რა ხდება “მაესტროში“

საზოგადოება

რა ხდება “მაესტროში“

2016 მაი 31 18:34:17

შპს “სტუდია მაესტროს” გენრალურმა დირექტორმა ზურა ნაყეურმა გიორგი ისაკაძე გაათავისუფლა.
”ბიზნესკონტაქტის”, ”საქმიანი დილას” და ”ანალიტიკის” პროექტების მენეჯრის გიორგი ისაკაძის ტელეკომპანია ”მაესტროდან” გათავისუფლების მთავარ მიზეზად, აღნიშნული გადაცემების ე.წ. აუთსორსზე გასვლის მოთხოვა დასახელდა, – ამის შესახებ ”ბიზნესკონტაქტის” წამყვანმა ელენე კვანჭილაშვილმა გადაცემაში განაცხადა.
გადაცემა “ბიზნესკონტაქტში” წამყვანმა განმარტა, რომ ”ტელეკომპანია ”მაესტრომ” ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ”ბიზნესკონტაქტი”, ”საქმიანი დილა” და ”ანალიტიკა” ეთერში დარჩეს ამ გადაცემების ავტორისა და მენეჯერის გიორგი ისაკაძის გარეშე.
ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შესახებ გადაწვეტილება გიორგი ისაკაძეს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს, თუმცა გიორგი ისაკაძემ ეთერში სტუმრობისას განმარტა, რომ წერილის მიღებამდე მას ჰქონდა შეხვედრა ზურაბ ნაყეურთან რომელმაც მისი სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილების ავტორებად დამფუძნებლები დაასახელა.  მისი გუშინ ჩაბარდა. ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად გიორგი ისაკაძის მიერ მის მიერვე შექმნილი გადაცემების ხელშეკრულებით თანამშრომლობაზე გასვლის მოთხოვნა დასახელდა.


”მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ადევნებდით თვალს, გემახსოვრებათ, რომ ”ბიზნესკონტაქტის”, ”საქმიანი დილის” და ”ანალიტიკის” გუნდი სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარ გარანტად სწორედ ორ რამეს ასახელებდა. ეს იყო – გიორგი ისაკაძე, რომელმაც ეს გუნდი შეკრა და ე.წ. აუთსორსი, ანუ კონტენტი გვემართა დამოუკიდებლად ისე, როგორ აქამდე’, – განაცხადა ელენე კვანჭილაშვილმა.
ტელეკომპანია ”მაესტროდან” “საქმიანი დილასა” და “ბიზნეს-კონტაქტის” დამაარსებელი და ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე გაათავისუფლეს. ისაკაძეს არხის გენერალური დირექტორისგან, ზურაბ ნაყეურისგან შესაბამისი შეტყობინება მიუვიდა.


ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებლები მამუკა ღლონტი და ეკა აკობია დღევანდელ ფაქტთან დაკავშირირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებენ:
მივმართავთ “მაესტროს“ ჟურნალისტებს: “გიორგი ისაკაძის “მაესტროდან“ გაძევება არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, გადადგმული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის სრულად გაკონტროლებისკენ, რასაც ახორციელებს “ქართული ოცნება“ “იმედის“ მეპატრონის , ირაკლი რუხაძის ხელით. მოგიწოდებთ, მხარში დაუდგეთ ერთმანეთს და არ დაუშვათ “მაესტროს“ სახელისუფლებო არხად გადაქცევა. დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ ახლა ვერ შეძლებთ თქვენი და თქვენი კოლეგების უფლებების დაცვას, უახლოეს მომავალში “ირაკლი რუხაძე და კომპანია“ აუცილებლად დაცლის ,,მაესტროს” პრინციპული ადამიანებისგან!“ - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რადიო “მაესტროს” ინფორმაციით გია გაჩეჩილაძე  ტელეკომპანია “მაესტროში” თოქ-შოუს იწყებს.
არსებული ინფორმაციით გია გაჩეჩილაძე საკუთარი ავტორობით შექმნილ გადაცემას თავად წაიყვანს.
რა ფორმატის იქნება გადაცემა უცნობია. გია გაჩეჩილაძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.  რაც შეეხება შპს “სტუდია მაესტროს” გენერალურ დირექტორს, მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად სატელეფონო კომენტარის მიღება მისგანაც ვერ მოხერხდა. ზურა ნაყეურთან კითხვები გიორგი ისაკაძის კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებითაც არსებობს, თუმცა ის ამ დრომდე მედიასთან არ გამოჩენილა.
წყარო: რადიო “მაესტრო“




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...