ODIHR _ „ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, რომ ამომრჩეველთა სიები დაეზუსტებინა"

საზოგადოება

ODIHR _ „ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, რომ ამომრჩეველთა სიები დაეზუსტებინა"

29 სექ. 2016, 18:11:23

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლება მთელი ძალისხმევით ეცადა ამომრჩეველთა სიის მაქსიმალურად დაზუსტებას. 
იუსტიციის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო" წამყვანი უწყებაა, რომელიც აქტიურად მუშაობდა საარჩევნო სიების დაზუსტებაზე.

ანგარიშში ნათქვამია: „ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, რომ ამომრჩეველთა სიები დაეზუსტებინა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ბიომეტრიულ მონაცემებს ნერგავს სახელმწიფო რეესტრში.  საარჩევნო სიებში შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით კარდაკარ შემოწმებაც განხორციელდა და სახის ამომცნობი პროგრამა გამოიყენება დუბლირებული ჩანაწერების გასასწორებლად".

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო" 2 წელია, აქტიურად მუშაობს ამომრჩეველთა პოტენციური სიის დაზუსტებაზე, კერძოდ:
2012 წლიდან სააგენტო ინტენსიურადაა ჩართული მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის სამუშაოებში, რათა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიებისათვის მოქალაქეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები მაქსიმალურად სრულყოფილად გადასცეს. ამჟამად პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3.500.000 პირის მონაცემებია. ამ ეტაპისათვის პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 2 458 599  მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის ამომრჩევლის მონაცემი უტყუარი და დაზუსტებულია. 2012 წელს ამომრჩეველთა სიაში ასეთი მონაცემი მხოლოდ 778.207 იყო. 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 1 137 150 მოქალაქეზე პირადობის ელექტრონული მოწმობა უფასოდ ან შეღავათიან ფასში გაიცა (უფასოდ გაიცა 946 286).

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი − 2" 2015 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, დაიწყო. ამ პროექტის ფარგლებში ხარისხიანი საარჩევნო სიის შესადგენად გატარდა მთელი რიგი ღონისძიებებისა. საარჩევნო სიების სრულყოფისათვის სააგენტომ მუშაობა რამდენიმე მიმართულებით აწარმოა, კერძოდ: ფოტოსურათების დადარება - გადამოწმდა 2 008 432 საქმე; გაუქმდა 488 გაორებული და 137 გაყალბებული დოკუმენტი; გასწორდა 1 393 არასწორად მიბმული სურათი;

გარდაცვალების ფაქტების გამოვლენა და რეგისტრაცია - შედგენილია 3 628 გარდაცვალების ოქმი და გარდაცვლილი (მათ შორის, საზღვარგარეთ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარდაცვლილი) პირები ამორიცხულია მოქალაქეთა ბაზიდან;
მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე და უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერების შემცირება - აღდგენილია 1 135 ჩანაწერი, 15 ჩანაწერი გაუქმდა საქმისწარმოების დროს აღმოჩენილი გაორების გამო, საკონსულო სამსახურების მიერ გაცემული უსურათო დოკუმენტიდან მოძიებულია და ბაზაში ასახულია 6 566 მოქალაქის ფოტო;
შეუსაბამობა სქესში და არასწორად მიბმული ფოტოების გამოვლენა - შესწავლილია 40 000 ჩანაწერი; შესწორებულია 252 პრობლემური ჩანაწერი;
დოკუმენტების გაცემა საფასურის გარეშე - პროექტის მიმდინარეობის პერიოდში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით უფასო აქციების ფარგლებში გაიცა 336 871 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ აქციებით მოქალაქეებმა მოაგვარეს საარჩევნო სიაში მოხვედრასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა.

„საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი - 2"-ის დასრულების შემდეგ საქართველოს 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებზე დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდის ყველაზე ხარისხიანი საარჩევნო სია ექნება.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ მუშაობა 30 აგვისტოს დაიწყო. შუალედური ანგარიში 19 სექტემბრამდე ხელისუფლების მიერ არჩევნების პროცესთან მიმართებით განხორციელებულ ღონისძიებებს აფასებს.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში ისაუბრეს თუ რა გავლენა მოახდინა კორონავირუსმა საქართველოზეოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა კოვიდ 19-ის გავლენას  ეკონომიკაზე. შეხვედრის მომხსენებელმა კახაბერ დაუშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა  იმ პრობლემებზე, რომელიც კორონავირუსის დროს გაჩნდა მსოფლიოში. დაუშვილის მოწოდებული ინფორმაციით, 2020 წელს კოვიდის გავლენით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 7 მილიარდ ლარს დაკარგავს. ეროვნული ბანკის მონაცემებით კი მიმდინარე პერიოდის ინფლაცია 6, 1 პროცენტი იქნება. კოვიდ 19 ყველა სფეროს შეეხო. ეკონომიკის სფეროები კი განსაკუთრებით დააზარალა. კოვიდის ნეგატიური გავლენები ოზურგეთსაც შეეხო.  ტურიზმი და გასართობი სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდა. ზარალი შეეხო გადამამუშავებელ წარმოებასაც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა შეხვედრაზე თქვა, რომ  მუშავდება სპეციალური გეგმა, როგორ მოხდეს კრიზისის ... ...
  • სროლა თბილისში -დაჭრილია მამაკაცისროლა თბილისში -დაჭრილია 60 წლის მამაკაცი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. დაჭრილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ... ...
  • თბილისი თუ გურია - ანა დოლიძე გადაწყვეტილებას აგვისტოს ბოლოს მიიღებს“მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი და დამფუძნებელი ანა დოლიძე შესაძლებელია გურიაში დეპუტატობის კანდიდატი გახდეს.  ანა დოლიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას, თბილისში იყრის კენჭს თუ გურიაში, აგვისტოს ბოლოს მიიღებს. “ჯერჯერობით არის დრო დარჩენილი გადაწყვეტილების მიღების ვადამდე და მინდა ეს პერიოდი კარგად გამოვიყენო. მინდა კარგად შევისწავლო, დაკვეთა რა არის მოსახლეობის და მეორე მხრივ,  რამდენად თანაზომიერია ამ დაკვეთაში ჩემი საკუთარი ძალები. ყოველდღე ვმუშაობ მოხალისეთა ჯგუფთან და ყოველდღიურად გვაქვს აქტიური შეხება ხალხთან, რადგან ზუსტად გავიგოთ მათი პრობლემების შესახებ. დღეს ეს არის უსერიოზულესი ბრძოლა  იმიტომ, რომ უზარმაზარი ოლქებია. ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება და დაგეგმვა". “ ანა დოლიძე “გურია ნიუსთან“ აღნიშნა, რომ ამ არჩევნებზე კონკურენცია იქნება დიდი და ის ამ ბრძოლისთვის მზად ... ...
  • საქართველოში განქორწინებულთა რიცხვი რეკორდულად მაღალ ნიშნულს იკავებსსაქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, განქორწინების მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია და ბოლო 10 წლის განმავლობაში, 11, 205 შეადგინა. აღნიშნული მონაცემიც სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია არ არის და შეეხება მხოლოდ რეგისტრირებულ შემთხვევებს. არსებობს უამრავი მაგალითი, როდესაც მეუღლეები ფაქტობრივ თანაცხოვრებაში აღარ იმყოფებიან, თუმცა განქორწინების დარეგისტრირება არ მოუხდენიათ. აღნიშნულის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, ანა ფუტკარაძემ განაცხადა. ანა ფუტკარაძის განმარტებით, ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, მათ შორის სასამართლოდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, 2019 წლის მონაცემით, საქართველოში 11, 205 პირი განქორწინდა. 3,918 განქორწინება მომხდარია ქ. თბილისშია. განქორწინების მაჩვენებელი საქართველოს რეგიონების მიხედვით, ასე გამოიყურება: აჭარა - 309, გურია - 86, იმერეთი - 580, კახეთი - 300, მცხეთა-მთიანეთი - 109, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 324, სამცხე-ჯავახეთი - 110, ქვემო ქართლი - 394 და შიდა ქართლი - 254. განქორწინებლი 11,205 პრიდან 10,039 პირი იმყოფებოდა ქორწინებაში პირველა, ხოლო 972 - განქორწინდა მეორედ ქორწინების პირობებში. სტატისტიკით, მითითებული არ არის 194 პირის შესახებ ინფორმაცია, მათი ქორწინების ხანგრძლივობის შესახებ. განქორწინებილთა მეტი რაოდენობის ასკი მერყეობს 30-35 წლის ფარგლებში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წარსულში განხორციელებული შესწავლილი თანახმად, 2018-2019 წლების განმავლობაში, საქართველოში განქორწინების სტატისტიკა შეადგენდა 37,892 შემთხვევას, თუმცა ეს სტატისტიკაც ხასიათდებოდა მზარდი მაჩვენებლით. განქორწინებების  სტატისტიკა საქართველოში 2015-2018 წლებში ასე გამოიყურება:      2015 წელი - 9 082              2016 წელი- 9 513      2017 წელი- 10 452      2018 წელი- 8 845      სულ-          37 892 „ახალგაზრდა ადვოკატები“, თავის მხრივ წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების სტატისტიკა, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი იყოს, რადგანაც საამისოდ არსებობს ორი გარემოება: მხარეები არ მიმართავდნენ არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს და თვალშისაცემია არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად, საოჯახო დავების მაჩვენებელიც. მზარდი განქორწინების მაჩვენებელი არაერთი სოციალური ფაქტორიდანაა გამოწვეული, თუმცა რაც ყველაზე თვალშისაცემია, განქორწინების მაჩვენებელი მაღალია ახალგაზრდა თაობაში. მიზეზები შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ: ნაადრევი ქორწინება და პასუხისმგებლობის ნაკლებობა ოჯახის მმართვის პროცესში, თანაცხოვრების პროცესში მესამე პირების ჩარევა, ოჯახური ძალადობა, ეჭვიანობისა და ღალატის ფაქტები, პირადი შეუთავსებლობა. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, განქორწინების ინიციატორი, უმეტესობა ... ...
  • სახელმწიფომ პანდემის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გასცადასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს. აქედან მაისის თვის კომპენსაცია - 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია - 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის 1 აგვისტომდე.ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ. მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...