ქუთაისში 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება


საზოგადოება

ქუთაისში 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება

12 სექ. 2016, 16:45:59

ქუთაისი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას იბრუნებს-საქართველოს შუაგულში, კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი, ამ ეტაპზე, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს ფონდი "ქართუ".

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით მიმართა ღონიძიების მონაწილეებს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქუთაისის არჩევა ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის ადგილად, არ არის შემთხვევითი, რადგან საუკუნეების წინ სწორედ ქუთაისში ფუნქციონირებდა უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრი-გელათის აკადემია.

"დღეს 12 სექტემბერია და შეუძლებელია არ გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღე და პატივი არ მივაგოთ მის უკვდავ სულს.  როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ,,მეცნიერება და განათლება უნდა იყოს ქართველი კაცის თოფ-იარაღი". და დღეს ჩვენი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დღეს საძირკველიეყრება საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტს. აქ, ქუთაისში, დაფუძნდება უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი, აშენდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც უპრეცედენტო საგანმანათლებლო ცენტრი იქნება მთელ ჩვენს რეგიონში. ქუთაისის არჩევა ახალი საუნივერსიტეტო ქალაქისადგილად არ არის შემთხვევითი. ქუთაისია ის ქალაქი, სადაც საუკუნეების წინ არსებობდა გელათის აკადემია, რომელმაც იმ ეპოქაში თავის თავზე იტვირთა უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია,"_ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, ქუთაისისთვის ისტორიულისაგანმანათლებლო კერის ფუნქციის დაბრუნების იდეა ყოფილ პრემიერ-მინისტრს,  ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომელმაც საზოგადოებას  მოსაზრება პირველად 2011 წელს გაუზიარა,როდესაც თავისი ,,პირველი წერილი" გამოაქვეყნა, თუმცა თავად იდეა ბევრად უფრო ადრე გაჩნდა.

"დღეს ჩვენ იმის მოწმე ვართ, რომ ოცნება რეალობად იქცა და ბევრი ქვეყნისთვის მართლაც მიუწვდომელი პროექტი საქართველოშიიწყებს ხორცშესხმას. მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ბიძინას ამისათვის.  ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი, და ამას ყველა ერთხმად აღნიშნავს. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომელსაც გზის გახსნა და თანამედროვე ცოდნის მიცემა სჭირდება. უნივერსიტეტის არსებობა შეუნარჩუნებს ქვეყანას ინტელექტუალურ რესურსს და კიდევ უფრო მეტი განვითარების საშუალებას მისცემს მათ.დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს უნივერსიტეტი იქნება ის საგანმანათლებლო ბაზა, რომელიც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებსა და მეცნიერებს გამოუშვებს. ეს იქნება ის ხალხი და ის თაობები, რომლებიც გარღვევას მოახდენენ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და განვითარებაში,"_ აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე გაშენდება, შენობების საერთო ფართი კი 1 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება.  მისივე თქმით,  მშენებლობის დროს გამოყენებული იქნებამაღალი ეკოლოგიური სტანდარტები, განახლებადი ენერგიების სისტემები, „მწვანე ტექნოლოგიები" და ყველაფერი გაკეთდება საიმისოდ, რომ მშენებლობის ადგილზე არსებული ბუნება სრულად იქნას შენარჩუნებული.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საუნივერსიტეტო სწავლებაზე და ხაზი გაუსვა, რომ  უნივერსიტეტის მთავარი პროფილი ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები იქნება. მან იმედი გამოთქვა, რომ უახლესი ინფრასტრუქტურა, უმაღლესი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი პროფესორ–მასწავლებლები, თანამედროვე სასწავლო და კვლევითი პროგრამები, მსოფლიოს წამყვან უნივერისტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამები და ერთობლივი კვლევები უნიკალურ შესაძლებლობებს მისცემს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს.

"უნივერსიტეტს ამ უმნიშვნელოვანესი მისიის განხორციელებაშიგვერდში დაუდგებიან ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტები, რომლებთანაც უკვე დაწყებულია ინტენსიური თანამშრომლობა.დარწმუნებული ვარ, აქ შეიქმნება ისეთი გარემო, როგორიცსახელგანთქმულ ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებშია, რაც მათ მსოფლიო ლიდერებად აქცევს. ასეთი დონის საუნივერსიტეტოქალაქში უცხოელი სტუდენტებიც მოისურვებენ განათლების მიღებას. საქართველოში ამჟამადაც ბევრი უცხოელი სწავლობს. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა, რის საშუალებასაც გვაძლევს უსაფრთხო გარემო, ჩვენი სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ცხოვრების მაღალი დონე და ამავე დროს სწავლის შედარებით დაბალი საფასური. დარწმუნებული ვარ, ეს საუნივერსიტეტო ქალაქი გამორჩეული იქნება თავისი პოტენციალით და იქცევა რეგიონალური მნიშვნელობის საგანმანათლებლო ჰაბად,"_ განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საუნივერსიტეტო ქალაქისდაარსება სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების სახელმწიფო ხედვასთან. მისი განმარტებით, დღეს მთავრობა უკვე მუშაობს იმისათვის, რომ განათლების სისტემა გახდეს თანამედროვეობას მორგებული, ეკონომიკის საჭიროებებზე ორიენტირებული,  სრულად იქნას გამოყენებული ადამიანური რესურსები ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის.

"მოგეხსნებათ, რომ მსოფლიოში დღეს უკვე ტენდენციად იქცა საუნივერსიტეტო ქალაქებში ბიზნესინკუბატორების, ინოვაციური პარკების, სტარტაპ-კომპანიების ჩამოყალიბება და განვითარება. ბევრი გამოგონება და წარმატებული ბიზნესი სწორედ უნივერსიტეტების წიაღში იბადება და ვითარდება. იცით, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ სტარტაპების პროექტების სახელმწიფო დაფინანსება, ქართველი მეწარმეებისა და ახალგაზრდა ინოვატორების ხელშეწყობა და, დარწმუნებული ვარ, რომ ამ უნივერისტეტშიც ბევრი საინტერესო პროექტი დაიბადება.  გარდა უზარმაზარი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ფუნქციისა, საუნივერსიტეტო ქალაქი თავად ქუთაისის განვითარებაშიც შეიტანს უზარმაზარ წვლილს. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს ის პოზიციები, რომლებიც მას ტრადიციულად ჰქონდა. ეს იყო ინდუსტრიული ქალაქი, სადაც მუშაობდნენ საუკეთესო ინჟინრები, ტექნოლოგები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. მე მჯერა, რომ ამაში საუნივერსიტეტო ქალაქი გადამწყვეტ სიტყვას იტყვის. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელება ქუთაისელებისთვის და ამ რეგიონის მოსახლეობისთვის დასაქმების დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს. ბევრი ადგილობრივი უკვე მშენებლობის პროცესში დასაქმდება, ხოლო როდესაც საუნივერსიტეტო ქალაქი დაიწყებს ფუნქციონირებას, საჭირო გახდება სათანადო კადრები და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილებიც გაჩნდება", _ განაცხადა კვირიკაშვილმა. 

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ  ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი და თბილისის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი - ეს ორი უდიდესი პროექტი ერთად,  სერიოზულ ბიძგს მისცემს ქვეყანაში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარებას. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იდეის ავტორს, ფონდ "ქართუს" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც  ქუთაისის საუნივერიტეტო ქალაქს, ისევე როგორც თბილისში მდებარე ტექნოლოგიურ ინსტიტუტს, საჩუქრად გადასცემს სახელმწიფოს.

"ორივე ამ გრანდიოზული პროექტის ღირებულება ერთიმილიარდი ევრო გახლავთ და მას მთლიანად აფინანსებს ფონდი ,,ქართუ". მთელ ციკლს, საუნივერსიტეტო ქალაქისდაპროექტებიდან და მშენებლობიდან დაწყებული, მისი აღჭურვითა და ფუნქციონირებით დამთავრებული, უზრუნველყოფს ფონდი ,,ქართუ".  და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება, სანამ უნივერსიტეტს და სახელმწიფოს არ ექნება საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ საკუთარი ძალებით შეინახონსაუნივერსიტეტო კომპლექსი. მინდა კიდევ ერთხელ უღრმესიმადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ ისტორიული პროექტებისთვის. ეს არის მისი მხრიდან ძალიან დიდი საჩუქარი ქართველი ხალხისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის ჩადებული ინვესტიცია, რომელიც ათმაგად, ასმაგად დაგვიბრუნდება ყველას, მთელ საქართველოს!"_ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაციას ფონდ "ქართუს" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში აკრედიტებული კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, საერთაშორისო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და მეცნიერები დაესწრნენ.

საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქი მოიცავს: მთავარ კამპუსს, რომელშიც გაერთიანდება სასწავლო სივრცეები,  მრავალდარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, სტუდენტების და მოწვეული პროფესორ-მასწავლებლების საცხოვრებელი სივრცეები, ასევე სპორტულ ინფრასტრუქტურას, გასართობ და სარეკრეაციო ზონას.

60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდება 140 ჰექტარ ფართობზე, შენობების საერთო ფართი იქნება 1 მილიონი კვადრატული მეტრი.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი  უზრუნველყოფს ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც ესაჭიროება საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის. უნივერსიტეტის ძირითადი მიმართულებები იქნება: ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერიის სხვადასხვა დარგები, აგრონომია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მათი ინტერდისციპლინარული თანამედროვე პროგრამები. ასევე შეთავაზებული იქნება სხვა დარგების საბაკალავრო და სამაგისტრო ხარისხის სპეციალობები, რომელთა საჭიროებას განსაზღვრავს სახელმწიფო.

ერთიანი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილი იქნება თბილისში განლაგებული საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ადრონული თერაპიის სამეცნიერ-კვლევითი ცენტრი, მისი უნიკალური კვლევითი ინფრასტრუქტურით.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაპროექტებას, მშენებლობას, აღჭურვას და ფუნქციონირების დაფინანსებას უზრუნველყოფს ფონდი «ქართუ». ორივე მეგაკომპლექსი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში და როგორც  ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში, ისე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება სახელმწიფო დაწესებულება.




 ახალი ამბები
  • თოვლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება _ როდიდან შეიცვლება ამინდი საქართველოშისაქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა , _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი - 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • მარინა ენდელაძე: ეს ერთადერთი გამოსავალიამსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, ამდენად ერთადერთი საიმედო გამოსავალი - ვაქცინაციაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია იქნება პირველ კვარტალში და პირველ ეტაპზე მცირე დოზა. „როგორც ვიცი, ქვეყანა ემზადება, რომ შემდეგ ვაქცინაცია მასიურად მოხდეს. პირველ რიგში რისკჯგუფები აიცრებიან. ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით, ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა ... ...
  • საქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდასაქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა, _ ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს: "რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, მოძრაობა განახლდა ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე - ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • ხვალ დიდ ქალაქებში, ასევე, აჭარაში სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდებახვალ, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარისავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყვეს პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს. სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება. „პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში. დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების ... ...
  • პანკისის ხეობაში 40 წლამდე კაცი მოკლეს - ერთმანეთს ნათესავები დაუპირისპირდნენპანკისის ხეობაში ნათესავებს შორის  ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - მოკლულია 40 წლამდე კაცი. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. სავარაუდო დამნაშავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. წყარო: მთავარი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....