„40 წამი მოქმედებისთვის“_ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფერო საქართველოში

საზოგადოება

„40 წამი მოქმედებისთვის“_ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფერო საქართველოში

2019 ოქტ 10 16:14:34

დღეს მსოფლიოში მენტალური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

იგნორირება, ბულინგი, შეურაცხყოფა, ტრავმა ბავშვებში, დისკრიმინაციის ან სტიგმის განცდა, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, მძიმე ან გრძელვადიანი სტრესი, უმუშევრობა ან სამსახურის დაკარგვა_ ის ფაქტორებია, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკს ზრდის.

წელს მსოფლიო მენტალური ჯანმრთელობის დღე  ფოკუსირებულია სუიციდის პრევენციაზე სლოგანით 40 წამი მოქმედებისთვის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, სუიციდი წელიწადში 800 000 ადამიანის დაღუპვის მიზეზი ხდება. ყოველ 40 წამში კი 1 ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, სუიციდის შეჩერება შესაძლებელია თუ 40 წამს  გულახდილი საუბრისთვის, 40 წამს ყურადღებისთვის, 40 წამს ინფორმაციის გასაცემად, 40 წამი მხარდაჭერისთვის გამოვიყენებთ.

ცნობისთვის, წელს, 6 თვის განმავლობაში საქართველოში თვითმკვლელობა 219-მა ადამიანმა სცადა, სიცოცხლე თვითმკვლელობით კი 207-მა ადამიანმა დაასრულა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ყოველი 100 ათასი ადამიანიდან 140-ს ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა აქვს.

სერვისები კი,  რომელიც ინსტიტუციებში ხორციელდება, არაერთხელ ყოფილა არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის კრიტიკის საგანი.

როგორც დღეს, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განცხადა, ფსიქიკური ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფეროა საქართველოში და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ აღიარა უნდა ჰქონდეს შემუშავებული სუიციდის პრევენციის პროგრამა,  ქვეყანას ასეთი პროგრამა არ აქვს.

სახალხო დამცველი ასევე  აღნიშნავს, რომ ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში, გარკვეულწილად, ბოლო წლებში საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება, მაგრამ ძირითადად ეს თანხები მიემართება ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოებისკენ. სტაციონარულ-ფსიქიატრიულ დაწესებულებების ნაწილში  ვითარება გაუმჯობესდა, თუმცა ეს არის ძალიან მინიმალური და არასაკმარისი იმ გამოწვევებისთვის, რაც ამ სფეროში არსებობს.

„დიდი ხანია ვითხოვთ, რომ გადავიდეთ თემზე დაფუძნებულ სერვისებზე. სამწუხაროდ, საქართველოში გვაქვს ე.წ. სტაციონარული ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი სერვისები, სადაც პაციენტები ცხოვრობენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მათ არ აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საკმარისი უნარ-ჩვევები, ვერ ტოვებენ აღნიშნულ დაწესებულებებს და ოჯახიც უარს აცხადებს მათ მიღებაზე. გარდა ამისა, ძალიან პრობლემატურია ფსიქიკური და ჯანდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე და მკურნალობა. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მკურნალობაში შარშან პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო. ეს არის ის დარგი, რომელსაც ნაკლები ყურდღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან“,_ განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის შეფასებითვე, სახელმწიფოში არ არსებობს გამართული კოორდინაცია ნარკოლოგიურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის.

„ხშირად პაციენტს, რომელსაც ამ ნიადაგზე ფსიქიკური პრობლემები განუვითარდა, დროულად ვერ ეხმარებიან, რადგან ერთი მხრივ, ნარკოლოგიურ დაწესებულებებში არ აქვთ სათანადო შესაძლებლობები, რომ ფსიქიატრიული მიმართულებით უმკურნალონ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კი ნარკოლოგიური პაციენტების მართვის უნარები არ აქვთ”, - განაცხადა ლომჯარიამ.




 ახალი ამბები
  • ხანძარი კახეთში _ ცეცხლი მიტოვებულ შენობებს უკიდიათელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარია. ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან რამდენიმე კილომეტრში მიტოვებულ შენობებს უკიდია. როგორც კახეთის ხმა იუწყება, თავდაპირველად ცეცხლი ბალახს გაუჩნდა და შენობებზე გადავიდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, თუმცა, ქრობის სამუშაოებს ქარი ხელს უშლის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობს ცეცხლის დასახებულ პუნქტზე გადასვლის საშიშროება. ამიტომ სამსახური დამატებითი ეკიპაჟების მობილიზებას ... ...
  • ძლიერი ქარი, თოვლი და შტორმი _ საქართველოში ამინდი ისევ გაუარესდებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 თებერვალს დღის ბოლოდან 2 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატებით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • შეიძლება თუ არა ლუდის გასინჯვა ბავშვისთვისლუდის სმა ბევრ ოჯახში რიტუალურ ხასიათს ატარებს. მოგეხსენებათ, ყველა ოჯახური ტრადიცია პირდაპირ თუ ირიბად ბავშვზეც აისახება, ხშირად გავმხდარვართ მოწმე, როგორ სთავაზობენ უფროსები (ძირითადად, ხუმრობით) პატარებს ლუდის გასინჯვას.ბავშვიც გრძნობს, რომ ამით უფროსების საყოველთაო მხიარულებას უერთდება და არასოდეს ამბობს უარს შეთავაზებულზე, მეტიც, ჰგონია, რომ ოჯახში შემოტანილ ყოველი ბოთლიდან მასაც ეკუთვნის რამდენიმე ყლუპი. ცოტა ხანში ყლუპები გრამებამდე იზრდება... უფრო სერიოზულია მოზარდების ლუდით გატაცება, პატარებისგან განსხვავებით, ისინი მშობლის თვალისგან მოფარებულნიც მოახერხებენ მის შეძენას. აქ კი დოზას ვეღარავინ გაუკონტროლებს.გაითვალისწინეთ, რომ 100 გრამ ლუდში 4 მლ სუფთა ალკოჰოლია. მხედველობაში მიღეთ ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებში ქიმიური ნივთიერებებიცაა ჩართული. ლუდის სისტემატურად გასინჯვა ბავშვს დროთა განმავლობაში მოთხოვნილებას უჩენს. ეს კი უკვე ალკოჰოლიზმია. სწორედ სპირტის დაბალი შემცველობის მქონე სასმელებით იწყება ეს საშინელი დაავადება, განსაკუთრებით - ბავშვებში.უფროსისგან განსხვავებით, სპირტიან სასმელი უფრო მეტად მოქმედებს ბავშვზე, რადგან მისი ორგანიზმი არც ფიზიოლოგიურად და არც ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებული არ არის. ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ორგანიზმისთვის ლუდი ნელი მოქმედების ნაღმია.ერთი შეხედვით ბავშვი ჯანმრთელია, მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ ამ დროს ფარულად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ღვიძლი სათანადოდ გაფილტვრას ვერ ახერხებს და ალკოჰოლი სისხლში ხვდება. ტოქსინები გულსისხლძარღვთა სისტემამდე და თირკმელებამდე აღწევს. იცვლება სისხლის შემადგენლობა და მისი შედედების უნარიც კლებულობს. ზიანდება კუჭქვეშა ჯირკვალიც და შაქრიანი დიაბეტის მსგავს სიმპტომებს იწვევს. იწყება სიმსუქნეც.ლუდის ხარშვის თანამედროვე ტექნოლოგიებში არაერთი ქიმიური კონსერვანტი გამოიყენება და მათ შორის კობალტიც, რომელიც სისხლში მოხვედრისას გულს კუნთს ასუსტებს. ბავშვებისთვის კი არა, დიდი დოზით კონსერბანტებით გაჯერებული ლუდი მამაკაცებისთვისაც საშიშია, რადგან ენდოკრინულ ცვლილებებს და ჰორმონულ დარღვევებს იწვევს. მამაკაცური ჰორმონები მცირდება. დადგენილია, რომ 20 წლის განმვალობაში ლუდის სისტემატური მოხმარება იმპოტენციას ... ...
  • რუსთავში მატარებელი კაცს დაეჯახარუსთავში მატარებელი კაცს დაეჯახა. შემთხვევა რკინიგზის სადგურთან მოხდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს (რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • ვინ არის კორონავირუსით მეორე ინფიცირებულიინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, 31 წლის ახალგაზრდა ქალბატონია.როგორც ცერცვაძე აცხადებს, კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მასზე დაკვირვება მიმდინარეობს.“ინფიცირებულია 31 წლის ქალი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, იმ ქალაქებში, სადაც ეპიდემიის მაღალი რისკი არაა. როგორც ჩანს, მას აღმოაჩნდა ახალი ვირუსი. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კარგია. არანაირი ჩივილი და ტემპერატურის მატება არ აქვს. მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ის დაავადებულია ამ ვირუსით”,-აცხადებს ცერცვაძე.ცერცვაძის თქმით, “მიუხედავად იმისა, არსებობს წარმოდგენა, რომ კორონავირუსი აუცილებლად სასიკვდილო ინფექციაა, სიმართლეს არ შეესაბაება”.მიისვე თქმით, კორონავირუსი გართულებებს 20% შემთხვევში იწვევს, დანარჩენი შემთხვევები სტაბილურად მიმდინარეობს.საქართველოში ახალი კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.ინფიცირებული ადამიანი საქართველოში იტალიიდან ჩამოვიდა.პირველი შემთხვევა, 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა. ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...