2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნება

საზოგადოება

2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნება

2016 ივლ 21 14:41:51

საქართველოს 2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნება, - "საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამას" მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

პროგრამით გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები, რამდენიმე თვის წინ მიღებული სტრატეგიის თანახმად კი, მთელი საქართველოს ტერიტორია რამდენიმე ზონად დაიყო და კერძო სექტორთა ერთად, სხვადასხვა ინტერესის ზონები განისაზღვრა.

"არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს. პირიქით, ის ხელს უწყობს, სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით, კერძო სექტორის შესვლას საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში. ხოლო იქ, სადაც ნაკლებად არის დაფიქსირებული, ან საერთოდ არ არსებობს ინტერესი და ინტერნეტის შეყვანა ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, პროგრამას მთლიანად ფონდი "ქართუ" აფინანსებს. ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება, ყველანაირი ბიზნესდაინტერესების გარეშე. პროგრამა, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება. ეს არის ნამდვილად საშვილიშვილო საქმე, რადგან ინფორმაციაზე წვდომა არის თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების მთავარი პირობა. ვფიქრობთ, როგორც განათლებისთვის, ისე, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა", _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ ასეთ მოკლე პერიოდში მოხერხდა პროექტის ისეთი სტრუქტურირება, რომ ის მაქსიმალურად ეფექტური ყოფილიყო ბევრი თვალსაზრისით.

პროექტს ფონდი "ქართუ" და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. სააგენტომ დააფუძნა სპეციალური კომპანია, ერთეული - Open net-ი, რომლის მეშვეობით, კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის პარტნიორობა ხორციელდება.

"მნიშვნელოვანია, რომ ქსელი აგებული იქნება თავისუფალი დაშვების პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ აგებულ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას, ექნება არა მხოლოდ ტექნიკური თავსებადობა, არამედ, ბიზნესპრინციპი იქნება ის, რომ ნებისმიერი პროვაიდერი, რომელიც შემდგომში ამ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურასთან მიერთებას მოინდომებს, იგი დაშვებული იქნება. ეს პროექტი, ერთის მხრივ - ქველმოქმედების, ხოლო მეორეს მხრივ, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითია", _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამავე თემაზე: 

473 სოფელი, რომლებიც ინტერნეტიზაციის პროგრამაში მოხვდნენ (სრული სია)

რომელი სოფლები ისარგებლებენ გურიაში ინტერნეტიზაციით

ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით 2000 სოფელს ინტერნეტი ექნება




 ახალი ამბები
  • გრძელი ფრჩხილები კორონავირუსით დაინფიცირების რისკს ზრდის გრძელი და ხელოვნური ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის, რადგან ბაქტერიებს ფრჩხილების ქვეშ შეუძლია დარჩენა, შემდეგ კი ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე გადადის, _ ამის შესახებ Galmour-ი წერს. ექსპერტების აზრით, გრძელი ან ხელოვნური ფრჩხილები ცუდი მათთვის, ვინც ხელების სისუფთავეზე ზრუნავს, ამიტომ ადამიანებს მოუწოდებენ ხელების დაბანისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ფრჩხილების შიდა ნაწილზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს ... ...
  • ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ზ.ბ. დამნაშავედ ცნო. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 4 ივლისს, ქ. თბილისში,  აეროპორტის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე, ქურდობისთვის ნასამართლევი ზ.ბ. თანამზრახველთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა ირანის მოქალაქეს ყ.ჯ.-ს. თავდამსხმელებმა დანის გამოყენების მუქარით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, დაზარალებულს 1200 ლარად ღირებული „სამსუნგის"  ფირმის მობილური ტელეფონი და თანხა გასტაცეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.  სამართალდამცველებმა ზ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქარველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად; არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ზ.ბ დამნაშავედ ცნო წარდგენილი ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ... ...
  • საქართველოში ონლაინ გაყიდვები აიკრძალადღეიდან, საქართველოში ონლაინგაყიდვებიც აიკრძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები საკვების გარდა, ინტერნეტით ვერაფერს შეკვეთას შეძლებენ საქართველოში ეს შეზღუდვა 3 დღის წინ, მთავრობის 30 მარტის დადგენილებით შევიდა ძალაში და საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე იმოქმედებს. წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია (იურიდიული პირი) 15 ათასი ლარით ჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმდება ან/და საქმიანობის უფლება ... ...
  • GDI: „პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლები დაარღვია"GDI მიუღებლად მიიჩნევს, 2020 წლის 01 აპრილს,  ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ,  გოგი წულაიას მიმართ გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტს. „მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები საგანგებო მდგომარეობის ფარგლების დარღვევით მოქმედებდნენ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, გოგი წულაიას ადმინისტრაციული წესით დაკავების თაობაზე. თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას დაკავებამდე განვითარებული მოვლენები იმსახურებს. დაკავებამდე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გოგი წულაიას საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. გავრცელებულ ვიდო მასალაში ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავი გ.წულაიას ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვის გამო საგანგებო მდგომარეობის წესებისადმი დაუმორჩილებლობაზე მიუთითებს. შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გამოხატვის თავისუფლების სპეციალური ფორმა საქართველოს კონსტიტუციის ცალკე მუხლით არის დაცული. პროტესტი, თუ ის გამოხატულია ინდივიდუალურად, ერთი ადამიანის მიერ და  არ უკავშირდება ადამიანთა შეკრებას, დაცულია არა შეკრების, არამედ აზრის გამოხატვის თავისუფლებით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობით შეიზღუდა მხოლოდ შეკრების თავისუფლება და ის აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არ შეხებია. შესაბამისად, პოლიციელთა მითითება, თითქოს გ. წულაიას არ ჰქონდა საჯარო სივრცეში ინდივიდუალურად პროტესტის გამოხატვის უფლება, რადგან შეკრების თავისუფლება შეზღუდულია საგანგებო მდგომარეობით, არის უკანონო და შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან საფრთხეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით მოეკიდოს საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვასა და მის აღსრულებას, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს ადამიანის უფლებების დარღვევის მომეტებული რისკი”,_ ნათქვამია GDI-ს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ... ...
  • ზვავსაშიშროება _ გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალაგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია,_ ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინსტრო  ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობის აკრძალვა ზვავსაშიშროებითაა გამოწვეული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია“,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...