ცესკომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაჯამა

gurianews.com

საზოგადოება

ცესკომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაჯამა

2016 ოქტ 24 02:20:03

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღს სხდომა გამართა, რომელზეც 8 ოქტომბრის პროპორციული არჩევნების და მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის, ასევე ადგილობრივი შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის პროპორციული საარჩევო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, კერძოდ, ”ქართულმა ოცნებამ”, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” და ”პატრიოტთა ალიანსმა”.

”ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის შედეგები შეაჯამა. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის პროპორციული საარჩევო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, კერძოდ: #5 ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 27.11%, რაც არის 27 მანდატი, #8 ”დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია” – 5.01%, რაც არის 6 მანდატი, #41 ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” – 48.68%, რაც არის 44 მანდატი”, _ აღნიშნავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

საბოლოო შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 8 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა და ყველა მათგანი წარმოდგენილი იყო ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მიერ.

”კერძოდ, #3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ზაზა ხუციშვილი, #4 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - მამუკა მდინარაძე, #5 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ნინო გოგუაძე, #14 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გიორგი ვოლსკი, #25 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ირაკლი შიოლაშვილი, #31 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - სავალან მირზოევი, #32 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გოდერძი ჩანქსელიანი, #33 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გოგი მეშველიანი, #34 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - კახაბერ ოქრიაშვილი, #35 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - რუსლან გაჯიევი, #38 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ზაქარია ქუცნაშვილი, #40 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გიორგი თოთლაძე, #45 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გედევან ფოფხაძე, #45 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ენზელ მკოიანი, #50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ელგუჯა გოცირიძე, #53 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - პაატა კვიჟინაძე, #54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გრიგოლ ლილუაშვილი, #55 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გრიგოლ მიქელაძე, #57 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ცოტნე ზურაბიანი, #58 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გოჩა ენუქიძე, #59 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - არჩილ თალაკვაძე, #62 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ოთარ დანელია და #73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ანზორ ბოლქვაძე”, _ ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.


ნახვა: 56


 ახალი ამბები
  • ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება _ მერაბ ჭანუყვაძეროგორც დღეს "ბახმაროს თასი 2018"_ზე გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა, კურორტი ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება. მისივე თქმით, ბახმაროს განვითარების გეგმა უკვე შემუშავებულია. "უკვე შემუშავებულია ქალაქმშენებლობითი გეგმა, მთავრობასთან ერთად იგეგმება ექსპერტების ჩამოყვანა, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ამის შემდეგ დავიწყებთ იმ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც წლების განმავლობაში აქვს კურორტს. ფაქტობრივად ყველაფერი 0-დან არის დასაწყები, სწორედ ამიტომ განხორციელდა ქალაქდაგეგმარების შემუშავება, როგორც კი ექსპერტები მოიწონებენ მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ინფრასტქურტურულ პროექტებს, ეს არის არის წყალი, კანალიზაცია, რაც პირველ რიგში საჭიროა", - განაცხადა ... ...
  • რა ხდება ბახმაროში (ფოტორეპორტაჟი)დღეს ბახმაროში "ბახმაროს თასი 2018" იმართება. როგორც ცნობილია, ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. "გურია ნიუსი" გთავაზობთ კადრებს რა ხდება ბახმაროში. ... ...
  • "ბახმაროს დასახლებული პუნქტის სახელი მიენიჭება"_ მაია ცქიტიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება და მას შემდეგ შეძლებს განვითარებას. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბახმაროში ელექტრომომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მინისტრის განცხადებით, ბახმაროს განვითარების გენგეგმაში ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევაც არის გათვალისწინებული. " ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ბახმაროს განვითარების გენგეგმა საშუალებას გვაძლევს, ამ კურორტს ერთიანად მივუდგეთ, პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის გარემო, რომელიც ბახმაროში უკვე არსებობს - უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში ჩადის დამსვენებელი, მეორეს მხრივ განვავითაროთ თანამედროვე კურორტად. რაც შეეხება კურორტზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რამდენიც იქნება საჭირო ამ კურორტის განვითარებისთვის", _ განაცხადა ... ...
  • ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალის სამზადისი პრემიერმა მოინახულაამ წუთებში ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტუვალის სამზადისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მისმა მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, პრემიერის აპარატის უფროსმა გიორგი ჭოლაძემ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ მონახულეს. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ყველაზე კარგი წამოწყება და ამან ტრადიციული სახე აუცილებლად უნდა მიიღოს. ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალი 5 საათზე ... ...
  • "ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი იქნება" _ სოზარ სუბარიბახმაროში, ბახმაროს თასი 2018-ზე იმყოფება სოზარ სუბარიც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი გახდება. "ძალიან მიყვარს აქ ჩამოსვლა და როცა ვახერხებ, აუცილებლად ჩამოვდივარ. ბახმაროს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ბახმარო იქნება 4-სეზონიანი კურორტი და ადამიანებს 12 თვის განმავლობაში შეეძლებათ აქ ამოსვლა, იქნება სათხილამურო ტრასები და იქნება საყვარელი ადგილი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის", _განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...