ზურაბ პატარაძე თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს წევრებს შეხვდა

gurianews.com

საზოგადოება

ზურაბ პატარაძე თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს წევრებს შეხვდა

2016 აგვ 25 16:45:23

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე  თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) წარმომადგენლებს შეხვდა.

DEIK-ის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სულხან ხალვაში და აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური. თურქეთის დელეგაციას DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ქენან ილდირიმი და სხვა წევრები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ხაზი გაესვა ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით რეგიონში უკვე მიმდინარე პროექტებს და მომავალში ამავე სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებსაც. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს იმის შესახებაც, რომ თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და თურქეთს ბიზნეს-სექტორებს შორის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მწუხარება გამოთქვა თურქეთის რესპუბლიკაში ბოლო პერიოდში გახშირებული ტერაქტების გამო და თურქეთის ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ თანადგომა გამოხატა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს შავ ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაციაში მხარდაჭერისა და მონაწილეობისათვის. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსათვის თურქეთში სტაბილურობის მნიშვნელობას და ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერებას.

"თურქეთი ჩვენთვის პარტნიორი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც დღესდღეობით ჩვენს რეგიონში ხორციელდება. დაიგეგმა ბიზნეს ფორუმების გამართვა. ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული თურქი ინვესტორების შემოსვლით ჩვენს რეგიონში. განვიხილეთ მიმდინარე და მომავალი პროექტები.

მე ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რაც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას", _ განაცხადა ზურაბ პატარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


ნახვა: 45


 ახალი ამბები
  • მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფლების გამო "ქართულ ოცნებას" წევრები ტოვებენგურიის გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფლების გამო, პარტია "ქართულ ოცნებას" წევრები ტოვებენ. პარტიაში წერილობითი განცხადება უკვე შეიტანა ოზურგეთის საოლქო ორგანოზაციის ბიუროს წევრმა გია ხაჭაპურიძემ. ხაჭაპურიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ჭანუყვაძეს ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი და მის გარეშე პარტიაში ყოფნას აზრი არ აქვს. _ ბატონ მერაბთან ერთად ბევრი რამ უნდა გაგვეკეთებინა. ბევრი რამ დავგეგმეთ და მისი წასვლის შემდეგ აზრი არ აქვს პარტიაში დარჩენას. ამიტომ, წავედი,_ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას გია ხაჭაპურიძემ. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ხაჭაპურიძის მსგავსად "ქართული ოცნების" დატოვებას კიდევ ბევრი ადამიანი აპირებს, რომლებიც ბრიფინგების ჩატარებასაც გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ გურიის გუბერნატორი, რომელიც "ქართული ოცნების" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა, თანამდებობიდან დღეს ... ...
  • სახალხო დამცველი ოზურგეთელი არასრულწლოვანის თვითმკვლელობის ფაქტს ეხმიანებასაქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 16 წლის არასრულწლოვანის სუიციდის შემთხვევას, რომლის სავარაუდო მიზეზი გოგონას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და შევიწროება გახდა. სახალხო დამცველი უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.          სამწუხაროდ, ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენა და შესაბამისი მხარდაჭერა კვლავ პრობლემად რჩება. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები და მხარდაჭერის სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები, ასევე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ბავშვის უფლებადარღვევის, განსაკუთრებით სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შემთხვევებს დაფარულს და ტაბუდადებულს ხდის. ბავშვის ძალადობისგან დაცვის მექანიზმების მიმართულებით მნიშვნელოვანია ცხელი ხაზის არსებობა, რომელიც მისაწვდომი იქნება ნებისმიერი ბავშვისთვის.  სოციალური სამსახურის ცხელი ხაზი, რომელიც მხოლოდ სამუშაო საათებში მუშაობს, ვერ ფარავს ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებას. საქართველოს სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2017 წელს წინა წელთან შედარებით ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები კი ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორთა შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა. პრობლემურია სუიციდის რისკების დროული გამოვლენა და პრევენცია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ... ...
  • პრემიერი: მერაბ ჭანუყვაძე უფრო მაღალ თანამდებობაზე გადაგვყავსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე მაღალ თანამდებობაზე გადაჰყავთ. ამის შესახებ პრემიერმა "გურია ნიუსს" განუცხადა. მამუკა ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია, რა თანამდებობაზე გადაჰყავთ მერაბ ჭანუყვაძე, თუმცა, გვითხრა, რომ ახალი თანამდებობიდან მერაბ ჭანუყვაძე გურიისთვის უფრო მეტ საქმეს გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ მერაბ ჭანუყვაძემ დღეს დილით დატოვა თანამდებობა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში ასობით კომენტარია, რომელშიც აღნიშნულია, რომ მერაბ ჭანუყვაძე გურიის ერთ-ერთი საუკეთესო გუბერნატორი და ხელმძღვანელი პირი იყო. მოქალაქეები წერენ, რომ ჭანუყვაძის მსგავსი კადრი ქვეყანაში ცოტაა. მამუკა ბაცტაძემ გურიის გუბერნატორად დღეს ზურაბ ნასარაია ... ...
  • რას ჰპირდება ახალი გუბერნატორი გურულებსდღეს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გურიის მხარის რწუმებულად ზურაბ ნასარაია წარადგინა. ბახტაძის თქმით ნასარაიას საზოგადოებასთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და შეძლებს წარმატებით გაართვას თავი იმ პროექტებიუს შესრულებას, რაც გურიის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი იქნება. თავად ნასარაია კი გურულებს ჰპირდება, რომ ისინი იგრძნობენ უკეთეს ცხოვრებას. "გურია ჩემი მშობლიური მხარეა და ამ რეგიონს ძალიან კარგად ვიცნობ. გურიას გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვისა და გამოყენების თვალსაზრისით. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ადგილობრივი შრომითი რესურსების პროფესიულ გადამზადებას და მათი დასაქმებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას. გვპირდებით, რომ გურია იგრძნობს უკეთეს ცხოვრებას", - განაცხადა ზურაბ ... ...
  • სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის 21 აგვისტოს 10:00 სთ-დან 22 აგვისტოს 22:00 სთ-მდე, სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთისსაავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე (საჯავახო) სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება. ამ მონაკვეთზე „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს დაცული სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის ჰორიზონტალური მოედნის მოწყობას. სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზაზე გამოიყოფა სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება. „საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლები, უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", _ ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...