რა ღირს საცხოვრებელი და კომერციული ქონება დედაქალაქის თქვენთვის საინტერესო უბანში (R)

საზოგადოება

რა ღირს საცხოვრებელი და კომერციული ქონება დედაქალაქის თქვენთვის საინტერესო უბანში (R)

8 სექ. 2016, 18:13:52

თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStrt-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, უძრავი ქონების ინდექსები გამოქვეყნდა

უძრავი ქონების ლაბორატორიამ (REM lab) უძრავი ქონების ბაზრის კვლევის პირველი შედეგები გა¬მოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით. 

როგორც ირკვევა, მოცემულ 12-თვიან პერიოდში, 1 კვ.მ. საცხოვრებელი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი დედაქალაქში მერყეობდა 836-დან 900 აშშ დოლარამდე. ამასთან, თბილისში საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 2016 წლის ივნისში 1.8%-ით შემცირდა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.
2016 წლის ივნისის მონაცემებით, საცხოვრებელი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონ¬შია (1 კვ.მ. 1011 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფი _ სამგორის რაიონში (1 კვ.მ. 544 აშშ დოლარი).
საცხოვრებელი ქონების დაქირავებაც ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე ღირს (1 კვ.მ. საშუალოდ 9.0 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფი სამგორში (1 კვ.მ. საშუალოდ 5.0 აშშ დოლარი). ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ქონების ქირის ფასის ინდექსი 2016 წლის ივნისში 13.2%-ით შემცირდა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.
შედარებით ძვირია თბილისში კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის და იჯარის ფასები. მაგალითად, 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე 1 კვ.მ. კომერციული ქონების გაყიდვის საშუალო ფასი მერყეობდა 1088-დან 1230 აშშ დოლარამდე, თუმცა 2016 წლის ივნისის მონაცე-მებით, გაყიდვის ფასის ინდექსი შემცირებულია 9.6%-ით გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.
რაც შეეხება იჯარას, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში 1 კვ.მ. კომერციული ქონების იჯარა სა¬შუალოდ 10.1-დან 12.0 აშშ დოლარამდე მერყეობდა. 2016 წლის ივნისის თვეში იჯარის ფასის ინდექსიც შემცირებულია 4.8%-ით გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.

უძრავი ქონების ლაბორატორიის მონაცემებით, 12-თვიან პერიოდში (2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე), თვეში საშუალოდ, ფიქსირდებოდა უძრავი ქონების გაყიდვის 2384 ტრანზაქ-ცია. 2016 წლის ივნისში დედაქალაქში უძრავი ქონების გაყიდვების 34.9% ვაკისა და საბურთალოს რაიონებზე მოდის.

2016 წლის ივნისში უძრავი ქონების გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 30.7%-ით  გაიზარდა და 2811 შეადგინა.

აღნიშნულ კვლევას რეგულარული ხასიათი ექნება და უძრავი ქონების ინდექსები სხვა ინდი-კატორებთან ერთად ყოველთვიურად გამოქვეყნდება. პროექტის REM lab ფარგლებში იგეგმება კვლევის არეალის თანადათანობითი გაფართოვება: პერსპექტივაში კვლევა საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოიცავს.

კვლევის სრული ანგარიშის ნახვა შესაძლებელია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ვებგვერდზე: iset-pi.ge




 ახალი ამბები
  • სენაკში ელექტრო სადენს ცეცხლი გაუჩნდასენაკში ერთ-ერთ  ელექტრო სადენს  ცეცხლი გაუჩნდა. როგროც "გურია ნიუსს" ადგილიდან აცნობეს, ხანძარი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. როგორც საგანგებო მართვის სამსახურში განმარტავენ, ხანძარი  ლოკალიზებულია.  "ენერგო პრო ჯორჯიას"ცნობით, მათი წარმომადგენლები ადგილზე უკვე მუშაობენ და ელექტროენერგიის აღდგენა მალე მოხდება. ... ...
  • „ტკივილიანი დღე, რომელიც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს“ _ოზურგეთში აგვისტოს გმირთა ხსოვნას პატივი მიაგესდღეს, ოზურგეთში, აგვისტოს ომში დაღუპულ  გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.   მათ საფლავებთან თაიგულებით მივიდნენ გურიის  სამხარეო და ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიის დასაკრებულოს ხელმძღვანელი პირები: გუბერნატორი, ზურა ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერი, კოტე შარაშენიძე,  საკრებულოს  თავმჯდომარე, დავით დარჩია, მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე.  დაღუპული გმირების:  თემურ ჭიტაძე (სოფელი გურიანთა), თამაზ ნიკიტინი (ქალაქი ოზურგეთი) და ზაურ თენიეშვილი (ქალაქი ოზურგეთი),   საფლავებთან ასევე მივიდნენ  გურული  ომის ვეტერანები, საქველმოქმედო  ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარები, მონიკა ახვლედიანი და თამარ ლურსმანაშვილი.  ოზურგეთის ცენტრში მათ თავდაპირველად გმირთა მემორიალი შეამკეს. შემდეგ კი იქვე, ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავს   მიაგეს  პატივი და გვირგვინი დადეს. _12 წელი გავიდა აგვისტოს  ომიდან.  გურიიდან  ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა ამ ომში. დილიდან მოვედით  აქ, რათა შევამკოთ მემორიალი. მოვივლით გმირთა  საფლავებს.  დიდება გმირებს! მჯერა, მათი ბრძოლა უკვალოდ არ  ჩაივლის და საქართველო გაერთიანდება, _ თქვა გურიის  გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ. ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დედამ,  ქალბატონმა  ციური წერეთელმა, როგორც ყოველთვის, ცრემლიანმა ისაუბრა: _ტრაგიკული დღეა, უსაზღვროდ   ტკივილიანი. ამ დღის აღნიშვნა აუცილებელია. ღმერთმა ყველა გმირი ნათელში ამყოფოს, ჩემი შვილის თამადობით, _ თქვა  მან. მამას იგონებს გიორგი დამენია, ამჯერად სტუდენტი : _ძალიან რთული დღეა. ვერ  გეტყვით, ეს სასიხარულოა თუ სამწუხარო. თუმცა,  თუ საქართველო კაშკაშებს მსოფლიო რუკაზე, ასეთი გმირების წყალობითაა.  მჯერა, საქართველო იქნება ერთიანი, _ გვითხრა გიორგი დამენიამ. აგვისტოს გმირის,  თამაზ ნიკიტინის საფლავის  თაიგულებით   შემკობის მერე, გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ესაუბრა მის მეუუღლეს, ქალბატონ ნინოს, რომელმაც მორიდებით გამოთქვა  საყვედური იმის გამო, რომ მას და მის მცირეწლოვან ბიჭუნას ოზურგეთში ერთი ოთახი არ  აქვთ, რომ ღამე გაათიონ. _ჩვენ ქუთაისში   გადავედით საცხოვრებლად. აქ თამაზის საფლავია. ძალიან გვიჭირს სიარული. ნება რომ იყოს, შეიძლებოდა ხელისუფლებას ერთი ოთახი  გამოეყო ჩვენთვის სადმე, რომ როცა  ჩამოვდივართ საფლავის მოსანახულებლად, ღამის გათევა შეგვეძლოს, _ უთხრა მან გუბერნატორ ნასარაიას. თავის მხრივ, ზურაბ ნასარაიამ გამოკითხა, თუ ჰქონდა ვინმესთან კომუნიკაცია აღნიშნულის თაობაზე ან განცხადებით თუ მიმართა. სოფელ გურიანთაში ეროვნული გმირის, თამაზ ჭიტაძის საფლავის შემკობის შემდეგ, გმირის ბავშვობა გაიხსენეს  მშობელბმა და ახლობლებმა. _ეს უაზრო ომი იყო, ვინც  კი,  სამშობლოსთვის დაიხოცნენ ბიჭები,  გმირებად  რჩებიან,   მაგრამ შეიძლებოდა ამ ომის  თავიდან აცილება, _ საკუთარი  გულისტკივილი  გამოხატა თემურ ჭიტაძის მამამ, თამაზ ... ...
  • გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს (R)გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს. „უმძიმესი ისტორია, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება _ აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი შესრულდა. საქართველომ ქვეყნის მთლიანობისთვის მებრძოლი გმირები დაკარგა... გმირები, რომლებიც არ შეუშინდნენ რუსულ აგრესიას და სიცოცხლის ბოლო წუთამდე სამშობლოს თავგანწირვით იცავდნენ. ქედს ვიხრი ომში დაღუპული ვაჟკაცების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. გურიის რეგიონში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ოზურგეთიდან - თეიმურაზ ჭიტაძე, თამაზ ნიკიტინი, ზაურ თენიეშვილი; ჩოხატაურიდან - მერაბ ახობაძე, ფილიპე მგალობლიშვილი, მურთაზ ირემაძე; ლანჩხუთიდან - ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, ვასილ სმირნოვი. ... ...
  • "ვერაფერს ვერ გეტყვით"- ხონი-სამტრედიის მიტროპოლიტი მისი ოჯახის დაყაჩაღებაზე„ვერაფერს ვერ გეტყვით“,_ ასე უპასუხა „გურია ნიუსს“ ყაჩაღობასთან დასმული შეკითხვის შესახებ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა საბამ და ტელეფონი გათიშა. შეგახსენებთ, რომ  მიტროპოლიტ საბას საცხოვრებელი სახლი, რომელიც სენაკში მდებარეობს, დააყაჩაღეს. ჩვენთვის უცნობია, თუ რა არის წაღებული მიტროპოლიტის სახლიდან. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ... ...
  • სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებულ მოზარდს ისევ ეძებენსვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის საძიებო სამუშაოები ისევ გრძელდება. არსებული ინფორმაციით,  ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, დილის 11 საათზე გავიდა და მას შემდეგ  აღარავის უნახავს. საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველები გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. მოზარდის პოვნას ცდილობენ ასევე მოსახლეობისთვის დაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინებებითაც. მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...