შემოქმედის მამათა მონასტრის მემატიანეები

საზოგადოება

შემოქმედის მამათა მონასტრის მემატიანეები

23 აგვ. 2016, 15:45:30

მაყვალა გალოგრე, თინა კოსტავა, ეთერ მენაბდე-დუმბაძე და ეთერ ბარამიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ცხოვრობენ. ისინი, 1988 წლიდან დღემდე შემოქმედის მამათა მონასტრის მემატიანეები არიან. ეს ქალბატონები ღიად აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას, რომ სოფელში წირვა-ლოცვა უნდა აღდგენილიყო. არც საპროტესტო აქციები გამოუტოვებიათ, რომლებიც ბათუმში და შემოქმედში ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით იმართებოდა.

80-იანი წლების მიწურულს, კომუნისტების დროს, მაშინ, როდესაც შემოქმედის მონასტერში წირვა-ლოცვა არ აღევლინებოდა, სოფელში ერისკაცი გოჩა აბულაძე (ახლა სხალთის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი) ოზურგეთელ ვახტანგ თოხაძესთან (მამა ვახტანგი) ავიდა და ქადაგება დაიწყო.

მაყვალა გალოგრეს თქმით, უმთავრესი იყო, რომ სოფელში ტაძრის აღდგენის მსურველები გამოჩნდნენ.

ჩვენი რესპოდენტი ოჯახის შექმნამდე ოზურგეთის ბანკში და შემნახველ სალაროში მუშაობდა. მაყვალა გალოგრე ახლა შემოქმედის მამათა მონასტრის მესანთლეა, მას სოფელში ყველა იცნობს. საკუთარ თავზე ნაკლებად საუბრობს და "გურია ნიუსთან" იმ წლებს იხსენებს, როდესაც ტაძარში წირვა-ლოცვა აღდგა.

"1988 წლის 1 ივლისს მოვიდა გოჩა აბულაძე,  ჩამოიარეს სოფელში და ეკლესიაში მიგვიხმეს.  რომ ავედი ქადაგებდნენ, რომ ეკლესიაში სიარული დაგვეწყო. სიმართლე გითხრათ, მანამდე მხოლოდ ერთხელ ვიყავი ტაძარში ნამყოფი და ისიც თბილისში. როგორც ქადაგებაზე ითქვა, ოცი კაცი უნდა შეგროვებულიყო და ესეც ძალიან მალე მოხდა. იყო დაპირისპირება, არ უნდოდათ ტაძარში შევსულიყავით. ამოვიდა პოლიცია. არ გვაძლევდნენ ტაძარში შესვლის უფლებას. გოჩა აბულაძეს ახლდა ვახტანგ თოხაძე. აქტიურობდნენ, რომ ტაძარში აღდგენილიყო წირვა-ლოცვა.

1988 წელის 21 სექტემბერს შემოქმედის მონასტერში პირველად ამოვიდა მამა ნიკოლოზი (ღლონტი). რაიკომში გაიგზავნა განცხადება და ხელმოწერები, რომ წირვა-ლოცვა ჩატარებულიყო მონასტერში. მამა ნიკოლოზის შემდეგ იყო მამა ბასილი (კიკვაძე), ახლა მამა იოანე ჰქვია, მოგვიანებით _  მამა კვირიკე (ხეცურიანი), ახლა კი მღვდელმსახურებას აღავლენს მამა ელიზბარი (ბაბუხადია).

შეიძლება ითქვას, რომ 1988 წლიდან დაიწყო ყველაფრის თავიდან კეთება და დღემდე გრძელდება მონასტრის დამშვენება-გალამაზება.

1988 წლიდან ვარ ტაძრის მრევლი. 1995 წლიდან კი მესანთლე ვიყავი, მანამდე კი ძალიან მცირე ხნით სეფისკვერებს ვაცხობდი", _ გვითხრა მაყვალა გალოგრემ. 
თინა კოსტავა ტაძრის ერთ-ერთი ერთგული და დიდი ხნის მგალობელია. ტაძარში ის 1988 წლიდან გალობს.

"ვგალობდი ლოტბარებთან ერთად და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დიდი ხანია, ვგალობ. 71 წლის ქალი ვარ და ყოველთვის დიდი მოწიწებით და რუდუნებით ვაკეთებ ჩემს საქმეს", _ ამბობს ქალბატონი თინა კოსტავა.

თინა კოსტავა 40 წელი სამედიცინო სფეროში მუშაობდა. წლების განმავლობაში იყო ექთანი. „ეკლესიის გახსნის დღიდან ვგალობ. საპატრიარქოდან პატრიარქმა გამოუშვა ია სალაყაია.  ლეილა სტურუა დამიკავშირდა და მითხრა, რომ ხმის შესამოწმებლად ია სალაყაია იყო ჩამოსული (მესამე ხმას ეძებდა) და ოზურგეთში უნდა ჩავსულიყავი. კრიმანჭულა გოგოს მეძახოდნენ და სამივე ხმას ვმღეროდი. არ გამჭირვებია მცირე გამოცდის ჩაბარება. ჩემი მოსმენის დროს ია სალაყაიამ პირჯვარი გადაიწერა და ასე გავხვდი მგალობელი. მოგვიანებით ქალბატონი იასგან საჩუქარი მივიღე, რომელიც დღემდე მახსოვს. ახლა ვგალობ მანანა ბურჭულაძესთან, ნინო სადრაძესთან და დოდო დუმბაძესთან ერთად", _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს თინა კოსტავამ.

ეთერ მენაბდე-დუმბაძე მონასტრის ერთ-ერთი უხუცესი მრევლია.

"მე არავის ჯიბრზე არ დავდიოდი ეკლესიაში. ყოველთვის მწამდა და ახლაც მწამს ღმერთის. პირველად ვიყავი ბათუმში წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, ასევე, დავდიოდი ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, ასევე, პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიაში. ყველა დღესასწაულზე დავდიოდი, ამასობაში შემოქმედის ეკლესიაში დაიწყო საეკლესიო ცხოვრება.

დედა რომ მომიკვდა, პირველად მაშინ წავედი ეკლესიაში. ჩემთან რუსი ეროვნების ქალბატონი მუშაობდა. მან მითხრა, რომ დედა აუცილებლად უნდა მომეხსენებინა ლოცვებში და პანაშვიდი გადამეხადა. წავედი ბათუმში და მივედი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში. სწორედ ამ დღიდან დავიწყე ეკლესიაში სიარული", _ გვითხრა ეთერ მენაბდე-დუმბაძემ. ქალბატონი ეთერი 40 წლის განმავლობაში ოზურგეთში,  სტომატოლოგიურ კაბინეტში მუშაობდა. ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ყველაზე მეტად ის პერიოდი ენატრება, როდესაც ტაძარში ხშირად დადიოდა და ესწრებოდა წირვა-ლოცვას.

როგორც ქალბატონი ეთერ ბარამიძე გვიყვება, 90-იან წლების დასაწყისში, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსებისგან მიიღო ლოცვა-კურთხევა, რომ სეფისკვერი გამოეცხო:

რწმენით ვაკეთებდი ამ ყველაფერს. ხუთ წელზე მეტი ვაცხობდი სეფისკვერებს. ძალიან დატვირთული და  საფაქიზო საქმე იყო. ბევრი ლოცვა უნდოდა. სეფისკვერის ცხობას ხომ თავისი წესები აქვს. ახლა აღარ ვაკეთებ. იმდენ სეფისკვერს ვაცხობდი, მეუფესაც კი უკვირდა. იყო დრო 100 ცალზე მეტი გამომიცხვია ერთ დღეში. სადღესასწაულო დღეებშიც მიწევდა სეფისკვერი გამოცხობა", _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს 88 წლის ეთერ ბარამიძემ.

როგორ უთავსებდნენ ერთმანეთს ოჯახის და სასულიერო საქმეს, ამასთან დაკავშირებით ჩვენმა რესპონდენტებმა ასეთი პასუხი გაგვცეს.

თინა კოსტავა: ჩვენ ისეთ საქმეს ვემსახურებოდით, რომ შინაური წასვლაზე უარს ვერ გვეტყოდა. სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და აბა, როგორ შეიძლებოდა მაგ დროს ღალატი.

ეთერ მენაბდე-დუმბაძე: მე დროს არ ვაძლევდი მნიშვნელობას. ქმარი და შვილები არცერთი მოწინააღმდეგე არ ყოფილა. იყო ისეთი მომენტი, რომ მხოლოდ მარტო მივდიოდი სალოცავად და ამას არავის ვეუბნებოდი.

მაყვალა გალოგრე: მამა ნიკოლოზის დროს, როდესაც ცისკრის ლოცვებს ატარებდა და შემდეგ წირვა იწყებოდა, ხშირად ამიყვანია ჩემი სამი შვილი. ერთხელ კიდევაც მითხრა, ბედნიერი ქალი ხარ ცისკრის ლოცვებს შვილებთან ერთად რომ უსმენო.

როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, "მთავარია, ადამიანს რწმენა ჰქონდეს. ეს რწმენა მას დაეხმარება, რაც შეიძლება მეტი კარგი და მნიშნელოვანი საქმე გააკეთოს ქვეყნისთვის, სოფლისთვის და რაც მთავარია ოჯახისთვის".




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...