გიორგი პაპუაშვილის გადადგომის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია გაიმართა

gurianews.com

საზოგადოება

გიორგი პაპუაშვილის გადადგომის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია გაიმართა

2016 ივლ 6 19:13:29

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გიორგი პაპუაშვილის სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს და სასამართლოს თავმჯდომარეს "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

აღნიშნული მოთხოვნით დღეს ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია გამართა. 

"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თუკი სასამართლო არ იხელმძღვანელებს პოლიტიკური ვალდებულებების სიმძიმიდან, გიორგი პაპუაშვილის მხრიდან კანონთან კონფლიქტის ფაქტის დადასტურება შესაძლებელია.

"კერძოდ, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის მე-16 მუხლის 1-ელი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის მიხედვითაც, "საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი". მოცემულ შემთხვევაში, გიორგი პაპუაშვილმა ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი, როდესაც 2007 წელს სახელმწიფოსგან როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული და სადავო ბინა მიიღო. სწორედ მოსამართლისთვის შეუფერებელი და უღირსი ქცევის კვალიფიკაცია მიეცა გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების ფაქტს 2016 წლის 29 თებერვალს სამთავრობო სხდომაზე, სადაც გიორგი პაპუაშვილს მხარი არ დაუჭირეს ევროსასამართლოში მოსამართლის შესარჩევ კონკურსში. შესაბამისად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საკითხზე შეფასება უკვე გამოთქვა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მისი წევრი მოსამართლის, გიორგი პაპუაშვილის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტაზე, მსჯელობის საგანი უნდა გახდეს", _ აცხადებს კაიკაციშვილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გიორგი პაპუაშვილის ქონებაჩამორთმეულ როლანდ ბლადაძის ცხოვრების ფაქტი თავად როლანდ ბლადაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმაც გააპროტესტეს.

როლანდ ბლადაძის ოჯახმა მედიასთან საუბარში სასამართლოს თავმჯდომარის წარსულში არსებული გამონათქვამები და განცხადებებიც გააპროტესტეს, სადაც გიორგი პაპუაშვილი როლანდ ბლადაძეს 2004 წლამდე აჭარაში დანაშაულებრივ ქმედებებში ადანაშაულებდა და აღნიშნეს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს აღნიშნული გამონათქვამებით საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების სურვილი აწუხებს.

როლანდ ბლადაძის ოჯახის განცხადებით, აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილებით, როლანდ ბლადაძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

"შესაბამისად, თუკი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, როლანდ ბლადაძის მიმართ სხვა მნიშვნელოვანი სამხილები იარსებებდა, ქონების ჩამორთმევა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამატების საფუძვლით არ მოხდებოდა და არც მხოლოდ სადავო ქონების ჩამორთმევას დასჯერდებოდა იმჟამინდელი ხელისუფლება. როლანდ ბლადაძის ოჯახმა გიორგი პაპუაშვილს მოუწოდა, რომ სადავო ქონების მიმართ დავის პროცესში, ცილისწამების ნაცვლად, არსებობდეს მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტები. აგრეთვე, გიორგი პაპუაშვილმა არ მოახდინოს გავლენა საქმის განმხილველ მოსამართლეზე, რომელიც დავას თბილისის საქალაქო სასამართლოში აგრძელებს", _ აცხადებენ "ახალგაზრდა ადვოკატები".

არჩილ კაიკაციშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მიზანმიმართულად არ რეაგირებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მასთან სადავო ქონების ირგვლივ წინადადებათა განხილვაზე. სასამართლომ სახელმწიფოს გიორგი პაპუაშვილთან მორიგებაზე დრო ამჯერად საბოლოოდ, 8 ივლისამდე განუსაზღვრა, თუმცა გიორგი პაპუაშვილი სამინისტროსთან კომუნიკაციას თავს არიდებს.

ორგანიზაციის შეფასებით, გიორგი პაპუაშვილი ცდილობს, როგორც მორიგების პროცესი, ასევე სასამართლო განხილვები განუსაზღვრელი ვადით გააჭიანუროს. თუმცა მომდევნო სასამართლოს ხდომაზე, მოსარჩელე მხარე აღარ აპირებს კიდევ ერთხელ სასამართლო სხდომის გადადების წინადადებაზე მხარდაჭერას.

შეგახსენებთ, რომ როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, საქმეს მოსამართლე დიანა ფარქოსაძე განიხილავს.

ამავე თემაზე:

მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს - "ახალგაზრდა ადვოკატები"

გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონებაზე სახელმწიფოსთან მორიგება 8 ივლისამდე უნდა შედგეს

რა გარიგებას დებს გიორგი პაპუაშვილი სადაო ქონებასთან დაკავშირებით

"ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის"

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადაო ქონების საქმეზე პირველი სხდომა გაიმართება

გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! - "ახალგაზრდა ადვოკატები" ომბუდსმენს მიმართვენ

გიორგი პაპუაშვილს სააპელაციო სასამართლომ ქონებაზე ყადაღა მოუხსნა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს

ვინ აწვდის ცალმხრივ ინფორმაციას საზოგადოებას პაპუაშვილის სადაო ქონებაზე

გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს

"ახალგაზრდა ადვოკატები" პარლამენტს გიორგი პაპუაშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისთვის მიმართავს

პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს

"პროკურატურის ახალი დეპარტამენტი სამართლიანობის აღდგენას დააჩქარებს"

ვენეციის კომისია "ახალგაზრდა ადვოკატების" კვლევას ეხმაურება

"ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს"

"ახალგაზრდა ადვოკატების" მიმართვა პრეზიდენტ მარგველაშვილს

ევროპარლამენტი უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში, გიორგი პაპუაშვილის ცხოვრებას ეხმაურება

"ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან"


ნახვა: 43


 ახალი ამბები
  • ლევან დადუნაშვილის დედა - „პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ ამ ბავშვების საქმეს“ „პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ პირდაპირ ამ ბავშვების საქმეს“ - განაცხადა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ ანრი ოხანაშვილის კითხვის პასუხად. კერძოდ, ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, ხომ არ აქვს ლევან დადუნაშვილის დედას კითხვის ნიშნები პროკურატურის ქმედებებთან დაკავშირებით და რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე მასთან მიმართებაში. ანრი ოხანაშვილი - ზაზა სარალიძეს ჰქონდა კითხვა პროკურატურასთან მიმართებაში. თქვენ პროკურატურასთან დაკავშირებით რამე კითხვის ნიშნები ხომ არ გაქვთ მათ მოქმედებებთან? რამე კითხვის ნიშნები ხომ არა გაქვთ მათი მხრიდან მოწმეებთან მიმართებაში? მათ მოქმედებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე? თქვენთან ურთიერთობა-დამოკიდებულება როგორი იყო? რამე კითხვის ნიშნები ხომ არ გაქვთ მოწმეებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე? ნათია საყვარელიძე - „ჩვენი ურთიერთობების დასაწყისიდანვე ამ ურთიერთობას ნდობას ვერ დავარქმევდი. ადამიანი, რომელიც პირველად ვზივარ სასამართლო პროცესზე, თვითონ შემიძლია გითხრათ რა შთაბეჭდილება მრჩებოდა თითოეული მოქმედი პირიდან. რომ ესენი საკმაოდ კარგი პროფესინალები არიან, იმიტომ რომ თითოეული სასამართლო პროცესი ეს იყო ბრძოლა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის. პირდაპირ ეს ჩანდა, გასაკუთრებიოთ მაშინ როცა იყო მნიშვნელოვანი მოწმე დასაკითხი. მე ზედმეტი ურთიერთობა მათთან არ მქონია. მხოლოდ პროცესეზე ვხვდებოდი. მე პროცესუალური საქმის გამო მიბარებდნენ და იმას მაცნობდნენ. იქვე ვსვამდი ამ შეკითხვას, მე რაც შეკითხვების უფლება მქონდა, არ გვქონდა უფლება ხმის გაღების და რამდენჯერმე ფურცელზე დავწერე და ისე ვაწვდიდი. ეს შეიძლება ჩემი პირადი აზრია, მაგრამ ესეთი შთაბეჭდილება მქონდა რომ პროკურორებს პიროვნულად ძალიან გათავისებული ჰქონდათ და განიცდიდნენ პირდაპირ ამ ბავშვების საქმეს. ასეთ დამოკიდებულებას ვხედავდი. ეს ერთი და მეორეც, შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლო პროცესებზე, როდესაც იყო მნიშვნელოვანი მოწმე იქ ხდებოდა ძალიან დიდი შეჯახება პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. რამდენჯერმე იყო ჩვენების ჩაგდების მცდელობა და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა რომ რამეს ისეთ ვხედავდი, რომ პროკურატურა რამეს მალავდა. ასეთი შთაბეჭდილება არ დამრჩა პირადად, მითუმეტეს მაშინ როცა იყო ამის გაპროტესტების საშუალება. განსაკუთრებით მახსენდება გ.ჯ 2-ის ჩვენება, რომელიც თითქმის ჩაგდების ზღვარზე მივიდა, რადგან ბავშვი ითხოვდა ბრალდებულების გაყვანს და მოსამართლემ ეს არ დაუშვა. ბავშვები ძალიან დაძაბულები იყვნენ და ეს ბავშვი ძალიან ცუდად გახდა. ამ ბავშვები პირდაპირი შევიწროება მოხდა მოწმის ფიზიკურადაც. არ ვიცი ეს მოლაპარაკება იყო, წინასწარი შეთანხმება იყო, მიღებული პრაქტიკა იყო თუ არა. ბავშვი ამბობდა რომ ასე ვერ ვიტყვი, ვერ ვიტყვი. თან ეს იყო პირდაპირი მოწმე ლევანთან მიმართებაში. მოსამართლე იძულებული გახდა გაიყვანეთო ეს ბავშვიო. ეს ბავშვი რომ გონზე მოვიდა, შეკითხვის გარეშე პირდაპირ თქვა ვინ იყო ლევანთან მიმართებაში. მე მგონი ეს ბავშვი საერთოდ იდგა და უყურებდა. არც ჩხუბობდა და უყურებდა, პირდაპირ ყავდა დამნაშავე დანახული. ეს იყოო, უბრალოდ მაშინ გრძელი თმა ქონდა და ახლა შეჭრილი აქვსო. მე ეს დეტალი არ ვიცოდი. ასეთი შეჯახებები ხშირად ხდებოდა ადვოკატებსა და პროკურორებს შორის. რაც უფრო ბოლოსკენ მიდიოდა საქმე, ადვოკატები უფრო მეტ პროვოკაციაზე მიდიოდნენ. პირველად, პროვოცირებას ვერ ვხვდებოდი რატომ ხდებოდა. მერე მივხვდი როგორც მაყურებელმა რომ დადგა პროკურორების აცილების მოთხოვნა მათი მხრიდან. ეს მე ეჭვებს მიჩენს. ძლიერები არიან და შემდეგ ეტაპზე არასასურველი პირები არიან ადვოკატებისთვის. მოითხოვეს მათი აცილება პირდაპირ. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. იგივე მოხდა დამოუკიდებელი ექსპერტის დაკითხვის დროსაც. პირად ინტერესს ნამდვილად ვერ ვხდევადი ლევანთან მიმართაბაში განსაკუთრებით და შემიძლია გითხრათ რომ ძლიერი პროფესიონალები არიან. ეს კარგად წარმოჩინდებოდა მათი კამათის დროს სასამართლო პროცესზე“ - განაცხადა ლევან დადუნაშვილის ... ...
  • "არ ვიცი, რატომ არის დაკეტილი კარი. ალბათ, ძალოვანებმა დაკეტეს" _ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსიამ დრომდე დაკეტილია ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში შესასვლელი კარი.  ქალაქ ოზურგეთის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსი გიორგი ინწკირველი ამბობს, რომ არ იცის რატომაა დაკეტილი შენობაში შესასვლელი ძირითადი კარი. "არ ვიცი, რატომ არის დაკეტილი კარი. ალბათ, ძალოვანებმა დაკეტეს", _ გვითხრა ... ...
  • საკრებულოს თავმჯდომარე: სად უნდა გადავდგე, ან რატომ უნდა გადავდგე? (ექსკლუზივი)ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას თანამდებობის დატოვების შესახებ არ შეასრულებს. ამის შესახებ დარჩიამ ექსკლუზიურად "გურია ნიუსთან" საუბრისას განაცხადა: _ სად უნდა გადავდგე, ან რატომ უნდა გადავდგე?! ვფიქრობ, რომ მათი მოთხოვნა აბსურდულია და შეუძლებელია ამაზე სერიოზული პასუხის გაცემა, _ აღნიშნა დარჩიამ. მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" უკვე გასცა წერილობით ამომწურავი პასუხი მათ კიდევ ერთ მოთხოვნაზე და გარკვევით განუმარტა თუ რატომ არ დანიშნავს რიგგარეშე სხდომას. რაც შეეხება ქათამაძის ცემაში მონაწილე პირების დასჯას _ დარჩია ამბობს, რომ მიმდინარეობს გამოძიება: _ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია, რომელიც არავინ არ უნდა დაარღვიოს. მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს ჭეშმარიტებას, _ აღნიშნა დარჩიამ ჩვენთან საუბრისას დარჩიამ.  დარჩიამ, ჩვენთან საუბრისას, ასევე კომენტარი გააკეთა დღეს საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე _ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მისთვის მიტანილ ლურჯ "კასკაზე": _ ამაზე რა უნდა ვთქვა. ამით, ყველამ დაინახა რასაც წარმოადგენენ. "კასკა"მაგათ ჭირდებათ, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაერთი ადამიანი გაამწარეს და ნუ გონიათ, რომ ეს ვინმეს დაავიწყდა, _ თქვა დარჩიამ. შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით, ასევე რიგგარეშე სხდომის დანიშვნის და ბესო ქათამაძის ცემაში მონაწილე დეპუტატების დასჯის მოთხოვნით, ამ წუთებში, ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის წინ "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს. ამავე დროს, ამ მოთხოვნით, უკვე მეხუთე დღეა შიმშილობენ საკრებულოს დეპუტატები. ამავე თემაზე: ლევან ხაბეიშვილი: ეს არ არის მარტო ოზურგეთის ომი მურთაზ ზოდელავა: ეს არის დეპუტატის მკვლელობის მცდელობა ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის წინ ქათამაძის ცემას, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული "ნაციონალები" აპროტესტებენ ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში _ პოლიციამ "ნაციონალებს" "კასკა" არ ... ...
  • “რაც მეტი ადამიანი გაიგებს ჩემს გასაჭირს, უფრო არის შანსი ჩემს შვილს დროულად დავეხმარო“ოზურგეთში მცხოვრებ წლინახევრის ბავშვს სასწრაფოდ დახმარება სჭირდება. ბავშვის დედის ი.ს-შვილის თქმით, ბავშვს თავზე და ხერხემალზე სერიოზული პრობლეები აქვს. “რაც მეტი ადამიანი გაიგებს ჩემს გასაჭირს, უფრო არის შანსი ჩემს შვილს დროულად დავეხმარო. თავზე და ხერხემალზე აქვს სერიოზული პრობლემები. ექიმებმა მოითხოვეს თავის და ზურგის ტვინის ტომოგრაფიის გაკეთება. გადაღებებზე 1080 ლარია საჭირო. ამჟამად ბავშვი სახლში გვყავს და ველოდებით თანხას როდის შევაგროვებთ. ამ გადაღებების შემდეგ საჭირო იქნება ოპერაცია და ამას ცალკე თანხა დასჭირდება. ვნახე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ თალაკვაძე, მათგანაც ველოდები დახმარებას“, _ გვითხრა პატარას დედამ. დახმარების სურვილის შემთხვევაში, დაუკავშირდით პატარას ოჯახს ტელეფონის ნომერზე: 555 695 ... ...
  • დადუნაშვილის ადვოკატს ბრალდებულების ჩვენებების გულწრფელობაში ეჭვი ეპარება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა მდინარაძის მიერ დადუნაშვილის ადვოკატისთვის დასმულ კითხვაზე - ბრალდებულებმა 6 თვის მერე გადაწყვიტეს მიეცათ ჩვენებები, თქვენთვის რამდენად დამაჯარებელი ჩვენებები იყო და თუ იყო, რატომ ან თუ არ იყო, რატომ? ადვოკატმა იზო მაღლაკელიძემ განაცხადა: „პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ორივე ბრალდებულის ჩვენებები იყო ერთმანეთისგან განსხვავებული, თანხვედრაში არ იყო, რაც სასამართლომ აღნიშნა. აქედან გამომდინარე, რაღაც ნაწილში ვენდოთ და რაღაც ნაწილში არა, არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი მიდგომა. ვფიქრობთ, რომ არ იყო მათი ჩვენება გულწრფელი, და რატომ: ისინი 6 თვის მანძილზე ინარჩუნებდნენ დუმილს. თუმცა, ერთ-ერთი ბრალდებულის გ. ბ. ს ჩვენება ფარული წესით იყო ჩაწერილი გამოძიების მიერ. ფარულ ჩანაწერში ის ისეთი ემოციით აღწერს, ანუ გ. ბ. ამბობს ფარულ ჩანაწერში, როგორ გაასხა დათო სარალიძის ფეხიდან სისხლმა. ეს შეუძლებელია ვინმეს მოყოლით გადმოცემული ემოცია იყოს, იმიტომ რომ ბავშვის ემოცია სხვა არის მაინც და ამ საუბარში ისე ჰყვება, რომ ეს მას პირადად აქვს დანახული. ჩემი შეფასებით, ყოველ შემთხვევაში. თუმცა შემდეგ ის ჩვენება, რაც მას ჰქონდა მიცემული ფარულ ჩანაწერში, აღარ დაადასტურა სასამართლოში. ესეც იწვევს იმის ეჭვს, რომ ის არ იყო გულწრფელი და მისი ჩვენება არ ემთხვეოდა გ. ჯ.ს ჩვენებას. ასევე, ხაზგასმა მინდოდა, რომ 6 თვე ინარჩუნებდა დუმილს ორივე ბრალდებული და ელოდებოდნენ ბოლომდე, ვინ რა ჩვენებას მისცემდა. სწორედ იმ პირთა მიმართ მისცეს მათ ჩვენება, რომლებმაც ისინი ამხილეს და რომელთან შეხება ჰქონდათ ფარდულის ეპიზოდთან. აქედან გამომდინარე, მიჩნდება ... ...

არქივი

ზაფრანი

იცით თუ არა რომ

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს...

მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ

ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ...

ტელეფონი-ხელთათმანი

ამერიკელმა დიზაინერმა და მხატვარმა, ბრაიან...

გინესის წიგნში შეტანილი ქვეწარმავლები

ყველაზე დიდი ბაყაყი. აფრიკული ბაყაყი...

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა...

დაავადება, რომელსაც "დორიან გრეის სინდრომი" ეწოდა

დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...