როგორ შეხვდნენ ახალ წელს ოზურგეთში

საზოგადოება

როგორ შეხვდნენ ახალ წელს ოზურგეთში

11 იან. 2011, 20:02:55
დადგა  2011 წელი. "გურია ნიუსი" დაინტერესდა, როგორ აღნიშნეს ოზურგეთელებმა, განსაკუთრებით, საშუალო ფენის წარმომადგენლებმა შობა-ახალი წლის დღეები, რამდენად მოახერხეს გაძვირებული ცხოვრების ფონზე, სადღესასწაულო სუფრის გაშლა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მცხოვრები იზოლდა გოგოლაძე: _ მიუხედავად პროდუქტების გაძვირებისა, მაინც ვეცადე,  ოჯახში ეს არ დაგვტყობოდა. სოფელში ვცხოვრობ და როგორც შეიძლებოდა, ისე გავატარე ახალი წელი. ადამიანი მაინც ცდილობს, რომ გაჭირვება საახალწლო სუფრაზე არ ასახოს.
სოფელ ქვედა ბახვში მცხოვრები დიასახლისი ნანული თავაძე აღნიშნავს, რომ შაქარი და ზეთი გაძვირებულია: _ ეს სიძვირე  ჩვენს ეკონომიკურ ყოფაზე მთელი სიმწვავით აისახა. პურის ფქვილი რა ღირს, ხედავთ? ახლა წამლები ვნახოთ _ თითოეული დასახელების 50%-ითაა გაძვირებული. როგორ უნდა ვიყიდოთ? უმუშევარ ოჯახში თუ ერთი პენსიონერია, დანარჩენი წევრები მის ხარჯზე სულდგმულობენ. სხვა არაფერი  გვინდა? ერთი კილოვატი ელექტროენერგიის მოხმარებისთვის 15 თეთრს ვიხდით, გვპირდებიან,  2013-ში იქნება იმპულსური მრიცხველებიო, მანამდე რა ვქნათ?! ახლა ამ  თვეში 15 ლარი გადავიხადე დავალიანებისთვის, ჩემს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გარდა. 15 ლარად რამდენ რამეს ვიყიდდი საახალწლოდ?!
ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები შოთა დავითაძე ამბობს,  რომ ახალი წელი, შეძლებისდაგვარად, მშვენივრად გაატარა: _ ჩვეულებრივად, როგორც შეგვეძლო, ისე გავატარეთ. მთავარია მშვიდობა იყოს და სხვა დანარჩენს მოევლება, _ თქვა მან.
ინკოგნიტო ახალგაზრდა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, გვსაყვედურობს: _ ვისაც უნდა ეზრუნა ჩვენთვის, ხალხისთვის, იზრუნეს? ახლა ვის აინტერესებს, ჩვენ როგორ აღვნიშნეთ ახალი წელი?
ქალაქ ოზურგეთში, ჟორჟოლიანის ქუჩაზე მცხოვრებმა ნორა არობელიძემ  "გურია ნიუსს" თვალცრემლიანმა  უამბო, თუ როგორ უჭირს და რა პირობებში გაითენა ახალი წელი: _ ძალიან ცუდად გავატარე, საშინლად. ისეთი ავადმყოფის პატრონი ვარ, მარტო ფიქრსა და დარდში მითენდება _ რით ვუყიდო წამალი დედას? ეკლესიიდან მოვდივარ ახლა და სულ ვტირი. მარტოხელა ქალს დავარდნილი დედა რომ ეყოლება ავად, რა ხასიათზე იქნება?  პურის ფული რომ ვიშოვო, მარტოს ვტოვებ. თუ ჩემი შვილი და შვილიშვილი პარკში მაინც ვერ წავიყვანე, რად მინდა ასეთი ახალი წელი? ერთი შვილიშვილი მყავს და ისიც ავადაა. ქუჩაში ვარ გამოსული, რომ  ვიყიდო თხილი და შემდეგ გავყიდო. ამასაც შიშით ვაკეთებ, არიქა, საგადასახადო თავზე არ დაგვადგეს,-მეთქი. სოციალური სამსახურიდან პოლისები გვქონდა და ახლა არც ის გვაქვს, _ გვითხრა ნორა არობელიძემ.
სულიკო ბუკია: _ სიურპრიზი მოვუწყვე ოჯახის წევრებს, შობას დაბადების დღე მაქვს და შესანიშნავ ხასიათზე ვიყავი ამ საახალწლოდ.




 ახალი ამბები
  • კახეთში კაცი დაჭრეს, სავარაუდო ბრალდებული კი გაიქცა და ავარიაში მოყვალაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გვიან ღამით მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.  არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე სავარაუდო ბრალდებული, 25 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონას მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ამჟამად ისიც „არქიმედეს“ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, ორივე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ... ...
  • ჩაფიძის კლინიკაში საქველმოქმედო აქცია ჩატარდება (R)მიმდინარე წლის 11 ივლისს , ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარებენ. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: დიღომი, ნ.ჯავახიშვილის ქ. N1 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ. ... ...
  • “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ...“ - ფოტოები გომისმთიდანრუსთავი2-ის ჟურნალისტი მარიამ შანშიაშვილი სოციალურ ქსელში დაბა გომისმთის ღამის ფოტოებს ავრცელებს. “აი, ის მომენტი, როცა მიწაზე ხარ, მაგრამ ცა უფრო ახლოსაა შენთან“  - წერს მარიამ შანშიაშვილი ... ...
  • ამბროლაურის ცენტრში ვაჟა- ფშაველას ბანერი დააზიანესამბროლაურის ცენტრში ვაჟა-ფშაველას ბანერი უცნობმა პირმა ან პირებმა დააზიანეს. ბანერის ადგილას კი ნაგავი დაყარეს. ფოტო:  ივეტა ... ...
  • „სახლი, რომელშიც მთელი სამეგობრო ვცხოვრობდით, აღარ არსებობს"„ჩვენს უახლოეს ადამიანს ბაჩო ჩხაიძეს, ჩვენს ძმას, სამი შვილის მამას, საუკეთესო ადამიანს, ყველას გვერდით მდგომს, რომელმაც იცის მეგობრობის ფასი, ჭირდება ჩვენი გვერდით დგომა. გუშინ მოხდა წარმოუდგენელი რამ, სახლში გაჩნდა ცეცხლი და სრულად გაანადგურდა სახლი, მასში ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელია. სახლი რომელშიც მთელი მისი სამეგობრო ვცხოვრობდით აღარ არსებობს. უმორჩილესად გთხოვთ, გავერთიანდეთ ბაჩოსთვის და მცირედით მაინც დავეხმაროთ, რადგან ეს ადამიანი და მისი დიდი ოჯახი სამი შვილით არ დარჩეს ღია ცის ქვეშ. ახლა ძალიან მცირედიც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. საქართველოს ბანკი: ანგარიში: GE16BG0000000161878002GEL მიმღები: ბიჭიკო ჩხაიძე პირადი ნომერი: 37001047801 ვფიქრობ, ყველა ერთად შევიტანთ წვლილს და ღვთის შეწევნით დავეხმარებით ახალი სახლის აშენებაში. P.S. ყველა ვინც მიცნობთ, იცით, რომ აქამდე არაფერი მითხოვია თქვენთვის. გთხოვთ გააზიაროთ რადგან უფრო ბევრმა  ადამიანმა ნახოს“,_ ამ ემოციურ პოსტს, ხანძრიდან მალევე, სოციალურ ქსელში დაზარალებული ოჯახის უფროსის, მერაბ ჩხაიძის ვაჟის, ბაჩოს მეგობრები ავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის წინ, სამტრედიაში, ჭანტურიას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს მერაბ ჩხაიძის საცხოვრებელი სახლის დაწვა მოჰყვა. ომიკო ჭიჭეიშვილი და იოანე მახარაძე ბაჩოს მეგობრების სახელით ჩხაიძეების ოჯახისთვის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავენ: ,,საქმე იმაშია, რომ ამ ოჯახს სხვა არანაირი საცხოვრებელი არ აქვს. არც საშუალება აქვს.სახლის შეკეთება არის წარმოუდგენელი. კედლები არის დახეთქილი სიმხურვალიდან. მთელი ქალაქი ფეხზე დგას. გვინდა დავეხმაროთ იმიტომ რომ ეს ოჯახი იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ოჯახი სამტრედიაში თავისი ბევრი დადებითი მხარით.  ბაჩოს 3 შვილი ყავს და ფაქტიურად რჩებიან ყოველგვარი ნივთების გარეშე ღია ცის ქვეშ. ვაგროვებთ თანხას, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით, მაგრამ მხოლოდ ჩვენი რესურსი არ ეყოფა. გვინდა ხმა მივაწვდინოთ ყველას საზოგადოებიდან, ბიზნეს სექტორიდან, ძალიან მცირედი დახმარებაა საჭირო თუ ყველა ერთად ვიქნებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახლი იყო ბანკში ჩადებული გამომდინარე სხვადასხვა ფინანსური პრობლემებიდან. სახლი აღარ არსებობს, მაგრამ გამოდის რომ მიწაც და სახლიც ბანკის სახელზეა. ამიტომ გვინდა და უნდა გადავატრიალოთ ყველაფერი და როგორმე ბანკთან მოვაგვაროთ ეს პრობლემა. მერე ვიზრუნოთ იმაზე რომ ეს ოჯახი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ.  ბაჩო და მისი ოჯახი, არ ვიცი,  იცნობთ თუ არა,  ერთ- ერთი ყველაზე გამორჩეული ოჯახია. ზოგადად ამ ოჯახის ცხოვრებისეული დევიზი იყო ყველას დახმარება. ბაჩოს ხუმრობით მეგობრები სულ ერთ ფრაზას ვუმეორებდით: - ბაჩო , ჯერ შენი საქმე გააკეთე და მერე სხვისითქო. ანდაზაც ასეთი არის,  ჯერ თაო ჩემო და მერე სხვაო ჩემოთქო. გემუდარებით, ყველას, ამოვუდგეთ მხარში ჩხაიძეების ოჯახს, რათა გადავარჩინოთ ეს დიდებული ადამიანები საკუთარი ჭერის გარეშე ცხოვრებას. ასე,  რომ ეს ჩვენი ყველას გამოცდაა. ეს გასაჭირიც იმისთვისაა რომ ჩვენ ყველამ ერთად გადავლახოთ. მჯერა ჩვენი თანამოქალაქეების ქართველი ერის და ყველა მორწმუნე ადამიანის რო ახლა ყველა ჩვენს გვერდით იქნება და 1 დღე მაინც იცხოვრებს ბაჩოს ცხოვრებით და ჯერ სხვის საქმეს გააკეთებს და მერე თავისას. ვიცი, როგორ რთულ დროს ვთხოვთ საზოგადოებას დახმარებას, მაგრამ ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ“. ამავე თემაზე: ხანძარი სამტრედიაში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...