და  მედეა მაღლაკელიძეებმა. მოქალაქეებს ჯვარი დეკანოზმა ერმოლაუსმა დაწერა. ორგანიზატორის თამუნა გიორგაძის თქმით, საყოველთა ჯვრისწრა მომავალშიც ... ...
  • "ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" _ ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის...15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით Apple Pay-ს საშუალებით Visa ბარათით განხორციელებული ტრანზაქციები ლიბერთის მომხმარებლისთვის მომგებიანია!  კამპანიის ფარგლებში კამპანიის პირობებით განსაზღვრული ყველა Visa ბარათის მფლობელი,  რომელიც კამპანიის პერიოდში გადაიხდის მინიმუმ 10 ლარს Apple Pay-ს საშუალებით მიიღებს ქეშბექს 10 ლარის ოდენობით პირველ გადახდაზე.   კამპანიის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც მიიღებს სამოგზაურო პაკეტს აბუ დაბიში ახალი წლის ღამეს ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრებად! კამპანიის გამარჯვებულს გამოავლენს ლიბერთი ბანკი მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე და გამარჯვებულად ჩაითვლება კამპანიაში მონაწილე პირი, რომელსაც 15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით დაუფიქსირდება ბანკის Visa ბარათით განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქცია Apple Pay-ს საშუალებით (თითო ტრანზაქცია - მინიმუმ 10 ლარი). სამოგზაურო პაკეტი მოიცავს:   5 დღიან საგზურს აბუ დაბიში, 5 ან მეტ ვარსკვლავიან სასტუმროში 2 ადამიანზე; ავიაბილეთებს; საახალწლო ვახშამს; 2 VIP ბილეთს ბრუნო მარსის კონცერტზე, 31 დეკემბერს  იხილეთ დეტალური წესები და პირობები ბმულზე: http://bit.ly/2OJOkCF  ლიბერთის მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. აქციის ფარგლებში ქეშბექის და სამოგზაურო პაკეტის მოგების შანსის მიღება3500-ზე მეტ უკონტაქტო ტერმინალზე გადახდისას არის შესაძლებელი. Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების გამოყენებით.  გაიგე როგორ დაამატო ბარათი Apple ... ...
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...