მაწანწალა ძაღლები და შეშინებული მოსახლეობა

საზოგადოება

მაწანწალა ძაღლები და შეშინებული მოსახლეობა

2016 აგვ 4 16:49:18

"ძალიან ხშირად გვხვდება ქუჩაში ძაღლები, რომლებსაც არ ჰყავთ პატრონი. არის შემთხვევები, როცა ცხოველები ბავშვებს, და არა მარტო ბავშვებს, დასაკბენად მისდევენ. ეს საკითხი ბოლოს და ბოლოს როდის უნდა მოგვარდეს? უამრავი დაავადება შეიძლება გადაგვედოს მაწანწალა ძაღლებისგან", _ გვითხრა ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებმა, ი.დ.-ძემ.

ი. დ.-ძე ერთადერთი არ არის, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით "გურია ნიუსს" დაუკავშირდა.

"ბაილეთიდან გიკავშირდებით. ვერც დღისით და ვერც ღამით ვერ გაივლით ოზურგეთთან დამაკავშირებელ გზაზე _ დაახლოებით, 10-12 ძაღლი მაინც არის გარეთ იმ ადგილას, სადაც ძაღლთა თავშესაფარია. ძალიან აგრესიულები არიან ეს ძაღლები, ყურადღებას კი არავინ გვაქცევს. სანამდე გაგრძელდება ასე, არ ვიცი", _ გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს სოფელ ბაილეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა.

ინდმეწარმე გოგი მაღლაფერიძემ ქალაქ ოზურგეთში ტენდერი მოიგო და სწორედ მას ევალება ძაღლების ვეტერინარული მომსახურება.

"ძაღლთა თავშესაფარში ძაღლის დიდხანს გაჩერება არ შეიძლება და აქედან გამომდინარე, დიდხანს არც ვაჩერებთ _ ჩვენთან გადაგვყავს ცხოველები, უტარდებათ ვეტერინარული მომსახურება, ვუვლით და შემდეგ იმ ადგილას ვაბრუნებთ, საიდანაც წამოვიყვანეთ", _ ამბობს გოგი მაღლაფერიძე.

მისივე თქმით, იქ, სადაც ძაღლთა თავშესაფარი მდებარეობს, ხშირად ყრიან ძაღლებს:

"მოგვყავდა სახლებიდან ისეთი ძაღლები, რომლებიც პატრონს არ უნდოდა ან ავი იყო, ან შინაურ ფრინველებს ჭამდა და ვაძინებდით. ახლა ამის უფლება არ გვაქვს. იმ ადგილზე, სადაც ახლა ძაღლთა თავშესაფარია, ხშირად მოჰყავთ ძაღლები და ყრიან. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ფაქტი მხოლოდ სოფელ ბაილეთის ტერიტორიაზე არ ხდება", _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს გოგი მაღლაფერიძემ. 

"მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის რადიოლოგი ილია დოლიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ  ცოფი ან სხვა დაავადებები ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა:

"საკმაოდ ხშირად მოდიან ჩვენთან დაკბენილი ადამიანები და ითხოვენ დახმარებას. მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ძაღლებისგან დაკბენილები არ მოდიან. მაგალითად, იყო შემთხვევა, მაიმუნმა დაკბინა ერთ-ერთი მოქალაქე, ასევე, კატამ დაკაწრა და ა. შ. რაც მთავარია, მსგავს სიტუაციაში დროულად უნდა მოხდეს სამედიცინო პერსონალის ჩარევა. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის დაავადება არ გამოვლენილა", _ გვითხრა ილია დოლიძემ.

მისივე თქმით, 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე, ამ მიმართულებით 768 პაციენტს გაეწია დახმარება:

"ამ ორ დღეში 23 ადამიანს დავეხმარეთ, უფრო მეტად კატის ნაკაწრი ჰქონდათ, რამდენიმე ძაღლის მიერ იყო დაკბენილი".

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ "ოზურგეთში ფუნქციონირებს უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა თავშესაფარი, სადაც უპატრონო ცხოველებს უტარდებათ მკურნალობა, ვაქცინაცია და ხდება მათი დანომვრა. აღნიშნულ თავშესაფარზე ტენდერი გამოაცხადა ა(ა)იპ "ოზურგეთის სერვისცენტრმა", რომელიც მოიგო ინდმეწარმე გიორგი მაღლაფერიძემ. აღნიშნული ფუნქციების შესასრულებლად  ა(ა)იპ ინდმეწარმეს თვეში, საშუალოდ, 1 800 ლარით აფინანსებს.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ვაქცინაციის, მკურნალობის და დანომვრის  შემდეგ ძაღლებს დაუსახლებელ ადგილებში უშვებენ, რადგან ცხოველების ლიკვიდაცია კანონით აკრძალულია. დანომრილი ძაღლები, რომლებიც ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზეა, სიცოცხლისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს", _ ამბობენ ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...