ლეონიდ ჩერნოვეცკი აცხადებს რომ მისი ვაჟი პოლიციას არ დაუპატიმრებია

საზოგადოება

ლეონიდ ჩერნოვეცკი აცხადებს რომ მისი ვაჟი პოლიციას არ დაუპატიმრებია

12 ივლ. 2016, 21:40:03

ესპანეთში ლეონიდ ჩერნოვეცკის შვილი სტეპან ჩერნოვეცკი დააკავეს. ესპანური მედიის ცნობით, გამოძიება მას ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს.

ესპანელმა სამართალდამცავებმა სტეპან ჩერნოვეცკისთან ერთად კიდევ 11 ადამიანი დააკავეს.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლეონიდ ჩერნოვეცკი კატეგორიულად უარყოფს.

"დღეს დილით საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყვე, რომ ჩემი ვაჟი, ესპანეთში, ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს!

საშინელი ამბავი, რომელიც ესპანელმა ჟურნალისტებმა გააზვიადეს!

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემივაჟი არასდროს ყოფილა ისეთი საქმით დაკავებული, რომელიც დანაშაულთან არის დაკავშირებული! მას ეს არ სჭირდება, რადგან მის ანგარიშზე, უკრაინაში ბანკის გაყიდვის შედეგად, პატიოსანი გზით მიღებული თანხები საკმარისად აქვს! ისპატიოსანიადამიანია! დამისაბაძადკანონმორჩილი!

ჩემი ვაჟი არ არის დაკავებული! ეს ტყუილია, ის ბარსელონაში, თავის სახლშია, სადაც ამ მომენტისთვის პოლიციის შეკითხვებს პასუხობს იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც რაღაც კავშირშია ამ ვითარებასთან.

სტეპანის დაკავება რომ სურდეთ, ის დიდი ხანია დაკავებული იქნებოდა! ესპანეთში ადამიანის დაკავება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

დარწმუნებული ვარ დღეს საღამოს პოლიცია ჩემს ვაჟს ბოდიშს მოუხდის, მაგრამ ვინაიდან მათ ეს ამბავი

პრესაში ოფიციალურად განაცხადეს, ჩემი ოჯახი ამას უპასუხოდ არ დატოვებს! ჩვენ ბარსელონის პოლიციას ჩემი ვაჟის შესახებ ცრუბრალდების გამო სერიოზულ სარჩელს წარვუდგენთ  და მილიონობით დოლარს, რომელსაც ესპანეთის პოლიცია ჩემს შვილს კომპენსაციის სახით გადაუხდის

( ესპანეთში მსგავს საკითხებს სასამართლო ადვილადწყვეტს),ის საქართველოში საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავს.

მე მშვიდად ვარ, წინაამღდეგ შემთხვევაში ბარსელონაში გავფრინდებოდი და ჩემი ვაჟის გვერდით ვიქნებოდი, რადგან იგი ძალიან მიყვარს და როგორც შვილს და ბიზნესმენს, დიდ პატივს ვცემ! მას კარგი სახელია ქვს და მე მასში დარწმუნებული ვარ!

ხვალ მეკიდევ ვაპირებ ამ საკითხზე განცხადების გაკეთებას, ან შესაძლოა ჩემმა ვაჟმა პირადად გააკეთოს განცხადება!"-აღნიშნულია ლეონიდ ჩერნოვეცკის განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთშიამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში. სოფლების ოზურგეთისა და ნასაკირალის საზღვარზე, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 2 ახალგაზრდა იჯდა, მოხრეშილ გზაზე მოცურდა, იქვე მცხოვრების ეზოში შევარდა და ხეებს შორის გაიჭედა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარები ბრიგადა, რომელმაც ახალგაზრდები მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში ... ...
  • “პატრიოტთა ალიანსის” 2 ტყუილი მანდატურების ისტორიასა და განათლების შესახებ კანონზე26 ივლისს ტვ ობიექტივის “ღამის სტუდიის” ეთერში პატრიოტთა ალიანსის წევრმა ვაჟა ოთარაშვილმა მანდატურების ინსტიტუტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მანდატურები ევროპაში პირველად ნაცისტური პარტიის მმართველობის დროს გაჩნდა. მისი თქმით, საქართველოში მათი გამოჩენა “მომავალი თაობის „გამოლენჩებას” ემსახურება. ოთარაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ განათლების კანონით მასწავლებელს მოსწავლისთვის შენიშვნის მიცემა ეკრძალება. ოთარაშვილის განცხადება დეზინფორმაციაა, გერმანიის სკოლებში მანდატურის სამსახური არ არსებობს. ინფორმაცია ასევე არ იძებნება ნაცისტური მმართველობის პერიოდში მანდატურების შემოყვანაზე. ევროპის კონტინენტზე მანდატურის თანამდებობა კი ჯერ კიდევ მეშვიდე საუკუნეში ბიზანტიის სამეფო კარზე არსებობდა, საქართველოს ისტორიულ წყაროებში კი მეცხრე საუკუნიდან იხსენიება. რაც შეეხება განათლების შესახებ კანონს, ის კრძალავს არა შენიშვნის მიცემას, არამედ მოსწავლის სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას.   წყარო : .mythdetector ... ...
  • 20 სასამართლო პროცესი, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთებაადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს საერთო სასამართლოებში მიმდინარე სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესებზე დაკვირვებას. ამ დროისათვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვების ქვეშ მოექცა 20 საქმე, რომელთაგან ნაწილის განხილვა სასამართლოში დასრულებულია.  1.  გიორგი უგულავას საქმე (ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმე). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი უგულავა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას. უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის ამ განაჩენით, გიორგი უგულავას 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი საპატიმროდან 2020 წლის 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გათავისუფლდა.  2.  გიორგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას საქმე. ქალაქ თბილისის ყოფილი მერის, გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა. ბრალდებულებს პროკურატურა სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრება). ამასთან, უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში „სითი პარკის“ ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ხოლო ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებასაც ედავება.    3.  გიორგი უგულავას საქმე (ე.წ აეროპორტის საქმე). პროკურატურის 2019 წლის 11 დეკემბრის დადგენილებით, გიორგი უგულავას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების ვერსიით, გიორგი უგულავამ ბ.გ.-ს მიაყენა ფიზიკური დაზიანება. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ბ.გ. პირიქით - პროვოკაციულად თავს დაესხა „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს - გიორგი უგულავას და გიორგი გაბაშვილს. საქმე მოსამართლეს არსებითად განსახილველად აქვს გადაცემული, მაგრამ განხილვა ჯერ არ დაწყებულა.   მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება.  4.  ნიკანორ მელიას  საქმე. პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ნიკანორ მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის I და II ნაწილებით, რაც ითვალისწინებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციას უკავშირდება.  ადამიანის უფლებათა ცენტრმა ნიკანორ მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მიმოიხილა დოკუმენტში - 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი ანალიზი. 5.  ნიკანორ მელიასა და ზურაბ ადეიშვილის საქმე. ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ნიკანორ მელიას, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ  პირველი ინსტანციის სასამართლოში ნიკანორ მელია გამართლდა სსკ-ის 2051-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც გულისხმობს ქონების დამალვას მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით. 6.  ირაკლი ოქრუაშვილის საქმე. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარედგინა  2019 წ. 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე, სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. 2020 წლის 13 აპრილის განაჩენით მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე ოქრუაშვილმა, ისევე როგორც გიორგი უგულავამ, პენიტენციური დაწესებულება 15 მაისს დატოვა. შეწყალების მიუხედავად, ოქრუაშვილმა განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც საქმის განხილვა 2020 წლის სექტემბერში დაიწყება. 7.  ირაკლი ოქრუაშვილის საქმე (ე.წ ბუტა რობაქიძის საქმე). ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი  წარდგენილი აქვს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. საქმე ეხება 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, დიდუბის პანთეონთან მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც საპატრულო პოლიციის პატრულმა-ინსპექტორებმა გააჩერეს BMW-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გრიგოლ ბაშელეიშვილს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი - ამირან (ბუტა) რობაქიძე, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდების დადგენილებით, ამ ფაქტზე ინფორმაცია იმავე ღამით მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც დავალება მისცა შემთხვევის ადგილზე მისულ შსს-ს მაღალჩინოსნებს, „გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი“ და ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება. 8.  კობა კოშაძის საქმე - პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენას, შენახვას ან ტარებას. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით  მიმართა, კობა კოშაძის მიმართ სასამართლომ გააუქმა აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა და ბრალდებულს შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით. კოშაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.  ადამიანის უფლებათა ცენტრმა კობა კოშაძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მიმოიხილა დოკუმენტში - ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება. 9.  გიორგი რურუას საქმე. ტვ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და მეწილეს, 2019 წლის 20-21 ივნისის და ნოემბრის საპროტექსტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს და მონაწილეს, გიორგი რურუას ბრალი ედება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება); მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას. 2020 წლის 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის   მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გიორგი რურუას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას სასჯელის სახედ 4 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო ორივე წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს პრეზიდენტი მსჯავრდებულის შეწყალებაზე უარს აცხადებს. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს დაცვის მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი - გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმე - სამართლებრივი ანალიზი. 10.            მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმე - თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს (ამჟამად - პოლიტიკური ორგანიზაცია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები) ბრალი ედებათ სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რომელიც განხორციელდა ჯგუფურად და თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ხოლო TV პირველის მფლობელის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ წარდგენილი ბრალი გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას (25-194 მუხლის მე-2 ნაწ-ის „ა“ და მე-3 ნაწ-ის „გ“ ქვ/პ). სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზეა. 11.            ნიკა გვარამიას საქმე - „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ბრალი ედება სსკ-ის 220-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.  12.            მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმე. საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 182-ე მუხლის „ბ“ ბუნქტით, რაც გულისხმობს საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით (8 837 461 ლარი) ჯგუფურად გაფლანგვას. სისხლის სამართლის საქმეს არსებითად იხილავს თბილისის საქალაქო სამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი. 13.            მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას საქმე. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე განიხილება სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება 2007 წ. 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“. მიხეილ სააკაშვილის გარდა, ბრალი წარდგენილი აქვთ იმ პერიოდის მაღალჩინოსნებს: ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას. საქმეს, მისი სირთულიდან გამომდინარე, იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. სხდომას თავმჯდომარეობს მოსამართლე ნინო ელეიშვილი. 14.            ლაშა ჩხარტიშვილის საქმე. 2020 წლის 20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე და მას ჯარიმის სახით დააკისრა 3500 ლარის გადახდა. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გადაწყვეტილება 3 სასამართლო სხდომაში მიიღო. ჩხარტიშვილმა გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 15.            ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილის საქმე. ბესიკ თამლიანს, ზურაბ ბუდაღაშვილსა და ცოტნე სოსელიას ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სსკ-ს 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. მოცემულ საქმეზე პროკურატურასა და ბრალდებულებს - ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება. 2020 წლის 23 მარტს ბესიკ თამლიანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე შეიცვალა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. მან დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ბესიკ თამლიანის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ გრძელდება.  16.            ბეჟან ლორთქიფანიძის საქმე. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ნაკრესის“ თანამშრომელს, ბეჟან ლორთქიფანიძეს  ბრალი წარედგინა სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. ბეჟან ლორთქიფანიძე ბრალს არ აღიარებს. ბრალდება უკავშირდება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს. საველე ბიოლოგი და ველური ბუნების მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე 2019 წლის 20 ივნისს დააკავეს და მას შეფარდებული ჰქონდა 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა. ამ დროისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო აქვს შეფარდებული. სასამართლო პროცესი არ დასრულებულა.  17-18-19. ყოფილი სპეცრაზმელების საქმეები. ლევან იმერლიშვილს, გიორგი ესიაშვილს და მინდია ამბარდნიშვილს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს - „მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით“. ყოფილი სპეცრაზმელების მიმართ სისხლის სამართლის საქმეებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ცალ-ცალკე სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს. 20.            ადამიანის უფლებათა ცენტრის სასამართლო მონიტორები ასევე აკვირდებოდნენ გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის საქმეს. გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. მოცემული საქმე განიხილებოდა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან ერთად, მაგრამ ჯავახიშვილისა და დათაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და ისინი მალევე გათავისუფლდნენ მას შემდეგ, რაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.  მონიტორინგის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები გააანალიზა დოკუმენტში - ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება. ადამიანის უფლებათა ცენტრი  სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებს საერთო სასამართლოებში პროექტის - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ ფარგლებში აკვირდება. პროექტი საპროტესტო აქციების მონიტორინგსაც ითვალისწინებს. პროექტის მხარდამჭერია აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED). პრესრელიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას. შესაბამისად, NED არ არის პასუხისმგებელი ტექსტის ... ...
  • "ოქტომბერში ამას იტყვის მოსახლეობის 80%" _ ჭიჭინაძე " თუ დღეს საქართველოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათთვის საკმაოდ მძიმე ხდება და მთავარი გამოწვევა ეკონომიკაა, მე ვაცხადებ, რომ ოქტომბერში ამას იტყვის მოსახლეობის 80%! რადგან სამუშაო ადგილები ყოველ დღე იკარგება”,_  აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე. „ მოსალოდნელ მძიმე შედეგებს ეკონომიკაში არც პრემიერი გახარია უარყოფს და საკმაოდ უიმედოდაც გამოიყურება. ეს კი, პირველ რიგში, „ოცნების“  საარჩევნო კამპანიაშიც ჩანს, რადგან მათ ისიც კი არ იციან რას დაჰპირდნენ ამომრჩეველს. ხოლო მარტო ის, რომ ვიღაცეებს 200-300 ლარს დაურიგებენ, ეს ეკონომიკის გადარჩენისთვის საკმარისი ნამდვილად არ არის! განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც სამუშაო ადგილები იკარგება. ამიტომ ვამბობ წლებია, პანდემიის გამოცხადების პირველი დღიდან კი განსაკუთრებით, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტი ეკონომიკა უნდა იყოს და ამ ეკონომიკაში მთავარი ფაქტორი ბანკების ფაქტორი!“ - აცხადებს ... ...
  • რას იძიებს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადების საფუძველზე პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურორის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. "საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ,  მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას",_ აცხადებენ პროკურატურაში. გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, მასზე პროკურორის მხრიდან ზეწოლა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...