შშმ პირთა ჯანმრთელობის უფლების სრულფასოვანი რეალიზება კვლავ პრობლემად რჩება - ომბუდსმენი

საზოგადოება

შშმ პირთა ჯანმრთელობის უფლების სრულფასოვანი რეალიზება კვლავ პრობლემად რჩება - ომბუდსმენი

2016 ივნ 13 20:57:38

2016 წლის 13 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ  2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის თავი წარუდგინა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2015 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები მისაწვდომობის, დამოუკიდებელი ცხოვრების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და დასაქმების შეზღუდულ შესაძლებლობებს უკავშირდებოდა. სახალხო დამცველი ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემად „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის სათანადოდ იმპლემენტაციის, ასევე კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხებს განიხილავს. სიტუაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში კონვენციის იმპლემენტაციის ორგანო პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს, შესაბამისად, მისი დანერგვის პროცესი მნიშვნელოვანი შეფერხებით ხორციელდება.

ანგარიშში ფართოდ არის მიმოხილული შშმ პირთათვის ფიზიკური გარემოს, სატრანსპორტო საშუალებების და საგზაო ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება მისაწვდომობის საკანონმდებლო რეგულაციების მნიშვნელოვან ხარვეზებზე, რაც  აღსრულებისა და ზედამხედველობის მექანიზმის არარსებობას უკავშირდება. ინფორმაციაზე თანაბარი წვდომის უფლების რეალიზებასთან მიმართებით კვლავ პრობლემურად ფასდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან საინფორმაციო, გასართობი და სხვა სახის სატელევიზიო პროგრამების, ფილმების მათთვის მისაწვდომი ფორმით მიწოდების საკითხი.

2015 წელს სამწუხარო პრაქტიკას წარმოადგენდა სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებების უგულებელყოფა. ისევე როგორც შშმ პირთა მიმართ სტიგმისა და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების სიხშირე. სახალხო დამცველმა მოუწოდა ყველა პირს, განსაკუთრებით მაღალი საჯარო თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი განცხადებებისაგან.

სახელმწიფოს წინაშე არსებულ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად კვლავაც სახელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება და დასაქმება. სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული ამ პირთა დასაქმების პოლიტიკა, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და პროგრამები, რაც ხელს უშლის მათ დამოუკიდებელ ცხოვრებასა და საზოგადოებაში ინკლუზიას. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ 53 109 ადამიანიდან მხოლოდ 112 არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

ხარვეზებით ხორციელდებოდა ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, არ არის ჩართული აღნიშნულ პროცესში. ამასთან გამოწვევაა სწავლების ხარისხი და უწყვეტობა.

კვლავ პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის უფლების სრულფასოვანი რეალიზება. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არ ხდება ამ პირთა განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინება, მწვავეა შშმ პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

ზემოაღნიშნულ პრობლემების აღმოფხვრის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ეფექტურად რეალიზების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებას.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...