გონიოელები წინა ხელისუფლების დროს წართმეულ მიწებს იბრუნებენ

საზოგადოება

გონიოელები წინა ხელისუფლების დროს წართმეულ მიწებს იბრუნებენ

2016 ივნ 27 23:53:11

გონიოში მცხოვრები 270-ზე მეტი ოჯახი წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული მიწების საკუთრებაში დარეგისტრირებას შეძლებს. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ დღეს მიიღო. გონიოელები მიწის დაკანონების მოთხოვნით 15 დღის განმავლობაში საკრებულოსთან და აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციებს მართავდნენ. აქცია რამდენჯერმე პოლიციამაც დაშალა თუმცა, გონიოელებს პროტესტი არ შეუწყვეტიათ.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2010 წელს მიღებული ოქმი, რომლითაც 271 ოჯახს გონიოში მიწის საკუთრება ჩამოერთვათ, გაუქმებულია.

გონიოელები საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას „ისტორიულ გადაწყვეტილებად“ აფასებენ და ამბობენ, რომ მათი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

ეს გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჭეიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა და აღნიშნა, რომ საკუთრების გაუქმების კრიტერიუმები არ იყო კანონმდებლობით გამყარებული და  ხელოვნურად გამოგონილ მიზეზებს წარმოადგენდა.

"მოგეხსენებათ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი გახლავთ პრობლემა, რომელიც სათავეს იღებს ჯერ კიდევ ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან. ყველასათვის ცნობილია, რომ დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, აჭარაში არ ჩატარებულა მიწის რეფორმა, ხოლო შემდეგ ჩვენი წინამორბედი ხელისუფლების - ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში, მიწის საკითხი იქცა პოლიტიკური სპეკულაციების თემად. წინასაარჩევნოდ გაცემული მიწები მალევე ჩამოართვეს მოქალაქეებს და შექმნეს რთული ჩიხური სიტუაცია, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ერგო მემკვიდრეობად. მიუხედავად ამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძისა და „ქართული ოცნებისპოლიტიკური გუნდის მიერ სრულად მოხდა პრობლემის აქტუალობის გაცნობიერება და დაიწყო მუშაობა სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნების მიზნით. აქედან გამომდინარე, დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და ბათილად ცნო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიწის აღიარების კომისიის საოქმო გადაწყვეტილება.
სამართლებრივი დეტალების სრული ანალიზის საფუძველზე, ვაცხადებთ, მიწის აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გონიოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთა საკუთრებაზეც არ ვრცელდება საკანონმდებლო და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შეზღუდვები, კანონმდებლობის სრული დაცვით განიხილება ინდივიდუალურად და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაბამისად აღუდგებათ საკუთრება. მოკლედ მინდა შევეხოთ სამართლებრივ საკითხებს. წინა ხელისუფლების დროს მიღებული ადმინისტრაციული აქტი, რომლის საფუძველზეც ამ ადამიანებს აუუქმდათ საკუთრება, შეიცავდა ძირითადად ოთხ მიზეზს... ძირეული ანალიზისა და საკანონმდებლო დაზუსტების საფუძველზე ნათლად გამოჩნდა, რომ გაუქმების კრიტერიუმები არ იყო კანონმდებლობით გამყარებული და წარმოადგენდა ხელოვნურად გამოგონილ მიზეზებს, საიდანაც ცალსახად ჩანს, თუ რამდენად ითვალისწინებდა წინა ხელისუფლება ჩვენი თანამოქალაქეების საკუთრების უფლებას და თუ რამდენად მანიპულირებდნენ კერძო საკუთრებით წინასაარჩევნოდ. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ პრობლემის მოგვარება დაიწყო და დღევანდელი გადაწყვეტილება ამ ყველაფერს ცხადყოფს", _ განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გონიოში მცხოვრები 271 ოჯახი მიწის ნაკვეთების დაკანონებას უკვე წლებია ითხოვს.

აღნიშნულია შესახებ "გურია ნიუსმა" არაერთი მასალა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული ინფორმაციების თანახმად, 2007-2008 წლებში ხელვაჩაურის მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ გონიოელებს მიწები ჯერ დაუკანონა, შემდეგ კი - 2010 წელს, თავისივე გადაწყვეტილებით ჩამოართვა.

ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებული მიწის აღიარების კომისია აღნიშნულ საკითხზე 2014 წლიდან მუშაობდა და ყველა საქმეს ინდივიდუალურად განიხილავდა - თუ რამდენად კანონიერად ჩამოერთვა ამა თუ იმ ოჯახს მიწაზე საკუთრების უფლება. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კი, გონიოელები ჩამორთმეული საკუთრების დაკანონებას შეძლებენ.

ამავე თემაზე:

პოლიციამ დაარღვია აქციის მონაწილეთა უფლებები - ომბუდსმენი ბათუმში აქციის დაშლაზე

საკუთრების გადაუჭრელი პრობლემის გამო ბათუმში აქცია გრძელდება

საკუთრების უფლების დაცვის სფეროში პრობლემები ისევ არსებობს

პროცესი ჭიანურდება _ ხალხის პროტესტით დაღლას ელოდებიან?!

დაკანონებული იძულება _ რა ცვლილებებს ითხოვს არასამთავრობო სექტორი კანონში

დაუბრუნებენ თუ არა იძულებით ჩამორთმეულ ქონებას მოსახლეობას

გონიოში 271 ოჯახი რამდენიმე საათში წართმეული მიწის დაბრუნებას ითხოვს

გონიოში კვლავ მიწებს ითხოვენ




 ახალი ამბები
  • "ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" _ ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის...15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით Apple Pay-ს საშუალებით Visa ბარათით განხორციელებული ტრანზაქციები ლიბერთის მომხმარებლისთვის მომგებიანია!  კამპანიის ფარგლებში კამპანიის პირობებით განსაზღვრული ყველა Visa ბარათის მფლობელი,  რომელიც კამპანიის პერიოდში გადაიხდის მინიმუმ 10 ლარს Apple Pay-ს საშუალებით მიიღებს ქეშბექს 10 ლარის ოდენობით პირველ გადახდაზე.   კამპანიის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც მიიღებს სამოგზაურო პაკეტს აბუ დაბიში ახალი წლის ღამეს ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრებად! კამპანიის გამარჯვებულს გამოავლენს ლიბერთი ბანკი მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე და გამარჯვებულად ჩაითვლება კამპანიაში მონაწილე პირი, რომელსაც 15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით დაუფიქსირდება ბანკის Visa ბარათით განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქცია Apple Pay-ს საშუალებით (თითო ტრანზაქცია - მინიმუმ 10 ლარი). სამოგზაურო პაკეტი მოიცავს:   5 დღიან საგზურს აბუ დაბიში, 5 ან მეტ ვარსკვლავიან სასტუმროში 2 ადამიანზე; ავიაბილეთებს; საახალწლო ვახშამს; 2 VIP ბილეთს ბრუნო მარსის კონცერტზე, 31 დეკემბერს  იხილეთ დეტალური წესები და პირობები ბმულზე: http://bit.ly/2OJOkCF  ლიბერთის მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. აქციის ფარგლებში ქეშბექის და სამოგზაურო პაკეტის მოგების შანსის მიღება3500-ზე მეტ უკონტაქტო ტერმინალზე გადახდისას არის შესაძლებელი. Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების გამოყენებით.  გაიგე როგორ დაამატო ბარათი Apple ... ...
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...