კომენტარები საჯარო მოხელის თავხედობაზე

საზოგადოება

კომენტარები საჯარო მოხელის თავხედობაზე

12 ივნ. 2012, 07:39:06

კორნელი კუკულავა, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში: _ ვნახე ფოტოები თქვენ ვებგვერდზე. ძალიან ცუდი ფაქტია _ ჩოხატაურელებს ასეთი რამ არ გვეკადრება. ძალიან შევწუხდი. იმედია, ხელმძღვანელობა ისე მოიქცევა, როგორც საჭიროა. მე არ ვიცი, ეს ვის მიმართ გააკეთა საჯარო მოხელემ, მაგრამ რაც მოხდა, ცუდი ფაქტია.

გოჩა შანიძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში: _ ვნახე თქვენს ვებგვერდზე ფოტო მასალა და ძალიან შევწუხდი. მართლა ცუდი ფაქტია. მე არ ვიცი, რა და როგორ იყო, მაგრამ რაც მოხდა, შემაწუხებელია.

ვახტანგ ბალავაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი: _ თქვენ თუ მაგაზე სერიოზული შეკითხვა არ გქონიათ, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.

_ თქვენ ფიქრობ, რომ ეს არასერიოზული შეკითხვაა?

_ აბა, თუ იმას მეკითხებით, რომ ვიღაცამ ვიღაცას თითი დაანახა, მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?

_ ჩვენ საჯარო მოხელეზე ვსაუბრობთ. თანამდებობის პირის ასეთი საქციელი ნორმალურია?

_ საჯარო მოხელის კი არა, ვინც არ უნდა იყოს, არ არის ნორმალური, რომ ასე მოიქცეს და ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენოს.

_ ასეთი ადამიანი უნდა მუშაობდეს საჯარო სამსახურში?

_ საჯარო სამსახურში ადამიანების აყვანას, გაგდებას, შესაბამისი კანონი არეგულირებს. მორალურად თუ მეკითხებით, რა თქმა უნდა მიუღებელია. თუმცა, როცა ადამიანის გაგდებაზეა საუბარი, ბევრი პროცედურაა გასავლელი. ეს ადამიანი კონკურსის წესითაა აყვანილი, სანამ გაუშვებ, უნდა გამოუცხადო საყვედური და ა.შ და ა.შ. ეს ყველაფერი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

_ ბატონო ვახტანგ, ჩოხატაურში კონკურსის წესით არ ნიშნავენ ადამიანებს.

_ უნდა ნიშნავდნენ.

_ გეთანხმებით, მაგრამ ასე არ ხდება. ზოგადად, გურიაში ეს ტენდენცია არ არსებობს.

_ მაგაში ვერ დაგიჯერებთ, იმიტომ, რომ შეიძლება, თქვენ არ გაქვთ ეს ინფორმაცია(?!).

_ ეს ფაქტებია და შეგიძლიათ, გადაამოწმოთ...

_ აუცილებლად, _ გვითხრა ბალავაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ამ შემთხვევას კანონის შესაბამისი რეაგირება მიეცემა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანტონ ხუნდაძის თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს:

_ არ ვიცი. არ მჯერა, რომ ლევანმა ასეთი რა იკადრა. არც ის, ვიცი რა სიტუაცია იყო.

_ ბატონო ანტონ, სიტუაციას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ფაქტია...

_ თუ კანონის მხრივ გაინტერესებთ, ამას კანონი არ არეგულირებს და სხვა შემთხვევაში, არასამუშაო საათებში რას აკეთებს საჯარო მოხელე, ჩემი საქმე არ არის.

_ და ვისი საქმეა? თქვენ ხომ საკრებულოს თავმჯდომარე ხართ?

_ მართლა არ ვიცი, რა მოხდა. გავერკვევი. ვნახავ ფოტოებს და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს.

გია გიორგაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

_ არ ვიცი, პრესამსახურს ჰკითხეთ.

_ ბატონო გია, ჩვენ თქვენი სუბიექტური აზრი გვაინტერესებს. როდესაც საჯარო მოხელე ასე იქცევა, უნდა მუშაობდეს თუ არა საჯარო სამსახურში?

_ არ ვიცი, არ მაქვს ამაზე ჩემი სუბიექტური აზრი(?!).

ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება არც გამგებლის მეორე მოადგილეს, დიმიტრი კორიფაძეს აღმოაჩნდა. როგორც ყოველთვის, მან მოუცლელობა დაასახელა და კომენტარი არ გააკეთა.

ლანჩხუთის გამგებლის მოადგილის, კახა ასკურავას თქმით, ეს ფაქტი კონკრეტული პირის უზრდელობაზე მიანიშნებს. ასკურავას განმარტებით, კითხვაზე _ უნდა მუშაობდეს თუ არა ასეთი ჩინოვნიკი საჯარო სამსახურში, პასუხის გაცემა მისი პრეროგატივა არ არის.

ჩვენ შევეცადეთ ჩხიკვაძის უშუალო ხელმძღვანელის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლელა იმედაშვილის კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა, უშედეგოდ _ გამგებელი 2 დღის განმავლობაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.

ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა გურიის გუბერნატორის მოადგილემ, ლელა თავართქილაძემ. გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის თქმით, როცა საჯარო მოხელე ასე იქცევა, ძალიან ცუდია:

_ ძალიან ცუდი ფაქტია. გავერკვევი დეტალებში და აუცილებლად მივიღებ შესაბამის ზომებს.

ამ ფაქტს, ბიძინა ივანიშვილის პრესპიკერი, მაია ფანჯიკიძეც აფასებს:

_ საჯარო მოხელე კი არა, ნორმალურ ქვეყნებში ნებისმიერი ადამიანი ისჯება ასეთი ჟესტისთვის. ეს, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, მაგრამ არ ეკადრება არც ერთ ზრდილობიან ადამიანს. მით უმეტეს, არ ეკადრება საჯარო მოხელეს. ეს არის ამ ფაქტის ძალიან ზოგადი შეფასება, _ ამბობს ფანჯიკიძე.

კოალიცია "ქართული ოცნების" ოზურგეთის წარმომადგენელს, მარინა სუნგულიას კი, აღნიშნულმა ფოტოებმა ცნობილი მწერლის სიტყვები გაახსენა:

_ მოვიშველიებ ცნობილი ქართველი მწერლის სიტყვებს: "შენს ქვეყანაში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო, ხოლო ქვეყნის გარეთ _ შენი ქვეყნის." ამ სურათის ნახვისას ზუსტად ეს სიტყვები გამახსენდა და ასე ვიტყოდი _ მანქანაში მჯდომი "ნაცმოძრაობის" დესპანია და ძალიან კარგად ახასიათებს იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წარმომადგენელიც გახლავთ, _ აღნიშნავს სუნგულია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში, კანონი კონკრეტული პირის თანამდებობიდან გათავისუფლების საშუალებას იძლევა:

_ ბატონო თამაზ, არეგულირებს თუ არა რომელიმე კანონი ასეთ ქმედებებს და ითვალისწინებს თუ არა პასუხისმგებლობას?

_ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

აღნიშნული შემთხვევა სხვა არაფერია, თუ არა სამსახურის გარეთ ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ჩადენილი უღირსი საქციელი. შესაძლებელია ჩავთვალოთ, რომ ეს ქმედება იმ დაწესებულების, რომელსაც მოხელე წარმოადგენს დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

_ ამ შემთხვევაში ითვალისწინებს თუ არა კანონი რაიმე სახის დასჯის მექანიზმებს?

_ ამავე კანონის შესაბამისად დისციპლინარული გადაცდომის თვის შეიძლება გამოყენებულ იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით _ არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა, არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.

_ ე. ი. კანონით ასეთი მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებაც შესაძლებელია?

_ რა თქმა უნდა, კანონი ამის საშუალებას იძლევა. პასუხისმგებლობის რომელ ზომას აირჩევს ხელმძღვანელის პრეროგატივაა. იგი უნდა გამოვიდეს იქედან, თავად როგორ აფასებს ამ მართლაცდა აღმაშფოთებელ ფაქტს, _ მიაჩნია იურისტს.

ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელ ფეისბუქში. უამრავ კომენტარს შორის იყო ოზურგეთის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ბერიძის კომენტარიც. ბერიძე მიიჩნევს, რომ ასეთი საჯარო მოხელე სამსახურიდან დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლონ:

_ ეს კონკრეტულად ამ ჩინოვნიკის სახეა და საერთოდ, საჯარო მოხელეებზე განზოგადებას თუ მოერიდებით, კარგი იქნება, _ ასეთი კომენტარი გაუკეთა ბერიძემ "გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას. კითხვაზე უნდა მოყვეს თუ არა ფაქტს რეაგირება, ძირძველი ნაციონალის პასუხი ასეთია:

_ უნდა მოყვეს. მე რომ მკითხო, სამსახურიდან დავითხოვდი. შეიძლება, ვინმე თვლიდეს, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა უკანდახევის ტოლფასია. ჩემი აზრით კი ეს ის შემთხვევაა, როცა "უკანდახევას" უფრო წინ მიჰყავხარ და ამ მხრივ მართლაც გვაქვს სამუშაო.

ფოტოები და ტექსტური მასალა უშიშროების საბჭოს უწყებათშორის კომისიას. ვნახოთ, შეეცდება თუ არა "ნაცმოძრაობა" საკუთარ სახედ დატოვოს.




 ახალი ამბები
  • ბახმაროში ჩარჩენილები _ ხელის თხოვნა 2050 მეტრის სიმაღლეზე"ჩემს ტყუპს სიგიჟემდე რომ უყვარს ბახმარო, ალბათ, ყველამ იცის. მისი სიყვარულის ისტორიაც აქ დაიწყო, ჰოდა, უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ამ საოცარ ადგილას აღვნიშნავთ მის გაბედნიერებას და ჩვენს "ოქროს დაბადების დღესაც", გილოცავ ტყუპჩიკ, ეს რაღაც სხვა გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოვთქვამ. ვულოცავ საკუთარ თავს და ყველას, ვისაც შენი ბედნიერება უხარია. ასეთი თვალებგაბრწყინებულები იყავით სიცოცხლის ბოლომდე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!"  _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩოხატაურელი ხატია პაიჭაძე. გიგა პაიჭაძემ და სალომე შერგელაშვილმა ერთმანეთი დიდი ხნის წინ ბახმაროში გაიცნეს, ამიტომ სიმბოლურია, რომ შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს ხელი სწორედ ბახმაროში სთხოვა, სადაც სალომე "მაყრიონთან" ერთად ტყუპების 22 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ეს სიურპრიზი მოულოდნელი იყო მისთვის, მაგრამ იუბილარ სატრფოს როგორ გააწბილებდა. დაქორწინდნენ და მაყრიონიანად ჩარჩნენ ბახმაროში და ახლა გზის გახსნას ელოდებიან, რომ თავიანთი სიხარული სხვებსაც გადასდონ. "გურია ნიუსი" ულოცავს ახლად დაქორწინებულ წყვილს და ბედნიერებას და შვილთა სიმრავლეს უსურვებს ... ...
  • ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, თუ რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე. ცნობისთვის, ბახმაროში მისასვლელ გზაზე დღეს   მეწყერი ... ...
  • “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში“ამ საღამოს დაბა გომისმთაზე გამოიდარა. ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი  მცხოვრები  მერაბ სანიკიძე ამბობს, რომ დაბა გომისმთაზე ახლა სამი ადამიანი იმყოფება. “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში. დიდი თოვლი არის მოსული. ამ საღამოს გამოიდარა და ყინავს“, - გვითხრა ... ...
  • ბახმაროში გზის გახსნას ელოდებიანგურიაში, კონკრეტულად ბახმაროში  მოსულმა თოვლმა გზა ჩაკეტა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურის, იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კურორტზე 50 მანქანა და 200-მდე ადამიანი იმყოფება ამ დროისთვის. ისინი გზის გახსნას ... ...
  • გომისმთაზე 80 სმ თოვლი მოვიდადაბა გომისმთაზე თოვლი მოვიდა. ეს ფოტოები “გურია ნიუსს“ დაბის მკვიდრმა მერაბ სანიკიძემ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...