როგორ დახარჯა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თავის შემოსავალზე 10 000 ლარით მეტი

gurianews.com

საზოგადოება

როგორ დახარჯა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თავის შემოსავალზე 10 000 ლარით მეტი

2016 მაი 23 23:43:37

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის, თამაზ დარჩიძის საკუთრებაში 2 მიწის ნაკვეთი, ბინა და საცხოვრებელი სახლია.

ამის შესახებ დარჩიძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2016 წლის 18 მაისს შეავსო.

დეკლარაციის თანახმად, დარჩიძე ფლობს 65 კვ.მ-ის ფართობის ბინას ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე; ორ მიწის ნაკვეთს ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, რომელთა ფართობები 1142.00 კვ.მ და 1927.00 კვ.მ-ია და ამავე მისამართზე მდებარე 189.90 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელ სახლს.

რაც შეეხება დარჩიძის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გასულ წელს მან შემოსვლის სახით ჯამში 34079 ლარი აიღო.

კერძოდ, ააიპ - ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი თანამდებობისთვის 25434.00 ლარი;  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებლის პოზიციისთვის 2828.00 ლარი; ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმი მეცნიერ-თანამშრომლის პოსტისთვის  2926.52 ლარი, ხოლო ააიპ - "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის" დირექტორის თანამდებობისთვის 2891.30 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

გარდა ამისა, დარჩიძეს გასულ წელს ორი გრანტი მიუღია. ერთის შესახებ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მან 4 377.00 ლარის გრანტი ბოტანიკური ბაღების კონგრესში მონაწილეობის ხარჯების დაფინანსებისთვის მიიღო, რომელიც ამავე კონგრესში მონაწილეობისთვის გადაიხადა. ხოლო 12650.00 ლარიანი გრანტის შესახებ დეკლარაციაში დამატებითი ინფორმაცია მითითებული არ არის.

დეკლარაციის შევსების მომენტში თამაზ დარჩიძეს საქართველოს ბანკი სახელფასო ანაგრაიშზე 0.31 ლარი;  პროკრედიტ ბანკის სახელფასო ანგარიშზე 4.00 ლარი; ბანკი ქართუს მიმდინარე ანგარიზე 2.00 ლარი; ბაზის ბანკი სახელფასო ანგარიშზე 5.00 ლარი;  თი–ბი–სი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 1.74 ლარი, ხოლო  საქართველოს ბანკი ანაბარზე 2010 ლარი ჰქონდა.  

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დარჩიძის სახელზე ორი იპოთეკური სესხია -70 000-ლარიანი იპოთეკური სესხი დარჩიძეს ბინის შესაძენად 2013 წლის 28 ნოემბერს აუღია და ვადა 2017 წელს ეწურება. პროცენტის დასაფარად კი, მან გასულ წელს 10687.43 ლარი გადაიხადა.

რაც შეეხება მეორე სესხს, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 3500.00-ლარიანი სესხი დარჩიძემ 2014 წელს, თუმცა ბანკს გასულ წელს 3500-ვე ლარი დაუფარა.

გარდა ამისა, დარჩიძის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მან ავეჯის შესაძენად 9500.00 ლარი დახარჯა; ბინის რემონტისთვის კი 6000 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, დარჩიძეს გასულ წელს საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის 11 000 ლარი აქვს დახარჯული, ხოლო 3857.91 ლარით განვადების თანხა დაფარა. დარჩიძის გასავლებმა საერთო ჯამში 44 545 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება დარჩიძის წინა წლების შემოსავლებს, 2015 წელს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მან ჯამში 38 322 ლარი მიიღო. კერძოდ, ააიპ - ბათუმის ბოტანიკური ბაღი დირექტორის პოსტისთვის 29205.00 ლარი;  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებლის თანამდებობისთვის  5535.00 ლარი; ხოლო  ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმის მეცნიერ თანამშრომლის პოსტისთვის 3582.00 ლარი.

"გურია ნიუსი" თამაზ დარჩიძესთან დაკავშირებას ცდილობს და მის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე:

ნარმანია, ივანიშვილი გოცაძე - ინტერესთა კონფლიქტი თბილისის ბოტანიკურ ბაღში


ნახვა: 13


 ახალი ამბები
  • მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად 26 წლის ახალგაზრდა დაიღუპათემქაზე მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.  ახალგზარდა კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაცვის თანამშრომლების თქმით, უსაფრთხოების ზომები მშენებარე ობიექტზე დაცულია. ისინი ასევე ვარაუდობენ, რომ დაშავებულს შესაძლოა, საქამრე გაუტყდა და ამიტომ ჩამოვარდა. როგორც ისინიამბობენ, შენობიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას ჩაფხუტი არ ეხურა. შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის ... ...
  • ოზურგეთში საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზარდათამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა იმართება. თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხს იხილავენ. საჯარო მოხელეებს ხელფასები ეზრდებათ. აღნიშულთან დაკავშირებით მერიის საფინანსო სავიუჯეტო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი საუბრობს. ხელფასები ეზრდებათ, ასევე, საკრებულოს თანამდებობის პირებსაც. აღნიშნულთან დაკავშირებით ფრაქცია „ნაციონალებმა“ პროტესტი გამოთქვეს. ბესო ქათამაძის თქმით, ისინი მხარს არ უჭერენ პროექტს, რის მიხედვითაც თანამდებობის პირებს ხელფასები უნდა გაეზარდოს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, ისინი ვალდებული არიან როგორც მერიის, ასევე, საკრებულოს თანამდებობის პირებზე საშტატო ნუსხა დაამტკიცონ. ქათამაძის თქმით, ხალხზე უნდა ვიზრუნოთ ხალხი ნაგავში იქექება, საჭმელი არ აქვთ, თქვენ კი ხელფასებს იზრდით. _ თქვენ წაგართვით რამე? _ მიმართა ქათამაძეს დეპუტატმა გოჩა კილაძემ. _ არ მოგცათ მერმა პრემია და ხელფასებს ითხოვთ, _ უპასუხა ქათამაძემ. _ ვინ კითხავს მერს პრემიების დარიგებას?! _ თქვა კილაძემ. _ მაიმუმი კაცი ხარ, _ მიმართა კილაძემ ქათამაძეს. _ მაიმუნიც ხარ და უზრდელიც, _  უმალვე უპასუხა ქათამაძემ. „ნაციონალებსა“ და „ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა. დამოუკიდებელმა დეპუტატი მაია ზოიძე დაინტერესდა თუ თანამდებობის პირებს ეზდებათ ხელფასი, რატომ არ გაიზარდა თანაშემწის ხელფასი? ამ კანონს მიხედვით, მათ უფლება აღარ ექნებათ მიიღონ პრემია-დანამატი. ყველამ ვიცით,  უამრავი სოციალურად გაჭირვებულია. ამ კანონის მიღება-არმიღებით მაინც ვერ შევცვლით ვერაფერს, ამიტომ მივიღოთ. აღნიშნულ პროექტს „ნაციონალი“ დეპუტატების გარდა მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა და ჩინოვნიკებს ხელფასები ... ...
  • ,,პირთა წრე, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს კანონი დამაზიანებელია მედიაგარემოსთვის ფართოა“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ უკრაინაში გააკეთა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  „ჩვენ მზად ვართ კონსულტაციების გაგრძელებისათვის, რაც არაერთხელ აღვნიშნეთ. ჩვენ მზად ვართ ასევე შეხვედრისათვის და სავარაუდოდ, ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, დავგეგმავთ შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე ნატა ძველაშვილი მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას და ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სამოქალაქო სექტორის,  მედიასაშაულებების, პრეზიდენტისა და მმართველი გუნიის გარგვეული წევრების  შენიშვნებს გაითვალისწინებს. როგორც ქარტიის თავმჯდომარე აცხადებს, ,,მაუწყებლობის შესახებ“ შემუშავებულ კანონპროექტში საკამოდ ბევრი ხარვეზია, რაც მედიაგარემოს განვითარებას საგრძნობლად აფერხებს. ,,იმედი მაქვს, უმრავლესობა გაითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაციების,  მაუწყებლების, პრეზიდენტისა და მათი კოლეგების შეხედულებებს. იმ პირთა  წრე, რომლებიც ფიქრობენ, რომ  ეს კანონი  დამაზიანებელია მედია გარემოსთვის ძალიან ფართოა. არ შეიძლება უმრავლესობის წევრებმა შესაბამისი განხილვების გარეშე ვეტო დაძლიონ ან არ დაძლიონ. ვფიქრობ, პარლამენტარები საკითხში კარგად უნდა  გაერკვნენ, თუკი აპირებენ კენჭისყრაში მონაწილეობას. ჟურნალისტურ ეთიკის ქარტია და ჩვენი კოლეგა ორგანიზაციები ამ ინიციატივის რეგისტრაციის დღიდან ვთვლიდით, რომ  კანონპროექტში ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი არსებობდა. მაგალითად, ეს გახლავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტენდერების საერთო სისტემიდან გამოსვლა, რომლის გათვალიწინებით,  ჩვენ აღარ გვექნება შესაძლებლობა თვალი ვადევნოთ თუ როგორ განკარგავს საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან მიღებულ თანხას და რა პრინციპით იხელმძღვანელებს, როდესაც კონკრეტულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს. მეორე საკითხია სარეკლამო შემოსავლების ზრდა, მაუწყებელი საბიუჯეტო დაფინანსებიდან ზრდასთან ერთად სცდილობს, მიიღოს გაზრდილი სარეკლამო შემოსავალი  იმ ფონზე, როცა საქართველოში სარეკლამო ბაზარი მკვეთრად მცირდება და პრივილეგირებულ მდგომარეობაში მყოფი მაუწყებელი კიდევ უფრო ცუდ როლს ითამაშებს  კომერციულ ბაზარზე.  ვფიქრობთ, რომ ძლიერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად საზოგადოებისთვის არანაკლები სიკეთეა  ძლიერი კეთილმაუწყებლების არსებობა. მესამე პრობლემური საკითხია სტარტაპები, რატომ იღებს საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებას  კერძო კომპანიების დაფინანსებისა, მაშინ, როდესაც  ქვეყანაში სტარტაპების დაფინანსების სისტემა ისედაც არსებობს“, - განაცახდა ნატა ძველაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მედიაორგანიზაციებმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართეს, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების შენიშვნები გაითვალისწინონ და ვეტო არ დაძლიონ. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველ უმრავლესობასთან შეხვედრასაც ითხოვდნენ. მათ სახელზე მომზადებულ სპეციალურ განცხადებას 52 - მა  მედიაორგანიზაციამ მოაწერა ... ...
  • ბაღებში ბავშვების დატოვების დრო შეიძლება გახანგრძლივდესმუნიციპალურმა საბავშვო ბაღებმა შესაძლოა, მოქალაქეებს გახანგრძლივებული სერვისი შესთავაზონ, _ ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. „ჩემი თანამდებობაზე დანიშვნიდან დაახლოებით 10 დღეში შევხვდი მშობლების გარკვეულ ნაწილს, თითეული ბაღის წარმომადგენლებს და ბაღებში გახანგრძლივებული სერვისის შემოღების ინიციატივა 200-მდე მშობელს ჰქონდა. კერძოდ, საუბარი იყო 18:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში დამატებითი სერვისის დანერგვაზე. ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და გარკვეული კონცეფციის შემუშავებაზე ვმუშაობთ,“ - განაცხადა ... ...
  • პოლიცია თბილისის 22-ე სკოლაში ნაღმს ეძებდათბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მდებარე 22-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი დროებით შეწყვეტილი იყო. წავლის პროცესი დროებით მას შემდეგ შეწყდა, რაც შენობაში სამართლდამცველები მივიდნენ და განაცხადეს, რომ სკოლის შენობაში ნაღმის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.  სკოლის წარმომადგენლის თქმით, ადგილზე მისული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. „ჩვენი ინფორმაციით, შეტყობინება არასწორად იყო შესული. ჩვენს სკოლაში ნაღმი არ აღმოჩნდა. სავარაუდოდ, საუბარი იყო ბათუმის 22-ე სკოლაზე“, _ განაცხადეს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. თბილისის 22-ე სკოლაში სწავლის პროცესი ამ დროისთვის განახლებულია. ... ...

არქივი

ზაფრანი

ლიფტით კოსმოსში

არცთუ დიდი ხნის წინ ლონდონის...

საოცარი ხარცხვარი

გრენლანდიაში, ჩრდილოეთ კანადასა და ალასკაზე...

უცნაური იტალიური ქორწილი

იტალიურ სოფელ კაზალ-დი პრინჩიპეში უცნაური...

შინაური სირაქლემა

ავსტრალიელ ნენ ნიუბის რამდენიმე წლის...

დაბნეული გენიოსი

დიდი ინგლისელი მეცნიერი ისააკ ნიუტონი...

თავბრუდამხვევი ქორწილი

ნიუიორკელებმა, სარა პეტიმ  და რობერტ...
კარმიდამო ჩემი

კარტოფილის სასწაულებრივი ძალა

კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...

"შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოჰყავს!"

თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან...

ჩაი _ მსოფლიო საუნჯე

ასე კარგად ნაცნობი ჩაის კულტურა,...

მცენარეთა დაცვისთვის ინტეგრირებული სისტემა უნდა ამოქმედდეს

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დაცვა...

სამარხვო კერძი სოკოსგან პიურეთი

ნახევარი კილოგრამი სოკო და ორი...

სასარგებლო "სარეველები"

სასარგებლო "სარეველები" - აი, რა...

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად...

მეფუტკრე ქალის გზა _ უნდობლობიდან ძლიერი იმიჯის შექმნამდე

"მინდოდა მქონოდა ნატურალური თაფლი. ამიტომ...

როგორ გამოვიყვანოთ ცხოველი ტყავი

პატივცემულო რედაქცია, როგორც ვიცით, სამი...

დავთესოთ მწვანილეული და ცერცვი

ჩვენს მკითხველს მუდამ ვურჩევთ, რომ...