სახელმწიფოს მიერ აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურება (R)

საზოგადოება

სახელმწიფოს მიერ აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურება (R)

11 ოქტ. 2016, 15:50:36

მიწის რეგისტრაციის რეფორმამ, რომელიც 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო,  რეგისტრაციის პროცედურა მნიშვნელოვნად გაამარტივა და ამ პროცესში არსებული ბარიერები მოხსნა.

მიწის რეგისტრაციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვანია საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 2016 წლის პირველი სექტემბრიდან  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის რეგისტრაციას მხოლოდ ახალი  სტანდარტით შედგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე ახორციელებს. სტანდარტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში შემუშავდა. რეფორმის შედეგად, გარდა ბარიერების მოხსნისა, ამზომველსა და მოქალაქეს შორის  პასუხისმგებლობაც გაიმიჯნა: უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე კი _ ამზომველი. 

აღსანიშნავია, რომ რეფორმის დაწყებამდე არასწორად ან ხარვეზებით შედგენილი აზომვითი ნახაზი მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის  შემაფერხებელი მიზეზი ხშირად ხდებოდა. ახალი სტანდარტისა და დეტალური  სპეციფიკაციის დახმარებით, რომელიც საჯარო რეესტრის ვებგვერდზეა www.napr.gov.ge განთავსებული, ამზომველებმა ზუსტად იციან, როგორ  აზომონ  ნაკვეთი ცდომილების გარეშე და  შეადგინონ სრულყოფილი ნახაზი. აღნიშნულ სიახლეს მინიმუმამდე დაჰყავს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავების წარმოშობის რისკი.

აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში შესრულებული აზომვითი ნახაზის საფასურს საამზომველო კომპანიებს სახელმწიფო უნაზღაურებს. პროცედურა კი ასეთია: მოქალაქეებმა, რომლებსაც მიწის რეგისტრაცია სურთ, აზომვითი ნახაზისთვის მათი რაიონის ყველაზე კომპეტენტურ ამზომველს უნდა მიაკითხონ; აუხსნან, თუ რისი რეგისტრაცია სურთ და აჩვენონ საბუთები, რომლებიც მიწის ნაკვეთზე მათ საკუთრებას ადასტურებს.  შემდეგ კი საჭიროა,  ამზომველისგან ნახაზის მომზადების შესახებ ხელშეკრულების ფორმა მოითხოვონ, შეავსონ და მას ხელი ამზომველთან ერთად მოაწერონ.

მომდევნო ეტაპზე მოქალაქემ ამზომველს მიწის ნაკვეთი ადგილზე უნდა აჩვენოს და ზუსტად მიუთითოს, სად მდებარეობს მისი ნაკვეთი; დათქმულ დროს მიაკითხოს მას, ხელზე აიღოს აზომვითი ნახაზი, დისკი და სამუშაოს შესრულების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმოს, ამზომველს კი ხარჯების ამსახველი დოკუმენტი და საბანკო ანგარიშის მონაცემები გამოართვას.

უფლების დამდგენი საბუთი, აზომვითი ნახაზი და ყველა დანარჩენი დოკუმენტი - ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯების ამსახველი დოკუმენტი და ამზომველის საბანკო ანგარიშის მონაცემები - მოქალაქემ საჯარო რეესტრში უნდა ჩააბაროს. თუ მისი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება, საჯარო რეესტრი ყველა საჭირო საბუთს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში თვითონ გადააგზავნის. შედეგად, ამზომველს გაწეული სამუშაოს ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ პირდაპირ ანგარიშზე ჩაერიცხება.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტით შესრულებასთან დაკავშირებით რეგიონებში მოქმედ საამზომველო კომპანიებთან საკონსულტაციო შეხვედრებიც გამართეს. ამ შეხვედრებზე ნებისმიერ ამზომველს საშუალება ჰქონდა, აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მისთვის მოსახერხებელ ქალაქში მიეღო. საჭიროების შემთხვევაში, საჯარო რეესტრის თანამშრომლები მათ ნახაზის შედგენის წესთან დაკავშირებით ტრენინგსაც უტარებდნენ. ამ დრომდე საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში 318 ამზომველმა გაიარა კონსულტაცია. თანამშრომლობა საჯარო რეესტრსა და საამზომველო კომპანიებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.

(R)




 ახალი ამბები
  • "უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში" _ საჯარო სამსახურის ბიუროსაჯარო სამსახურის ბიურო თხოვნით მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ამავე განცხადების თანახმად, აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ყველა საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ააიპ-ების თანამშრომელთა მიერ  . აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის პირობების თაობაზე შესაბამისი სარეკომენდაციო წესი გეცნობებათ დამატებით“, – აღნიშნულია ... ...
  • რას უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევარას უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. ეზუგბაიას თქმით, 26 ახალი შემთხვევიდან 18 სოფელ მუშევანიდან, 4 საკარანტინო სივრციდან, 4 კი საბურთალოს კლასტერიდანაა. „დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 26 შემთხვევა. აქედან 18 არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან. თქვენ იცით, რომ ამ სოფლის მცხოვრებლების კვლევა გრძელდება. კვლევისას დადასტურებულ შემთხვევებს სტაციონარში ვათავსებთ და მათ კონტაქტებს ვსწავლობთ. ამისთვის არაა საკმარისი ერთჯერადად უარყოფითი პასუხი, ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას მათ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენონ უარყოფითი პასუხი. დანარჩენი 8 შემთხვევიდან 4 არის საკარანტინო სივრციდან, 4 კი ე.წ. საბურთალოს კლასტერის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. რაც შეეხება ჩვენს ცენტრში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს 48 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის 11 გუშინ მუშევანიდან მივიღეთ. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, დღეს ჩაუტარდებათ რადიოლოგიური კვლევა. 24 საათში 1 პაციენტი გავწერეთ. გვყავს სამი პაციენტი მძიმე პნევმონიით, თუმცა მათ თანმდევი დაავადებები არ აქვთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უმეტესად მსუბუქია“, - განაცხადა ეზუგბაიამ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 2 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - ... ...
  • 11 ინფიცირებულის 50 კონტაქტი _ ე. წ. საბურთალოს კლასტერისაქართველოში საგანგებო რეჟიმის გაუქმებიდან ერთ კვირაში სრულიად ახალი და მასშტაბური ე.წ. საბურთალოს კლასტერი გაჩნდა. მისი წარმოშობის პირველწყარო სავარაუდოდ ექთანია, რომელმაც საკუთარი ოჯახის 6 წევრი დააინფიცირა. ახალგაზრდა ქალის მეზობლები ამბობენ, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები პირველად მის მამას გამოუვლინდა. ინფიცირებულ ოჯახთან პირდაპირ კავშირში მყოფი ორი მეზობელი დღეს ტესტირების შემდგომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ლუგარის ცენტრის თანამშრომლებმა დღეს ტესტირება კორპუსში მცხოვრებ პირებს ადგილზე ჩაუტარეს. სულ ე.წ საბურთალოს კლასტერი 11 ინფიცირებულს ითვლის. ექთნის და მისი ოჯახის 6 წევრის გარდა კოვიდინცირებულია მისი 4 ნათესავი - ბიძაშვილი ქალი, მისი მეუღლე და მათი 2 შვილი. დღეს ეპიდემიოლოგები საბურთალოზე მდებარე კიდევ ერთ კორპუსში მუშაობდნენ. ექთნის ბიძაშვილი იქ ერთ-ერთ ოჯახში ბოლოს 5 დღის წინ სტუმრად იმყოფებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ახალი კლასტერის პირველწყარო სავარაუდოდ მისი კოლეგა გახდა. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში დაინფიცირებულთა დაახლოებით 13% სწორედ მედიცინის მუშაკია. ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს. გაიზრდება თუ არა ე.წ. საბურთალოს კლასტერი ვირუსის ინკუბაციის 2 კვირიან პერიოდში გამოჩნდება. საკარანტინო ზონაში კლასტერში შემავალ პირთა 50 კონტაქტია გადაყვანილი. წყარო: ... ...
  • ოზურგეთის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი დამხრჩვალი იპოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი, სახლიდან 1 კმ-ის დაშორებით, გუბეში დამხრჩვალი იპოვეს. მცირეწლოვანს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით საქმე აღძრულია სსკ-ის 115-მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?