"ჭერიდან ჩამოსული წვიმის წყალი მძინარე ბავშვს პირდაპირ სახეზე ესხმის"

საზოგადოება

"ჭერიდან ჩამოსული წვიმის წყალი მძინარე ბავშვს პირდაპირ სახეზე ესხმის"

2 ნოე. 2016, 15:29:24

ქალაქ ოზურგეთში, წულუკიძის ქუჩის #123 სახლში, კახა შაინიძის და ხათუნა შოთაძის ოჯახი ცხოვრობს. ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მძიმე ყოფა, ეკონომიკური გასაჭირის გარდა, მძიმე ავადმყოფობითაა განპირობებული _ კახა შაინიძე ავადაა და მართალია, სახელმწიფოსგან სათანადო მკურნალობა უტარდება, თუმცა, ჯერ მდგომარეობიდან ვერ გამოვიდა, ამიტომ ფიზიკური შრომა თითქმის არ შეუძლია. როგორც მისი მეუღლე ამბობს, კარმიდამოს თუ მიალაგებს, რასაც მსუბუქი შრომა სჭირდება.

მძიმე ავადმყოფია შაინიძეების შვიდი წლის გოგონა მარიამიც, რომელიც დღემდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ხოლო სახლი, რომელშიც შაინიძეები ცხოვრობენ, ძველისძველია, კრამიტით დახურული და, როგორ ქალბატონი ხათუნა ამბობს, ყველა ოთახში წყალი ნიაღვარივით ჩამოდის.

_ როცა წვიმს, სახურავიდან წყალი ჭერში ჩამოდის, ჭერიდან ჩამოსული კი, არაერთხელ, მძინარე ბავშვს პირდაპირ სახეზე დაესხა. რამდენჯერ წამომხტარა და ვერ დამიწყნარებია: "დედიკო, წყალი რატომ შემასხიო?" ამაოდ ვარწმუნებდი, რომ წყალი არ შემისხამს და ეს ჭერიდან ჩამოსული წვიმის წყალი იყო, _ გვეუბნება უსასოო მდგომარეობაში მყოფი ხათუნა შაინიძე.

შაინიძეების სახლი ლამის წაქცევის პირასაა, თუმცა, ისინი ამბობენ, რომ სახურავი რომ ნაწილობრივ მაინც ვარგოდეს, სხვა პრობლემის მოგვარება კიდე შეიძლებოდა. გასულ წელს, ეზოში მუშაობისას, კახა შაინიძეს, ქალბატონი ხათუნას თქმით, ზურგში დაეცა სახურავიდან ჩამოვარდნილი კრამიტი და ისეც ავადმყოფი კაცი, საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა.

_ ჩვენ სახელმწიფოს მადლობელი ვართ _ კარგი ჯანდაცვის პროგრამაა, ყოველ მესამე დღეს ბათუმში დავდივარ და წამლები უფასოდ მომაქვს მეუღლისთვის, თუმცა, დღემდე ისე ვერ მომჯობინდა, რომ ფიზიკური შრომა შეძლოს. ჯანმრთელად რომ იყოს, ვის შევეხვეწებით? წავა, სადმე მტვირთავად მაინც იმუშავებს და საშველი იქნება. ოჯახში მხოლოდ მე ვარ ფიზიკურად ჯანმრთელი და რამდენი ვქნა _ ქმარ-შვილს მივხედო თუ ლუკმაპურისთვის ვირბინო? _ ამბობს ხათუნა შაინიძე.

მართალია, შაინიძეების ოჯახს სოციალური დახმარება აქვს, მაგრამ რაკი ოჯახში მამა და ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ, თანხა, ძირითადად, წამლებში იხარჯება. ხათუნა შაინიძე ამბობს, რომ ორჯერ მოუხდა კრედიტის აღება, რომელსაც სოციალური დახმარების საშუალებით იხდის, პირველად საკვებ პროდუქტებს კი ხშირად თავისი მშობლები ან დედამთილ-მამამთილი აწვდიან. მათი უფროსი შვილი მარიამი შვიდი წლისაა და როგორც ქალბატონი ხათუნა ამბობს, 13 კილოგრამს იწონის. 15 დღეში ერთხელ ექიმებთან დაჰყავს, მაგრამ, ჯერჯერობით, შედეგი არ ჩანს: _ ბავშვი იკვებება, თუმცა, წონაში არ იმატებს. სკოლაში წავიყვანეთ, მაგრამ სწავლა ვერ შეძლო და გვითხრეს, კერძო მასწავლებელი აიყვანეთო... ნეტავ, ჯანმრთელად მყავდეს და ნუ ისწავლის! _ ამბობს ის.

ხათუნა შაინიძე უფრო იმის გამო წუხს, რომ ზამთარი მოდის და სახლი, რომელშიც ცხოვრობენ, ალბათ, ზამთრის თოვლსა და წვიმას ვერ გაუძლებს.

_ წავედი ჩემი ბავშვებით და ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერს, ბეგლარ სიორიძეს მივმართე, ჩემი გასაჭირის შესახებ მოესმინა, თუმცა, მითხრა, სად მაქვს სახურავი, თანხა არ არისო. ავადმყოფი ბავშვი შემიშინა. რომ გამოვედით, მისმა მოადგილემ ალეკო ბურჭულაძემ შემიყვანა თავის კაბინეტში, ადამიანურად მაინც დამელაპარაკა და რაღაც საშუალება გამოჩნდებაო, მითხრა. მერმა კი იქაც შემომდია და ეს კიდევ აქ არის, არ წასულაო, იყვირა. წყნარად მაინც დაგველაპარაკოს _ ხომ შეიძლება გაჭირვებულ ადამიანს კაცმა გაუგოს? მე ძალიან მიჭირს და გამწარებულმა რომ ვიტირო და ვიყვირო, ნუ დამძრახავთ, მაგას კი რა აყვირებს? ივნისში კი დამეხმარნენ 150 ლარით, შარშან შეშაც მომცეს, ორ თვე მეყო, მაგრამ თავზე გვაწვიმს და რა ვქნა, ამდენი ავადმყოფის პატრონმა? _ საუბრობს საკუთარ მდგომარეობაზე ხათუნა შაინიძე.

შაინიძეებს ეს ძველი სახლი, როგორც თვითონ ამბობენ, მშობლებმა უყიდეს:

_ მეტი საშუალება არ ჰქონდათ, თორემ უკეთესს გვიყიდდნენ და არავის კარზე არ მივადგებოდით. ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ხელისუფლებამ მეტად უნდა დაგვეხმაროს. ასობით სახლი დაიხურა და აბა, გადაამოწმეთ, რამდენია ისეთი, ჩვენი სახლისნაირი ტუალეტი უდგათ და მაინც გადაუხურესო, _ ამბობენ შაინიძეები.

ხათუნა შაინიძე საუბრობს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ დეპუტატ არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შესახებაც: _ იყო ჩვენს ქუჩაზე და ჩემი მდგომარეობის შესახებ მოვუყევი. მომისმინა, ადამიანურად დამელაპარაკა და ვეცდებით, დაგეხმაროთო, მითხრა. ჯერ არავინ მოსულა, მაგრამ, რაც იყო, იმას ვამბობ.

დღეისთვის, ოჯახისთვის საჭირო შეშას, შაინიძეები მდინარის სანაპიროებთან თუ ქალაქის გარეუბანში ეძებენ. მათივე თქმით, ხშირად ჯართსაც აგროვებენ, რომ ერთი ცალი პურის ფული იშოვონ.

_ ჩვენი გაჭირვების თავი და თავი ფიზიკური მდგომარეობაა _ ქმარი ავად მყავს, უფროსი შვილი კიდევ უფრო უარესად, უმცროსს კი, წლინახევრის მათეს, ასთმის ნიშნები აქვს და წამლებს როცა ვერ ვყიდულობ, ვცდილობ, ხველება ცხელი ჩაით შევუჩერო... რა მოვიფიქრო, არ ვიცი! _ ამბობს ხათუნა შაინიძე.

"გურია ნიუსი" ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურს არაერთხელ დაუკავშირდა და შაინიძეების ოჯახის შესახებ კომენტარი სთხოვა. როგორც პრესსამსახურიდან გვაცნობეს, ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან ხათუნა შაინიძის ნაამბობი სიმართლეს არ შეეფერება.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგებაჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგება, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება "მომავალის" ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. „როგორც დღეს გამოცხადდა და გაგვაგებინეს გუბერნიიდან, სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ბაღებში12 ოქტომბერს განახლდება“,_ გვითხრა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 1 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებისთვის საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან ... ...
  • ლანჩხუთის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდებალანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩატარდა გენერალური დეზინფექცია. "კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებები ეტაპობრივად გახორციელდება. ლანჩხუთის სკოლამდელი ცენტრის 21-ვე ბაგა-ბაღი ახალი მოქმედი რეგულაციების მიხედვით ახორციელებს შესაბამისს ღონისძიებებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად", _ ამბობენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შეძენილია საგანმანათლებლო რესურსები (ფერადი ფურცლები, მაკრატლები, ფერადი ფანქრები, ზეთოვანი პასტელები, გუაშისა და აკვარელის საღებავები, ფუნჯები, პლასტელინები და სხვა). "ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შესაბამისად საგანმანათლებლო რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ბაგა-ბაღებში ინდივიდუალურად ბავშვებისთვის სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს გამოსაყენებლად", _ ამბობენ სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდასაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე  ლოკოკინების ფერმა გაშენდა.  ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში, კერძოდ კი  იტალიაში მოხდება.  პროექტის განსახორციელებლად ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა 68,000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ფერმაში 15 ადამიანია დასაქმებული.  „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი ჩართულობით ზუგდიდის რაიონში ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა უკვე ფუნქციონირებს და მოსავლის მოლოდინის პროცესშია. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტიას, რაც ქვეყნისთვის, როგორც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • "ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ გელა კვარაცხელია“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის  არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!“ _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა  “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია და საჯაროდ მიმართავს შსს-ს და ხელისუფლებას, რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში. "როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადაც!" _ განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის ცნობილი ტერაქტის საქმეში ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტი გადაარჩინა და ბორის მიქელაძე აჭარიდან, რომელიც 2012 წელს კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შექმნია. „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი: „ როგორც ჩანს, ეს ცესკოს ახალი „ტრენდია“ , თანაც უპრეცენდეტო, დაბლოკოს რეალური გამარჯვების მქონე ოპოზიციის ლიდერები.“  მისივე განცხადბით: „ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო და ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება არჩევნებზე არდაშვების შესახებ. ამ ადამიანებს კი, აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარ განვიხილავთ  პოლიტიკური დევნის და „ტრიბუნას „ წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის მცდელობად“. ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls