ცესკოს დადგენილება კანონთან შეუსაბამოა - TI

საზოგადოება

ცესკოს დადგენილება კანონთან შეუსაბამოა - TI

2016 აგვ 26 16:51:37

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2016 წლის 24 აგვისტოს მიღებული დადგენილება კანონშეუსაბამოა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"24 აგვისტოს ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სუბიექტებისთვის ნომრის მინიჭების ახალი წესი განსაზღვრა. დადგენილების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტს შეუძლია გამოიყენოს ის საარჩევნო რიგითი ნომერი, რომელიც მას ბოლო საერთო ადგილობრივი არჩევნებისთვის მიენიჭა. ახალი დადგენილებით უკვე ისარგებლა ორმა პარტიამ, „ახალმა მემარჯვენეებმა“ და „პატრიოტთა ალიანსმა“, მათ წილისყრის გარეშე მიიღეს საარჩევნო რიგითი ნომრები. დადგენილებით საკითხი საარჩევნო კოდექსისგან განსხვავებულად დარეგულირდა, რაც, ჩვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის დარღვევად უნდა ჩაითვალოს.

საკითხში უკეთ გასარკვევად მოკლედ აღვწერთ შექმნილ ვითარებას. მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, გარდა მორიგი საპარლამენტო არჩევნებისა, ასევე 6 ოლქში დანიშნულია გამგებლის რიგგარეშე არჩევნები, ხოლო 7 ადგილობრივ ერთმანდატიან ოლქში - საკრებულოს არჩევნები. სამი განსხვავებული არჩევნების ერთ დღეს გამართვა იწვევს გარკვეულ საკანონმდებლო ბუნდოვანებას. განვიხილოთ ცალ-ცალკე, თუ როგორ არეგულირებს საარჩევნო კოდექსი რიგითი ნომრის მინიჭების პროცედურებს საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს.

საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა საპარლამენტო არჩევნების დროს

  • საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება არჩევნების დღემდე არაუადრეს 36-ე და არაუგვიანეს 30-ე დღისა. მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში ნომრის მინიჭების შესახებ განკარგულება გამოიცემა არაუადრეს 8 სექტემბრისა.

  • პირველად ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. (იტოვებს წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებულ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს.)

  • ამავე წესით ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პოლიტიკურ გაერთიანებებს.

  • თუ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე გავიდა, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას.

  • დანარჩენი სუბიექტების რიგითი ნომრები წილისყრით გამოვლინდება.

საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროს

  • პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდა მინიჭებული რისთვისაც განცხადება უნდა წარუდგინოს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა.

  • დანარჩენი სუბიექტების რიგითი ნომრები წილისყრით გამოვლინდება.

საარჩევნო კოდექსი არ არეგულირებს თვითმმართველობის ორგანოების შუალედურ/რიგგარეშე არჩევნების დროს რიგითი ნომრის მინიჭების პროცედურებს. წინა შუალედური არჩევნების დროს ნომრის მინიჭების პროცედურებს ცესკო  2015 წლის 17 აპრილის დადგენილებით განსაზღვრავდა, რომლის თანახმადაც მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე გამართული არჩევნების დროს რიგითი ნომერი მიენიჭებოდა 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა  საერთო არჩევნებში არსებული ნომრების მიხედვით.

24 აგვისტოს დადგენილება

ცესკომ დადგენილებით, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრა საარჩევნო კოდექსით დაურეგულირებელი შემდეგი გარემოებები:

  1. პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობს, როგორც საპარლამენტო, ასევე გამგებლის და საკრებულოს რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებში უფლებამოსილია სამივე არჩევნებში გამოიყენოს ერთი რიგითი ნომერი. ეს რეგულაცია მისასალმებელია, რადგან ალოგიკური იქნებოდა ერთი და იგივე სუბიექტს ერთ დღეს გამართულ სხვადასხვა არჩევნებში სხვადასხვა ნომრით გამოსულიყო.

  2. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე სამი პარტიის გარდა ყველა პარტია, რომელიც მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში რიგით ნომერს იღებს წილისყრის შედეგად, ან იტოვებს რიგით ნომერს, რომელიც მას ბოლო საერთო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მიენიჭა.

  3. თუ პარტია არ მონაწილეობდა ბოლო საერთო თვითმმართველობის არჩევნებში, ან გაერთიანებული იყო სხვა საარჩევნო ბლოკში და კოდექსით არ აქვს უფლება გამოიყენოს ბლოკისათვის მინიჭებული რიგითი ნომერი (რიგითი ნომრის გამოყენება მხოლოდ ბლოკის პირველ ნომერს შეუძლია) სამივე სახის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს წილისყრით განსაზღვრული რიგითი ნომრით.

  4. თუ პარტიას სურს ისარგებლოს ბოლო თვითმმართველობის არჩევნებში გამოყენებული რიგითი ნომრით მაშინ კენჭისყრის დღემდე არაუადრეს 47 და არაუგვიანეს 36-ე დღისა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს (22 აგვისტოდან - 2 სექტემბრამდე). მიმართვის შემთხვევაში, არჩევნებამდე არაუადრეს 36-ე დღისა (2 სექტემბერი) ცესკო გამოსცემს განკარგულებას ნომრის მინიჭების შესახებ.

  5. დადგენილებით აკრძალულია განკარგულების გამოცემამდე სუბიექტის მიერ თავისი რიგითი ნომრის გამოყენება (გარდა საუკეთესო შედეგის მქონე სამი სუბიექტისა).

დადგენილების პრობლემური ჩანაწერები

დადგენილების მიხედვით 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო რიგითი ნომრების მინიჭებადამოკიდებული ხდება წინა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, მაშინ როდესაც საარჩევნო კოდექსით მსგავსი წინაპირობა გათვალისწინებული არ არის და, გარდა საპარლამენტო არჩევნებზე სამი საუკეთესო შედეგის მქონე პარტიისა, ყველა დანარჩენ პარტიას რიგითი ნომერი წილისყრით ენიჭება.

ასევე, დადგენილებით წინა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის უკვე 24 აგვისტოდან არის ცნობილი მათი საარჩევნო რიგითი ნომერი, მაშინ როდესაც დანარჩენი პარტიები ამას საუკეთესო შემთხვევაში 8 სექტემბერს შეიტყობენ. საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს მსგავს უთანასწორო მიდგომას.3

მართალია, დადგენილებაში მითითებულია, რომ პარტიები, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდნენ და წილისყრის გარეშე მიიღეს რიგითი ნომრები უფლებამოსილნი არიან კუთვნილი ნომერი გამოიყენონ ცესკოს მიერ შესაბამისი განკარგულების გამოცემის დღიდან, ანუ მიუხედავად იმისა, რომ პარტიებმა უკვე იციან თავიანთი ნომერი ისინი ვერ გამოიყენებენ მას განკარგულების გამოცემამდე. თუმცა, ბუნდოვანია თუ რა სანქცია შეიძლება მოყვეს ამ მოთხოვნის დაუცველობას.

ცნობისათვის, ბოლო კვირის განმავლობაში უკვე მეორედ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როდესაც ცესკო საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო დადგენილებას იღებს. პირველი შემთხვევა 9 პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციის შენარჩუნებას უკავშირდებოდა.

რეკომენდაცია

მიგვაჩნია, რომ ცესკომ აღნიშნულ დადგენილებაში უნდა შეიტანოს ცვლილება, ან გამოსცეს ახალი დადგენილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება საარჩევნო კოდექსთან. ჩვენი აზრით, წინა საპარლამენტო არჩევნებში პირველ სამ ადგილზე გასული პოლიტიკური გაერთიანებების გარდა, ყველა პარტიისთვის ნომრების მინიჭება უნდა მოხდეს ერთხელ ჩატარებული წილისყრით, ხოლო ცესკოს დადგენილებით პოლიტიკურ გაერთიანებებს/საარჩევნო სუბიექტებს უნდა მიეცეთ იმის უფლება, რომ ამ წილისყრით მინიჭებული ნომერი გამოიყენონ 8 ოქტომბერს გასამართი, როგორც მორიგი საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის შუალედური არჩევნებისთვის", _ აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ცესკოს პოზიციას "გური ნიუსი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • 3 თვე გავრილოვის სისხლიანი ღამიდან _ არასოდეს შევეგუებით გახარიასნაირ პოლიტიკურ ფიგურებს სავარძლებში3 თვე გავრილოვის სისხლიანი ღამიდან _ დაჭრილი, თვალდაკარგული და დაშავებული ასობით ადამიანი. აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს ფართომასშტაბიანი იქნება. აქციის მონაწილეები იმ დღის მოვლენებს გაიხსენებენ კი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ გიორგი გახარია მათი სირცხვილია.  „ამ თარიღის აღნიშვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქართული ოცნების ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან გიორგი გახარიასნაირ პოლიტიკურ ფიგურებს სავარძლებში“, _ განაცხადა ნოდარ რუხაძემ. სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.  „20 სექტემბრიდან ჩვენი პერმანენტული აქციების ფორმატი წყდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც პაუზას ვიღებთ, პირიქით. უკვე 21-22-დან ჩვენ სხვადასხვა ფლანგზე გამოვჩნდებით. მთავარი ხაზი ჩვენი იქნება ის, რომ არ ვაპირებთ ოკუპაციას შევეგუოთ, უსამართლობას და ძალადობას“ _ განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.   20 ივნისს აქციის მონაწილეების პროტესტი საქართველოს პარლამნეტში რუსი დეპუტატის გავრილოვის ყოფნამ განაპირობა. პარლამენტში სხდომის წაყვანის შედეგად ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა. პროტესტი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით აქციის დაშლა გაუფრთხილებლად დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაზე მდგარი აქციის მონაწილეები თავდაცვის მიზნით ტერიტორიას გაეცალნენ, თუმცა მალევე უკან დაბრუნდნენ.  ამის შემდეგ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიების გამოყენებაც დაიწყო, რის გამოც აქციის არაერთი მოქალაქე და მედიის წარმომადგენელი მძიმედ დაშავდა. ორმა ადამიანმა, სპეცრაზმის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგა, 240-მდე მოქალაქემ კი სხეულის დაზიანებები მიიღო. ... ...
  • პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს _ შენობაში შესვლა შეზღუდულია საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო და დღეს, შენობაში შესვლა შეზღუდული იქნება. პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის მიზეზი დღეს დაგეგმილი აქციაა: "20 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციიდან გამომდინარე, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფაა", _ აღნიშნულია პარლამენტის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "სირცხვილია" დღეს, პარლამენტის წინ ფართომაშტაბიან აქციას ... ...
  • თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვესთბილისში, საბურთალოს რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ახალშობილი სტუდენტმა დღეს იპოვა. ჩვილი კალათაში იყო მოთავსებული და თან დედის წერილი ახლდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ... ...
  • არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება და ტრეფიკინგი _ დაკავებულია დამნაშავეთა ჯგუფისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული არიან: აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ. ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო., , 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ. დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კერძოდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას. ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI) ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა ... ...
  • კახიშვილი თუ შოთაძე?_ ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის სავარძელსდღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძისა და კახა კახიშვილის კანდიდატურები მოიაზრებოდა, არ დასტურდება. შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის უზენაეს სასამართლოში გადასვლის შემდეგ სახელისუფლებო გუნდი მის შემცვლელად ორ კანდიდატურას გახილავდა. ერთ-ერთი ვერსიით, მთავარი პროკურორის ადგილს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი დაიკავებდა.  მეორე ვერსიით კი, როგოც მედიასაშუალებები წერდა, არ არის გამორიცხული ამ პოსტზე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დააბრუნონ, რომელიც თანამდებობიდან სარალიძის მკლვლელობის საქმის სკანდალის გამო აქციების ფონზე გადადგა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია არ ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...