კეცის ხაჭაპური და ადესა გურული იუმორის თანხლებით _ "პარადოქსების მხარე" გელით

საზოგადოება

კეცის ხაჭაპური და ადესა გურული იუმორის თანხლებით _ "პარადოქსების მხარე" გელით

2016 ივლ 13 16:44:43

"გურული დღიურები" წავიკითხეთ. დარჩა ის, რასაც ვერ წავიკითხავთ, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ გურიაში ტურიზმის მასშტაბურ კამპანიას - გავიაროთ გურული დღიურების გზა ყველაზე საინტერესო გურულ მეგზურთან გიორგი კეკელიძესთან ერთად. ჩვენი გუნდი იღებს ჩვენი დროის ყველაზე საინტერესო გამოწვევას და საშუალებას გაძლევთ ყველა მსურველს ერთად მოვიაროთ "პარადოქსების მხარე". გომისმთიდან ბახმარომდე, კეცის ხაჭაპური, ადესა, ქართული გიტარა და დაუვიწყარი გურული იუმორი", _ ამ საინტერესო შეთავაზებით, ტურისტული კომპანია Welcome Georgia გურიაში ტურიზმის მასშტაბურ კამპანიას იწყებს.

რა მარშრუტებს სთავაზობენ გურიაში მოგზაურობის მსურველებს, რა დაგიჯდებათ ეს სიამოვნება და ვინ გიმასპინძლებთ საქართველოს ულამაზეს მხარეში, ამ საკითხებზე "გურია ნიუსი" Welcome Georgia-ს მარკეტინგის მენეჯერს,  ნინიკო ქორიძე ესაუბრა.

_ნინიკო, საიდან გაჩნდა გურიაში სპეციალური ტურისტული მარშრუტის გაკეთების იდეა?

_გურიაში ტურისტული პოტენციალი რადგან არ არის, აქტიურად დავიწყეთ ორი თვის წინ მუშაობა, რომ იქ სიახლე შეგვეტანა. რადგან ვემსახურებით უცხოელებს, ქვეყნიდან არავინ არ გაგვყავს, პირიქით, ჩვენს ტურისტულ კომპანიას აქეთ შემოჰყავს ვიზიტორები, გადავწყვიტეთ სიახლე შეგვეთავაზებინა მათთვის. გურიაში არცერთი ტური არ კეთდება. მე თვითონ გურული ვარ და პირველი ინიციატივაც ჩემგან წამოვიდა. მართალია ყველა იძახის, რომ გურიაში არაფერია სანახავი, არ არის ინფრასტრუქტურა ხალხი რომ დააბინავო და საერთოდ, გურია შორს არის ტურიზმისგან, მაგრამ საბედნიეროდ ჩემი იდეა იდეად არ დარჩა ჩვენი კომპანიის დირექტორის ტატო კუბლაშვილის წყალობით, რომელმაც ძალიან დიდი შრომა ჩადო ამ პროექტის რეალობად გარდაქმნაში. რომ არა ტატოს გვერდში დგომა, კიდევ დიდხანს ვერ მოხერხდებოდა ტურისტების მოზიდვა გურიისკენ. ზოგადად ძალიან სტერეოტიპული დამოკიდებულება აქვთ გურიასთან. თუმცა,  შარშან ჩვენი მეგობარი ტურისტები იყვნენ ჩამოსულები და გვთხოვეს ისეთი რამ გვეჩვენებინა, რაც აქამდე არ უნახავთ. სწორედ ტატოს ინიციატივით წავედით მაშინ ბახმაროში და იმდენად განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ სტუმრებს, მივხვდით რომ აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა სპეციალური ტური.

_ პირველი თქვენი გასვლა გურიაში შარშან იყო?

_ შარშან მეგობრული გასვლა იყო გურიაში. წელს გადავწყვიტეთ, რომ აქტიურად დაგვეწყო პროცესი და გვეპოვა ადამიანი, რომელსაც ჩვენზე უკეთ ეცოდინებოდა გურია. გიორგი კეკელიძის პროექტში ჩართვის იდეაც ასე გაჩნდა. ვეძებდით იმას, რაც ჩვენ არ ვიცოდით გურიაში. გიორგიც საკმაოდ დაინტერესდა და მხარდაჭერით შეგვხვდა. განსაკუთრებული მადლობა მას ამისათვის. ფაქტიურად იდეის თანაავტორია და ერთად ვცდილობთ ამ პროექტის გაკეთებას. გიორგის ინიციატივაა, რომ პროექტს "გურული დღიურების გზა" ჰქვია. ის პირველი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც პროექტს მხარი დაუჭირა და ამასთან, სრულიად უსასყიდლოდ.

_ვისთვის იგეგმება ეს ტურები? მხოლოდ უცხოელებზე გაქვთ გათვლილი?

_თავიდან იგეგმება ქართველებისთვის, რომ რეგიონის პოპულარიზაცია მოხდეს. ადგილზე ვისაც არ უნდა დაელაპარაკოთ, ყველა ხელჩაქნეულ მდგომარეობაშია, აქაურობას არაფერი არ ეშველება და არც არავინ ჩამოვაო. თუმცა არის ადგილზე ხალხი, რომლებსაც აქვთ რესურსი რომ გააკეთონ საოჯახო სასტუმროები და მიიღონ სტუმრები. რომ დაინახეს ამ პროექტს აქვს რეალიზების და განვითარების საშუალება, აქტიურად დაიწყეს ჩართვა. გვინდა გურია ცოტა გამოცოცხლდეს. თავიდან ამ პროექტის სულის ჩამდგმელი გიორგი კეკელიძე იქნება. თუმცა, როცა გიორგი ვერ შეძლებს პროექტში ჩართვას, აუცილებლად იქნება ხალხისთვის საყვარელი გურული ჩვენთან ერთად. თუმცა ეს არ იქნება გიდი. გიდები ცალკე გვყავს, სამი ადამიანია შერჩეული, რომლებიც ამ პროექტით დაკავდებიან. ესენი არიან გიდები, რომლებსაც არა მარტო ჩვენთან უჭირავთ თამასა - ვლასი ვაწაძე, ვახტანგ გვეტაძე და ლალი ჯაბანაშვილი. სამივე საინტერესო ადამიანია და საოცარი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ პროექტში. სწორედ ლალი ჯაბანაშვილის წყალობით უკვე საქართველოშია 1940 წელს შვეიცარიაში არჩილ გურიელის მეუღლის ჰელენა რუბინშტეინის მიერ GOURIELI-ით ბრენდირებული სარკე, რომელიც მეც კი არ მინახავს ჯერ და სტუმრებთან ერთად ვნახავთ დიდი სტარტის დღეს.

_რამდენი ხანი გრძელდება ტური?

_ ტური სამდღიანია. პირველი გასვლა 22 ივლისს გვაქვს და უკან 24-ში ვბრუნდებით. ჯგუფი უზრუნველყოფილი იქნება ღამისთევით, საუზმითა და ვახშმით, საინტერესო სანახაობებით და ამასთანავე ჯგუფთან ერთად იქნება კიდევ ერთი ცნობილი გურული, რომელიც ამ სამი დღეს ჯგუფთან ერთად გაატარებს. პირველ ეტაპზე ეს იქნება გიორგი კეკელიძე.

_თუ გაქვთ დაგეგმილი კონკრეტული მარშრუტები და რა  პირობები ხვდებათ ადგილზე ტურისტებს?

_მარშრუტი გომის მთიდან ბახმარომდეა, ვნახავთ ყველაფერს, რისი ნახვაც შეიძლება სამ დღეში მოესწროს. მარშრუტშია ლანჩხუთის სპორტის მუზეუმი, სადაც არის დაცული ცნობილი დროშა, როდესაც "გურია" უმაღლეს ლიგაში გადავიდა, ნოდარ დუმბაძის სახლმუზეუმი, ექვთიმე თაყაიშვილის სახლმუზეუმი და ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია, მათ შორის ნაკლებად ცნობილი ამბებიც, მაგალითად,  გურულ წმინდანზე ფილიმონ ქორიძეზე, იქნება ფირალების, ლელობურთის და გურიის რესპუბლიკის ამბებიც. ბევრ ისეთ ამბავს მოუყვებიან ტურისტებს გიდები, რაც ნაკლებად არის ცნობილი, იუმორით შეზავებულია ეს ყველაფერი.

 ორი ღამისთევა გვექნება გურიაში სპეციალურად შერჩეულ სასტუმრო სახლებში. ეს არის ტიპიურად გურული სახლები და იქაურობისთვის დამახასიათებელი. ასევე, ტურისტებს საინტერესო მარნების ნახვა მოუწევთ, მათ შორის ვახუშტი მენაბდის მარნის,  რომელიც საგანგებოდ ემზადება ჩვენს დასახვედრად. პროექტის დაანონსებისთანავე მენაბდეებმა დაიწყეს საგანგებო მზადება, მოაწესრიგეს ინფრასტრუქტურა, დაიმატეს ბიჭების კიდევ ერთი ბრიგადა და უკვე მზადაა ოდა, ბეღელი, ნალია, ფანჩატური, ვერანდა, თონე, ჭა, ქუხნა. ამ ყველაფრისთვის განსაკუთრებული მადლობა ვახუშტი მენაბდეს. ეს ყველაფერი ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებად იქცევა სტუმრებისთვის. მისი და კიდევ ბევრი კარგი გურულის წყალობით იმედია უკვე წლევანდელ სეზონზე ბევრი სტუმარი ეყოლება გურიას.

ასევე, დიდი სიახლე იყო ის, რომ აღმოვაჩინეთ მეღვინე ქალი, ია მამალაძე, რომელსაც გურიაში, ჩოხატაურში ჩხავერის ვენახები აქვს. დიდი მადლობა მას, რადგან პროექტს უსასყიდლოდ უწევს მხარდაჭერას, მისი ღვინის მეურნეობა დამატებით ელფერს სძენს ტურს.  პირველი დიდი კომპანია, რომელიც დაინტერესდა "გურული დღიურების გზით" არის "გურიელი" და და ასევე განსაკუთრებული მადლობა ბატონ მიხეილ ჭკუასელს, რომელიც პირადად დაგვიკავშირდა და საინტერესო და სასიამოვნო მოულოდნელობებს უმზადებს სტუმრებს.

დავათვალიერებთ "გურიელის" ჩაის ქარხანას და პლანტაციას. გარდა ამისა, ჩხაკაურაში არის საკალმახე, რომლის მეპატრონეც დაინტერესდა ჩვენი ტურით და უკვე აშენებული აქვს კოტეჯები, ვიზიტორების მისაღებად. ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.

_ რა ჯდება სამდღიანი ტური გურიაში?

_ ფინანსურად ყველაზე ნაკლებმომგებიანი პროექტია რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია. ძალიან მიზერულ თანხებზეა  გათვლილი, რომ ქართველებმა შეძლონ პირველ რიგში წასვლა. ჩვენ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის აღმოჩენა და შემდეგ სხვას შევთავაზოთ.

სამი დღე და ორი ღამე 200 ლარი დაუჯდებათ ტურისტებს. ფასში არ შედის მხოლოდ შუადღის კვება, რადგან გზად არ არის რესტორნები, სადაც შეიძლება ავტობუსით ხალხი მივიყვანოთ და გამოვკვებოთ. პროგრამა არის საკმაოდ დატვირთული, ამიტომ გვირჩევნია, რესტორნებში დროის დახარჯვას, მეტი სანახაობა ვაჩვენოთ ვიზიტორებს და შუადღისას პიკნიკი გავშალოთ. ერთი ღამისთევა იქნება სოფელ ხიდისთავში, დაკა ბერძენიშვილთან, ხოლო მეორე ინგა დუმბაძესთან ოზურგეთთან ახლოს, სოფელ ბაღდადში. ვახშმებიც იქნება გურული კერძებით და გურიისთვის დამახასიათებელი საჭმელებით.

_როდის იგეგმება  იგივე ტურის გაკეთება უცხოელი ტურისტებისთვის?

_გვყავს რამდენიმე უცხოური პარტნიორი კომპანია, რომლებიც ჩვენთან სისტემატურად თანამშრომლობენ და თანახმა არიან ამ სეზონზე შევიყვანოთ მარშრუტში გურია. აგვისტოში 11 ადამიანი ჩამოდის ლატვიიდან და 11 დღიანი ტურიდან სამ დღეს გურიაში გავატარებთ.  გვაქვს მოლაპარაკება პოლონურ სააგენტოებთანაც, რომლებიც უკვე დაინტერესდნენ ჩვენი ახალი პროექტით. გარდა ამისა, ჩვენ უკვე ჩავუშვით ახალი პროდუქტი გურიის მარშრუტით და ვმუშაობთ 2016 წლიდან  ტურისტების უფრო დიდი ნაკადის მოზიდვაზე.

_თუ აპირებთ ახალი მარშრუტების დამატებას?

_ აუცილებლად დავამატებთ გაისისთვის საფეხმავლო მარშრუტებს. ჯერჯერობით ამ მარშრუტების დამუშავება მიმდინარეობს. ბევრი ასეთი ადგილი სახიფათოა, ამიტომ წინასწარ ვამუშავებთ მაქსიმალურად  უსაფრთხო ადგილებს.

_პირველი ჯგუფი უკვე შეკრებილია? რამდენ ადამიანს წაიყვანთ პირველ ეტაპზე?

_შეკრება უკვე დაწყებული გვაქვს. საბოლოო მონაცემებს ვაზუსტებთ. 45 ადამიანის წაყვანაც შეგვიძლია ერთად, თუმცა ამ ეტაპზე ეს მაქსიმალური რაოდენობაა. პირველი გასვლა იქნება დაახლოებით 15-20 კაციანი და ჯერჯერობით ჯგუფი შევსებული არ არის, ასე რომ ჯავშნების მიღება გრძელდება და ველით უფრო აქტიურ დაინტერესებას.

_ რით გამოირჩევა ეს პროექტი სხვებისგან?

_ ეს არის ტური, რომელიც ასეთი მასშტაბით გურიაში არ გაკეთებულა. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ჩვენ ვგეგმავთ, რომ მთელი წლის მანძილზე გავაკეთოთ ეს ტურები ვიზიტორებისთვის და არა მარტო ზაფხულში იყოს გურია ხელმისაწვდომი ტურისტებისთვის. ზამთარში ძალიან საინტერესოა კალანდის თემა, ზაფხულში ბახმარო და გომისმთა. უამრავი ისეთი ადგილია, რომელიც ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. გარდა ამისა, ტურისტების ხელმისაწვდომობისთვის ვფიქრობთ, რომ მხოლოდ თბილისიდან არ წავიყვანოთ ტურისტები, ვგეგმავთ მარშრუტები გავაკეთოთ ქუთაისიდანაც.




 ახალი ამბები
  • სად დაფიქსირდა საქართველოში შეგრძნებადი კიდევ ერთი მიწისძვრა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 თებერვალს, 19 საათსა და 15 წუთზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ონიდან 11 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ირთან დაფიქსირდა. ეს 2020 წელში დაფიქსირებული მეოთხე მიწისძვრაა _ 26 იანვარს 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჩრდილო ოსეთში, საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრის დაშორებით მოხდა; 24 იანვარს, თბილისის დროით 21:55 საათზე, თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 450 კმ_ში, ქალაქ მალატიასთან მოხდა 6.8 (Mw) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისძვრა შეგრძნებადი იყო სასაზღვრო ზოლში დასახლებული საქართველოს მოსახლეობისთვისაც; 22 იანვარს კი 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაბა შუახევიდან 6 კილომეტრის დაშორებით სოფელ ბრილთან ... ...
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • დაწესებულების, სადაც ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...