"გურია ნიუსმა" კონტროლის პალატის თავმჯდომარეს კიდევ ერთი საჩივრით მიმართა

საზოგადოება

"გურია ნიუსმა" კონტროლის პალატის თავმჯდომარეს კიდევ ერთი საჩივრით მიმართა

31 მაი. 2012, 00:37:13

2012 წლის 25 მაისს, 12 საათზე, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით ჩანიშნული იყო "გურია ნიუსის" პირველი საჩივრის განხილვა, სადაც ჩვენს წარმომადგენელთან, ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, ნათია კაპანაძესთან ერთად გამოვცხადდით.

საქართველოს კონტროლის პალატის დაცვის თანამშრომლებისა და შინაგანაწესის სამსახურის უფროსის (როგორც თავად წარმოგვიდგინა თავი) ჯიმშერ დობორჯგინიძის მხრიდან ჩვენი მისამართით გატარებულმა ჩხრეკის უპრეცედენტო ზომებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მისაღებში შეიქმნა პრობლემები, რომელიც არასოდეს არ გვქონია ამ კონკრეტულ შემთხვევამდე _ კერძოდ, არ მოგვეცა საშუალება შენობაში შეგვეტანა საკუთარი პერსონალური კომპიუტერი და ხელი შეგვეშალა პროცესზე საკანონმდებლო ბაზის ელექტრონულად გამოყენებაში. ჩამოგვართვეს მობილური ტელეფონები.

ამასთან, მოგვთხოვეს კუთვნილი დიქტოფონის მისაღებში დატოვება. ჯიმშერ დობორჯგინიძემ განგვიცხადა, რომ შინაგანაწესის თანახმად შენობაში ყოველგვარი ტექნიკისა და საკომუნიკაციო საშუალებების შეტანა გვეკრძალებოდა. შეზღუდვის ლეგიტიმურობის დადგენის მიზნით, ჩვენ მოვითხოვეთ დამადასტურებელი დოკუმენტი/შინაგანაწესი. დობორჯგინიძემ მხოლოდ ცვლილების ასლი ჩამოიტანა, რომელზეც გამოცემის თარიღად 2012 წლის 12 მარტი იყო მითითებული. რაც შეეხება განაწესის შინაარსს, კონტროლის პალატის თანამშრომლების თქმით, მისი სრულყოფილი გაცნობის უფლება მოგვეცემოდა მოგვიანებით. "მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ ბრძანების ასლი, თუ ოფიციალურად მოგვმართავთო", - განგვიმარტეს მისაღებში. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, ასევე არ გვეცნობა და არასათანადოდ განგვემარტა აკრძალული ნივთების ჩამონათვალი.

ინციდენტს კონტროლის პალატის შესასვლელში, 14 სხვა თანამშრომელთან ერთად, ყურადღებით ადევნებდა თვალყურს კონტროლის პალატის პრესსამსახურის უფროსი, ფატი მამიაშვილიც, რომელმაც "აღმოაჩინა", რომ შესასვლელში მიმდინარე მოვლენებს და მათ განცხადებებს დიქტოფონზე ვიწერდით. მან კატეგორიულად მოგვთხოვა დიქტოფონის გამორთვა.

მოულოდნელად, შინაგანაწესის სამსახურის უფროსი ჩვენს კუთვნილ დიქტოფონს წვდა და გამორთმევა დაგვიპირა, რასაც ჩვენი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. განცხადებას თან ერთვის აუდიოჩანაწერი, რომელზეც დაფიქსირებულია დიქტოფონის ჩამორთმევის მცდელობაც.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს დობორჯგინიძემ დემაგოგია უწოდა.

"მიგვაჩნია, რომ საჯარო დაწესებულების მხრიდან ჩარევა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად პროგნოზირებადი და არ უნდა გასცდეს გონივრულობის საზღვრებს. მხოლოდ კანონის მეშვეობით უნდა მოხდეს ადმინისტრაციის საქმიანობის რეგულირება და არ შეიძლება შეზღუდვა ემყარებოდეს გაურკვეველ და სუბიექტურ პრინციპებს. დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს ნებისმიერი აკრძალვის დამადასტურებელი დოკუმენტის მყისიერად გაცნობის შესაძლებლობა. დაუზუსტებელი და არამკაფიოდ განსაზღვრული ზოგადი ხასიათის ნორმები ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირებს არ აძლევს უფლებას ცალკეულ შემთხვევაში თვითონ განსაზღვრონ ადმინისტრაციის შენობაში მყოფი პირების თავისუფლების ფარგლები. ამასთანავე დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის შესაძლებლობა - მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომელმა ჯიმშერ დობორჯგინიძემ არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა, კერძოდ:

1. არ მოგვეცა შენობაში პერსონალური კომპიუტერის შეტანის საშუალება, რითაც ხელი შეგვეშალა ზეპირ მოსმენაზე საკანონმდებლო ბაზის ელექტრონულად გამოყენებაში;

2. ცდილობდა დიქტოფონის წართმევას;

3. არ გაგვაცნო შინაგანაწესი ან/და სხვა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც შენობაში კუთვნილი ნივთების შეტანა გვეკრძალებოდა;

4. ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს უწოდა დემაგოგია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, ჯიმშერ დობორჯგინიძეს დააკისროთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა", _ ნათქვამია საჩივრის ტექსტში.

საჩივარს თან ერთვის აუდიოჩანაწერი შესაბამისი მტკიცებულებებით.




 ახალი ამბები
  • მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: თქვენი მოტივაციაა, რომ საარჩევნო უბნებზე ვიღაცებმა ქაოსი მოაწყონ„მემორანდუმი არის ყველას პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის აღება არ გინდათ, იმიტომ  რომ მერე ვიღაცა მობილური ტელეფონით გადაიღებს, რომ შევარდნენ „ნაციონალური მოძრაობის" პარტიული აქტივისტები და იქ რაღაცები აკეთეს და ეს არ გინდათ. თქვენი მოტივაციაა, რომ იქ ვიღაცებმა ირბინონ, რაღაცები არიონ, ქაოსი მოაწყონ და ამიტომ არ აწერთ ხელს. ატყუებთ ახლა ხალხს და ეს ხალხი არ ტყუვდება და რამდენჯერ უნდა სცადოთ",-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია გაურბის პასუხისმგებლობას, სურს საარჩევნო უბნებზე არეულობის და ქაოსის შექმნა და ესაა მიზეზი, რის გამოც ის მემორანდუმს ხელს არ აწერს და მის კანონში ასახვას ითხოვს.   „საბურთალოს ქუჩაზე, სადაც მე ხმას ვაძლევ, ათ მეტრში არის გაჩერება და თქვენ ითხოვთ, რომ საერთოდ არავინ არ იდგესო და ჩვენ გეუბნებით, რომ ამას კანონში ვერ ჩავწერთ, მაგრამ მემორანდუმი გავაფორმოთ და ყველა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მისი პარტიული აქტივი არ შევიდეს იქ, ამ რადიუსში. მემორანდუმის კანონში ასახვა კიდევ ცალკე რაღაც ახლი საოცარი მესიჯბოქსია",-განაცხადა მამუკა ... ...
  • თალაკვაძე - ოპოზიციას: ვერანაირი თანხა ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგელი„როგორც ჩანს, ერთწლიანმა ბოიკოტმა და სხდომების გაცდენამ ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა თქვენზე. გეტყობათ, რომ ძალიან გაოცებული ხართ ელემენტარული რამით, რომელიც არის საპარლამენტო სამუშაოს ანი და ბანი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითიც ოპონენტებს გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ რეფორმაზე მუშაობისას, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა კანონშემოქმედებითი საქმიანობის ჩვეულებრივი ნაწილია. „ ნუ გიკვირთ, როდესაც, მაგალითად, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი მთავრობასთან ერთად მუშაობს ბიუჯეტზე, ან განათლების კომიტეტი თანხმდება რეფორმის საკანონმდებლო პაკეტზე და მერე ხდება ინიცირება, ეს არის კანონშემოქმედებითი საქმიანობის ანი და ბანი. ამიტომ, სხდომებს ნუ გააცდენთ -  როგორც ჩანს, დაგავიწყდათ, რა არის საპარლამენტო პროცესი",- მიმართა ოპონენტებს არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა კიდევ ერთ განცხადებას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი კანონებს არ აღასრულებს. მან ოპონენტებს შეახსენა, რომ ოპოზიციამ 120-30-ზე ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. „ერთი მაგალითი მარტო ის კმარა, რომ 120/30-ზე იყო თქვენი ინიციატივა -  პროპორციულთან მიახლოებული სისტემა 2020 წელს. ეს ინიციატივა შეთანხმდა ფართო პოლიტიკურ ჯგუფში, პარტნიორებთან ერთად, მერე ყველანი გამოვედით, საზოგადოებას ვუთხარით, რომ ამას დავამტკიცებდით, დავაინიცირეთ და თქვენ მხარი არ დაუჭირეთ. პირიქით მოხდა, კი არ ჩავაგდეთ, ჩვენ მივიღეთ და თქვენ ოპოზიციამ თქვენს საკუთარ მოთხოვნას არ დაუჭირეთ მხარი, ხალხს ეუბნებოდით, რომ მხარს ვუჭერთ, მაგრამ ხმას ვერ ვაძლევთო. ასეთი გასაოცარი პოლიტიკური კლასი შესთავაზეთ საზოგადოებას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ოპონენტებს შეახსენა ის დარღვევებიც, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა და რომლის გამოც, სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ფინანსური ჯარიმების გადახდა უწევს. „გინდათ ფინანსური შედარება გავაკეთოთ, გინდათ უფლებრივი შეფასება. წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ადარებთ კონკრეტული ავტორიზაციის აქტის გასაჩივრებას? სიცოცხლის უფლების დარღვევას ადარებთ იმას, რომ თეა წულუკიანი ერთი კვირის წინ რომ იყო მოსული, ამ კვირაშიც მოვიდეს? ან ბიზნესებს ღამღამობით რომ იბარებდით და ართმევდით ქონებას, მაგ საკუთრების უფლების დარღვევას ადარებთ აქ თქვენი ფრაქციის პროცედურულ მოთხოვნას, რომ მაინცდამაინც პლენარული სხდომის დღეს გამართეთ საკომიტეტო შეხვედრა? ან რომან გოცირიძე აქ ფინანსების სპეციალისტი რომ არის და 6 მილიონი მარტო ამ თვეში რომ დაგვაკისრა სტრასბურგმა თქვენი ხელისუფლების დარღვევებზე, რა ფინანსურ ჯარიმებზე მელაპარაკებით და საერთოდ, ვის ადარებთ? ვერანაირი ფული ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს, რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი. სტრასბურგში 3 ათასი საჩივარი შედიოდა ყოველწლიურად, 10 წელია გასული იმ დარღვევების მერე და  საქართველოს მოქალაქეებს თქვენი დარღვევების გადახადა უწევთ ჯარიმების სახით. გსურთ,  რომ ისტორიული მიმოხილვა გავაკეთოთ და დავუბრუნდეთ იმას, რაზეც ათასჯერ გვისაუბრია? მოდი, დავანებოთ ამას თავი, მოდი, მომავალზე ვიფიქროთ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა. პარლამენტი არის მომავალზე ორიენტირებული და ფიქრობს, რა უნდა გააკეთოს მომავალში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესს ხელი შეუწყოს და ჩვენმა მოქალაქეებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. მოდით, ამ ამოცანაზე ჩამოვყალიბდეთ",- განაცხადა არჩილ ... ...
  • „კაწროს“ მეუღლე ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად „კაწროს“ მეუღლე ნათია რუხაია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორსა და წამყვანს, ნიკა გვარამიას, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის. განმცხადებელი თავდაპირველად თავად ბილანიშვილი იყო, თუმცა, მოგვიანებით, მომჩივანისვე თხოვნით, განმცხადებელი შეიცვალა.მხარე დავობს 2020 წლის 7 ივლისს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ნიკა გვარამიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მკვლელეობის ღამეს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკადრებში ასახული ადამიანი ავთანდილ ბილანიშვილია.„იმის გამო, რომ ნიკოლოზ გვარამიას 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის უმძიმესი ტრაგედია როგორღაც დაეკავშირებინა „ქართულ ოცნებასთან“ და კერძოდ ივანიშვილის ოჯახთან, სრულიად დაუსაბუთებლად გააჟღერა ავთანდილ ბილანიშვილის გვარი, ვინაიდან ყველასთვის, მათ შორის ბატონი გვარამიასთვის იმთავითვე ცნობილი იყო ავთანდილ ბილანიშვილის და ბერა ივანიშვილის მეგობრობის შესახებ. მართალია, 12 ივნისის გადაცემაში ეს ინფორმაცია თავად ნიკოლოზ გვარამიამ უარყო, თუმცა მიგვაჩნია, რომ მის მიერ, თუნდაც ვარაუდების დონეზე გავრცელებულმა ცრუ-ინფორმაციამ თავის მიზანს მიაღწია და ავთანდილ ბილანიშვილი, ისევე როგორც მისი ოჯახი - მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი გახდნენ საყოველთაო ბულინგის მსხვერპლნი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქარტიამ 13 ივლისს მიიღო.ავთანდილ ბილანიშვილის წარმომადგენელი ნიკა გვარამიას სამი პრინციპის დარღვევას ედავება: 1-ლი (სიზუსტის), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-11(ფაქტის განზრახ დამახინჯება).1-ლი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.მე-3 პრინციპი - „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.“მე-11 პრინციპი - ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: · ფაქტის განზრახ დამახინჯება; · ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;  პლაგიატი. ავთანდილ ბილანიშვილის სახელი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში არაერთხელ გაჟღერდა. მისი სახელი თავდაპირველად ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ ახსენა, როგორც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული ქუჩის ავტორიტეტი, რომელიც საქმეში ფიგურირებს და „საქმის ჩფარცხვას“ ცდილობს.მედიაში ბილანიშვილის სახელის არაერთხელ გაჟღერების შემდეგ, 8 ივლისს, იგი საგამოძიებო ორგანოებში დაიბარეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა „ქუჩის ავტორიტეტი", ავთანდილ ბილანიშვილი. ამ ინფორმაციის გასაჯაროება უწყებამ მაღალი საზოგადოებივი ინტერესით ... ...
  • ვოლსკი: „საარჩევნო კოდექსი", რომელიც მივიღეთ, არ ტოვებს რაიმე მანიპულაციის საშუალებას"პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საერთაშორისო სტდანდარტის   საარჩევნო კოდექსი, რომელიც მიღებულია პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების,  ძალიან ფართო ჩართულობით, არ ტოვებს რაიმე მანიპულაციის საშუალებას. „ვინც ამ დებატებს ადევნებს თვალ-ყურს შთაბეჭდილება შეექმნება ისეთი, თითქოს ოპოზიციამ ყველაფერი მაღალ დონეზე გააკეთა და ახლა დარჩათ ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ ხელის „სავსავით" არ ვიღებთ იმიტომ, რომ თურმე გვინდა დავიტოვოთ რაღაც გასაძრომი, რაღაც მოვშალოთ ან არასწორად ჩავატაროთ.  ყველას გაუჩნდა ეჭვი, რომ ამათ არჩევნები არ უნდათ და აქედან გამომდინარე, დღეს ხდება ამის კომპენსირება. ამაში იყენებენ თუ არა ეკა ბესელიას შემოთავაზებულ წინადადებას, ეს მეორე საკითხია. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს არის შეთანხმებული. მთავარი თემა არის, რომ „საარჩევნო კოდექსი", რომელიც მივიღეთ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების,  ძალიან ფართო ჩართულობით, არ ტოვებს რაიმე მანიპულაციის საშუალებას და ჩვენ ამ მანიპულაციას არ ვაპირებთ. ვინც აპირებს ეგ ჩვენ ვიცით. აქედან გამომდინარეობს ეს დებატიც და წარმოუდგენელი შემოტევაც, რომ   თითქოს მემორანდუმის, კანონის, რაღაცის განხილვა არ გვინდა, რაღაცა  ჩრდილით მიმდინარეობს, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად საფუძველმოკლებული არგუმენტები თუ ამას არგუმენტები შიძლება ეწოდოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მიღებულია საერთაშორისო სტდანდარტის   კანონი, „საარჩევნო კოდექსი", რასაც თან ახლავს დამკვირვებელთა დიდი არმია, შიგნიდან თუ გარედან. გამორიცხულია, აქ ვერ დაიშვება ვერანაირად 25 მეტრში იქნება თუ 30-ში, რომ რაიმე ვინმემ თვალებით  მოახდინოს ფსიქოლოგიური გავლენა საარჩევნო უბნისკენ მიმავალ ადამიანზე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვილსკიმ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ... ...
  • კორონავირუსზე დიაგნოსტიკის ლაბორატორია ოზურგეთში იქნებაორ დღეში ქალაქ ოზურგეთში, ბავშვთა სამკურნალო ცენტრის შენობაში კორონავირუსზე ანალიზის შემოწმება დაიწყება. სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორია “ბიომედიკა გეორგია“ ლაბორატორია უკვე ოზურგეთში არსებობს, სადაც C ჰეპატიტზე მოწმდება ანალიზი. ახლა კი შესაძლებლობა გვეძლევა მოხდეს კორონავირუსისზე ანალიზის შემოწმება ანუ კვლევის მეთოდი ე.წ. ოქროს სტანდარტით. ანალიზის პასუხი 4 საათში გვეცოდინება. ანალიზებს იღებს გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და ჩვენთან მოხდება ანალიზის შემოწმება. ბატონო ამირან გამყრელიძის დიდი ჩართულობით უკვე მოხდა ლუგარიის ლაბორატორიისაგან მონიტორონგი, ხარისხის კონტროლიც გავიარეთ და ორ დღეში დავიწყებთ ანალიზების შემოწმებას.“- გვითხრა ოზურგეთის ბავშვთა სამკურნალო დირექტორმა დავით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...