ევროკავშირის მიერ დევნილთა განსახლების კუთხით გაწეული მხარდაჭერის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა (R)
ევროკავშირის მიერ საქართველოს მთავრობისათვის დევნილთა განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის კუთხით გაწეული მხარდაჭერის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
2014 წლის ივნისიდან წამყვანმა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა აქტიურად ითანამშრომლეს სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებთან, რათა გაძლიერებულიყო სამინისტროს შესაძლებლობები დევნილთა სამართლიანი და ხარისხიანი მომსახურების კუთხით.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მიერ ,,დევნილთა სამინისტროს პროცესებზე ორიენტირებული ტექნიკური დახმარების პროექტის“ საშუალებით სამინისტროსათვის გაწეული მხარდაჭერის ფარგლებში მიღწეული ძირითადი შედეგები:
• გრძელვადიანი განსახლების ფარგლებში საცხოვრებელი ფართების განაწილების სამართლიანობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად ახლადშემუშავებული სისტემები და პროცესები;
• სამინისტროს ცენტრალური და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებისათვის ჩატარებული ტრენინგები ძირითად კომპეტენციებში, კვლევების ჩატარების, პოლიტიკის შემუშავებისა და კომუნიკაციის ჩათვლით;
• დევნილთა და საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმების განხორციელების კუთხით გაწეული მხარდაჭერა.