გურამ დონაძე ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს უჩივის

gurianews.com

საზოგადოება

გურამ დონაძე ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს უჩივის

2016 ოქტ 8 18:33:58

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, გურამ დონაძეს "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინააღმდეგ, მისი თქმით, ცრუ დასმენსასთან დაკავშირებით,  პოლიციაში განცხადება შეაქვს. 

როგორც გურამ დონაძემ "გურია ნიუსს" განუცხადა, ირაკლი ლატარიას მიერ, მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დღეს ვაზისუბანში ერთ-ერთ უბანზე ხმა უკანონოდ მისცა, აბსოლუტური ტყუილია, რისთვისაც მან შსს-ს განცხადებით უკვე მიმართა და ჩვენების მისაცემად პოლიციაში მიდის.

გურამ დონაძის ინტერვიუს მისივე თხოვნით უცვლელად გთავაზობთ:

_თქვენთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, პრეტენზია მაქვს იმ სიცრუეზე და ტალახზე, ცრუ  ბრალდებებზე, ომელიც თქვენი სააგენტოს მეშვეობით  კონკრეტული პოლიტიკური პირის მიერ გავრცელდა.  თუ ეს ადამიანი ჩემი სახელის და გვარის გამოყენებით მისი სახელის და გვარის ცნობა დობის შეძენას ცდილობს, ამ ტყუილსაც დავიბრალებ და პრობლემა არ არის. მე უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვესაუბრე ოფიციალურ წარმომადგენელს და რამდენიმე წუთში წავალ დაკითხვაზე პოლიციაში, რომ მსგავსი არაფერი არ მომხდარა. საერთოდ ვაზისუბნის ტრაექტორიის 20 კილომეტრის რადიუსშიც კი არ გამივლია. არათუ ბიულეტენები ჩავყარე, შევვარდი და საარჩევნო პროცესი  ჩავშალე. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ვინც ამას  ჩაიდენს. რას ჰქვია ბიულეტენები ჩავყარე? არჩევნები გავაყალბე? ეს ბრალდება  არის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი, კიდევ ერთი ტყუილი, ჩემი პიროვნების მიმართ. არაერთი ტყუილი დამაბრალეს და არაერთში აღმოვჩნდი მართალი. რამდენიმე წუთში წავალ დაკითხვაზე შსს-ში და მივცემ ჩვენებას თუ სად ვიმყოფები, სად  ვიყავი არჩევნებზე და ა.შ.

_სად დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი, რომელ უბანზე?

_საბურთალოზე ვარ ჩაწერილი, ვცხოვრობ წლებია ბუდაპეშტის ქუჩაზე. ჩემი საარჩევნო უბანი  სადაც იყო ყოველგვარი ექსცესებისა და კანონის დარღვევის გარეშე დილის 8 საათზე დავაფიქსირე საკუთარი არჩევანი. დავბრუნდი სახლში და ვიმყოფები ჩემს პირად საქმეზე. ერთი თხოვნა მაქვს სრულად გამოაქვეყნეთ ჩემი ინტერვიუ. რაც შეეხება იმ ადამიანს, რომელმაც თუ დაინახა გურამ დონაძე და იქ ასეთი რამ ნამდვილად მოხდა, მან საჩივარი კი არ უნდა დაწეროს, პოლიცია უნდა გამოიძახოს და კამერის ჩანაწერები ამოიღონ; ნახონ რომ იქ დონაძე არაფერ შუაში არ არის. ამ ადამიანზე მე რამდენიმე წუთში პოლიციაში მივცემ ჩვენებას, რომ ის ცილს მწამებს. ვაზისუბნის ტერიტორიაზე დღეს კი არა ბოლო ნახევარი წელის საერთოდ არ ვყოფილვარ.

_ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, ხომ არ გქონიათ აქმდე რაიმე შეხება? იცნობთ?

_არც ვიცნობ, სახელი და გვარიც კი არ გამიგია. რანაირად უნდა მივსულიყავი ვაზისუბანში?

_რატომ გაავრცელა მაშინ ამ ადამიანმა ინფორმაცია?

_გიყვებათ კონკრეტული ადამიანი დონაძე შემოვარდაო, ხომ ასეა?! არ ვიცი, რა ინტერესი ჰქონდა. სწორედ ამიტომ მივმართე შსს-ს განცხადებით. დამიკავშირდა პოლიცია და ჩვენების მისაცემად მივდივარ, რომ ეს ცრუ დასმენა გამოძიებულ იქნეს. თუ ეს ადამიანი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიღაცამ პასუხი უნდა აგოს - ან იმან,  ვინც ტყუილი დამაბრალა, ან იმან, ვინც ჩემი სახელით ისარგებლა.

ამავე თემაზე:

გურამ დონაძე შევარდა უბანში, ჩაყარა ბიულეტენები და გავიდა- მაჟორიტარობის კანდიდატი

რა ინფორმაციას ფლობს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვაზისუბანში მომხდარ ინცინდენტზე




 ახალი ამბები
  • გამოკითხვა: ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიის კანდიდატს მისცემდით ხმას?გიორგი ბურჭულაძე, ოზურგეთი: _ არ ვარ ჯერ ჩამოყალიბებული. ბაგრატ ლოდია, ოზურგეთი: _  ავირჩევდი ერთ ჭკვიან გურულ გლეხს _ მაგათ ყველა ჯობს. ზაზა სირაძე, ოზურგეთი: _ კაბინაში გადავწყვეტ _ ვისი რა საქმეა?! ანზორ სალუქვაძე, ოზურგეთი: _ ჩემი საქმეა, ვის მივცემ ხმას. ლონდა ბურჭულაძე, ოზურგეთი: _ არც ერთს არ მივცემ ხმას. თამილა ბურჭულაძე, ოზურგეთი: _ მე თვითონ გადავწყვეტ, ვის მივცე ხმა. მედეა სარიშვილი, ოზურგეთი: _ კაბინაში გადავწყვეტ. ჯუმბერ როყვა, ოზურგეთი: _ ვაშაძეს! ირაკლი ქერქაძე, ოზურგეთი: _ ეს ჩემი საქმეა. თემურ ურუშაძე, ლანჩხუთი: _  პრეზიდენტი ყოველგვარი ფუნქციის გარეშეა დარჩენილი და ამიტომ, საერთოდ არ ვაპირებ საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. ნინო ზენაიშვილი, ლანჩხუთი: _ ასე ღიად რატომ უნდა ვთქვა?! ნონა გობრონიძე, ლანჩხუთი: _   ნამდვილად არ ვიცი, რა არჩევანს გავაკეთებ _ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. დათო ჩხაიძე, ლანჩხუთი: _ ხმის მიცემა ფარულია და არჩევანს  საარჩევნო ურნასთან დავაფიქსირებ. ირა კვირიკაშვილი, ჩოხატაური: _ ჯერ არ ვიცი. ბოლო დღეებში გადავწყვეტ,  ვინ უნდა ... ...
  • "შარაშენიძეს მივეცი ხმა, შემპირდნენ, რომ სახლის რეაბილიტაციაში დამეხმარებოდნენ, რატომ მატყუებენ?!"ოზურგეთში, ბათუმის ქუჩაზე მცხოვრები  ორმოცდაცხრა წლის  ზაზა მუჯირი ხელისუფლებას დანაპირების შესრულებას სთხოვს. როგორც თავად გვიყვება, გასულ წელს,  ცხრამეტ აპრილს, სტიქიის შედეგად მოთხრილმა ალვის ხემ მისი სახლის სახურავი მთლიანად დააზიანა. მისივე თქმით, მართალია, სახლის სახურავი შეცვალეს, თუმცა, ორი თვის განმავლობაში, სახლი დაუხურავი იყო და წვიმამ მთლიანად დააზიანა  ყველა ოთახი, უმეტესად ჭერი.  ზაზა მუჯირს მოახლოებული ზამთრის ეშინია და ხელისუფლებისგან შეპირებული ორი ათასი ლარის ჩარიცხვას ითხოვს, რაც მას შემდეგ შეჰპირდნენ, რაც მუნიციპალიტეტის ახლანდელ ხელმძღვანელობასთან არაერთგზის თხოვნით მივიდა. _ მე ვითხოვ ჩემი სახლის რეაბილიტაციას. მაგათ აქვთ ისეთი პროექტი,   რომელიც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ადამიანებს ეხება. მე ვარ დიაბეტით დაავადებული ადამიანი, საკუთარი ოჯახი არ მყავს. მოხუცი დედა, რომელმაც ახლახან ფეხი მოიტეხა, საცოდავად, სკამით გადაადგილდება. მივმართე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს. მან კოტე შარაშენიძესთან მიმიყვანა და უთხრა, „იმ სიიდანააო“. მერმაც უპასუხა, „ააა, გასაგებია, აუცილებლად დავეხმაროთო“ თუმცა, ჯერჯერობით, მატყუებენ. მოვითხოვე, კონკრეტული დღე მითხარით, როდის მოვიდე, როდის მაძლევთ ფულს-მეთქი. სირაძე გაბრაზდა და მითხრა, დამანებე თავი, თორემ ამ ოქმს დავხევო. რა უფლებით მითხრა ეს ადამიანმა, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სოციალური კუთხით ემსახურება?! ან რა სიას გულისხმობდა, თქვან! _  ვერ მიხვდით, რა სიაზე იყო საუბარი? _ არ ვიცი, თქვან. _ არჩევნებზე ხმა თუ მიეცით, შესაძლოა, ამაზე იყო საუბარი. _ კი, რა თქმა უნდა, მე ამომრჩეველი ვარ, შარაშენიძეს მივეცი ხმა. იმასაც გეტყვით, რომ სირაძემ ორჯერ ჩამირიცხა ასი ლარი, ასევე, შარაშენიძემ ასი ლარი ჯიბიდან ამოიღო და მომცა. უმადური არ ვარ. _ და რა კი ხმა მიეცით, სულ უნდა დაგეხმარონ? იქნებ, არ არის ამდენი თანხა... _ მაშინ თქვან, რომ ბიუჯეტში ფული არ აქვთ. მე მატყუებენ, მპირდებიან და კონკრეტულ დღეს არ მეუბნებიან, როდის ჩამირიცხავენ. ჩემთან ერთად ორმოცდასამი ოჯახია სიაში, ვისაც უნდა  დაეხმარნონ. ზაზა მუჯირის თქმით, სტიქიამ მისი სახლი ჯერ კიდევ მაშინ დააზიანა, როცა ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე იყო. კითხვაზე, მიმართა თუ არა მან ყოფილ მერს, ამბობს, რომ მიმართა და დაეხმარნენ კიდეც. _ ბეგი სიორიძე წელიწადში ორჯერ მეხმარებოდა. მერე ხმა შარაშენიძეს მივეცი. შემპირდნენ, რომ   სახლის  რეაბილიტაციაში დამეხმარებოდნენ და რატომ მატყუებენ? დედაჩემის პენსიაზე ვართ მე და ჩემი ძმა. სხვათა შორის, აქ ჩემი ძმაც ცხოვრობს, მარტოხელაა ისიც და უმუშევარი. ძალიან ცუდ დღეში ვართ. ჯანმრთელობა მასაც შერყეული აქვს. ფაქტობრივად, სამი ავადმყოფი ვართ ერთმანეთს ჩამოკიდული, _ ამბობს ზაზა მუჯირი. მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერიაში თექვსმეტ აგვისტოს  დაწერა განცხადება და ორიათასი ლარის ფარგლებში დახმარებას შეპირდნენ. ამბობს, რომ ყოველ მისვლაზე ჰპირდებიან დახმარებას. თუმცა, იგი დაჟინებით ითხოვს კონკრეტული თარიღის დასახელებას, როდის ჩაურიცხავენ შეპირებულ თანხას  და  რაკი ზუსტ დროს არ ეუბნებიან, ეჭვობს, რომ ატყუებენ. „გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ირაკლი სირაძეს დაუკავშირდა და ზაზა მუჯირის შესახებ ესაუბრა. _მე და ზაზა მეგობრები ვართ. ჩვენ შორის კონფლიქტი არ ყოფილა. ხვალ ან ზეგ მას ჩაერიცხება შეპირებული თანხა. გაიკეთებს, მოაწყობს საცხოვრებელ ოთახებს  და ზამთარს მომზადებული შეხვდება“, _ გვითხრა ... ...
  • ბაქრაძე: ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ზურაბიშვილის არჩევა (R)ჰააგაში საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელზე რუსეთის წინააღმდეგ რუსეთმა მოამზადა საპასუხო სარჩელი, რომელშიც არგუმენტებად მოყვანილია ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან. "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ახალ ფაქტებს ასაჯაროებს, რომლითაც დასტურდება, თუ რამდენად სახიფათოა ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოსთვის. ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დღეს პრესას აჩვენა საბუთი, ამონაწერი საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოდან.  „დღეს წარმოდგენილი გვაქვს დოკუმენტი, ნაწილი, ამონაბეჭდი რუსეთის საპასუხო სარჩელიდან და ამ სარჩელში ციტატის და არგუმენტის სახით პირდაპირ არის მითითებული ქალბატონ ზურაბიშვილის წიგნი. კერძოდ ამ ფრაგმენტში რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ მითითებული არის 137 – 139 გვერდები, ის მოსაზრებები რომელიც მას აქვს ჩამოყალიბებული. ამით, კიდევ ერთხელ დასტურდება რომ მისი განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მისი განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს გაერთიანების პერსპექტივისთვის. ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს საქართველოს ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს რომელიც უნდა იყოს ჩვენი დეოკუპაციის და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების გარანტი და ამ დროს ხელისუფლება გვთავაზობს კანდიდატს, რომლის ციტატებსაც არგუმენტის სახით იყენებს ოკუპანტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი მთლიანობის წინააღმდეგ და ჩვენი დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ქალბატონი ზურაბიშვილის არჩევა პრეზიდენტად, ვინაიდან ეს ადამიანი უკვე აზიანებს საქართველოს ინტერესს, ხოლო თუ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი მის მიერ მიყენებული ზიანი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის იქნება განუზომლად უფრო მეტი. დღეს წარმოვადგენთ საჯაროდ ამონაწერს რუსეთის სარჩელიდან, რომ ყველა დარწმუნდეს,  ეს არის ფაქტი და მართლაც რუსეთის ფედერაცია, ოკუპანტი საქართველოს საპასუხო სარჩელში იყენებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის ციტატებს“, _ განაცხადა დავით ... ...
  • მერაბ ჭანუყვაძე: სალომე ზურაბიშვილი პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში შეხვედრა გაიმართა. უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე და ორგანიზაციის წევრები, რაიცენტრალურისა და ზვანის უბანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სამომავლო გეგმები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. „სალომე ზურაბიშვილი არის ის კანდიდატი, რომელსაც აქვს პოლიტიკაში დიდი გამოცდილება და საერთაშორისო კავშირები. ის პირნათლად შეასრულებს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს“, _  აღნიშნა მერაბ ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ძალიან ბედნიერი ვარ იმ ხალხმრავლობით, რომელიც თბილისის უბნებში მხვდება (R)საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა და მათ საკუთარი ხედვები გააცნო. „ნამდვილი თბილისური მარათონი შედგა. ძალიან ბედნიერი ვარ იმ ხალხმრავლობით, რომელიც თბილისის უბნებში მხვდება. ჩემი მთავარი გზავნილები ახლა უკვე არის შეჯამება იმ კამპანიის, რომლის დროსაც სხვადასხვა თემები წარვადგინე. მე მგონი, მთავარი მაინც არის ის, რომ არა დაპირისპირებას, არა კონფრონტაციას, არამედ, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი საქართველო, სადაც ყველანი ერთად ამ ქვეყნისთვის, ამ სახელწმიფოსთვის ვიზრუნებთ და პირველ რიგში, ამას საკუთარ თავზე აიღებს ქალი პრეზიდენტი", _ განაცხადა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჟურნალისტებთან ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ცნობილი მზარეულები მსოფლიოში

გორდონ რამზი ცნობილი კულინარიული პროგრამების...

ბუნების სამკურნალო თვისებები

შოტლანდიის შეტლანდის კუნძულებზე ჩატარებული წარმატებული...

რატომ თვლით, რომ უბედური ხართ

იმისათვის, რომ ტკივილი გადაიტანოთ, საჭიროა...

მიზეზები, რომელიც ლამაზს გხდის

იქნებ საქმე შინაგან განწყობაში, ახალ...

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?