ვენეციის ფერწერა ანუ მოგზაურობა „ცოცხალ მუზეუმში“

საზოგადოება

ვენეციის ფერწერა ანუ მოგზაურობა „ცოცხალ მუზეუმში“

2016 სექ 6 23:29:28

ვენეციის ქუჩების, არხების, ხავსმოდებული ძველი შენობების, სახლების თუ ხიდების ნახვისას თქვენ შეამჩნევთ ხელოვანების დამოკიდებულებას ესთეტიკისადმი, ცხოვრებისადმი.  შეიძლება ითქვას, რომ ქალაქი ზღვაში უამრავ ხელოვნების ნიმუშს იტევს. თითოეული შენობის არქიტექტურული იერი რომ ერთმანეთისგან განსხვავებული და გამორჩეულია ამას ერთი შეხედვითაც მიხვდებით.

ვენეციაში სასახლეების კედლები ცნობილი მხატვრების მიერაა მოხატული. ხმაურიან ქალაქებში აჩქარებულ რიტმს მიჩვეულნი სიმშვიდეს, სიმყუდროვეს ვენეციაში ნამდვილად იგრძნობთ. აქ არც ავტომობილების ხმაური გაგიწვრილებთ გულს და არც მათი გამონაბოლქვი შეგაწუხებთ.

ერთადერთი თანამედროვე ნაგებობა ქალაქში სადგურია. წყალია ყველგან - ფართო თუ ვიწრო ქუჩებში, გადაადგილება წყლის ტექნიკით არის შესაძლებელი. წყალზე მოლივლივე ფრინველების ყურება ერთგვარი თერაპიაა.  ამ ქალაქს მისთვის დამახასიათებელი, გამორჩეული სურნელი აქვს. ზუსტად ეს არის ის, რაც ყოველთვის გაგახსენებთ ამ მართლაც მისტიური ქალაქის ბრწყინვალებას.

მსოფლიოს სხვა ქალაქებისგან ვენეცია იმით გამოირჩევა, რომ ის განლაგებულია 118  კუნძულზე და შედგება 160 არხისგან.  ქალაქს ვენეცია ვენეტების სახელიდან დაერქვა. ვენეტები იყვნენ უძველესი ხალხი, რომლებიც აპენინის ნახევარკუნძულის ჩრდილო- აღმოსავლეთით სახლობდნენ. მეცნიერების აზრით, ქალაქი ახ. წ. V-VII საუკუნეებში წარმოიშვა. ჩრდილოეთიდან მოსულმა ბარბაროსებმა კონტინენტის ქალაქები გადაწვეს. გამოქცეული ხალხის ნაწილმა თავი ამ კუნძულებს შეაფარა.

მოგზაურობა დროში სწორედ იმ კუნძულების მონახულებით დავიწყე, რომლებიც ვენეციის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. კუნძულ ლიდოსკენ სტუმრები და მასპინძლებიც წყლის ავტობუსის, "ვაპორეტოს" საშუალებით წავედით. გზად, ლიდოს კუნძულამდე ულამაზესი პეიზაჟები იშლება. არცერთი კადრი რომ არ გინდა ყურადღების მიღმა დაგრჩეს და ნატრობ - მაქსიმალურად გახანგრძლივდეს დრო.  კუნძული ლიდო შემთხვევით არ შემირჩევია. შეიძლება ბევრი თქვენგანისთვის არ იყოს ცნობილი, რომ წმინდა ნიკოლოზის ნაწილები იტალიის ქალაქ ბარის გარდა ვენეციაში, კუნძულ ლიდოზეა დაბრძანებული.

ნავმისადგომიდან ქალაქის ქუჩაზე შევედი და გამვლელებს ტაძრის ადგილმდებარეობის შესახებ ვკითხე. გზად, ტაძრისკენ მიმავალს, 1389 წლით დათარიღებული ებრაელთა ანტიკური სასაფლაო შემხვდა.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარიც მალე გამოჩნდა. ტაძრის კართან რუსულ ენაზე განთავსებულ ინფორმაციას ვკითხულობ, თუ როგორ მოხვდა კუნძულ ლიდოზე წმინდანის ნაწილები.

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობისას ხომალდმა მირონლუკიის პორტში შეიარა და ვაჭრის ტანსაცმელში გადაცმულმა ვენეციელებმა დაიწყეს წმინდანის ნაწილების ძებნა. მათ იატაკის ქვეშ ლუსკუმა იპოვეს, რომელშიც  მე-9 საუკუნეში იმპერატორ ბასილი პირველის მიერ გადამალული წმინდა ნაწილები დახვდათ. ვენეციელები გახარებული დაბრუნდნენ ხომალდზე. ასე მოხვდა წმინდა ნაწილები კუნძულ ლიდოზე. ტაძარი, რა თქმა უნდა, კათოლიკურია და შესაბამისი წესისამებრ, მარმარილოს კიდობნის ჯვრის საკურთხევლის ზემოთ არის წმინდანის ნაწილები დაბრძანებული. აქ სალოცავად მოდიან როგორც კათოლიკეები, ასევე მართლმადიდებლებიც. კუნძულ ლიდოს სანაპიროს მოპირდაპირედ კარგად ჩანს ვენეცია, კერძოდ, სან-მარკოს ტაძარი და მოედანი.

კუნძული ლიდო ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ "ვენეციის კინოფესტივალს" მასპინძლობს ყოველწლიურად. სხვა დანარჩენი კუნძულებისგან ლიდო იმითაც გამოირჩევა, რომ ულამაზესი სანაპირო ზოლი აქვს და ტურისტების რაოდენობას ამ მხრივაც ვერ აუდის.

ლიდოდან კუძულ მურანოსკენ გავაგრძელეთ გზა. ნახევარ საათში მურანოზე ვიყავით. მურანო მინის გადამამუშავებელი საწარმოებით არის ცნობილი.

მე-13 საუკუნემდე აღნიშნული საამქროები ვენეციაში ფუნქციონირებდა. ხანძრის საშიშროებისა  და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მისი გადმოტანა კუნძულ მურანოზე გადაწყვიტეს.

მინას სპეციალურ ღუმელში, მაღალი ტემპერატურის ცეცხლზე ამუშავებენ. მინისგან სხვადასხვა ნივთების დამზადების პროცესს ადგილზე დავესწარით. იქვე იყო აქსესუარების მაღაზია, სადაც მზა მასალის შეძენა ყველას შეეძლო. მურანო შენობების არქიტექტურით, ბევრი ხიდითა და წყლის არხებით, ერთი შეხედვით, ვენეციას მოგაგონებთ. მურანოს ქუჩები სავსეა მინისგან დამზადებული აქსესუარების მაღაზიებით, რომელთა ნიშა მათ ფერადოვნებაშია.

მურანოს ამშვენებს შუა საუკუნეების არქიტექტურული ნიმუში, წმინდანების მარიასა და დონატოს სახელობის ტაძარი-CHIESA DEI SANTIMARIA E DONATO. ტაძრის სხვა საგანძურებს შორის ყველაზე ძვირფასად შესაძლოა ის მოზაიკა ჩაითვალოს, რითაც იატაკია მოპირკეთებული.

მურანოდან კუნძულ ბურანოსკენ გავაგრძელეთ გზა. ბურანო მართლაც ყველაზე გამორჩეული კუნძულია სილამაზით, თავისი ფერებით, მაქმანებით. შუა საუკუნეებში კუნძულთა ძირითადი შემოსავლის წყარო მაქმანების დამუშავება ყოფილა. დღესაც მოსახლეობა თავს ამ ხელსაქმით ირჩენს. მაქმანების გამყიდველთა უამრავ მაღაზიას და დახლს შეხვდებით. ფერწერის,  მხატვრობის გარეშე ხომ საერთოდ ვენეციელთა ცხოვრება წარმოუდგენელია. უამრავი ქალაქის, კუნძულის, ხიდის პეიზაჟს ადგილზევე მოგიხატავენ.

სახლები ხასხასა, ნათელ, სიცოცხლის ფერებშია შეღებილი. ლეგენდა გვიამბობს, ნათელი ფერებით სახლების შეღებვა მეთევზეების დასახმარებლად დამკვიდრებულა. ზღვიდან გვიან მობრუნებულებს იოლად რომ შეენიშნათ საკუთარი სახლები. კუნძულის მთავარ მოედანზეა მაქმანის ხელოვნების მუზეუმი და სან-მარტინოს ეკლესია.  იქვეა 52 მეტრი სიმაღლის სამრეკლო, რომელიც საგრძნობლად არის გადახრილი.

კუნძულ ბურანოსთან გამომშვიდობება ყველაზე მეტად გამიჭირდა, მაგრამ იმ იმედით წამოვედი, რომ წინ კიდევ ბევრი სანახაობა მელოდა.

ვენეციაში ჩასულებმა სან-მარკოს ცნობილ მოედანს მივაშურეთ. იტალიისთვის  დამახასიათებელი წვრილი ქუჩებით მოულოდნელად მივადექით უზარმაზარ მოედანს. საოცარი შეგრძნება იყო სივრცის აღქმა, მოედანზე მოფარფატე მტრედების ღუღუნის ხმა, დამთვალიერებელთა გაოცებული სახეების ყურება. აკვირდები მოედანს, რომელიც ასე კონტრასტულია მის წარსულ დანიშნულებასთან (მოედანზე სიკვდილმისჯილები სამუდამოდ ემშვიდობებოდნენ სიცოცხლეს), ასევე ძველ შენობების და თითოეული კედლის ფასადი ისტორიას გიყვება. მოედანზე მდებარეობს ულამაზესი, არქიტექტურის უბადლო ნიმუში, სან-მარკოს ტაძარი. ეკლესია მე-11 საუკუნეში ააშენეს და ქალაქის დიდ სიწმინდეს წარმოადგენს. ტაძარში ინახება წმინდა მარკოზ მახარობელის ნაწილები. ტაძრის გუმბათის, შიდა და გარე ინტერიერის ფრესკული მოხატულობა შთამბეჭდავია. ვენეციიდან ისე როგორ წამოვიდოდით გონდოლაში - წყლის ნავში რომ არ ჩავმსხდარიყავით. თანამედროვე გონდოლა დროთა განმავლობაში ცვლილებების შედეგად შეიქმნა და ის ვენეციის ერთგვარი სიმბოლოა. დასეირნობ ვენეციის ქუჩებში, არხებზე გონდოლათი და ხვდები, რომ  დროსა და სივრცეში მოგზაურობ. თან დაგყვება სურნელი ამ მართლაც და უჩვეულო, მსოფლიოში ყველაზე "არარეალური ქალაქისა".

ნონა გედენიძე

სპეციალურად "გურია ნიუსისთვის" ვენეციიდან

შენიშვნა: ქართველი ემიგრანტის ვენეციაში მოგზაურობის ამსახველ საინტერესო ფოტორეპორტაჟს, "გურია ნიუსი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ




 ახალი ამბები
  • "რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვს" _ ვოლსკი ოპოზიციასადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყამ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის, – ამ სიტყვებით მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციას მიმართა. “მე ვერ გავიგე ადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყავ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის. იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რომ პასუხი შეუბრუნდება. სადიზმის თემაც არ მესმის, იმიტომ, რომ ის კბილები, რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვთ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ახალი ამოუვიდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პლენარულ სხდომაზე რუსეთის თემასაც გამოეხმაურა. “რაც შეეხება რუსეთის თემას, იქ პარტიის ცეკას ინსტრუქტორი და აქ კარიკატურების გამოქვეყნება არ შველის იმ რეალობას, რასაც ჰქვია რუსეთის ხელშეწყობა და სერიოზულად: რუსეთის თემის ექსპლოატაცია საერთოდ მოდაშია, ადვილია სალაპარაკოდ, ცოტა ძნელია სალაპარაკოდ ვთქვათ ციფრები. არის საკითხები რაზედაც შეიძლება კამათი, შეიძლება კონსტრუქციული კამათიც, მაგრამ ეს თემა არ არის, კამათს არ ექვემდებარება. მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მოხდა ის, რომ ყველანაირი შეთავაზება, ყველანაირი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჩვენთან ერთად შემუშავებული, დაირღვა. რეალობაა ხალხო ეს. მე განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ იმიტომ, რომ სწორედ თქვენი ტვინის გამორეცხვისათვის არის მიმართული ყველა განცხადება და პროპაგანდისტული ნაბიჯი იმიტომ, რომ ის ემოცია არა გაქვთ, რაც 2008-ში იყო, 11-ში იყო, ბევრმა საკითხმა ისე ჩაიარა, რომ წლებმა გარკვეული მოშუშება უზრუნველყო ადამიანის გულებში და მახსოვრობაში, მაგრამ არის ათასობით ადამიანი, ვისაც ეს კარგად ახსოვს. მე ახალ პოლიტიკურ თემაზე მაქვს ყურადღება გამახვილებული. რაც შეეხება იმ უმტკივნეულო რეზოლუციას, ჯერ ეს ერთი უმტკივნეულო რეზოლუციები რატომ შემოგაქვთ, თუ არაფერს არ ნიშნავს და ნაჭუჭია კვერცხის, მაშინ ნუ შემოგაქვთ, ეს ერთი, მაგრამ არ არის უმტკივნეულო – ეს არის გათვლილი, საკმაოდ მზაკვრული გეგმა რომ ადრე თუ ხელი შეუწყვეს სამხედრო ინტერვენციას, ეხლა ეკონომიკური ინტერვენცია გაძლიერდეს და გამაგრდეს. წინა ხაზზე გაგიყვანონ მაშინ, როდესაც ხელში იარაღი არ გიკავია და იცი ზუსტად, რომ მტერი გაცილებით უფრო ეფექტური იარაღით დაგარტყამს. ეს იყო მიზანი, მთავარი მიზანი. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ეხება განათლებას, სპორტს, ამ თემებთან დაკავშირებით ვიკამათოთ კი ბატონო, სახელმწიფოს დამსახურებაა თუ არა, რომ ბიუჯეტი იზრდება, ვთქვათ სპორტში. სახელმწიფოს დამსახურება თურმე არ ყოფილა ის, რომ, არ ყოფილა კი არა, თურმე მავნებლობა ყოფილა ის, რომ დედაენა დაბრუნდა სკოლაში. ეს ხომ ფაქტია და ამ ფასეულობებით ვეჯიბრებით ერთმანეთს და საზოგადოებამ ამ ფასეულობების აწონვით უნდა მოგვიჩინოს ის ადგილი პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რისი პრეტენზიაც აქვს. აქედან გამომდინარეობს მთავარი თემა – დაველოდოთ არჩევნებს და გავაკეთოთ ყველაფერი, განსაკუთრებით მთავრობის მხარეს მოვუწოდებ, რათა საკითხი არ დარჩეს კითხვის ნიშნის გარეშე, რათა საკითხი არ დარჩეს პასუხგაუცემელი, თუნდაც თითოეული ადამიანის, კონკრეტული ადამიანის გაჭირვების თემას ეხებოდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ ... ...
  • ჯურუყვეთელ პედაგოგს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭალანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ  პედაგოგს, მიმოზა ბარამიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის  წოდება მიენიჭა.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სიგელი დამსახურებულ პედაგოგს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს ... ...
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებსსაქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში  დაეხმარებიან _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. უწყების ცნობით, THW-ის  წარმომადგენლები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიება-გადარჩენის კინოლოგიური ოპერაციების იმიტაცია მოეწყო. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამსახურის ეფექტურობას  საძიებო სამუშაოების  დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძაღლების გადამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის გაძლიერება ახალი ცხოველებით. მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები. გერმანულ მხარესთან კინოლოგიური სამსახურის  განვითარების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც ... ...
  • ოზურგეთში საპენსიო ჯილდოზე 174 პედაგოგი გავიდა“174 პედაგოგი გავიდა საპენსიო ჯილდოზე და 105 ახალი პედაგოგი მივიღეთ საჯარო სკოლაში“, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა მიაწოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.  ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების ... ...
  • რამდენი პირველი კლასელია ოზურგეთშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში წელს 683 პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა. “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა, პირველ კლასში დაფიქსირდა თუ არა ერთი ან ორი მოსწავლე. ლელა იმედაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევა მხოლოდ გომის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ორი ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...