თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებში უზუსტობებია - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

gurianews.com

საზოგადოება

თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებში უზუსტობებია - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"

2016 სექ 12 20:39:26

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები უზუსტობებს შეიცავს. 

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დღემდე დირექტორის პოზიციას იკავებს შპს "კრეს GMBH ავტო ჰაუსში", რომელიც 2006 წლის 28 მარტსაა რეგისტრირებული, კომპანიის მთავარ საქმიანობად ავტონაწილებითა და ავტომობილებით ვაჭრობაა მითითებული. 

"გარდა იმისა, რომ მინისტრი კომპანიაში ამ დრომდე ინარჩუნებს დირექტორის პოსტს, შპს "კრეს GMBH ავტო ჰაუსი" ასევე არ არის შეტანილი ტარიელ ხეჩიკაშვილის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში", _ ნათქამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, "უზუსტობებია იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძის, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსიას, ასევე პარლამენტის წევრების, პაატა კიკნაველიძისა და თამაზ ყაჭეიშვილის დეკლარაციებში.

კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, პაატა კიკნაველიძის ქონებრივ დეკლარაციაში მონაცემებს მისსა და მისი ძმის საკუთრებაში მყოფი ქონების შესახებ ვხვდებით. პარლამენტის წევრს რეესტრის მიხედვით პირადი ქონება სრულად აქვს დაფიქსირებული (რკ რკონის ხის მეურნეობა - მეპაიე; შპს მადლი - პარტნიორი), მაგრამ უზუსტობაა მისი ძმის, ანდრო კიკნაველიძის ქონების დეკლარირებაში. საჯარო რეესტრის მონაცემებით, პარლამენტარის ძმა 40%-იან წილს ფლობს შპს "ლაგში", პარალელურად კი დირექტორის თანამდებობას იკავებს ამავე შპს-ში.

"პარლამენტარ თამაზ ყაჭეიშვილის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ დეპუტატი შპს "სამეგობროს" და შპს "ნუგოს" მეწილეა, მისი შვილი ირინა ყაჭეიშვილი კი შპს "ხარისხსა" და შპს "ყაზბეგი-ნატალიშია" პარტნიორი. თუმცა, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, თამაზ ყაჭეიშვილი 25% წილს ფლობს შპს "ხარისხში" და 19% წილს შპს "ყაზბეგი-ნატალიში", რაც ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული არ არის. ასევე არაფერია ნათქვამი ირინა ყაჭეიშვილის კავშირზე შპს "ამარტა მედია ჯგუფთან", რომელშიც ის 100%-იან წილს ფლობს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბურჭულაძის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ არის მითითებული, რომ მისი მეუღლე მაია შიშნიაშვილი 16 % წილს ფლობს შპს "ფარმაკონში".

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის მეუღლე, ავთანდილ ცქვიტინიძე აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. ცქვიტინიძის სახელზე მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში, აღრიცხულ საწარმოთაგან, ხათუნა თოთლაძის ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ შპს ავთანდილ ცქვიტინიძე ფიქსირდება. თუმცა დეკლარირებული არ არის შპს ავთანდილი და შპს ჯ-მანია, რომელთა 100% წილის მფლობელიც აგრეთვე ავთანდილ ცქვიტინიძეა.

ქეთევან ბაკარაძის 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის მეუღლე აკაკი ჩარგეიშვილი შპს "აკაკი ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის" პარტნიორი და შპს "ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის" დირექტორია. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით კი ბაკარაძის მეუღლე დირექტორის სტატუსის გარდა შპს "ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის" 100%-იანი წილის მფლობელიცაა. მისსავე საკუთრებაშია შპს "ოლლ პეი" (100%-იანი წილი, დირექტორი), შპს "ჩარგეიშვილი და კომპანია" (50%-იანი წილი, დირექტორი), შპს "ვაითმედ" (15%-იანი წილი, დირექტორი), და შპს "ჯი ბი ეს" (მეწილე), თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ქეთევან ბაკარაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.

2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაში კახაბერ რუსიას მიერ მითითებული ინფორმაციის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილის მეუღლე ლელა არზიანი შპს "ნიას" დირექტორია, შვილი რომანი რუსია კი შპს "ეას" დირექტორის პოსტს იკავებს. თუმცა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეს სრულად არც თავისი და არც ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფი ქონება არ აქვს დეკლარირებული. რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ლელა არზიანი შპს ნია-ს არა მხოლოდ დირექტორი, არამედ 100 % წილის მესაკუთრეცაა. ის აგრეთვე ფლობს შპს "ავტოსადგურის" 4%-იან წილს და პარალელურად იკავებს დირექტორის თანამდებობას შპს "რუმოში". აღსანიშნავია, რომ შპს "რუმოს" 50%-იან წილს თავად კახაბერ რუსია ფლობს, თუმცა ამის შესახებ მის ქონებრივ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი. კახაბერ რუსიას ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ ის და მისი შვილი რომან რუსია 37 % და 7 % წილებს ფლობენ შპს "მუნოზოჯშიც". შპს "რუსი" კი კახაბერ რუსიას 100%-იან მფლობელობაშია", _ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს თანამდებობის პირებს, მეტი ყურადღება დაუთმონ ქონებრივი დეკლარაციების შევსებისას მონაცემების სიზუსტეს. 

"აქვე აღვნიშნავთ, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი უნდა ამოქმედდეს. აღნიშნული კანონის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებული იქნება თანამდებობის პირების მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციების მონიტორინგი განახორციელოს", _ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.


ნახვა: 11


 ახალი ამბები
  • ,,როცა მშიერ ადამიანს ეუბნები, რომ მაძღარი ხარ, ცოტა უცნაურია“ _ სოსო ცინცაძეექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძე ,,გურია ნიუსთან“ პარლამენტის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების საკითხს გამოეხმაურა. როგორც ცინცაძე აცხადებს, გაუგებარია, თუ რატომ იხარჯება ათეულობით მილიონი ლარი იმ მაუწყებლის შესანახად, რომლის არსებობა საზოგადოებისთვის  უმნიშვნელოა. ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩუმად რომ გაუქმდეს, ვერავინ გაიგებს, რომ აღარ არსებობს. მოსახლეობას ნაკლებად აინტერესებს სარეკლამო ბაზარი, ხალხმა იცის, რომ ტელევიზია 50  მილიონი ლარით ფინანსდება და კიდევ აძლევენ დამატებით მილიონებს და თანაც საიდან? ისევ ჩვენი ჯიბეებიდან.  საზოგადოებრივ მაუწყებელს  CNN -თან შედარებით 4-ჯერ მეტი შტატი აქვს. პირველმა არხმა 80 მანქანა შეიძინა ახლა და CNN- ს საერთოდ არ ჰყავს მანქანები, იქ ბიუჯეტის ფულით მანქანებს არ ყიდულობენ. ეს ფული პირველი არხის დირექტორს არ სჭირდება, მთავარია, თანხა არ წაიღონ კერძო ტელევიზიებმა. შემთხვევითი კი არ იყო ნინო ჯანგირაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მწვავე საუბარი. ვისაც უჭირს, ის გრძნობს მეტ საშიშროებას. უცნაურია, როცა მშიერ ადამიანს ეუბნები, რომ შენ მაძღარი ხარ. პარლამენტის თავმჯდომარე ამ როლში გამოდის და ამბობს, თანაც ჩხუბით, ბრაზით _ ინტრიგანი ხარ, რადგან ამბობ, რომ გშიაო. ვინ იცის უკეთესად ვის შია, კობახიძემ თუ წვრილმა მედიასაშუალებებმა? კობახიძემ უკეთ იცის რა დღეშია დღეს მედია?  რა ელით მათ ამ კანონის მიღებით? ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტშიც დარღვეულია ერთიანობა  და გუშინ კობერიძე პირდაპირ ამბობდა, რომ ახალი ფული კი არა იმ 50 მილიონს რაში ხარჯავს მაღლაფერიძე ესეც გასაკვირიაო“, _ განაცხადა სოსო ცინცაძემ. ცნობისთვის,  ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო. მმართველ გუნდში განსხვავებული პოზიციების მიუხადავად, პარლამენტში ვეტოს დაძლევას პროგნოზირებენ. მედიაორგანიზაციები კი პარლამენტის წევრებს მიუწოდებენ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის უფლებამოსილებების გაზრდა კერძო მედიასაშუალებებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. ... ...
  • ფშაველი -აბანო- ომალოს გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდაფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მსუბუქი ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი ადგილზევე დაიღუპა, ერთი მგზავრი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც შსს-მ "გურია ნიუსთან" განაცხადა, მომხდარზე საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლათბილისში კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 2 ადამიანს დაეჯახა, რის შედეგადაც 1 დაიღუპა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი ამ დროისთვის ნაპოვნია და ავტომობილიც საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი. „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. მძღოლის ვინაობა დადგენილია და ავტომანქანაც საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი. დანიშნულია ექსპერტიზები. გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს“, _ ამბობენ შინაგან საქმეთა ... ...
  • რატომ დაიბარეს გუბერნატორები პარლამენტშიჩვენ აღნიშნული თემების ირგვლივ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შევთანხმდით, _ განაცხადა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების ... ...
  • საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას ვირუსით გარდაიცვალათბილისის 56-ე საბავშო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. მცირეწლოვანს სავარაუდოდ ჩუთყვავილას გართულებული ფორმა ჰქონდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მცირეწლოვანი გოგო ბაღში პირველი თებერვლის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აღარ დადიოდა. ბაღის დირექტორი ადასტურებს, რომ მსგავსი სიმპტომები კიდევ რამდენიმე ბავშვს აღენიშნება და მოზარდები ჩუტყვავილას შედარებით მსუბუქი ფორმით მკურნალობენ. „ასეთ უბედური შემთხვევები ხდება ხოლმე. ძალიან იშვიათად მაგრამ ხდება. შეიძლება თანდართული ფონი იყო რაიმე დაავადების, მაგრამ ასეთი მძიმე შედეგით დამთავრდა. რა თქმა უნდა ჩვენი სამსახური, მუშაობს ამ შემთხვევაზე,“-განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ. ბაღში ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია. როგორც 56-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, მზია ჯიბლაძე ამბობს, სკოლამდელ დაწესებულებაში ჩუტყვავილას რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტების რეკომენდაციით, ბაღს დეზინფექცია უტარდება და სასწავლო პროცესი ხვალიდან ... ...

არქივი

ზაფრანი

ინდური „კომფორტი“

ცნობილია, რომ ინგლისელთა მმართველობის დროიდან...

"საკანონმდებლო" კრივი

ცოტა ხნის წინ ტაილანდის დედაქალაქ...

ძმური ლევიტაცია

ჩილეს ყველაზე ცნობილმა ილუზიონისტებმა, ტყუპმა...

"მიმზიდველი" თინეიჯერი

"მაგნიტური" ადამიანები თავისი თვისებების დემონსტრირებით...

სერფერი ტობი

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კალიფორნიაში...

"სანტექნიკ-ოპერა"

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...