ქალი პოლიტიკოსის კვირა _ დარეჯან ბურჭულაძე

საზოგადოება

ქალი პოლიტიკოსის კვირა _ დარეჯან ბურჭულაძე

2016 ივნ 28 15:03:14

ორშაბათი, 20 ივნისი, 2016 წელი

რატომღაც ამბობენ, რომ ორშაბათი მძიმე დღეა. ჩემთვის, კი ახლის საწყისია, მოლოდინია იმისა, რომ კიდევ ერთი კვირა იქნება სიახლეებით სავსე და ნაყოფიერი.

დილა ლოცვით იწყება _ მადლობა უფალს, რომ კიდევ ერთი მშვიდობიანი აისი მაჩუქა. მზის ამოსვლასთან ერთად იღვიძებს ჩემი პატარა კუთხე. არის გადაძახილ-გადმოძახილი, ახალგაზრდები სავარჯიშოდ მიდიან, ქალები დილის მოთელვას აკეთებენ ყავასთან ერთად, მამაკაცები საჭირბოროტო საკითხებზე ბჭობენ, პოლიტიკის გარეშე არ იქნება, როგორი მახლობელია ეს ყველაფერი.

სამსახურში წასვლამდე ჩვეულებისამებრ მამას წნევას ვუზომავ. მერე დედის და ძმის სურათებთან ვდგები და დალოცვას ვითხოვ მათგან.

სულთმოფენობის მომდევნო დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა სამების დღეს აღნიშნავს. სამსახურში მისვლამდე ტაძარში უნდა შევიდე. გზა ჩემი სახლიდან ტაძრამდე მთლად სახარბიელო ვერაა. ბავშვობაში ჩემს- ნათლისმცემელის ქუჩაზე (მაშინ წულუკიძის) ასფალტი ეგო, ახლა ვეღარსად ნახავთ ნაშთსაც ძველის დიდებისა. წლებია, ამ ქუჩის მოსახლეობა განცხადებით მიმართავს გზის რემონტის შესახებ ყველა ხელისუფლებას, ახლა 2017 წლის გეგმაშია მისი კეთილმოწყობა ჩასმული. ველოდებით იმედით.

ჩემი ქუჩა დუმბაძის ქუჩას უერთდება, აქედან უკვე მოჩანს აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი და სასაფლაო. გასულ წელს ამ ქუჩას სანიაღვრე არხები გაუკეთდა თუმცა 50 მეტრიანი მონაკვეთი სასწრაფოდ საჭიროებს მოხრეშვას, წვიმის დროს შეუძლებელია გავლა, ტაქსის მძღოლები კი მუდმივად ბუზღუნებენ ამინდის მიუხედავად. მოსახლეობას განცხადება აქვს დაწერილი, იმედია აქვთ სწრაფად მოხდება რეაგირება.

ტაძარის მახლობლად უკვე იწყება ასფალტის საფარი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა. გზის ეს მონაკვეთი, რომელიც ტაძრის და სასაფლაოს შორისაა მოქცეული, წლებია ფილოსოფიურ განწყობაზე მაყენებს. ტაძარი _ იმედის, რწმენის, სიყვარულის და მარადიულობის სიმბოლო, სასაფლაო–საკუთარი სისხლის და ხორცის განსასვენებელი, წმიდა ადგილი... გზის პირას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების საფლავებია: ემზარ წილოსანი, ზაალ მდინარაძე, მერაბ კუპრეიშვილი, ვაჟა თოდუა, გოჩა კვირკველია. ბედნიერია ერი რომელსაც გმირების გამოგონება არ ჭირდებაო.

ტაძარში სანთლებს ვანთებ და სამსახურისკენ მივდივარ. მუსხელიშვილის ქუჩაზე უკვე დაუმთავრებიათ სანიაღვრე კვალის მოწყობა. კარგია, აქაურ მოსახლეობას დიდი პრობლემა მოეხსნა, წვიმის დროს წყალი აღარ ჩაუვათ ეზოებში.

ჩემს ძირითად სამსახურში მივდივარ, როგორც შემოკლებით ვეძახი "ტურიზმში". ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რეორგანიზაციით მოხდა რამდენიმე სამსახურის შერწყმა და ახლა ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგარეო–ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის ტურიზმის განყოფილების მთავრი სპეციალისტი ვარ. ადრე ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ვიყავი. დასახელების მიხედვით მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ–ი კი არა დეპარტამენტი ეგონება ადამიანს. პირველად მაგიდაზე დადებულ გაზეთებს ვავლებ თვალს, ვეცნობი რაიონის და რეგიონის ახალ ამბებს.

დღეს ფრაქციის _ "მეტი ქალი პოლიტიკაში", წევრებს ნონა მურვანიძეს, ელისო ჭიჭინაძეს, ომარ გოგიჩაიშვილს დაგეგმილი გვაქვს შუხუთის, ნიგოითის, ჭყონაგორის ბიბლიოთეკების შემოწმება. ნანახით შოკირებულები ვარ მე და ჩემი კოლეგები, შუხუთის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი სკოლის ბიბლიოთეკაში ინახება, დანარჩენის შენობები კრიტიკას ვერ უძლებს, სხვა რომ არაფერი ვთქვათ 21-ე საუკუნეში აქ შუქი არა აქვთ, არადა ახლ ხელისუფლებას ბიბლიოთეკების კომპიუტერიზაცია აქვს დაგეგმილი.(რამდენიმე სოფლის ბიბლიოთეკაში უკვე დადგეს კომპიუტერები). წიგნადი ფონდები გასაახლებელია, მხოლოდ პრეზიდენტ მარგველაშვილის საჩუქრად გადაცემული 62 წიგნები არის მუდმივ ბრუნვაში. ეს ბიბლიოთეკები წლებია ასეთ მდგომარეობაშია, გამოსავალი სასწრაფოდაა მოსაძებნი.

სამშაბათი, 21ივნისი

სამსახურში მისულს ახალი ინფორმაცია მხვდება, ტრენინგზე ვართ მიწვეული ოზურგეთში. მე ქართული "სწავლება" მირჩევნია გამოვიყენო, მაგრამ თანამედროვეობა ასე მოითხოვს. ხელმძღვანელებთან ერთად მიდის თათბირი თუ ვინ უნდა წავიდეს, შემდეგ დადასტურებულ ინფორმაციას ვუგზავნით ორგანიზატორებს. ტრენინგი ორდღიანია. მიხარია, ორი დღის განმავლობაში ბევრ ახლ ინფორმაციას მოვისმენ, თან ჩემს ჩოხატაურელ და ოზურგეთელ კოლეგებს შევხვდები, ახალ ადამიანებსაც გავიცნობ.

დღეს ლანჩხუთში ეროვნული სკრინინგის ცენტრის ორგანიზებით ექიმები ჩამოდიან. გეგმიური ვიზიტია, რომელსაც ახორციელებს რეგიონალური "გამარჯვებულ ქალთა კლუბი".

"გამარჯვებულ ქალთა კლუბი" 2010 წელს ჩამოყალიბდა, დღემდე 3200 ქალბატონმა ისარგებლა ამ კლუბის მიერ გახორციელებული გამოკვლევებით, აქედან 321 ადრეულ სტადიაზე გამოუვლინდა ავთვისებიანი სიმსივნე. ეს არა მხოლოდ ამდენ გადარჩენილ ქალბატონს, არამედ მათ უკან მდგომ ბევრ ბედნიერ ადამიანს ნიშნავს. კლუბს ხელმძღვანელია მზია კვირკველია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თავად გაიმარჯვა ამ დაავადებაზე. ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება რამდენიმე პროექტი.

შ.პ.ს. "ლანჩხუთის რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრში" სკრინინგის პროგრამას ახორციელებს ბერძნული სამედიცინო ფონდი "ჰიპოკრატე", მამოგრაფთან, გინეკოლოგთან უკვე დგას ქალბატონების რიგი. ხვალ ექოსკოპიის სპეციალისტიც შეუერთდება ექიმთა ჯგუფს. იმედია კარგი შედეგები იქნება.

დღის ბოლოს მე და ქალბატონი ნონა მურვანიძე გრიგიოლეთში მივდივართ. საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაში შედის და გვაინტერესებს როგორი მომზადებული ხვდებით.

გრიგოლეთის პლაჟი, სადაც ძირითადად ჩვენი მოსახლეობა ბანაობდა, ქვა-ღორღითაა დაფარული. ნაპისამაგრი სამუშაოები ჩატარდა. ამ ფაქტს ტელევიზიითაც მოყვა გამოხმაურება. სწორია თუ არა ამ ფორმით ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, ამაზე სპეციალისტებმა იმსჯელონ, დღეს კი ჩვენ ბევრი უკმაყოფილო ადამიანი ვნახეთ, აქ ქვიშის გამო მოვდიოდით და ეს რა უქნიათო _ ვერ მალავდნენ ემოციებს.

ე. წ. ბახმაროს დასახლებისკენ მივდივართ. აქ ძირითადად საოჯახო ტიპის სასტუმროები დგას. დამსვენებელთა სიმრავლე ჯერ-ჯერობით არ იგრძნობა. ერთ-ერთი სახლის წინ მსხდომ მამაკაცებს გავესაუბრეთ. მაშველები ჯერ არ ჩანს, ნაგვის ურნები არის, შუქიც მოგვეწოდება, მხოლოდ გარე განათება არაა, წელს გაზიფიცირებაც მოხდა, რაც ძალიან გვიხარია, კარგი იქნება ამ პატარა დასახლების შიდა გზას თუ მოგვიასფალტებენ_ გვითხრეს მათ და დასძინეს-თუ შესაძლებელია, გრეიდერი რომ დაგვახმაროს ხელისუფლებამ, პლაჟზე დაყრილ ქვებს ცოტათი იქეთ მივწევთ, ფულს ჩვენ გადავიხდითო. დავინტერესდით, როგორ აფასებენ ჩატარებულ ნაპირსამაგრ სამუშაოებს. ეს რომ არ ექნათ, ზღვა ამ სახლებს წაიღებდა, პლაჟი კი გაფუჭდა, მაგრამ ერთი მოქცევა და ისევ სილით დაიფარება. ამ სეზონზე თუ არა მომავალში იქნებაო, დაგვაიმედეს. ასეა, ზოგი საკუთრების დაცვის ინტერესებიდან გამოდის, ზოგსაც ქვიშიანი სანაპირო უნდა. ჩატარებული ნაპირსამაგრი სამუშაოების შედეგს კი დრო გვიჩვენებს.

ოთხშაბათი-ხუთშაბათი, 22- 23 ივნისი

როგორც ზემოთ აღვნიშნე ოზურგეთში ტრენინგზე ვართ მიწვეულები, ამიტომაც გავაერთიანე ეს დღეები. არადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში თოჯინების თეატრის პრემიერაა "ბატის ჭუკი". პატარებისთვისაა, მაგრამ სიამოვნებით დავესწრებოდი. უნდა ვთქვა, რომ ამ ბოლო დროს ლანჩხუთში თეატრალური ცხოვრება გააქტიურდა. კარგი წარმოდგენებით გვანებივრებენ ჩვენი თეატრალები.

ორი დღის გამნავლობაში მე, გელა ზოიძე, ფირუზ გუჯაბიძე, ეთერ ჭყონია, ლევან კილაძე ვისმენთ ორგანიზაცია (IBDIPC) მიერ პროექტის "სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა გურიაში ტურიზმის განვითარების" ფარგლებში გამართულ ტრენინგს "კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში".

ტრენინგის მიზანი და თემატიკა მონაწილეებისათვის ტურიზმის სფეროში კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების, მოსაზრებების და ამ კუთხით ევროპული გამოცდილების გაცნობაა. მოიცავს, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს და ჯგუფური მუშაობის ელემენტებს. მიმდინარეობისას განვიხილეთ ის ძირითადი საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე გურიაში ტურიზმის განვითარების კუთხით და ამ მხრივ კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის გზები.

ტრენინგის მონაწილეებს მოგვესალმა გურიის მხარის რწმუნებულ–გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი.

ტრენინგს უძღვება ტრენერი კნუტ გერბერი, ქართულენოვან თარგმანს უზრუნველყოფს "საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის" (IBDIPC) თავმჯდომარე ზვიად ელიზიანი. მონაწილეებს გადმოგვეცა სერთიფიკატები.

დღის ბოლოს მზიას ვურეკავ, მაინტერესებს როგორ ჩაიარა გამოკვლევებმა. მამოგრაფიის აპარატი გაფუჭებულა, სართო ჯამში კი 200 გაუსინჯავთ, მათ შორის ჩოხატაურელი ქალბატონები, რომელთა ორგანიზებულად ჩამოყვანა ჩემმა ჩოხატაურელმა კოლეგამ, მაია პაიჭაძემ უზრუნველყო.

პარასკევი, 24 ივნისი

სამსახურში მისული გამახარეს 6 თვის მუშაობის ანგარიში უნდა დაწეროო. განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად თავს ვუყრით ნახევარი წლის ნამუშევარს.

შესვენებაზე ქალაქში გავდივარ. კაფე-ბარ "ვენეციიდან" პირველ საჯარო სკოლამდე ახალი ტროტუარი დააგეს. ძველი ფილები ახლით შეცვალეს, ლამაზია. ეს ქალაქის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი პროექტის ერთი ნაწილია.

ნაცნობი მხვდება. უკმაყოფილოა. წინა ხელისუფლებას ლანძღავს, არც ახლითაა კმაყოფილი, როგორც ყველა გურული ქალი წუთებში ატევს სათქმელს. ყველა პოლიტიკური პარტია მიმოიხილა თავისებურად. არცერთი არაა ჩვენი პატრონიო, დახმარება მჭირდება, სახლი მენგრევა და არავინ მეხმარებაო, კალაძე ვერ ვნახეო, არჩევნებზე ხომ ჩამოვლენო, ყველასთან მივალო და მივალანძღავო. რად მინდა მათხოვრობა, ამისთვის ვიბრძოლე? ერთი ქარხანა მაინც ეეშენებინათ, დავსაქმდებოდიო ან დამასაქმონო. შენ დეპუტატი ხომ ხარ, გამეცი პასუხიო, დაამთავრა. ვუსმენ. ყველაფერი კარგად იქნება, მეთქი. როისო? მალე-თქო, ვამშვიდებ.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისკენ მივდივარ. ორი ადამიანის ერთჯერადი დახმარების ბედი უნდა გავარკვიო, განცხადება დაწერილი აქვთ.

აქტიურად მიმდინარეობს ცენტრალური პარკის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. შენიშვნები გვქონდა საკრებულოს დეპუტატებს და არამარტო ოპოზიციას, დრო გვიჩვენებს რამდენად მართლები ვიყავით.

კმაყოფილი გამოვდივარ შენობიდან, ორივე განცხადებას უახლოეს სხდომაზე განიხილავენ და მჯერა დააკმაყოფილებენ.

საღამოს ზარია ტელეფონზე, ჩემი უკრაინელი მეგობარი, რომელსაც ტურისტული ფირმა აქვს, მესტიაში მეპატიჟება ექსკურსიაზე. ცდუნებას ვერ ვუძლებ და ვთანხმდები.

25 ივნისი, შაბათი

დილაადრიანად გავდივართ ლანჩხუთიდან, ურეკში ჯგუფი აგვყავს. შემადგენლობა ინტერნაციონალურია: უკრაინელები, ერთი რუსი, და ექვსი ქართველი. ჩემი უკრაინელი მეგობარი უძღვება ექსკურსიას. ვაკვირდები როგორი სითბოთი და სიყვარულით უყვება ჩვენი ქვეყნის და მარშრუტის შემადგენელი ქალაქების ისტორიას, როგორ ხსნის სვანურ ადათ-წესებს. თან ვუსმენთ და თან პეიზაჟებით ვტკბებით. ხშირად აჩერებენ ტრანსპორტს, ვიღებთ ფოტოებს ჩანჩქერებთან, მთების ფონზე.

მესტიამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საბაგირო გზით გადმოსახედზე ავდივართ. ექსტრემია, ადრენალინიც უხვად იყოფა. მარჯვნივ დათოვლილი უშბა მოჩანს, მარცხნივ თეთნულდი, საბაგირო გზა კი მთის ფერდობზე შეფენილ მუქ მწვანე ფერში შემოსილ ნაძვნარზე გადის. ამ სილამაზის შემხედვარეს შიშის გრძნობა გიქრება და გავიწყდება ჰაერში გამოკიდებული მთლიანად ტექნიკის გამართულობაზე რომ ხარ დამოკიდებული. გადასახედზე საათი ვჩერდებით, ვტკბებით სამზერი სივრცით. ვისაც სურვილი აქვს ტელესკოპით სარგებლობს. დათოვლილი უშბის მწვერვალები თეთრი ღრუბლებითაა დაფარული. ხშირად არ აჩენს თურმე თავის მწვერვალებს უშბა. გაგვიმართლა. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ მთელი თვისი სიდიადით წარმოგვიდგა ეს ზვიადი მთა ორივე მწვერვალით. თავისიანად გვცნო სვანეთმა_ ვხუმრობთ. დაბრუნებულზე უკვე ხელისგულზე ჩანს მესტია. აქ სიტყვები უძლურია. კარგავ დროის, სივრცის და სიმაღლის შეგრძნებას და ტკბები სანახაობით.

მერე მარგიანების კოშკი მოვინახულეთ, სვანურ ყოფა-ცხოვრებას გვიხსნის ამ გვარის უკრაინელი რძალი. ქალაქში უამრავ უცხოელ ტურისტს ვხვდებით. შემდეგ სვანურ სამზარეულოს ვაგემოვნებთ და დღის ბოლოს მასპინძლების სტუმართმოყვარეობით კმაყოფილები ვტოვებთ მესტიას. მოგვაცილებს დათოვლილი უშბა და სადედოფლო კაბაში გამოწყობილი თეთნულდზე აკიაფებული ჩამავალი მზის სხივები. გონებაში ტივტივდება: " ნეტა ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეედრება" და "არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია!"

სტუმრები სიმღერის შეჯიბრში გვიწვევენ. ჭექს უკრაინული, რუსული, ქართული მელოდიები. ცოცხლად ვასრულებთ, მართალია პროფესიონალურად ვერა, მაგრამ გულით და სიყვარულით. ბოლოს ერთად ვაგუგუნებთ" სულიკოს". კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, უბრალო ადამიანებს არაფერი გვაქვს გასაყოფი ამ ქვეყანაზე.

26 ივნისი, კვირა

უფლის დღეა. რეკენ აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ზარები.

ხვატია. დღეს ვისვენებ (ეს პირობითად, თორემ ქალის დასვენება ვინ თქვა).გუშინდელი შთაბეჭდილებების ტყვე ვარ. მინდა და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი ამას იმსახურებს.

ჩოხატაურელმა კოლეგამ მაია გიორგაძემ მომიკითხა, პასუხად ვნებივრობო რომ მიიღო აღშფოთდა, მერე რას დაწერო? წაიკითხავს და მაინტერესებს რას იტყვის.

საღამოს კომპიუტერთან ვჯდები, ინფორმაციები, ფეისბუქი. კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის საპასუხო წერილს ვკითხულობ ბიბლიოთეკების შემოწმების შედეგების შესახებ. კარგია. რედაქციაში მუშაობისას მივეჩვიე – წერილს, რომელსაც გამოხმაურება მოყვებოდა ე. ი. ღირდა მისი დაწერა.

აი, ასეთი იყო ჩემი გასული სამუშაო ერთი კვირა, ვიმედოვნებ ახალიც აქტიური იქნება. წინ ხომ კომისიის, ფრაქციის და საკრებულოს სხდომებია.

მომდევნო კვირის ბლოგ-პოსტს ჩემს კოლეგას ნონა მურვანიძეს ვუთმობ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • 27 მაისს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება (R)27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება. ... ...
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...