რა საქმიანობას ეწევა ლუგარის ლაბორატორია საქართველოში

საზოგადოება

რა საქმიანობას ეწევა ლუგარის ლაბორატორია საქართველოში

2016 აგვ 5 19:20:23

 გაზეთ "ალიას" 2016 წლის 17 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა "გლობალური კვლევების ცენტრის" მიერ მომზადებული სტატია "ლუგარის ლაბორატორია საქართველოში: რისკები და შესაძლებლობები", რომელიც თბილისშირიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას შეიცავს. სტატია ფასიანია, რაც გაზეთის რედაქციაშიც დაგვიდასტურეს

იდენტური შინაარსის მასალა გლობალური კვლევების ცენტრმა 2016 წლის 28-29 ივლისს"საქართველოსა და მსოფლიოს" და "საქინფორმის" ვებ-გვერდებზე განათავსა,

ხოლო რუსულ ენაზე გამოქვეყნდა "Sputnik საქართველოს" და "Кавказское сотрудничество" - ს ვებ-გვერდებზეც.

"გლობალური კვლევების ცენტრი" 2013 წელს იოსებ არჩვაძემ, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა და მაია ჩუვინაშვილმა დააფუძნეს. IDFI-ს პროექტის, დამოუკიდებლობა.com-ის კვლევის "რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე" მიხედვით, ორგანიზაცია ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს და მეტწილად პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია "ევრაზიის ინსტიტუტის"მოსაზრებებისა და ანალიზის ტირაჟირებას ახდენს. ამასთანავე დამოუკიდებლობა.com-ის კვლევის თანახმად, "გლობალური კვლევების ცენტრის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ძირითადად დასავლეთის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ექსპერტები თუ მკლევრები მონაწილეობენ. მედიის განვითარების ფონდის კვლევაში "ანტიდასავლური პროპაგანდა" ცენტრის დამფუძნებელი ნანა დევდარიანი ხშირად ფიგურირებს, როგორც ანტიდასავლური განწყობების ერთ-ერთი წყარო.

ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებ სტატია რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს ეყრდნობა. პატრუშევი 2015წელს ამბობდა, რომ დსთ-ს ქვეყნებში ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიებს აშშ მართავდა. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ "ლაბორატორიის ჭერქვეშ აშშ-ის სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევითიქვედანაყოფი "ჩაეწერა". ამას გარდა, საუბარია, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, აშშ-ის დაფინანსებით, საეჭვო და მოსახლეობისთვის საშიშ კვლევებს ატარებს, ხოლო2011-2012 წლებში თხევადი ჰეროინის შესაძლო წარმოებაში სდებს ბრალს.

დეზინფორმაციას რიჩარდ ლუგარის სახელობის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ რუსული მედია და პოლიტიკოსები ლაბორატორიის დაარსების დღიდან ავრცელებენ. მათი თქმით, აშშ რუსეთისგარშემო სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორიების ქსელს ქმნის, ხოლო რუსული გამოცემა regnum.ru რუსეთის ტერიტორიაზე H1N1 ვირუსის გავრცელებაში ბრალს სწორედ ლუგარის სახელობის ლაბორატორიას სდებდა.დეზინფორმაციის გავრცელებაში განსაკუთრებით აქტიურობს რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო, რომლის მტკიცებითაც ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოები ლუგარის ლაბორატორიაში გამოჰყავთ.ლაბორატორიის შესახებ რუსული პროპაგანდა სისტემატურად იჩენს თავს ქართულ მედიაში. 2015 წელს ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში ტელეკომპანია МИР-ის, Россия 24-ის, 31 КАНАЛ-ისა და RBK TV- ისრუსულენოვანი სიუჟეტები გავიდა, რომლებშიც ლაბორატორიას მოსახლეობაზე ცდების ჩატარებაში ადანაშაულებდნენ.

რეალური ფაქტები ლუგარის კვლევითი ცენტრის შესახებ:

სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა დასაქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების "ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილებისსფეროში თანამშრომლობის შესახებ" ფარგლებში 2011 წელს გაიხსნა. ლაბორატორიის მშენებლობისა და ტექნიკური აღჭურვის ჯამურმა ინვესტიციამ 350 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ლაბორატორია 2013 წელსდაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 2018 წლიდან ლუგარის ცენტრისა და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებასა დაფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა აიღებს.

ცენტრში ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებია განთავსებული. მე-3 დონის ზონა ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის ლაბორატორიებს, ასევე ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევიგანსაკუთრებით საშიში პათოგენების საცავს მოიცავს. ლუგარის ცენტრი ერთადერთია საქართველოში, მთელ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც ბიოუსაფრთხოების მე-3 დონე აქვს.

მე-2 დონის ზონაში მოთავსებულია ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის, სეროლოგიის, მოლეკულური ეპიდემიოლოგიის/გენომის, უჯრედული კულტურების, პარაზიტოლოგიის და ენტემოლოგიის ლაბორატორიები.გარდა ამისა, ფუნქციონირებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული სამი ლაბორატორია: გრიპის, რომელშიც ხდება ადამიანისა და ფრინველის გრიპის დიაგნოზირება, პოლიემიელიტის, რომელიცსაქართველოსთან ერთად სომხეთსაც ემსახურება და წითელასა და წითურას ლაბორატორიები.

ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სურსათის უვნებლობაა. ამ მხრივ ცენტრი სოფლის მეურნეობის ცენტრალურ ლაბორატორიასთან თანამშრომლობს, რადგანაც სურსათის უვნებლობისთვის საჭიროა როგორცქიმიური, ასევე ბიოლოგიური კვლევები. ლუგარის ცენტრში კი მხოლოდ ბიოლოგიური კვლევა ტარდება. საკვები პროდუქტების ექსპერტიზა ძირითადად სოფლის მეურნეობის ბიოუსაფრთხოების მე-2 დონისლაბორატორიაში ხდება, თუმცა განსაკუთრებით საშიში დაავადების შემთხვევაში ლაბორატორია ლუგარის ცენტრის ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიას მიმართავს. სურსათის უვნებლობის სფეროშითანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორიული ქსელის არსებობა მნიშნველოვანია სოფლის მეურნეობის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე გატანისთვისაც.

აქედან გამომდინარე, ქართულ მედიაში გავრცელებული მოსაზრებები ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევების შესახებ უსაფუძვლოა და წარმოადგენს რუსული მესიჯბოქსის ნაწილს.




 ახალი ამბები
  • თბილისში ცნობილ ექიმს სცემესთბი­ლის­ში ცნობილ ექიმს სცემეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა.  "გამწარებული ვარ. მთელი საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის ბედზე წუხს და ამ დროს აგერ თბილისში, ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს ცემს ვიღაც ველური. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს! P.S. ჟურნალისტებო, ნუ დამირეკავთ. თავად გაასაჯაროებს დაზარალებული ამ ამბავს. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა", - დაწერა ჭიაბერაშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული ნეიროქირურგი გი­ორ­გი (გოგი) მა­ღა­ლაშ­ვილია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რი მისი პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. შსს-მ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. 120-ე მუხლი განზრახ მსუბუქ დაზიანებას ... ...
  • მირჩევნია 15 დღე ვიჯდე, ვიდრე მომავალი არ მქონდეს - ზუკა ბერძენიშვილირა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულთა საქმეზე - სასამართლოში საქმის განხილვა დღეს განახლდება. აქციის მონაწილეებისა და მათი ადვოკატების თქმით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. მათ უჭირთ პროგნოზირება რა შედეგით დასრულდება აღნიშნული საქმის სამართლებრივი განხილვები, თუმცა როგორც "კურიერთან" სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ზუკა ბერძენიშვილმა განაცხადა,  ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. "წარმოდგენა არ მაქვს რას იზამენ, აქედან დასკვნის გამოტანა, საით მიდის ეს ყველაფერი ძალიან რთულია, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ შემართებას ვერაფერს დააკლებს, იმიტომ რომ მირჩევნია 15 დღე ვიჯდე, ვიდრე მომავალი არ მქონდეს," - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა. 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული 37 პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გუშინ,  გვიან ღამით გაათავისუფლეს. პროცესი ხმაურიანი პროტესტის ფონზე ... ...
  • რატომ არ გაიმართება დღეს პარლამენტთან მიტინგი პარლამენტთან მიტინგი დღეს აღარ გაიმართება. თუმცა ადგილზე ისევ რჩება 10-მდე კარავი. სავალი გზა რუსთაველის პროსპექტზე გახსნილია. ოპოზიცია და აქციის ორგანიზატორები მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს აღარ გეგმავენ, თუმცა ამბობენ, რომ მომდევნო დღეებში პერიოდულად ექნებათ სხვადასხვა აქტივობა, რის შესახებაც საზოგადოებას ეტაპობრივად აცნობებენ.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ 25 ნოემბერს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს. მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლის შოთა დიღმელაშვილის თქმით, ასეთი პიკეტირება ყოველ ორშაბათს გაიმართება. 17 ნოემბრის ღამეს აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. 18 ნოემბერს სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა და ბარიკადებისგან გაათავისუფლა, ასევე რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაწმინდა.  18 ნოემბრის აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 37 ადამიანი დააკავეს. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.  გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ... ...
  • სკოლებს სსსმ მოსწავლის სწავლებისთვის დაფინანსება შეეცვალათ საქართველოს განათლების მინისტრის ხელმოწერით, საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესში ცვლილება შევიდა. კერძოდ, ხელახლა განისაზღვრა დამატებით გამოყოფილი თანხების ოდენობები. ცვლილების თანახმად, საჯარო სკოლებს ყოველწლიურად გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 5-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 7,200.0 ლარი; ბ) 6-დან 10-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 13,200.0 ლარი; გ) 11-დან 15-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 19,200.0 ლარი; დ) 16-დან 20-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 25,200.0 ლარი; ე) 21-დან 25-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 31,200.0 ლარი; ვ) 26-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 37,200.0 ლარი.“; ბრძანება ძალაშია და როგორც მასში ვკითხულობთ, მისი შინაარსი ვრცელდება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ... ...
  • ოზურგეთელი მოსწავლე, რომელიც საქართველოში სწავლის ზეშედეგს აჩვენებსმოსწავლეთა სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე,  ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, გიორგი მეგრელიძე, ორი დღის წინ, რეიტინგული ცხრილის გამოქვეყნების შემდეგ, მეორე ტურში გადავიდა და მთელ საქართველოში, იმ ათას მოსწავლეს შორის უპირველესია, ვინც განსაკუთრებით მაღალი შედეგი აჩვენა ყველა საგანში: ინგლისურ ენაში გიორგიმ 40-დან 40 ქულა აიღო, ფიზიკაში _ 25-დან 21 ქულა, მათემატიკაში _ 20-დან 18 ქულა და ბიოლოგიაში 25-დან 17. _ მხოლოდ კომაროვის სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ, ფიზიკა-მათემატიკურ საგნებში ასეთი წარმატების მიღწევა. თუმცა, ეს საოცარი ბიჭი, ყველა საგანში ერთნაირად უძლიერესია, _ ამბობენ პირველი საჯარო სკოლის დირექციაში. მეგობრები კი სიყვარულით საუბრობენ გიორგის წარმატებებსა და მის გამორჩეულ პუნქტუალურ თვისებებზე: _ საოცრად მორიდებული და თავმდაბალი ადამიანია. ფეისბუქგვერდიც კი არ აქვს, რომ დრო არ დაკარგოს. იმდენი ჯილდო აქვს მიღებული წარმატებული სწავლისთვის, მარტო კომპიუტერები და სხვა მსგავსი ჯილდოები რომ გამოფინოს, ტექნიკის მაღაზია გაიხსნება, _ ხუმრობენ ისინი.  „გურია ნიუსი“ გიორგი მეგრელიძეს  დაუკავშირდა: _ მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი ოლიმპიადა წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე იმართება. ახლა გამოქვეყნდა  სარეიტინგო ცხრილი და  გავიგე, რომ მეორე ტურში გადავედი, რომელიც იანვარში ჩატარდება. შემდეგ კი მესამე ტური იქნება და საბოლოოდ, გამარჯვებული გამოვლინდება... ფეისბუკი არ მაქვს. მიმაჩნია, რომ სწავლაში დროს წამართმევს, _ გვითხრა მან. მკითხველს შევახსენებთ, რომ გიორგი მეგრელიძე გასულ წელს „ეტალონის“ გამარჯვებულიც გახდა, ახლა კი წინ უფრო დიდი გამარჯვებებისკენ მიიწევს. „გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს უნიჭიერეს ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?