საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

27 აგვ. 2016, 18:24:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტს დევიდ მაკალისტერს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებიდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს, რაც მას საშუალებას მისცემს, პირადად გაეცნოს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

მთავრობის მეთაურმა, შეხვედრისას ხაზი გაუსვა 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით გახორციელებულ კომპლექსურ რეფორმებს, რომლებიც დემოკრატიის კონსოლიდაციას და ქვეყნის განვითარების მყარი საფუძვლის შექმნას ემსახურება.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის ერთგულია და ამაზე მიუთითებს,, როგორც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ასევე _ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, ევროპარლამენტისგან სრულ მხარდაჭერას მიიღებს.

შეხვედრისას ყურადღება ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსაც დაეთმო.

საუბარი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„ჩვენ ველოდებით და მივესალმებით, რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს, მათ შორის ევროპარლამენტიდან”, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე დაესწრნენ.




 ახალი ამბები
  • „აივანზე ჩამომხრჩვალი იპოვეს“ – 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულასაზარელი ტრაგედია მოხდა გორში - სოფელ ახალშენში 16 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, დავით ცერცვაძემ განუცხადა, გოგონა  გარდაცვლილი დღეს დილით, საკუთარ სახლში აივანზე იპოვეს. რა გახდა სუიციდის მიზეზი ... ...
  • წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე ღელვა- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს, დღის ბოლოდან 4 ივნისის დილამდე და 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება ... ...
  • "უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ უკვე მოინელეთ და საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ" _ მელია ცერცვაძეს"ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და ნუ დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე. დარჩით ყველას ექიმად. ნუ იქცევით ქართული ოცნების სახედ. ნუ იქცვით იმის სახედ, რასაც სახე არა აქვს-ასე ეხმაურება, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, ინფექციური საავამდყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის მიერ, გავრცელებულ ვიდეო მიმართვას, სადაც ექიმი "ქართული ოცნების" წარმატებებზე საუბრობს.  "ამ წამს ვნახე ეს ვიდეო და არ დავმალავ, გაოგნებული დავრჩი. სრულიად გაუგებარია რა აღმშენებლობაზე გვესაუბრება ბატონი თენგიზ ცერცვაძე, რა შენდება და მშვენდება ზუგდიდში ამ ბოლო წლებში? ან რომელ მერს და რეგიონალურ ხელისუფლებას აქებს და ადიდებს, რომელიც ქუჩების რეცხვით და კლიპების გადაღებით ირთობდა თავს ეპიდემიის მძვინვარებისას როცა ჩვენ, მთელი საზოგადოება სახლებში ვიყავით გამომწყვდეულები?! უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ ვირუსი უკვე მოინდელეთ და საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ და პარტიულ აგიტაციას მიჰყავით ხელი?  ნუთუ ახლა, როცა (როგორც თქვენ საუბრობთ) ჯერაც არ დაგვიმარცხებია ვირუსი და მეტიც, მეორე ტალღას ველოდებით, აი ამ, გაგანია შუა ბრძოლაში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელად მოგინდათ ხელისუფლების ქება? თანაც იმ ასპექტში, რომელიც არაფერ შუაშია ეპიდემიასთან? ბავშვიც არ დაიჯერებს იმას, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ხდება. ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და ნუ დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე. დარჩით ყველას ექიმად. ნუ იქცევით ქართული ოცნების სახედ. ნუ იქცვით იმის სახედ, რასაც სახე არა აქვს. ან რა დროს ვინმეს ქება და მხარდაჭერაა, როდესაც მაგ: საზ. ტრანსპორტი ისევ გაჩერებულია, ხალხი კვლავ სამსახურების, დახმარებების გარეშეა და შიმშილობს და ა.შ.."-წერს მელია სოციალურ ... ...
  • საზღვრის უკანონო კვეთა და ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები _ ბათუმში თურქეთის მოქალაქეები დაკავესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქ. ბათუმში, თურქეთის მოქალაქეები დააკავეს. გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად საქართველოში არალეგალურად მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ქ. ბათუმში ღონისძიება ერთდროულად ორ მისამართზე დაიგეგმა. ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე, რომელთაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში. საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ... ...
  • რას უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიკორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა. ეზუგბაიას თქმით, ინფიცირების ორივე ახალი შემთხვევა მარნეულის სოფელ მარეთიდანაა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ 80%-ს მიაღწია და ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 150 პაციენტი მკურნალობს. „თითქმის სამჯერ ნაკლებია უკვე მკურნალობაზე მყოფი პაციენტები გამოჯანმრთლებულებთან შედარებით“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. საქართველოში კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?