ქართული ღვინის კულტურას პოლონეთში შეასწავლიან (R)

საზოგადოება

ქართული ღვინის კულტურას პოლონეთში შეასწავლიან (R)

24 ოქტ. 2016, 20:31:24

ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას პოლონეთის ღვინის აკადემიის სკოლაში შეასწავლიან. აღნიშნულის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდს შორის (Galicja Vitis) გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას პოლონეთში სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით. პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი თანამშრომლობს პოლონეთის ღვინის აკადემიასთან (Podkarpacka Akademia Wina, http://akademiawina.org/), რომლის ბაზაზეც 2015 წელს ქალაქ იასლოში ღვინის სკოლა ჩამოყალიბდა, სადაც  ლექციებს ქართული ღვინის კულტურის შესახებ წაიკითხავენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნული მემორანდუმი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პოლონეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის გაზრდას.

„პოლონეთი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია და ზოგადად ქართულ ღვინოს პოლონეთში დიდი პოტენციალი აქვს. ასევე ყოველწლიურად მზარდია პოლონეთიდან ღვინის ტურიზმი. ველოდებით, რომ ქართულ ღვინოს მომავალში უფრო და უფრო მეტი დამფასებელი ეყოლება. დღეს მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ სასწავლებელში  ქართული ღვინის შესახებ ლექციებს წაიკითხავენ. ჩვენ მათ ჩვენი მხრიდან დავეხმარებით ინფორმაციითა და სარეკლამო მასალის მიწოდებით და მაქსიმალურას ჩავერთვებით, რომ უფრო მეტი კარგი ღვინო იყოს წარმოდგენილი პოლონეთში“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ორგანიზაცია “Galicja Vitis”  პოლონეთში ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ღვინის კონკურსის Wine Contest GALICJA VITIS-ის (http://galicjavitis.pl/en/) დამფუძნებელია. როგორც აღნიშნული ფონდის წარმომადგენელი, პოლონელი ღვინის მწერალი და ენოლოგი ვოიჩეკ ბოსაკი (Wojciech Bosak) აცხადებს, ქართული ღვინო საკმაოდ პოპულარულია პოლონეთში, სადაც მაღაზიებში, ღვინის სახლებსა და რესტორნებში ქართული ღვინის ფართო არჩევანია.

„საქართველო სულ  უფრო და უფრო პოპულარული ხდება პოლონელი ტურისტებისთვის, ღვინის ტურიზმისთვის, მათთვის, ვინც დაინტერესებულია ნახოს ვენახები, ღვინის საწარმოები, მწარმოებლები და რაღა თქმა უნდა დააგემოვნოს ღვინო. ჩვენი მეღვინეობა-მევენახეობის ხელშემწყობი  ფონდის მიზანია მიაწოდოს საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ქართული ღვინის შესახებ, როგორც მწარმოებლებს, ასევე მომხმარებლებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან დაგვეხმარება ხელი შევუწოთ ქართულ ღვინოს, რომელსაც დიდი ისტორია და კულტურა აქვს. ჩვენ გავაცნობთ ქართულ ღვინოს  ჩვენი  პროფესიონალური მეღვინეობის სკოლის  სტუდენტებს” - აღნიშნა ბოსაკმა.
მისივე თქმით, ქართული ღვინის მიმართ დიდი ინტერესია  და ზოგიერთმა პოლონელმა მეღვინემ დაიწყო ღვინის წარმოება კახური მეთოდით. „რა თქმა უნდა, შედეგი ისეთივე არ არის, როგორიც კახეთშია, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯია. რაც შეეხება ჩვენი კონკურსის წესებს, გასულ წელს ჩვენ გვქონდა სპეციალური კატეგორია  ჭაჭაზე დაყენებული თეთრი  ღვინოებისთვის, რაც უმეტესად  ქართველ პოტენციურ მონაწილეებზე იყო გათვლილი.  ეს  მეტ შანსს აძლევს ქართულ ღვინოს, რომ სათანადოდ იყოს  დაფასებული ჩვეულებრივ სტანდარტულ ღვინოებთან შედარებით” - აღნიშნა ვოიჩეკ ბოსაკმა.
პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია -  2016 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია  1,6 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც გასულის წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 47%-ით აღემატება.  ( R)




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი დამხრჩვალი იპოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი, სახლიდან 1 კმ-ის დაშორებით, გუბეში დამხრჩვალი იპოვეს. მცირეწლოვანს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით საქმე აღძრულია სსკ-ის 115-მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგი მკაცრდებასაქართველო სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგს ამკაცრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა. მისი თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ,,ჩვენ ვხედავთ ამ რისკს. ჩვენ ისევე როგორც სხვა ყველა რისკს, ამასაც ვმართავთ. საგანგებო შტაბის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით მკაცრდება მონიტორინგი მძღოლებზე, მათ შორის მასიური ტესტირება დაწყებულია უკვე და ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლი“, - განმარტა ... ...
  • ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა (R)ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა. კერძოდ გრიგოლეთში, დასუფთავდა როგორც სანაპირო ზოლი ასევე, მიმდებარე ტერიტორია. სხვადასხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. აქციაში გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „ დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი, გვინდა, რომ მსგავსმა ღონისძიებამ პერმანენტული სახე მიიღოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც, რათა დამსვენებელს დახვდეს გაუმჯობესებული გარემო“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. "საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურად მოხდება, დაემატება ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნები ლოკაციის ადგილებში. მერიის შესაბამისი სამსახურები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დამსვენებლებს სათანადო პირობები შევუქმნათ“, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. ... ...
  • "ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით" _ ამირან გამყრელიძე ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან, იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა. ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს „კოვიდ 19“-თან ერთად თანაცხოვრება, რადგან ის ამ წლის ბოლომდეც არსად წავა. „ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი, პატიოსნად იყო დაცული წესები. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15 - არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება. ძალაში რჩება ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად“. მოგვიწევს ეს. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომედ არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები,“- განაცხადა ამირან ... ...
  • აფეთქება თურქეთში _ დაღუპულია საქართველოს მოქალაქეთურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპული 45 წლის მამაკაცია. როგორც თურქული მედია იუწყება, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით დილის თერთმეტ საათზე, სტამბოლის ერთ-ერთ სამრეცხაოში მოხდა. ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამობენ, რომ საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?