საგადასახადოს "გოგო-ბიჭები" და ჩასაფრებული ქმედება, რომელსაც ბოლო არ უჩანს

საზოგადოება

საგადასახადოს "გოგო-ბიჭები" და ჩასაფრებული ქმედება, რომელსაც ბოლო არ უჩანს

2012 ივნ 25 17:39:50

"გურია ნიუსი" კერძო საგადასახადო ინსპექტორების მსხვერპლის, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ჯიხურის მფლობელის, ინდმეწარმე მირანდა ნაჭყებიას საქმით დაინტერესდა. "ღმერთო, გვიხსენი ძალმომრეობისგან და მოგვეცი ძალა გამძლეობისა", _ გვითხრა ამ ქალბატონმა დანახვისთანავე და გვიამბო როგორ დააჯარიმეს ზედიზედ, როდესაც კლიენტს ჯერ პროდუქტი მისცა და შემდეგ ქვითარი.

_ გასული წლის სექტემბერში გავხსენი პატარა მაღაზია. ვმუშაობ ყოველგვარი კანონდარღვევევის გარეშე, მაგრამ... კეთილსინდისიერ მუშაობას ვინ გაცლის?! ჯერ ისიც საკითხავია, ამ მუშაობას მუშაობა თუ ჰქვია. ვაჭრობა საერთოდ არ არის, კლიენტი რომ შემოდის მაღაზიაში, სიხარულით აღარ ვარ. არ არის მუშაობა იმიტომ, რომ ხალხში ფული არ არის. ხელფასიდან _ ხელფასამდე ან პენსიიდან _ პენსიამდე ყველას ნისიად უნდა. რამდენს მინდა, ხელი შეუწყო, ხალხი ძალიან მეცოდება, მაგრამ რა ვქნა?! მაღაზიას იმდენი გადასახადი აქვს, ძლივს ვუმკლავდები, აქეთ _ ბანკის ფული, იქეთ _ ქირა, აქეთ _ ბუღალტერი, იქეთ _დაცვის ფული, შუქის და ა.შ. სახლში წასაღები თითქმის არაფერი რჩება. ამ ამბავს ძალიან განვიცდი... იმ იმედით ვმუშაობ, რომ დღეს თუ ხვალ მდგომარეობა გაუმჯობესდება და ცოტას ამოვისუნთქავ-მეთქი. მაგრამ საგადასახადოს ე.წ. "თანამშრომლები" ჩასაფრებული გვყავს ყოველი ფეხის ნაბიჯზე. ამას კანონიერად აკეთებენ თუ უკანონ!ოდ, ძალიან მინდა ამის გარკვევა. არიქა, მეწარმეებს ხელი შევუწყოთო, ეს არის? _ გვითხრა ქალბატონმა მირანდამ.

პირველი ჯარიმა

_ პირველი ჯარიმა მივიღე მარტის თვეში. პატარა გოგონამ იყიდა ერთი შოკოლადი "ბარნი"; არიქა, ავტობუსზე მაგვიანდებაო, მე სასწრაფოდ მივუთვალე ხურდა _ 9 ლარი და 20 თეთრი, მივეცი, ამოვუწერე ქვითარი და გავისტუმე. ცოტა ხნის მერე მობრუნდა და მეუბნება, კანონი დაარღვიეო _ ჯერ ქვითარი უნდა ამოგეჭრა და ხურდა მერე უნდა მოგეცაო. რა მნიშვნელობა ჰქონდა, პირველს რომელს მივაწოდებდი, ხურდას თუ ქვითარს? მთავარი, ჩემი აზრით, ის იყო, რომ ქვითარი ამოვწერე.

მეორე ჯარიმა

_ მეორე დაჯარიმების ამბავი კი ახლახან მოხდა, ივნისის თვეში. შემოვიდა პატარა ბიჭი, მოითხოვა 2 ღერი სიგარეტი. მეც მაშინვე მივაწოდე. სანამ ფულს ამოიღებდა ვიწრო ჯინსების ჯიბიდან, მანამ სამი კლიენტი ერთად შემოვიდა, იმათაც ეჩქარებოდათ, ავტობუსი ასწრებდათ. სამივეს უცებ მოვემსახურე და გავისტუმრე. ამასობაში ამ ბიჭმა ამოიღო 20 თეთრი და დამიდო მაგიდაზე. მეც ავიღე, ქვითარი ამოვუჭერი და მივეცი. ეს იყო და ეს. მერე მან ვიღაცეებს დაურეკა, შემოვიდა პატარა გოგო და იმანაც ოქმი გამიფორმა ქვითრის დაგვიანებისთვის! სიგარეტი მივაწოდე ადრე, თორემ ფული როგორც კი ავიღე, ქვითარი მაშინვე ამოვწერე. აი, ასეთი ამბები ხდება ჩვენს გარშემო. რატომ არიან ასე ჩასაფრებულები, რატომ არ გვაძლევენ ნორმალური მუშაობის საშუალებას?! თუნდაც რომ არ ამომეჭრა ის ოცი თეთრი, რა ზიანი მივაყენე ამით სახელმწიფო ბიუჯეტს ან რა დანაშაული ჩავიდინე, რომ 500 ლარით დამაჯარიმეს? ჯერ ერთი ჯარიმაც ვერ გადამიხდია და მეორე რითი გადავიხადო? ამიხსენით, როგორ ვიარსებო, რა ვქნა? რა ვუყო ორ მცირეწლოვან ბავშვს? რატომ არ მაძლევენ გასაქანს?! იმ დღიდან ცუდად რომ გავხდი და ლოგინად ჩავვარდი, ორი კვირის მერე ძლივს ავდექი. ჩემი უმუშევრობა ყოვლად შეუძლებელია. როგორც იქნა, მოვიკრიბე ძალ-ღონე, გამოვედი სამუშაოდ და მეორე დღესვე რა ხდება...

დრო

მირანდა ნაჭყებიას ისტორია საგადასახადოსთან ამით არ მთავრდება.

_ მოდის ერთი ახალგაზრდა ბიჭი და მეუბნება: ამიწონეთ 50 თეთრის "პეჩენიაო", მეც ავუწონე, ქვითარი მივაწოდე და ფული ავიღე. ცოტა ხნის მერე, ეს ბიჭი ისევ მობრუნდა და მეუბნება: ქალბატონო, ეს ქვითარი როდის ამოწერეთო? მე კინაღამ გავგიჟდი _ თქვენს თვალწინ არ ამოვწერე-მეთქი? თქვენ იქ რას ჩხაკუნობდით, მე რა ვიციო, მე ის ვიცი, რასაც ვხედავო. ქვითარზე სხვა დრო იყო დაფიქსირებული. მე ყოველ წუთში ხომ არ ვაკონტროლებ აპარატის სიზუსტეს? არადა, რამდენიმე დღის უკან გავასწორებინე, თანაც უკვე მესამედ. ყოველ წუთში სარბენად სად მცალია? ჯერ ერთი, ტაქსით უნდა წახვიდე, ისე შორსაა. ყველაფერი ხომ ხარჯებთანაა დაკავშირებული?! რატომ ვიხდით ამ აპარატებში ყოველთვიურად 5 ლარს მომსახურებაში თუ გასარემონტებლად მე უნდა ვირბინო ზევით-ქვევით? ეს ყველაფერი ამ ბიჭს მოვუყევი. ქალბატონო, აპარატი თუ არ ვარგა, გამოცვალეთო, _ იყო პასუხი. როგორ გამოვცვალო, იხ ხომ 300 ლარი ღირს-მეთქი. ოჯახაშენებულო, 300 ლარის გადახდა არ გირჩევნიათ 5000-ლარიან ჯარიმასო? – მითხრა. ახლა გაპატიებთ, დედისტოლა ქალი ბრძანდებით, მეორეჯერ კი აუცილებლად დაგაჯარიმებთო. მე ხომ ჩემი დამემართა, ნერვიულობით კინაღამ მოვკვდი. თურმე, არასწორი დროის ჩვენებაზე ჯარიმა არ ყოფილა! რა უფლება ჰქონდა იმ ბიჭს ასე მომქცეოდა, რატომ მომაყენა ასეთი სულიერი ტრავმა? გამაგებინეთ, ამ ხალხს განა აქვს ასე მოქცევის უფლება? ისინი თვითნებურად მოქმედებენ თუ კანონს ასრულებენ ზედმიწევნით? გამაგებინეთ, რა ხდება, ნუთუ, კანონიერია, რაც კეთდება? ჩემი ჯანმრთელობა რომ შეარყიეს, ეს არაფერია? მე რომ რამე მომივიდეს, ჩემს შვილებს ვინ ეპატრონება, ვისი იმედი მქონდეს, ამ მთავრობის, რომელიც ასეთ უკანონო კანონებს ახორციელებს? გამაგებინეთ, რატომ გვისაფრდებიან, ხომ შეიძლება, მექანიკურად გამომრჩეს თუნდაც ერთი 5-თეთრიანი ქვითრის ამოჭრა, ამაში 500 ლარიანი ჯარიმა სირცხვილი არ არის? ძალიან გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, ამ ჯარიმებზე რამე მოახერხოთ. მე კაპიკის გადახდის საშუალება არ გამაჩნია. ამ უმსგავსო ქმედებებით ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე, მთლად თუ გამომიყვანენ მდგომარეობიდან. ანალოგიური შემთხვევა კიდევ დაფიქსირდება, მე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. კიდევ არაფრის გულისთვის დამაჯარიმებენ? მერე მე ვიცი, რასაც ვიზამ. მე ჩემი შვილების კეთილდღეობისთვის უკვე ყველაფერზე ვარ წამსვლელი," _ უამრავ კითვას სვამს აღშფოთებული რესპონდენტი.

მაგრამ, ეს არ არის ყველაფერი, რასაც საგადასახადოს თანამშრომლები აკეთებენ. ჩვენი რესპოდენტის თქმით, ისინი ჯერ დაბალფასიან პროდუქტს იყიდიან, მერე მობრუნდებიან, _ ეს არ მინდოდა, ის მომეციო, იმას ვიყიდიო და ასე უსასრულოდ გრძელდება, სანამ ყველა ქვითარს არ ამოწერენ.

_ ხომ შეიძლება, ყველაფერი ერთად ჩამოაყალიბონ, რომ ერთი ქვითარი ამოვწეროთ? მაგრამ ამას სპეციალურად აკეთებენ, იქნებ, რომელიმე ქვითარი გამოგვრჩეს. ამას ჰქვია სამსახური? რატომ ჩაითრიეს ეს ახალგაზრდა, უმუშევარი ბავშვები ასეთ სიბინძურეში, ასეთ სისაძაგლეს როგორ აკეთებენ ფულის სანაცვლოდ? განა, ვინმეს შეერგება ასეთი ჩასაფრებული ქმედებით აღებული ეს ნაწყევარი, ხალხის გამწარების სანაცვლოდ აღებული ფული? მე მარტო არ ვარ ამ სიტუაციაში, მთელი ქვეყანა გასაჭირშია, რიგორმე ბოლო უნდა მოეღოს და წერტილი უნდა დაესვას ამ უმსგავსობას, _ გვითხრა მირანდა ნაჭყებიამ.

"გურია ნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკენტიგის დეპარტამენტის უფროსს, მაკა ფანქველაშვილის დაუკავშირდა:

_ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, გადავამოწმე ეს ინფორმაცია და იმ ქალბატონს ჩეკი არ ამოურტყმია, 100%-ით დარწმუნებული ვარ, _ გვითხრა მაკა ფანქველაშვილმა.

მცირე მეწარმეთა დიდი ნაწილი კი, ჟურნალისტებთან საუბარში ისევ იმ კითხვებს სვამს, რომლებიც მირანდა ნაჭყებიას აწუხებს.




 ახალი ამბები
  • რუსთაველის გამზირი გადაიკეტებადედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო.   თბილისის მერიის ცნობით, ამ სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ... ...
  • H1N1 ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი _ ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალაქუთაისში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ღორის გრიპით გარდაცვალების მე-19 დადასტურებული ... ...
  • თოფის გასუფთავების დროს მამაკაცი დაიღუპამარნეულში მამაკაცი,  თოფის გასუფთავების დროს დაიღუპა. როგორც ცნობილია, ის სანადირო თოფს ასუფთავებდა, რა დროსაც, ტყვია გავარდა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას ... ...
  • "არ მიეცეს მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას" - მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს მიმართავენუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "გურია ნიუსი" მოსამართლეობის კანდიტატების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  "საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს  წარედგინა ჩვენი კანდიდატურები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით (ადრე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტიც იმავე წესით ახდენდა მოსამართლეების წარდგენას მრავალი წლის განმავლობაში) და კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 10 კანდიდატი, რომელთაგან უმრავლესობა სასამართლო სისტემაში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.  აღნიშნულ საკითხს შედეგად მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში  ადგილი ჰქონდა  წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ  მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები. ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცალსახად იმოქმედა თავისი მანდატის ფარგლებში და ზედმიწევნით იხელმძღვანელა ამჟამად არსებული კანონმდებლობით, ჩვენ არ გვსურს  გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი  მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს. ამავე დროს, მხედველობაში ვიღებთ იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას. მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე", - აღნიშნულია ... ...
  • საქართველოს საკონსულო იტალიაში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებსიტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც იტალიაში გამგზავრებას აპირებენ. საკონსულო ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქეებმა, იტალიაში გამგზავრებისას ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი უნდა იქონიონ. “მოგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში, არაერთხელ დაფიქსირდა იტალიის ტერიტორიაზე იმ საქართველოს მოქალაქეების არ შემოშვების ფაქტი, რომლებსაც სასაზღვრო შემოწმებისას წესრიგში არ ქონდათ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. იტალიაში საქართველოს საკონსულოს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის იტალიის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით. შევახსენებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს იტალიის რესპუბლიკაში მოგზაურობას, იქონიოს ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი", _ ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...