მეუფე იოსების გაფრთხილება სასულიერო პირებს: არ დალიოთ ზედმეტი და არ გაწიოთ პროპაგანდა საარჩევნოდ

საზოგადოება

მეუფე იოსების გაფრთხილება სასულიერო პირებს: არ დალიოთ ზედმეტი და არ გაწიოთ პროპაგანდა საარჩევნოდ

13 აგვ. 2016, 19:21:48

შემოქმედის ეპარქიაში დღეს გამართულ სხდომაზე, ეპარქიის ხელმძღვანელმა მეუფე იოსებმა საქართვეოში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე ისაუბრა, რაც მისი თქმით  "გამოიხატება მიზანმიმართულ აგიტაციაში სამღვდელოების წინააღმდეგ".

მეუფე იოსების განცხადებით ხდება ეკლესიისა და სასულიერო პირების პირდაპირი შეურაცხყოფა, აგრესია და ა.შ. (სოციალური ქსელებით თუ სხვა).

მეუფე ასევე მოკლედ შეეხო ე.წ.მერვე მსოფლიო დიდ და წმინდა კრებას და აღნიშნა, რომ იგი დარღვევებით წარიმართა. ვინაიდან კრებამ არ გაითვალისწინა საქართველოს და სხვა ავტოკეფალური ეკლესიის მიერ დასმული წინადადებები, საქართველოს ეკლესიამ მასში მონაწილეობა არ მიიღო.

ამის შემდგომ მიტროპოლი იოსები შეეხო ეპარქიის კრების მოწვევის მთავარ მიზანს და სასულეირო პირებს გაფრთხილება მისცა.

" ვინაიდან საპარლამენტო არჩევნები მოახლოებულია, საჭირო გახდა კიდევ ერთხელ სასულიერო პირების გაფრთხილება, რომ ისინი არ ჩაერიონ პოლიტიკაში. მეუფემ ბრძანა: ეს არის საქართველო და არ გვაქვს უფლება რომელიმე პარტიას მივანიჭოთ უპირატესობა ან პირიქით - დავგმოთ.

ჩვენი მიზანია, ღიად არც მხარი დავუჭიროთ მათ და არც ვებრძოლოთ. მოსულ ხელისუფლებას კი უნდა დავემორჩილოთ ფიზიკურ საკითხებში. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ბრძანა, რომ ბოიკოტი არ უნდა გამოვუცხადოთ არჩევნებს, პირიქით - უნდა მივიდეთ არჩევნებზე, უბრალოდ სასულიერო პირებმა პროპაგანდა არ უნდა გასწიონ. ვინც პროპაგანდას გაწევს - შესაბამისად დაისჯება საეკლესიო წესის თანახმად. ამიტომ სამღვდელოება უნდა იყოს ნეიტრალური. სასულიერო პირს უფლება არ აქვს ადამიანებს მიუთითოს, თუ ვის მისცეს ხმა. ეს ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს.

მიტროპოლიტმა იოსებმა ასევე დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ ზედმეტი ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან. აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოყენებული იქნება საეკლესიო სასჯელი.

ეპარქიის კრებაზე მიტროპოლიტმა იოსებმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ნათლობის საკითხზე და ბრძანა, რომ სანამ სამღვდელოება ადამიანს მონათლავს, აუხსნას, რომ ნათლია რეალურად არის ერთი, მეორე არის მიმრქმელი, ხოლო მესამე - განმბანველი, ანუ ნათესავი რეალურად არის ერთი და შესაბამისად, ლოცვაშიც ნათლიად იხსენიება მხოლოდ ის.

აღნიშნული საკითხების განხილვის შემდეგ სასულიერო პირებს საშუალება მიეცა გამოეხატა თავისი აზრი..." _ აღნიშნულია ეპარქიის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის არჩევნებისთვის, სასულიერო პირები აქტიურად იყვნენ დაკავებული როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ასევე "ქართული ოცნების" პროპაგანდით. გურია ნიუსის არქივში ბევრი ფოტო და ვიდეო მასალა ინახება, როცა შემოქმედის ეპარქიაში მოსამსახურე ადამიანები საარჩევნო შეხვედრებზეც დადიოდნენ და მრევლს კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ წირვებზეც კი მოუწოდებდნენ. 




 ახალი ამბები
  • ირინა ქარჩილაძის ტრიუმფი _ 80-იდან 79 ქულა უცხო ენაშიოზურგეთელმა ირინა ქარჩილაძემ ეროვნულ გამოცდებზე მორიგ  დიდ  წარმატებას მიაღწია. მან უცხო ენაში, 80-დან 79 ქულა მიიღო  და თამამად  შეიძლება ითქვას, ამ ტრიუმფით საქართველოში ერთი-ერთი  საუკეთესო შედეგი აჩვენა. კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ უკვე სასურველ ფაკულტეტზე მოხვდება _ის ივ. ხავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აბარებს _ გვითხრა, რომ ეჭვი არ ეპარება. _ დარწმუნებული ვარ, რომ სასურველ ფაკულტეტზე ჩავირიცხები, - გვითხრა მან. „გურია ნიუსი“ ულოცავს და ახალ წარმატებებს უსურვებს ირინა ... ...
  • ოზურგეთში თხილის ტომრეში 800 გრამიანი ქვები იპოვეს: „გასატეხად გამოადგებათ“დღეს, დილიდან, ოზურგეთში,   ერთი კილოგრამი   თხილის ფასი ოთხი ლარია. სამიოდე დღის წინ დაწყებული ფასების განსხვავება „გულშიშველას“ და „ბერძნულას“ შორის, დღეს ისევ გათანაბრებულია და განურჩევლად ზომისა და ჯიშისა, საღ  თხილში  ყველას ერთნაირი ფასს - ოთხ ლარს უხდიან. თხილის მიმღებ პუნქტებში ჩანს, რომ თხილს ტეხენ, თუმცა როგორც მწონავები გვეუბნებიან, მხოლოდ  ხარისხის გაგება სურთ, რადგან უვარგისი თხილის შემოტყუება დაიწყეს.  ის მეთოდი კი, რაც გასულ წლებში იყო, ათი ცალი  გატეხილი თხილიდან,  საღის მიხედვით ფასის გამოყვანა,  აღარ მოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით,   თხილის გატეხვის  აკრძალვას ხან მთავრობის მეთაურს მიაწერენ, ხანაც  ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ოფიციალურად ამას არავინ ადასტურებს. _არ იფიქროთ,  თხილს  იმიტომ ვტეხდეთ, ფასის გამოთვლა გვინდოდეს.  ხარისხს ვამოწმერთ და კიდეც იმას,  ტომარაში ქვები და ხრეში ხომ არ ყრია. მოაქვთ ნაგავით სავსე, უხარისხო  თხილი. 800 გრამიანი ქვები, აგურის ნამტვრევბი და ხრეში  ჩაყარეს თხილიან ტომრებში.  ერთ პატარა ტომარაში, რომელშიც სულ 6 კილო თხილი იყო, მერე აღმოვაჩინეთ რომ 800 გრამიანი ქვაც იდო.  ნახევარკილოიანი ქვებიც ვნახეთ. ამას კადრულობს ხალხი, - გვითხრეს ოზურგეთში, ნინო  რამიშვილის ქუჩაზე განთავსებულ  თხილის მიმღებ პუნქტში. „მტეხლაობა დაიწყეს და გამოადგებათ თხილის გასატეხად“ _ ზოგი ხუმრობის ხასიათზე დააყენა ამ უკადრისი საქციელის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვანიაბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას კიდევ სამი ქვეითი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შსს-ს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.   ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით სამეგრელოში ჩაის პლანტაციები განახლდა (R)საქართველოში ჩაის პირველი ბუჩქი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროში გამოჩნდა. ნელ-ნელა ეს კულტურა შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა და საუკუნის შემდეგ პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს მიწების დიდი ნაწილი მოიცვა. დღეს ჩაის პლანტაციების წილი შემცირებულია, თუმცა მაინც არსებობენ კომპანიები, რომლებიც ქვეყანაში ჩაის კულტურას ინარჩუნებენ. ერთ-ერთი ასეთია ქართული ჩაის კომპანია „ლაზი“, რომლის პლანტაციები წალენჯიხაში 350 ჰექტარზეა გაშენებული. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ პლანტანციების ნაწილის რებილიტაცია მოახდინა. „ლაზი“ საკმაოდ წარმატებით ოპერირებს საექსპორტო ბაზარზე, აქ მოყვანილი ჩაის 80% ჩინეთში, ხოლო 20% ცენტრალური აზიის ქვეყნებში იყიდება. კომპანიის განვითარებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 2017-2018 წლები, როდესაც პლანტაციები ჩინელმა ინვესტორებმა მოინახულეს. აღმოჩნდა რომ ჩაის ის ჯიში, რომელიც წალენჯიხაში ხარობს, ჩინეთში უკვე თითქმის აღარ არსებობს. ხარისხით გამორჩეული ქართული ჩაისთვის შორეული აღმოსავლეთის ბაზარი კარგი საექსპორტო სივრცე აღმოჩნდა. ჩინელ პარტნიორებთან ერთად „ლაზიმ“ ადგილობრივებისთვის სასწავლო ცენტრიც გახსნა, სადაც დანადგარების გამოყენებისა და სხვადასხვა ტექნოლოგიების შესახებ ცოდნას უზიარებენ დაინტერესებულებს. წალენჯიხაში ჩაის კრეფას აპრილიდან იწყებენ და აგვისტოში ასრულებენ. ამ პერიოდში ერთმანეთს ანაცვლებს ხელით და დანადგარით კრეფა იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის პროდუქტის მიღება სურთ. სეზონის პირველი ფოთლები ხელით იკრიფება, რაც საბოლოოდ შედარებით ძვირადღირებულ პროდუქტს ქმნის, შემდეგ დარჩენილ ფოთლებს სპეციალური დანადგარით კრეფენ. შუა ზაფხულში ახალი ფოთლები ისევ ხელით იკრიფება, შემდეგ კვლავ დანადგარით.  „ჩაი ერთ-ერთი ყველაზე სტაბულური მცენარეა და მისი წარმოება ნაკლებ რისკებს შეიცავს. ამინდის ცვალებადობა და სეზონურობა მასზე ნაკლებად მოქმედებს, შესაბამისად საკმაოდ პროგნოზირებადი და სანდო კულტურაა.  ჩვენთან განსაკუთრებულად ხარისხიანი მწვანე ჩაია. ქართულ მიწაზე მოყვანილი ჩაის ჯიშების უმეტესობა ჩინურია, დანარჩენი 20% კი იაპონური ან ადგილზე გამოყვანილია,“ - ამბობს გონერი სალია, „ლაზის“ დამფუძნებელი. დღეს საქართველოში ჩაის პლატაციები 8000 ჰექტარს იკავებს, თუმცა აქედან მხოლოდ ნახევარი იკრიფება დანარჩენი კი რეაბილიტაციას საჭიროებს. პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოში ბევრი წარმატებული ჩაის ბიზნესი ჩამოყალიბდეს, ნამდვილად არსებობს. როგორც ლაზიში ამბობენ, მთავარია თანმიმდევრულობა და 2-3 წელში ჩაი განსაკუთრებული მადლიერებით გიპასუხებთ. ... ...
  • ბ-ნ გია ვოლსკს საჯაროდ ვიწვევ- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთში იყრისზურაბ გირჩი ჯაფარიძე თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა განცხადება ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. „რამდენიმე კვირის წინ გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება გამოთიშოდა ოპოზიიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი ევროპული საქართველოს კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ქ-ნ ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული. ამავე დროს, იმის გამო რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოქლის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა გირჩის წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია გირჩის მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. ამიტომ გადავწყვიტე გირჩის სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში. წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. იმედი მაქვს ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან. საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლში იქნება ბ-ნი გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედია პლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“,_ წერს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...