რატომ ვერ უშველა პრობლემას სამი წლის წინანდელმა პროექტმა

საზოგადოება

რატომ ვერ უშველა პრობლემას სამი წლის წინანდელმა პროექტმა

18 ივლ. 2016, 18:23:01

2013 წლის სექტემბერში გამოცხადებული ტენდერის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში, წყლის რეაბილიტაციის პროექტი გახორციელდა, მათ შორის სოფელ შუხუთშიც. თუმცა, როგორც ირკვევა, ამან შუხუთელთა პრობლემას დიდად ვერ უშველა და აქაურებს უწყლობის პრობლემა ბოლომდე ვერ მოუგვარა.

შუხუთელთა თქმით, ზაფხულის დადგომისთანავე მათ ონკანში წყალი აღარ მოდის: "უმეტესობას ჭა გვაქვს და სასმელი წყალი არ გვიჭირს, მაგრამ დაბანა და სარეცხის გარეცხვაც ხომ გვჭირდება?! ზაფხულში სიცხეა და წყალსაც მეტი რაოდენობით მოვიხმართ, ყველაფერს კი  ჭის წყალი ვერ აუდის, სიცხის გამო ჭაც შრება, მარტო სასმელად თუ იკმარებს კაცი. არადა, ამხელა თანხაა გადახდილი ამ წყლის სისტემის გაკეთებაში. 

ყველაფერი უკუღმა ჩვენთან უნდა მოხდეს _ ჯერ გამოყოფენ თანხას, მერე ამ თანხას მოარგებენ პროექტს. წინა მთავრობის დროსაც ასე ხდებოდა და ახლაც იგივე მეორდება, არავინ იწუხებს თავს, შეცვალოს რამე. არ ჯობს, თავში დაიხარჯოს მეტი ფული, ვიდრე მერე ვიმტვრიოთ თავი? ჯერ  კარგად აიწონ-დაიწონოს, დეტალურად გაიწეროს ყველაფერი, გაკეთდეს პროექტი და შესაბამისად გამოიყოს თანხა?"_ ამბობს შუხუთელთა ის ნაწილი, რომელთაც ზაფხულის სიცხესთან ერთად უწყლობაც აწუხებს.

იმას, რომ ზაფხულის სიცხეებთან ერთად, შუხუთელთა ნაწილს წყლის მიწოდების მხრივ პრობლემები ექმნება, ჩვენთან სატელეფონო საუბარში ადასტურებს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი იმნაიშვილიც, რომლის აზრით, უმთავრეს პრობლემას აქ წყლის დებეტის ნაკლებობა ქმნის.

"მთავარი პრობლემა  წყლის დებეტის სიმცირეა, რის გამოც ზაფხულში მოსახლეობას არასაკმარისად მიეწოდება წყალი. ვფიქრობ,  სათავე ნაგებობაზეც გასახორციელებელია გარკვეული სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამომავლოდ გეგმაში გვაქვს ჩასმული მისი მოწესრიგება", _ გვითხრა იმნაიშვილმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით შუხუთში გამგებლის წარმომადგენელს დათო ფირცხალაიშვილსაც ვესაუბრეთ, რომელიც შექმნილ მდგომარეობაში გარკვეულწილად თავად მოსახლეობასაც ადანაშაულებს:

"სამი ოჯახია ისეთი, რომელიც შედარებით მაღლობზე ცხოვრობს და უწყლობის პრობლემა აქვს. ისიცაა, რომ თავად მოსახლეობაც იქცევა დაუდევრად _ ჭირდებათ თუ არა, ონკანს მაინც ღიად ტოვებენ, მთელი დღე მიშვებული აქვთ ბოსტნებში წყალი. ერთ დღეს რომ მორწყავ, რად უნდა მერე სამ დღეს მორწყვა?! გარკვეულწილად წყლის დებეტის პრობლემაც არის, თუმცა, მრიცხველები რომ იყოს დაყენებული, მერე მეტი ყურადღებით იქნებიან და წყალიც ექნებათ. შარშან, ვიღაც უსინდისომ წყლის ჩამკეტები მოიპარა _ თითო 80 ლარი ღირს", _ ამბობს ფირცხალაიშვილი.

ზემოთ ნახსენები პროექტის გასახორციელებლად 800 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა  ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ "არქდიზაინმშენმა" მისი გახორციელების ვალდებულება  600 ათას 777 ლარად აიღო. თანაც ისე, რომ პროექტით გათვალისწინებულზე 200 ოჯახით მეტმა მიიღო წყალი.

პროექტი, რომ იდეალური არ იყო, ამას თავშივე აღიარებდა ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, თუმცა, მათი გადმოსახედიდან, ეს იყო ყველაზე წარმატებული და ხარისხიანად შესრულებული სამუშაო, რაც კი ბოლო ათი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში გახორციელებულა. 

საგულისხმოა ისიც, რომ  შუხუთში წყლის სათავე ნაგებობა მშენებლობის პროცესში შეიცვალა _ პროექტით, სათავე ნაგებობა სხვა იყო, რეალურად კი სხვა გაკეთდა, რასაც მაშინ იმით ხსნიდნენ, რომ  ცვლილებები პროექტში აუცილებელი იყო საქმისთვის, რადგან თუ პროექტით შესრულდებოდა სამუშაოები, ეკოლოგიური პრობლემებიც იჩენდა თავს; ცვლილებით კი  უფრო მეტი ეფექტი იქნებოდა, გაცილებით ნაკლები დანახარჯით.




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...