მითები ჯორჯ სოროსის შესახებ

საზოგადოება

მითები ჯორჯ სოროსის შესახებ

29 სექ. 2016, 23:01:00

პროექტ "მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ", რომლის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესისა და დასავლური ღირებულებების შესახებ, ჯორჯ სოროსთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. 

კვლევას უცვლელად გთავაზობთ: 

ქართულ მედიაში მუდმივად ვრცელდება მითები ფილანტროპ ჯორჯ სოროსის ანტიქართული საქმიანობის შესახებ. გაზეთ "ასავალ-დასავალის” 2016 წლის 12-18 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული იდეის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძის ინტერვიუ, რომელიც მორიგ დეზინფორმაციას შეიცავდა. კერძოდ, სანდრო ბრეგაძემ შემდეგი განცხადება გააკეთა:

"საქართველოს მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს -სოროსის ფონდის ცენტრალურმა ოფისმა რომელიც ბუდაპეშტში მდებარეობს, ქართველთმოძულე არასამთვრობო ორგანიზაციებს 114 ათსი ევრო გამოუყო, რათა მათ ბრძოლა აწარმოონ რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფისა და პირადად ჩემ წინააღმდეგ! ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ სოროსის ფონდი დამატებით 3 მილიონ ევროს გამოუყოფს ქართულ ლიბერასტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათ მათ ეროვნული ძალების წინააღმდეგ ფრონტი გაშალონ!”

მითი N 1. სოროსი არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარულად აფინანსებს

ფონდ ღია საზოგადოების პროგრამების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მათ ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. მათ შორისაა ინფორმაცია საგრანტო კონკურსებისა და პროგრამების შესაბამისად გამოყოფილი ფინანსური რესურსის შესახებ. გამჭვირვალეა ინფორმაცია ფონდის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული ორგანიზაციების და მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებაც.

მითი N 2. სოროსი ებრძვის ქართულ კულტურას

კულტურის სფეროში ფონდმა "ღია საზოგადოება-საქართველომ” 1994 წლიდან მოყოლებული 365 პროექტი დააფინანსა. მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის აღწერისა და ფოტოფიქსაციის, არქეოლოგიის, მუზეუმებისა და თანამედროვე ხელოვნების განვითარების მიმართულებით.

მითი N 3. სოროსი ებრძვის მართლმადიდებლურ ეკლესიას

"ღია საზოგადოება - საქართველოს" დაფინანსებული აქვს პროექტები, რომლებიც ეხება ეკლესიებისა და ფრესკების რესტავრაციას, მათ შორისაა ყინწვისის ანგელოზის ცნობილი ფრესკა.

მითი N 4. სოროსი ებრძვის განათლების სისტემას

1994-2014 წლებში ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს” საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მიზნით, დაფინანსებული ჰყავს 1091 სტუდენტი. განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ფონდმა დახარჯა 12 522 00 $ მათ შორისაა პროექტები, რომლებიც განათლების პოლიტიკის, სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი განათლების, მეცნიერების განვითარებას ეხება.

მითი N 5. სოროსის მიზანი "ანტიეროვნული” ორგანიზაციების გაძლიერებაა

ადამიანის უფლებების მიმართულებით ფონდის ყველაზე მსხვილი პროექტები სამართლებრივი დახმარების სისტემის რეფორმირებას, სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელთა გადამზადებას, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციას და უფლებადამცველი ორგანიზაციების გაძლიერებას მოიცავს.

●შეიქმნა იურიდიული დახმარების დამოუკიდებელი სისტემა, რომლითაც 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა;

●ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა 580 დევნილის საქმე;

●შეიქმნა იურიდიული დახმარების საქმის წარმოების კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც სარგებლობს 10 სახელმწიფო ინსტიტუტი, 2 უნივერსიტეტი, 5 არასამთავრობო ორგანიზაცია;

●შეიქმნა 10 სასწავლო მოდული საპატრულო პოლიციის თანამშრომელთთათვის;

●გადამზადდა 300-მდე პოლიციის თანამშრომელი და 132 პროკურორი;

●500-ზე მეტმა წამების მსხვერპლმა გაიარა რეაბილიტაცია;

●20 არასამთავრობო ორგანიზაციას ჩაუტარდა ადგილობრივი და საერთაშორისო ადვოკატირების კურსები;

●1000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგი ადამიანის უფლებების დარღვევის მონიტორინგისა და პრევენციის მიზნით;

●შევიდა ცვლილება იურიდიული დახმარების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ 24 კანონპროექტში.

●შეიქმნა ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის, სამართებრივი კვლევების ცენტრი, სოციალური დაცვის ლიგა, ნერვული დაავადებებით დაავადებულ ბავშვების მშობელთა ასოციაცია და სხვა.

1994-2014 წლებში ფონდმა საქართველოში 80 000 000 $-ზე მეტი ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებზე დახარჯა, როგორიცაა კულტურა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული არჩევნების ხელშეწყობა, განათლება და მეცნიერება, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებთა დახმარება, ჯანდაცვა, მედია, ტექნოლოგიები, თვითმმართველობის ხელშეწყობა და სტუდენტების სწავლის დაფინანსება. ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი ფონდმა განათლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით დახარჯა.

", _ აღნიშნულია კვლევაში.



 ახალი ამბები
  • "ჯერ აგინა, მერე 24 წლის გოგოს ბენზინი შეასხა და შორიდან უყურებდა, როგორ იწვოდა"შალვა გოგოლაძემ არარაგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი ეჭვიანობის ნიადაგზე შეასხა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ იწვოდა, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. „მას თავდაპირველად აგინა და ხელი სახის არეში გაარტყა, შემდეგ კი, მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართ სადგურზე და შეიძინა ბენზინი, მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებიდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა“, _ განაცხადა გამყრელიძემ. დღეს ბრალდებულს აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარემ კი სასამართლოს 20 ათასი ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას არ აღიარებს და ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს. შემთხვევა 29 ივნისს მოხდა, 24 წლის კაცმა ყოფილ შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. სევა შალოიანი ამ დროისთვის მკურნალობას დამწვრობის ცენტრში განაგრძობს, მას სხეულის 37% აქვს დამწვარი. თავად გოგოლაძე ბრალს არ აღიარებს. ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სვანეთში პირველი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ჩასატარებლად ემზადებიანქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ სვანეთში პირველი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ჩატარდება. “კარგი ამბავი მაქვს, სვანეთის პირველი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი ჩატარდება 25-29 ივლისს, 2020 წელს. მესტიაში. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო,ძალიან სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფესტივალი ამ პერიოდში ჩატარდეს. გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმები შემდეგ მაილზე: svanetiff@gmail.com განიხილება, მხოლოდ 2018-2020 წლის ფილმები. ფილმების მიღება მხოლოდ ათი დღე გაგრძელდება. ფესტივალზე მივიწვევთ კონკურში შერჩეულ ქართველ რეჟისორებს. დეტალურ ინფორმაციებს მალე გამოვაქვეყნებთ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე“, _ წერს მარიამ ... ...
  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედისახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა იმ მიმდინარე პროექტებში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. 2020 წლის რთველის სეზონზე, ყურძნის ჩამბარებელ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ  შეღავათიანი აგროკრედიტით. პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამოქმედდება ქვეკომპონენტები: „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები“ და „ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით“.  ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი შეღავათიანი აგროკრედიტის ლიმიტი და ნაცვლად 5 მლნ ლარისა იქნება 10 მლნ ლარი. ბენეფიციარებს აღარ ექნებათ ვალდებულება, ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების მიზნით სესხის აღების შემთხვევაში, გადაამუშაონ კონკრეტული რაოდენობის ყურძენი. ლიზინგის ქვეკომპონენტში „სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისათვის“ იზრდება ბენეფიციარზე გასაცემი ლიზინგის მოცულობა და ნაცვლად 5 000 000 ლარისა განისაზღვრება 10 000 000 ლარით, ამავე ქვეკომპონენტის ფარგლებში სააგენტო მოახდენს გაცემული ლიზინგის არაუმეტეს 36 თვის პროცენტის თანადაფინანსებას (ნაცვლად არაუმეტეს 24 თვისა) წლიური 12%-ის ოდენობით. თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, პროექტს ემატება მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეთხილეობის საბრუნავი საშუალებებისათვის გაცემულ სესხებზე.  კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში. პროგრამას ასევე ემატება ქვეკომპონენტი ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების ხელშეწყობისათვის, რაც გულისხმობს ჩაის შესაძენად საბრუნავი საშუალებებისათვის კრედიტის გაცემას. ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა 12 ... ...
  • ცოტა რამ გველგესლას შესახებკავკასიური გველგესლა დასავლეთ საქართველოში ერთადერთი შხამიანი გველის სახეობაა, რომელიც ბინადრობს კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე. ის არ არის აგრესიული და ყოველთვის ცდილობს თავის გარიდებას. გავრცელებულია ძალიან ფრაგმენტულად, საქართველოში მხოლოდ ათამდე ადგილასაა ნანახი. კავკასიური გველგესლა დღის გველია, ხშირად თბება მზეზე, თუმცა ძირითადად ახასიათებს მალული ცხოვრების წესი. კავკასიური გველგესლა „წითელი ნუსხის“ სახეობაა წყარო:კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფეისბუქგვერდი; ფოტო: ნათია ... ...
  • პროფსასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტები სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადებას შეძლებენპროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტები სამხედრო სამსახურის ერთჯერადად გადავადებას შეძლებენ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „დღეს განათლების სამინისტრო სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს. ამ ცვლილებების ძირითადი მიზანი პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადებაა. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას და არ შეაფერხებს გაწვევის პროცესს, ვინაიდან ეს მხოლოდ ერთჯერადი გადავადება იქნება. მოგეხსენებათ, პროფესიულ განათლებაში კურსები არის 12- ან 24-თვიანი და რაც მთავარია, პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდიან 15 წლიდან. ასე რომ, ეს ვერ გახდება სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რამეთუ ეს მხოლოდ ერთჯერადი გადავადებაა“, - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...