"ვისურვებდი, საქართველოს საარჩევნო კომისია ფალსიფიკაციის შემთხვევაში ჩემსავით მოიქცეს"

საზოგადოება

"ვისურვებდი, საქართველოს საარჩევნო კომისია ფალსიფიკაციის შემთხვევაში ჩემსავით მოიქცეს"

7 ივნ. 2012, 10:06:58

კომიტეტის პრეზიდენტმა, ტომ ნოლანმა შეხვედრაზე განაცხადა: "ჩვენი კომიტეტის მიზანია, უზრუნველვყოთ ჩატარდეს ღია და სამართლიანი არჩევნები"

მისიის წარმომადგენლებმა მედიასთან საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ ინფორმირებული არიან ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესების შესახებ, აქვთ ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან მედიის ზეწოლის ფაქტებზე. კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ შეხვდნენ თითქმის ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, რომლებმაც ამომწურავად მიაწოდეს ინფორმაცია, რა ხდება ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებით.

მისიის ერთ-ერთი წევრი, იაროსლავ დავიდოვიჩი, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ღია დემოკრატიის კომიტეტის სპეციალური მრჩეველი გახლავთ.

"იაროსლავ დავიდოვიჩი უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთ გმირად მიიჩნევა. საპრეზიდენტო არჩევნებზე მან ხელი არ მოაწერა გაყალბებულ ოქმს. მაშინ ის უკრაინის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

2007 წლის შემდეგ, ბატონი დავიდოვი ჩვენი კომიტეტის სპეციალური მრჩეველია. ჩვენ მოხარული და ამაყები ვართ, რომ იგი შეუერთდა კომიტეტის მისიას საქართველოში. ბევრ რჩევას მოგვცემს, რადგან იგი თავად იყო არჩევნებში გაყალბების პროცესის მომსწრე. იაროსლავ დავიდოვიჩი გამოცდილი ადამიანი და საუკეთესო მრჩეველია არჩევნების საკითხში", – განაცხადა ნოლანმა.

იაროსლავ დავიდოვიჩმა შეხვედრაზე ჟურნალისტებისთვის განმარტება გააკეთა: "ღია დემოკრატიის" კომიტეტმა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გარკვეული მუშა შეხვედრები დაიწყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ვახორციელებთ სადამკვირვებლო მისიას, როგორც ეს ვიღაცეებს ჰგონიათ.

დამკვირვებლები მუშაობას დაიწყებენ იმის შემდეგ, როცა დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია. რა თქმა უნდა, თუ იქნება სახელმწიფოს და ცენტრალური სარჩევნო კომისიის კეთილი ნება.

თუმცა, ჩვენ უკვე გვაქვს საქართველოს პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევა, სადაც ისინი აღნიშნავენ რომ იწვევენ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიიღონ სადამკვირვებლო მონაწილეობა მომავალ არჩევნებში.

დიდი მადლობა მათ ამისთვის, რადგან მათი მხრიდან ეს ნიშნავს, რომ გვაძლევენ შანსს დავაკვირდეთ არჩევნებს ღიად და გამჭვირვალედ.

მისია ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ექსპერტის როლს ასრულებს, სწავლობს წინასაარჩევნო პოლიტიკურ სიტუაციას, საარჩევნო კანონმდებლობას, ეცნობა პოლიტიკური ძალების ხელმძღვანელებს. ადგილზე ვეცნობით პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო ნაბიჯებს. რათა საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ ობიექტურად შევაფასოთ ჩვენს ხელთ არსებული კამპანიის მსვლელობისას მასალები.

ჩვენი მიზანია, პირველ ეტაპზე გავერკვეთ პოლიტიკურ და საკანონმდებლო სიტუაციებში. როდესაც დაიწყება საარჩევნო კამპანია, ამის შესწავლის დრო უკვე არ არის.

მისიაში ადამიანები, რომლებსაც რამდენიმე ქვეყანაში მუშაობის და იქ მიმდინარე საარჩევნო გარემოს დაკვირვების გამოცდილება აქვთ.

ჯერ ადრეა შევაფასოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციები, ბოლომდე არ ვართ ყველაფერზე ინფორმირებული. ვაგრძელებთ მუშაობას, რადგან მისიის ის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებზე დამკვირვებლის რანგში ჩამოვლენ, თუ არ იქნებიან ობიექტურად ინფორმირებულები რა ხდება აქ, ვერ შეძლებენ მუშაობას".

"გურია ნიუსი": _ თქვენ ხელი არ მოაწერეთ უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დოკუმენტს. რა პრობლემას წააწყდით გაყალბების დროს?

"დიახ, მე ექვსი წელი ვმუშაობდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ვხედავდი წლიდან წლამდე როგორ მძაფრდებოდა სიტუაცია. რეჟიმი მივიდა იქამდე, რომ 2004 წელს დაბეჭდეს 10 ათასობით ფალსიფიცირებული საარჩევნო ტალონი. მოსახლეობაში არიგებდნენ. ადამიანები დადიოდნენ ქალაქში, მიდიოდნენ ნებისმიერ საარჩევნო უბანში. სხვადასხვა უბანში 10-ჯერ აძლევდნენ ხმას. აღმოსავლეთ უკრაინიდან დასავლეთ უკრაინაში ხალხი მატარებლით ჩამოიყვანეს, ფალსიფიცირებული სარჩევნო ტალონებით დაურიგეს და ასე აძლევდნენ საარჩევნო უბნებში ხმას.

რაც მაშინ უკრაინაში ხდებოდა, ცინიზმის ყველა ზღვარს გასცდა ყველაფერს ვხედავდი, მითუმეტეს რომ მე ვხელმძღვანელობდი ბიულეტენების მომზადების პროცესს. კომისიის თავმჯდომარე გავაფრთხილე და ვუთხარი: _ რას აკეთებთ?! როდესაც არჩევნების მეორე ტურის შედეგამდე მივედით, ვუთხარი რომ მე არ მოვაწერდი ხელს დოკუმენტს. რა თქმა უნდა, დარბოდნენ და რაღაცეებს მეუბნებოდნენ, მაგრამ მე კატეგორიული უარი ვთქვი და ხელი არ მოვაწერე. სწორედ ჩემი პოზიცია და დოკუმენტი, რომელსაც ხელი არ მოვაწერე, იყო მთავარი ღერძი უკრაინის უზენაესს სასამართლოში.

მე არ ვამბობ რომ ჩემი ქმედება იყო გმირობა. ეს იყო ნორმალური პოზიცია. წლების მანძილზე იქ იმდენი ვნახე, რომ თამამად შემეძლო ფალსიფიკაციაზე უარი მეთქვა.

ვისურვებდი, საქართველოს საარჩევნო კომისია ფალსიფიკაციის შემთხვევაში მოიქცეს ისე, როგორც მე. მთავარია მოიპოვო ხალხის ნდობა, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გავხდი, კომისიის წევრებს პირველივე შეხვედრაზე ვუთხარი: ჩვენ უნდა ხალხის ნდობა დავიბრუნოთ. ნდობის გარეშე არაფერი გამოვა."




 ახალი ამბები
  • უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისთვის ვცხოვრობთ- ილია მეორედღეს ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი იქადაგა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას - ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვის არის ყველაფერი. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით თქმა - ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ", _ განაცხადა ... ...
  • დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ შესაძლებელია- გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულსა და სექტემბერში ქორწილის გადახდა ღია სივრცეებში იქნება შესაძლებელი. „მსოფლიო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. შედარებით რომ მშვიდდება ჩვენთან სიტუაცია, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი გაჩნდეს“, - განაცხადა ... ...
  • მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს- გამყრელიძე გენადი ონიშენკოს„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალენებენ, ეს თქვიო. მოვეშვათ რა. სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მაგრამ – მარტო ჩვენ, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის ... ...
  • პაატა იმნაძე: კონდიციონერის გამოყენება საშიშიაოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება ნება დართული არ იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა ... ...
  • პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობასდეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით მთავრობა აპირებს არა მხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, რომელში კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი და თითქმის ამდენივე - მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებში. „ამიტომ, მთავრობის ამოცანაა, ყველა წარმოდგენილი ღონისძიებით დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები. პირველ რიგში ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს დაუსუბსიდირებს. ანუ, მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11%-ს, მსესხებელს საშუალება ექნება, აიღოს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება 7%. ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც ნაკლებია 200 ათას ლარზე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება. მეორე ინსტრუმენტია სესხის გარანტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სექტორში კრიზისისას, როგორც წესი, იზრდება პირველადი შენატანების მოცულობა. ეს არის ის შენატანი, რომელსაც მყიდველი ბინის შეძენისას წინასწარ იხდის, ხოლო დანარჩენ თანხაზე სესხს აკეთებს. ეს კრიზისის პერიოდში სექტორის მხრიდან გაყიდვებს ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი - ე.წ გარანტორი და განახორციელოს გარანტია მისი სესხის 20%-ის ოდენობით“, - განმარტა ბექა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?