საქართველოს საპარლამენტო არჩევნები BBC-ის ობიექტივში

საზოგადოება

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები BBC-ის ობიექტივში

2016 ოქტ 9 06:34:54

საქართველოს მმართველი პარტია ეგზიტპოლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არჩევნებში გაიმარჯვა, _ ამ სათაურით აქვეყნებს BBC საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ სტატიას, რომლის თარგმანსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ.

მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ არჩევნებში გაიმარჯვა, მუხედავად იმისა, რომ ეგიტპოლის შედეგები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.

BBC -ის ცნობით,  მაუწყებლების ნაწილის მიერ გავრცელებული ეგზიტპოლების მიხედვით, მმართველ გუნდს ხმა ამომრჩევლების 53.8%-მა მისცა, ხოლო სხვა პრო-ოპოზიციური ტელეარხის მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 39.9% აქვს, შესაბამისად, ორივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით მე-2 ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გავიდა, 19.5% და 32.7%-ით.

მაუწყებლის ინფორმაციით, არჩევნების შედეგებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "დიდი გამარჯვება" უწოდა, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები შეფასებას ეჭვქვეშ აყენებენ.

გიგა ბოკერიას განცხადებით, "ქართული ოცნება" დამარცხდა ისე, რომ  არ ეყოლება საკმარისი რაოდენობა ახალი კაბინეტის შესაქმნელად."

მისივე თქმით, მის პარტიას არჩევნებში გამარჯვება შეეძლო.

მაუწყებლის ინფორმაციით, არჩევნებში, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სტაბილურობის გამოცდა იყო, ერთმანეთს 20-ზე მეტი პოლიტიკური პარტია უწევდა კონკურენციას.

BBC-ის ცნობით, გამოკითხვების მიხედვით, ამომრჩევლების უმეტესობას გადაწყვეილი არ ჰქონდა ვის მისცემდა ხმას.

მისივე ინფორმაციით, სიღარიბე, უმუშევრობა და სესხები მათი ცხოვრების დეგრადაციას ახდენს, რის გამოც მოქალაქეები არჩევნებით დაღლილები არიან.

მაუწყებლის ინფორმაციით, ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, პრო რუსულმა პარტიამ პოსტ საბჭოთა საქართველოს ისტორიაში პირველად შეძლო პარლამენტში შესვლა.

გავრცელებლი ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 5%-ზე მეტი რაოდენობა მოიპოვა, რაც ერთ-ერთი მოთხოვნაა 150 კაციან პარლამენტში მოსახვედრად.

მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთს შორის  2008 წელს მომხდარი ხანმოკლე ომის შემდეგ ქვეყანას სურს, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრინდეს.

BBC-ის ცნობით, რეგიინში, სადაც ძირითადად ავტორიტარული სახელმწიფოებია, საქართველომ პოსტ საბჭოთა სივრცეში გამოირჩევა მრავალპარტიული დემოკარატიით.

მაუწყებლის ცნობით, საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო და ხმის მისაცემას მხოლოდ 51% მივიდა.

კვირიკაშვილმა საარჩევნო პროცესი შეაქო და "ჭეშმარიტად თავისუფალი და დემოკრატიული" უწოდა, მაგრამ დამკვირვებლებმა პროცედურული დარღვევები დააფიქსირეს.

როგორც BBC წერს, თბილისში, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, მანქანის განზრახ აფეთქების გამო პარტია ხეისუფლებას არჩევნების წინ "სიძულვილის კლიმატის" შექმნაში ადანაშაულებს.

გარდა ამისა, პოლიციის ინფორმაციით, მარნეულში საარჩევნო უბანს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები თავს დაესხნენ.

მაუწყებლის ცნობით, "ქართული ოცნება" სადავო არჩევნების მოგებას 4 წლის განმავლობაში წარმატებით განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების იმედად აპირებდა.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი საერთაშორისო აღიარება ყოფილი პრეზოდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის დროს განხორციელებული რეფორმებით მოიპოივა, რომელიც 2012 წელს ციხის სკანდალის შემდეგ არჩევნებში დამარხცდა.

როგორც BBC წერს, მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი მმართველი პარტიით დაიღალა, რომლის დამფუძნებელი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა ოფიციალურად დატოვა, ჯერ კიდევ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მთავარ მიმღებად მიიჩნევა.




 ახალი ამბები
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდათბილისის დროით 22:00 საათზე საქართველოში 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან 1 კილომეტრში მდებარე სოფელ ჟაშქვაში იყო. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ... ...
  • "ქურდული სხადნიაკის" მოწყობა - კიევში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "გალსკი" დააკავესკიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნუკრი დოჩია, იგივე, გალსკი დააკავეს. კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშჩენკოს თქმით, გალსკი კიევში არალეგალურად იმყოფებოდა და „კრიმინალური ავტორიტეტების“ „სხადნიაკის“ ორგანიზებით იყო დაკავებული. ნუკრი გალსკის 2018 წლის დეკემბერში​ უკრაინაში სამი წლით აეკრძალა შესვლა, შესაბამისად, მან სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.1987 წელს დაბადებული ნუკრი გალსკი არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო (R)საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ეწვია. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭირვალე გახდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ სხვა წარმატებულ რეფორმებსაც გაეცნენ. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური პროკურატურის, ფინანსთა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ... ...
  • ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა (R)მიმდინარე წლის 20-21 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 33-მა წამყვანმა ექიმმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია 800-მდე ბენეფიციარს. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სამსახურის წარმომადგენლები ფოთში, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია, ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის’’პრეზიდენტი, ქეთი ბარათელი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ... ...
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...